სამართალი
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი "ბიგ თიკო" - რეპიდან ვიზაჟისტობამდე: "ყოფილა ჩემს მიმართ ხელის გამოშვერა, მუქარაც, ბულინგიც..."
როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი "ბიგ თიკო" - რეპიდან ვიზაჟისტობამდე: "ყოფილა ჩემს მიმართ ხელის გამოშვერა, მუქარაც, ბულინგიც..."

ეკო­ნო­მის­ტი, მსა­ხი­ო­ბი, ვი­ზა­ჟის­ტი და სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი რე­პე­რი ქალი - ასე შე­იძ­ლე­ბა მისი წარ­დგე­ნა. "ბიგ თიკო" - ეს სა­ხე­ლი და გვა­რი ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში 90-ია­ნე­ბის ბო­ლოს და 2000-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში გა­მოჩ­ნდა. რე­პე­რად გაგ­ვეც­ნო, აუ­დი­ტო­რი­ა­მაც მი­ი­ღო. მალე გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბიც საკ­მა­რი­სად შე­ი­ძი­ნა. რო­გორ იხ­სე­ნებს ბიგ თიკო იმ წლებს, რას საქ­მი­ა­ნობს, რო­გორ ცხოვ­რობს, რას ფიქ­რობს, რო­დის რე­პავს და რა გეგ­მე­ბი აქვს, ამა­ზე მისი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- რო­გორ ხარო, მკი­თხეთ. ამ წუ­თას სა­სი­ა­მოვ­ნოდ დაღ­ლი­ლი ვარ, რად­გა­ნაც სამ­სა­ხუ­რი­დან მო­ვე­დი და თქვენ გე­სა­უბ­რე­ბით... ზო­გა­დად კი რთუ­ლია, როცა შენ გარ­შე­მო ამ­დე­ნი რამ ტრი­ა­ლებს და ამ სო­ცი­უმ­ში გი­წევს ყოფ­ნა, რომ არა­ფე­რი ვთქვათ იმა­ზე, რაც მსოფ­ლი­ო­ში ხდე­ბა, ან რაც პან­დე­მი­ის გამო გა­და­ვი­ტა­ნეთ... ვი­სურ­ვებ­დი, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რად და­ლა­გე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყოს. მძი­მე სა­ყუ­რე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის „ამი­სი­ა­ნე­ბად“ და „იმი­სი­ა­ნე­ბად“ და­ყო­ფა. ყვე­ლა­ნი ხომ ამ ქვეყ­ნის შვი­ლე­ბი ვართ, ყვე­ლას გვიყ­ვარს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და რაც ყვე­ლას­თვის სა­სი­კე­თო და სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა, ხომ შე­იძ­ლე­ბა ისე ვი­ცხოვ­როთ?! ცოტა მეტი სიყ­ვა­რულ არ გვა­წყენ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ასე­თი გახ­ლე­ჩი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე მოქ­მე­დებს. ვფიქ­რობ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სფე­როს ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ უფრო სხვა მიდ­გო­მა უნდა იყოს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში თი­თო­ე­ულს ყვე­ლა­ფე­რი პირ­და­პირ გე­ხე­ბა. აქაც გყო­ფენ „ამი­სი­ა­ნე­ბად“ და „იმი­სი­ა­ნე­ბად“...

ნე­იტ­რა­ლურ პო­ზი­ცი­ას ვირ­ჩევ იმი­ტომ კი არა, რომ „არც მწვა­დი დავ­წვა და არც - შამ­ფუ­რი,“ მყავს მე­გობ­რე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი, კო­ლე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ებს იზი­ა­რე­ბენ. თუმ­ცა ამ ნიშ­ნით არას­დროს არა­ვინ გა­მო­მიყ­ვია. პო­ლე­მი­კაც მო­სუ­ლა, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ხომ კა­მათ­ში იბა­დე­ბა, თან იმ­დე­ნი შეგ­ნე­ბა და იმ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი გვაქვს, რომ ამ ყვე­ლაფ­რის გამო ერ­თმა­ნეთს არ და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ... ჩემ­სკე­ნაც ყო­ფი­ლა თი­თის გა­მოშ­ვე­რის მო­მენ­ტი... თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ ერთ-ერთ შეკ­რე­ბა­ზე დიდი ხნის წინ შემ­თხვე­ვით აღ­მოვ­ჩნდი, ზო­გა­დად არა­ვის მხა­რეს ვყო­ფილ­ვარ... შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ ასეთ აქ­ცი­ებ­ში. ვფიქ­რობ, ჩემი ად­გი­ლი სცე­ნა­ზეა და არა პო­ლი­ტი­კა­ში.

