მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოგების გარდა, არსებობს კიდევ ერთი შანსი...." - "საუკუნის თამაშის" მოლოდინი და კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის ისტორიული შესაძლებლობა
"მოგების გარდა, არსებობს კიდევ ერთი შანსი...." - "საუკუნის თამაშის" მოლოდინი და კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის ისტორიული შესაძლებლობა

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი დღეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მატჩს გა­მარ­თავს. კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ამ თა­მაშს "სა­უ­კუ­ნის მატჩს" უწო­დე­ბენ, რად­გან ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ჩვენ­მა გუნ­დმა სე­საძ­ლოა, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ას­პა­რე­ზო­ბის უფ­ლე­ბა მი­ი­ღოს.

"ჩვენს ეროვ­ნულ გუნდს არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლის რე­ა­ლუ­რი შან­სი აქვს. ილი­ას ზუ­რო­სის გაწ­ვრთნილ სა­ქარ­თვე­ლოს საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის ბოლო მატჩში, რო­მე­ლიც თბი­ლი­სი არე­ნა­ზე 26 თე­ბერ­ვალს, 20:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა, ის­ლან­დი­ის და­მარ­ცხე­ბა სა­ნუკ­ვარ შე­დეგს მო­უ­ტანს.

მო­დით, თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ, თუ რა სი­ტუ­ა­ცი­ა­შია სა­ქარ­თვე­ლო და აქამ­დე მო­სას­ვლე­ლად რა გზა გა­მო­ი­ა­რა. მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლის შან­სი რე­ა­ლუ­რი 2017 წლი­დან გახ­და, როცა ფიბა-მ მუნ­დი­ა­ლის­თვის ცალ­კე შე­სარ­ჩე­ვი ტურ­ნი­რის ჩა­ტა­რე­ბა და­ი­წყო. მა­ნამ­დე იყო ის, რომ ევ­რო­ბას­კე­ტი 2 წე­ლი­წად­ში ერთხელ იმარ­თე­ბო­და და მსოფ­ლი­ო­ზე სწო­რედ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მო­წი­ნა­ვე ად­გი­ლე­ბის დამ­კა­ვე­ბე­ლი გუნ­დე­ბი გა­დი­ოდ­ნენ – ხან 6, ხა­ნაც 7 სა­უ­კე­თე­სო", - ნათ­ქვა­მია ფე­დე­რა­ცი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • მა­თი­ვე ცნო­ბით, 2017 წლი­დან ფიბა-მ ევ­რო­ბას­კე­ტის ჩა­ტა­რე­ბა 4 წე­ლი­წად­ში ერთხელ და­ა­წე­სა, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გუნ­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 32-ამდე გა­ზარ­და და მას­ზე გა­სას­ვლე­ლად ცალ­კე 2-წლი­ა­ნი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ტურ­ნი­რის ჩა­ტა­რე­ბა და­ი­წყო. ევ­რო­პას მსოფ­ლი­ო­ზე 12-გუნ­დი­ა­ნი კვო­ტა და­უ­წეს­და. პირ­ველ ჯერ­ზე სა­ქარ­თვე­ლომ პირ­ვე­ლი ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი დაძ­ლია, მაგ­რამ მე­ო­რე­ში აღარ გა­უ­მარ­თლა. მე­ო­რე საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პი კი, რო­მე­ლიც 2021 წელს და­ი­წყო, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა რი­გი­ა­ნად ჩა­ა­ტა­რა და საქ­მე იქამ­დე მი­იყ­ვა­ნა, რომ მსოფ­ლი­ო­ზე გა­სას­ვლე­ლად ის­ლან­დი­ის და­მარ­ცხე­ბა აკ­ლია.

მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ევ­რო­პი­დან 12 გუნ­დი გა­დის. 9 ნაკ­რე­ბი ცნო­ბი­ლია – ეს­პა­ნე­თი, იტა­ლია, სა­ბერ­ძნე­თი, გერ­მა­ნია, სლო­ვე­ნია, საფ­რან­გე­თი, ლი­ე­ტუ­ვა, ფი­ნე­თი და ლატ­ვია. ბოლო ტურ­ში და­ჩე­ნი­ლი 3 საგ­ზუ­რის მფლო­ბე­ლიც უნდა გა­მოვ­ლინ­დეს. ერთ-ერთი მათ­გა­ნის­თვის სა­ქარ­თვე­ლო და ის­ლან­დია იბ­რძვი­ან.