- თი­თის გაშ­ვე­რა­ში რა იგუ­ლის­ხმე?

- მე­გობ­რე­ბი ვის­თან ერ­თა­დაც ვართ, აქ­ტი­უ­რად არი­ან ამ რა­ღაც პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლი და სა­კუ­თარ აზრს ყო­ველ­თვის ღიად აფიქ­სი­რე­ბენ. მე აზრს და­ვა­ფიქ­სი­რებ, იქ, სა­დაც სა­ჭი­როა, ისევ გა­ვი­მე­ო­რებ - სცე­ნი­დან ამას არ ვა­კე­თებ. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ვინ­მეს ამ პო­ზი­ცი­ი­დან ან ვამ­ტყუ­ნებ, ან ვა­მარ­თლებ. მე ჩემი არ­ჩე­ვა­ნი მაქვს - არ მინ­და, ამ რა­ღა­ცებ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბა. თი­თის გა­მოშ­ვე­რა კი ყო­ფი­ლა თუნ­დაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბიც ყო­ფი­ლა, შე­იძ­ლე­ბა ამის მცდე­ლო­ბა ბო­ტე­ბის მხრი­დან იყო. იყო მუ­ქა­რაც, მაგ­რამ ის ყვე­ლა­ფე­რი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე აგორ­და, რო­მე­ლიც გა­ავ­რცე­ლეს. ბუ­ლინ­გიც შე­მე­ხო... მაგ­რამ „ძვე­ლი სკო­ლა ვარ“ და ამა­ზე სლენ­გით ვი­ტყვი, „აც­რი­ლი“ ვარ. ვინ რას იტყვის, მით უმე­ტეს, ტყუ­ილს, ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ. თუმ­ცა ვი­ღა­ცებ­ზე ამან შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად იმოქ­მე­დოს. იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის უკან ყო­ველ­თვის დგას ოჯა­ხი, არი­ან მე­გობ­რე­ბი, შვი­ლე­ბი, კო­ლე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც მას­ზე მე­ტად რე­ა­გი­რე­ბენ.

- სა­სი­ა­მოვ­ნოდ დაღ­ლი­ლი მო­ვე­დი სამ­სა­ხუ­რი­და­ნო... მოგ­ვი­ყე­ვი, რას და სად საქ­მი­ა­ნობ...

- პან­დე­მია რომ იწყე­ბო­და, მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ, რუს­თავ­ში სი­ლა­მა­ზის სფე­რო­ში ისე­თი სივ­რცე შეგ­ვექ­მნა, სა­დაც ვი­ზი­ტო­რებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მო, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა და კომ­ფორ­ტი დახ­ვდე­ბო­დათ. თვი­თო­ნაც ვი­ზა­ჟის სფე­რო­ში 12 წე­ლია ვმუ­შა­ობ და რუს­თავ­ში რო­გორც ვი­ზა­ჟისტს კარ­გად მიც­ნო­ბენ. და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის წინ და­ვინ­ტე­რეს­დი და ვი­ზა­ჟის და­უფ­ლე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. მოკ­ლედ, გავ­ხსე­ნით სივ­რცე - სი­ლა­მა­ზის მუ­ზე­უ­მი "ბიგ თი­კოს­გან", სა­დაც თა­ნა­მედ­რო­ვე კლა­სი­კა და არ­ტია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. მუ­ზე­უმ­ში გვაქვს მო­ნუ­მენ­ტე­ბი, რა­ღაც სხვა გა­რე­მოა და არ გაქვს იმის შეგ­რძნე­ბა, რომ სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში ვართ. ეს არის ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რი სა­სი­ა­მოვ­ნო რუ­ტი­ნა... ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან იღ­ბლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ. ყვე­ლა­ფერს, რა­საც ვა­კე­თებ, - რეპი, მსა­ხი­ო­ბო­ბა, ვი­ზა­ჟი, - ნე­ბის­მი­ე­რი სფე­რო ხალ­ხთან კო­მუ­ნი­კა­ცი­აა. ეს კი „ჩე­მია“ და მა­ბედ­ნი­ე­რებს. ამას­თან, შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თა­დი წყა­რო და და­მა­ტე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა. ამ მხრივ ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა და მი­ხა­რია.