სა­ქარ­თვე­ლო პირ­ველ ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე ეს­პა­ნეთ­თან, უკ­რა­ი­ნას­თან და ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას­თან იყო. ზუ­რო­სის გუნ­დმა მა­კე­დო­ნი­ე­ლე­ბი 2-ჯერ და­ა­მარ­ცხა, ხოლო ეს­პა­ნეთ­თან და უკ­რა­ი­ნას­თან მო­გე­ბა-წა­გე­ბე­ბი გა­ი­ყო და ჯგუფ­ში მე-2 ად­გი­ლის და­კა­ვე­ბით მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე გა­ვი­და.

ზუ­რო­სის გუნდს მე­ო­რე ჯგუფ­ში პირ­ვე­ლი­დან მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნას­თან და ეს­პა­ნეთ­თან დაგ­რო­ვი­ლი ქუ­ლე­ბი გა­დაჰ­ყვა, ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას­თან 2 მო­გე­ბა კი იმ მო­ტი­ვით ჩა­მო­ეჭ­რა, რომ ჩვე­ნი პა­რა­ლე­ლუ­რი ჯგუ­ფი­დან მოკ­ვე­თეს რუ­სე­თი. ფიბა-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პა­რი­ტე­ტის პრინ­ცი­პი და­ცუ­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, იმ ჯგუ­ფის ყვე­ლა წევ­რს რუ­სეთ­თან თა­მა­შე­ბი გა­უ­უქ­მდათ, ჩვენ­თან კი – ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას­თან.

  • რუ­სეთ­თან ჩვენს კონ­კუ­რენტ ის­ლან­დი­ას მო­გე­ბა არ ჰქო­ნია და არა­ფე­რი და­უ­კარ­გავს მას­თან ნაჩ­ვე­ნე­ბი შე­დე­გის ანუ­ლი­რე­ბით, ხოლო სა­ქარ­თვე­ლომ ჩრდი­ლო­მა­კე­დო­ნი­ე­ლებ­თან 2 მარ­ცხი და­კარ­გა და მე­ო­რე ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი 3 გა­მარ­ჯვე­ბით (ჰო­ლან­დი­ას­თან 2 და ის­ლან­დი­ა­ში 1) თავი ის­ლან­დი­ა­ზე კომ­ფორ­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­ი­ყე­ნა.

მე­ო­რე და გა­დამ­წყვეტ ჯგუფ­ში, რო­მელ­შიც 6 გუნ­დია და 3 სა­კე­თე­სო მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­დის, პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ად­გი­ლე­ბი ეს­პა­ნეთ­სა და იტა­ლი­ას აქვთ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი, ბრძო­ლა მე-3 საგ­ზუ­რის­თვი­საა, რო­მელ­საც ერ­თმა­ნეთს სა­ქარ­თვე­ლო და ის­ლან­დია ეცი­ლე­ბა.

თე­ო­რი­უ­ლად არ­სე­ბობს ერთი ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი უპი­რა­ტე­სო­ბაა. რაკი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ლან­დი­ა­ში მო­გე­ბუ­ლი აქვს 3 ქუ­ლით და მე­ტო­ქე­ზე ცხრილ­ში ქუ­ლით წი­ნაა, 1, 2 და 3 ქუ­ლით და­მარ­ცხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ილი­ას ზუ­რო­სის გუნ­დი ის­ლან­დი­ა­ზე წინ იქ­ნე­ბა. ეს არის ვა­რი­ან­ტი, რომ­ლის იმე­დად სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის არც ერთი წევ­რი არაა და დღეს ილი­ას ზუ­რო­სის გუნ­დი მხო­ლოდ მო­სა­გე­ბად ითა­მა­შებს.

ის­ლან­დი­ის ნაკ­რებ­მა წინა მატჩში და­ის­ვე­ნა. კუნ­ძუ­ლე­ლებ­მა ეს­პა­ნეთს უმას­პინ­ძლეს და წამ­ყვა­ნი მო­თა­მა­შე­ე­ბი არ დატ­ვირ­თეს. ეს თა­ვად ის­ლან­დი­ელ­თა მწვრთნელ­მა, ბალ­დურ რაგ­ნარ­სონ­მა გა­ნა­ცხა­და. მსოფ­ლიო გრან­დის­თვის თავი რომ შე­ეკ­ლათ და თუნ­დაც მო­ე­გოთ, ეს ის­ლან­დი­ე­ლებს არა­ფერს მის­ცემ­და, თუკი თბი­ლის­ში და­მარ­ცხდე­ბოდ­ნენ. ერ­თა­დერ­თი, იმას იხე­ი­რებ­დნენ, რომ 1 ქუ­ლით გა­მარ­ჯვე­ბაც ეყო­ფო­დათ, ახლა კი მი­ნი­მუმ 4 ქუ­ლით მო­გე­ბა სჭირ­დე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს ცხრილ­ში რომ გა­და­ას­წრონ.

  • ილი­ას ზუ­რო­სის კო­მენ­ტა­რი მატ­ჩის წინ:

"გუნდში ყვე­ლას ეს­მის, რას ნიშ­ნავს ეს თა­მა­ში. ჩვენ დიდი ხა­ნია ამის­თვის ვიბ­რძვით, ვცდი­ლობთ, ამ მატ­ჩის­თვის მო­ვემ­ზა­დოთ. გვაქვს შან­სი, ვთა­მა­შობთ სახ­ლში. ეს გა­დამ­წყვე­ტი მატ­ჩია, რო­მე­ლიც შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაძ­ლევს პირ­ვე­ლად ვი­თა­მა­შოთ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე.გვჯე­რა სა­კუ­თა­რი მო­თა­მა­შე­ე­ბის. სი­მარ­თლე გი­თხრათ, რთუ­ლი პე­რი­ო­დი გვქონ­და. შერ­მა­დინ­მა და შენ­გე­ლი­ამ გა­სულ კვი­რას თა­სის თა­მა­შე­ბი ითა­მა­შეს. ჩვე­ნი მატ­ჩის შემ­დეგ, თო­კომ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ვირ­ტუს­თან ერ­თად ევ­რო­ლი­გა­ზე ითა­მა­შა.

არ მჯე­რა, რომ არ­სე­ბობს ბევ­რი ისე­თი მო­თა­მა­შე, რო­მე­ლიც ამ­დენს გა­ა­კე­თებ­და სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის­თვის. ეს აჩ­ვე­ნებს, თუ რამ­დე­ნად უნდა ჩვენს კა­პი­ტანს აქ ყოფ­ნა და ნაკ­რებ­ში თა­მა­ში. ჩვენ რთუ­ლი მატ­ჩი გვე­ლის. ჩვე­ნი მე­ტო­ქე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნაკ­რე­ბია. სამ­ქუ­ლი­ა­ნებს ის­ვრი­ან და სწრა­ფად თა­მა­შო­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, დაც­ვა­ში კარ­გად უნდა ვი­თა­მა­შოთ და მე­ტო­ქეს ხში­რად არ უნდა ვას­რო­ლი­ნოთ."

  • დუდა სა­ნა­ძე

"არ გვინ­და დიდ ემო­ცი­ებს ავ­ყვეთ, იმი­ტომ რომ დიდ­მა ემო­ცი­ებ­მა შე­იძ­ლე­ბა გვავ­ნოს. ყვე­ლა მო­თა­მა­შე მზა­დაა ამ თა­მა­შის­თვის. ყვე­ლას ისე­თი შეგ­ნე­ბა და მო­ტი­ვა­ცია გვაქვს რომ ის­ტო­რია დავ­წე­როთ."