- გიც­ნობთ, რო­გორც პირ­ველ რე­პერ ქალს. პრო­ფე­სი­ით ვინ ხარ?

- ეკო­ნო­მის­ტი, ერთი პე­რი­ო­დი ვმსა­ხი­ო­ბობ­დი. ნუგ­ზარ ბუ­ცხრი­კი­ძის დას­ში "მოდი, ნახე" ვი­ყა­ვი. ეს მა­შინ, როცა ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი და რამ­დე­ნი­მე სპექ­ტაკლშიც ვი­თა­მა­შე...

- ამ ეტაპ­ზე რეპ­ში საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე რას გვე­ტყვი?

- ლექ­სოს­თან (ლექს-სენი) და ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად მი­წევს კონ­ცერ­ტე­ბი, სცე­ნა­ზე დგო­მა. უმე­ტე­სად მა­ინც მე და ლექ­სო ვართ. ზა­ფხულ­ში გვაქვს ხოლ­მე აქ­ტი­უ­რი ტურ­ნე ბა­თუმ­ში, როცა კლუბ­ში ცხე­ლი სე­ზო­ნია. მი­ხა­რია, რომ ჩვენ­თან ერ­თად კონ­ცერ­ტზე ყვე­ლა მღე­რის ასა­კის და თა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად. პე­რი­ო­დუ­ლად არის გას­ვლა სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში. ჩემი საქ­მის გამო ხში­რად ამის­თვის ვერ ვიც­ლი და ამი­ტომ უფრო ზა­ფხულ­ში ვიკ­მა­ყო­ფი­ლებ სცე­ნის სიყ­ვა­რულს და მო­ნატ­რე­ბას... ვფიქ­რობ, რომ ჩვენ დიდი დო­ზით გა­ვი­ა­რეთ ის, რა­საც ვარ­სკვლა­ვო­ბის პე­რი­ო­დი ერ­ქვა. ის წლე­ბი კარ­გად და სა­სი­ა­მოვ­ნოდ მახ­სენ­დე­ბა...

- მა­შინ სხვა დროს იყო... კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის ჩა­წე­რას, სტუ­დი­ურ მუ­შა­ო­ბას თუ ახერ­ხებ?

- ში­გა­და­შიგ. ძი­რი­თა­დად ვეხ­მა­რე­ბი სხვებს ტექ­სტებ­ზე, ჩა­წე­რე­ბის დროს, მი­სამ­ღე­რებ­ში, ტექ­ნი­კურ ნა­წილ­ში. მეც მაქვს რამ­დე­ნი­მე ჩა­სა­წე­რი სიმ­ღე­რა. ლექ­სო სულ მსაყ­ვე­დუ­რობს, ვერა და ვერ მო­ვი­ცა­ლე, რომ ეს ახა­ლი ტრე­კი გა­ვა­კე­თო. მინ­და, რომ იმის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყოს, რა­საც აქამ­დე ვა­კე­თებ­დი. ახ­ლე­ბუ­რად და სინ­თე­ზუ­რად ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა. გვაქვს ერთი კომ­პო­ზი­ცია, რე­პო­პე­რა ჰქვია, სა­დაც არი­ა­საც ვას­რუ­ლებ და ვრე­პავ კი­დეც... ისე მა­ინც ყვე­ლა­ფე­რი გან­წყო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მუ­შა­ო­ბი­სას რას „წა­მო­ი­ღებს“ ის კონ­კრე­ტუ­ლი ეპი­ზო­დი კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. მოკ­ლედ, ვეც­დე­ბი, ახა­ლი სე­ზო­ნის­თვის რა­ღაც ახა­ლი და კარ­გი შევ­ქმნა, რო­გო­რიც შეგვფე­რის. ცოტა ხნის წინ ანრი ჯო­ხა­ძეს­თან და „მეკო-სტუ­დი­ის“ ბავ­შვებ­თან ერ­თად ან­რის სოლო კონ­ცერ­ტზე გა­მო­ვე­დით. ახ­ლე­ბუ­რად ჩავ­წე­რე სა­ა­ხალ­წლო სა­ბავ­შვო სიმ­ღე­რა „თოვს და თოვს“. მი­ხა­რია, რომ ძა­ლი­ან კარ­გად მი­ი­ღო მსმე­ნელ­მა. მი­ხა­რია, რომ ან­რის სოლო კონ­ცერ­ტში ეს სიმ­ღე­რაც მოხ­ვდა. ზო­გა­დად, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ვა­ფა­სებ და მი­ხა­რია, რომ ამ სიმ­ღე­რა­ზე და­მი­ძა­ხა.