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ის­ტო­რი­უ­ლი მატ­ჩი 20:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
1

ბითაძე და მამუკელაშვილი რატომ არ თამაშობენ ესეთი გადამწყვეტი მატჩის დროს...

v
5

გუნდს სამქულიანის მსროლელი არ ჰყავს. თუ გავალთ მსოფლიოზე , სირცხვილია. იქნებ დააყენოთ და ასროლინოთ და ასროლინოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მოგების გარდა, არსებობს კიდევ ერთი შანსი...." - "საუკუნის თამაშის" მოლოდინი და კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის ისტორიული შესაძლებლობა

"მოგების გარდა, არსებობს კიდევ ერთი შანსი...." - "საუკუნის თამაშის" მოლოდინი და კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის ისტორიული შესაძლებლობა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები დღეს უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს. კალათბურთის ფედერაციაში ამ თამაშს "საუკუნის მატჩს" უწოდებენ, რადგან ისტორიაში პირველად, ჩვენმა გუნდმა სესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მიიღოს.

"ჩვენს ეროვნულ გუნდს არსებობის ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი აქვს. ილიას ზუროსის გაწვრთნილ საქართველოს საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში, რომელიც თბილისი არენაზე 26 თებერვალს, 20:00 საათზე დაიწყება, ისლანდიის დამარცხება სანუკვარ შედეგს მოუტანს.

მოდით, თვალი გადავავლოთ, თუ რა სიტუაციაშია საქართველო და აქამდე მოსასვლელად რა გზა გამოიარა. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი რეალური 2017 წლიდან გახდა, როცა ფიბა-მ მუნდიალისთვის ცალკე შესარჩევი ტურნირის ჩატარება დაიწყო. მანამდე იყო ის, რომ ევრობასკეტი 2 წელიწადში ერთხელ იმართებოდა და მსოფლიოზე სწორედ ევროპის ჩემპიონატზე მოწინავე ადგილების დამკავებელი გუნდები გადიოდნენ – ხან 6, ხანაც 7 საუკეთესო", - ნათქვამია ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

  • მათივე ცნობით, 2017 წლიდან ფიბა-მ ევრობასკეტის ჩატარება 4 წელიწადში ერთხელ დააწესა, მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობა 32-ამდე გაზარდა და მასზე გასასვლელად ცალკე 2-წლიანი საკვალიფიკაციო ტურნირის ჩატარება დაიწყო. ევროპას მსოფლიოზე 12-გუნდიანი კვოტა დაუწესდა. პირველ ჯერზე საქართველომ პირველი ჯგუფური ეტაპი დაძლია, მაგრამ მეორეში აღარ გაუმართლა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი კი, რომელიც 2021 წელს დაიწყო, საქართველოს ნაკრებმა რიგიანად ჩაატარა და საქმე იქამდე მიიყვანა, რომ მსოფლიოზე გასასვლელად ისლანდიის დამარცხება აკლია.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპიდან 12 გუნდი გადის. 9 ნაკრები ცნობილია – ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, გერმანია, სლოვენია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ფინეთი და ლატვია. ბოლო ტურში დაჩენილი 3 საგზურის მფლობელიც უნდა გამოვლინდეს. ერთ-ერთი მათგანისთვის საქართველო და ისლანდია იბრძვიან.

საქართველო პირველ ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთთან, უკრაინასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან იყო. ზუროსის გუნდმა მაკედონიელები 2-ჯერ დაამარცხა, ხოლო ესპანეთთან და უკრაინასთან მოგება-წაგებები გაიყო და ჯგუფში მე-2 ადგილის დაკავებით მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ზუროსის გუნდს მეორე ჯგუფში პირველიდან მხოლოდ უკრაინასთან და ესპანეთთან დაგროვილი ქულები გადაჰყვა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 2 მოგება კი იმ მოტივით ჩამოეჭრა, რომ ჩვენი პარალელური ჯგუფიდან მოკვეთეს რუსეთი. ფიბა-ს გადაწყვეტილებით, პარიტეტის პრინციპი დაცული რომ ყოფილიყო, იმ ჯგუფის ყველა წევრს რუსეთთან თამაშები გაუუქმდათ, ჩვენთან კი – ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

  • რუსეთთან ჩვენს კონკურენტ ისლანდიას მოგება არ ჰქონია და არაფერი დაუკარგავს მასთან ნაჩვენები შედეგის ანულირებით, ხოლო საქართველომ ჩრდილომაკედონიელებთან 2 მარცხი დაკარგა და მეორე ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული 3 გამარჯვებით (ჰოლანდიასთან 2 და ისლანდიაში 1) თავი ისლანდიაზე კომფორტულ სიტუაციაში ჩაიყენა.

მეორე და გადამწყვეტ ჯგუფში, რომელშიც 6 გუნდია და 3 საკეთესო მსოფლიოს ჩემპიონატზე გადის, პირველი და მეორე ადგილები ესპანეთსა და იტალიას აქვთ გარანტირებული, ბრძოლა მე-3 საგზურისთვისაა, რომელსაც ერთმანეთს საქართველო და ისლანდია ეცილება.

თეორიულად არსებობს ერთი ვარიანტი, რომელიც ჩვენი უპირატესობაა. რაკი საქართველოს ისლანდიაში მოგებული აქვს 3 ქულით და მეტოქეზე ცხრილში ქულით წინაა, 1, 2 და 3 ქულით დამარცხების შემთხვევაში ილიას ზუროსის გუნდი ისლანდიაზე წინ იქნება. ეს არის ვარიანტი, რომლის იმედად საქართველოს ნაკრების არც ერთი წევრი არაა და დღეს ილიას ზუროსის გუნდი მხოლოდ მოსაგებად ითამაშებს.

ისლანდიის ნაკრებმა წინა მატჩში დაისვენა. კუნძულელებმა ესპანეთს უმასპინძლეს და წამყვანი მოთამაშეები არ დატვირთეს. ეს თავად ისლანდიელთა მწვრთნელმა, ბალდურ რაგნარსონმა განაცხადა. მსოფლიო გრანდისთვის თავი რომ შეეკლათ და თუნდაც მოეგოთ, ეს ისლანდიელებს არაფერს მისცემდა, თუკი თბილისში დამარცხდებოდნენ. ერთადერთი, იმას იხეირებდნენ, რომ 1 ქულით გამარჯვებაც ეყოფოდათ, ახლა კი მინიმუმ 4 ქულით მოგება სჭირდებათ, საქართველოს ცხრილში რომ გადაასწრონ.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/6hGkowzPLNs" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>
  • ილიას ზუროსის კომენტარი მატჩის წინ:

"გუნდში ყველას ესმის, რას ნიშნავს ეს თამაში. ჩვენ დიდი ხანია ამისთვის ვიბრძვით, ვცდილობთ, ამ მატჩისთვის მოვემზადოთ. გვაქვს შანსი, ვთამაშობთ სახლში. ეს გადამწყვეტი მატჩია, რომელიც შესაძლებლობა გვაძლევს პირველად ვითამაშოთ მსოფლიო ჩემპიონატზე.გვჯერა საკუთარი მოთამაშეების. სიმართლე გითხრათ, რთული პერიოდი გვქონდა. შერმადინმა და შენგელიამ გასულ კვირას თასის თამაშები ითამაშეს. ჩვენი მატჩის შემდეგ, თოკომ რამდენიმე საათში ვირტუსთან ერთად ევროლიგაზე ითამაშა.

არ მჯერა, რომ არსებობს ბევრი ისეთი მოთამაშე, რომელიც ამდენს გააკეთებდა საკუთარი ქვეყნისთვის. ეს აჩვენებს, თუ რამდენად უნდა ჩვენს კაპიტანს აქ ყოფნა და ნაკრებში თამაში. ჩვენ რთული მატჩი გველის. ჩვენი მეტოქე განსაკუთრებული ნაკრებია. სამქულიანებს ისვრიან და სწრაფად თამაშობენ. შესაბამისად, დაცვაში კარგად უნდა ვითამაშოთ და მეტოქეს ხშირად არ უნდა ვასროლინოთ."

  • დუდა სანაძე

"არ გვინდა დიდ ემოციებს ავყვეთ, იმიტომ რომ დიდმა ემოციებმა შეიძლება გვავნოს. ყველა მოთამაშე მზადაა ამ თამაშისთვის. ყველას ისეთი შეგნება და მოტივაცია გვაქვს რომ ისტორია დავწეროთ."

საქართველოსთვის ისტორიული მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.