- გარ­და იმი­სა, რომ რეპ­მა პო­პუ­ლა­რუ­ლი გაგ­ხა­და, რა არის ის შენ­თვის?

- ვფიქ­რობ, რომ სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გილ­ზე აღ­მოვ­ჩნდი. მოვ­ხვდი კარგ ადა­მი­ა­ნებ­თან, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც ჩემს პერ­სო­ნას გვერ­დი­დან უკე­თე­სად ხე­დავ­დნენ, რო­გორც „პრო­დუქტს,“ ვიდ­რე ამას მე აღ­ვიქ­ვამ­დი. მა­შინ ის ნიშა ცა­რი­ე­ლი იყო, არ არ­სე­ბობ­და რე­პე­რი ქალი, ცოტა სტე­რე­ო­ტი­პუ­ლა­დაც აღიქ­მე­ბო­და. თუ ამ­ბი­ცი­უ­რად არ ჩა­მით­ვლით, ვფიქ­რობ, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო ის ნა­ბი­ჯი. ეს კი რეპ­მა მო­მი­ტა­ნა, პირ­ველ რიგ­ში კი, პო­პუ­ლა­რო­ბა და ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც პო­პუ­ლა­რო­ბას თან სდევს ხოლ­მე.

ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლიც თა­ვის­თა­ვად დიდი პლუ­სია, ამას ნე­გა­ტი­უ­რი გან­წყო­ბა არას­დროს მო­უ­ტა­ნია. თა­ვი­დან­ვე ვცდი­ლობ­დი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გახ­სნი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ის, რაც ვარ. რო­გორც ვთქვი კო­მუ­ნი­კა­ცია არ მი­ჭირს და ის იმი­ჯი, რაც მქონ­და, ჩემ­თვის ორ­გა­ნუ­ლი იყო. სცე­ნის სიყ­ვა­რუ­ლი ბავ­შვო­ბი­დან მომ­ყვე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი კი პლატ­ფორ­მა აღ­მოჩ­ნდა, სა­ი­და­ნაც თავი ადა­მი­ა­ნებს მა­სობ­რი­ვად გა­ვა­ცა­ნი და სა­დაც მი­მი­ღეს ისე­თი, რო­გო­რიც ვარ. „ბიგ თი­კოს“ სა­ხე­ლიც კარ­გად მო­ვირ­გე, რაც დღემ­დე აქ­ტი­უ­რად მომ­ყვე­ბა. სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი სა­ხე­ლი აღ­მოჩ­ნდა და კარ­გად იმუ­შა­ვა, თუმ­ცა მარ­ტო სა­ხე­ლი არ იყო.

- ქარ­თვე­ლი რე­პე­რე­ბი­დან ლექ­სოს­თან მე­გობ­რობ და სხვებ­თან გაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა?

- რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი ერთ პრო­ფე­სი­ის იყოთ, მაგ­რამ დის­ტან­ცი­უ­რად სცემ­დეთ ერ­თმა­ნეთს პა­ტივს და აფა­სებ­დეთ. ჩვენ შემ­თხვე­ვა­შიც ასეა. ვი­ღა­ცებ­თან შე­და­რე­ბით ახ­ლოს ვარ, ვი­ღა­ცებ­თან - არა. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. ვის­თა­ნაც სცე­ნა­ზე 90-ია­ნე­ბი­დან მოგ­ვი­წია ყოფ­ნა სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებ­ზე, ყვე­ლას­თან ნორ­მა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, პა­ტივს ვცემ პი­როვ­ნუ­ლად და კო­ლე­გი­ა­ლუ­რად. ყვე­ლა თა­ვის საქ­მეს აკე­თებს და თა­ვის კვალს ტო­ვებს პრო­ფე­სი­ა­ში.

- ქარ­თუ­ლი რეპი რა ფე­ნო­მე­ნია?

- მიშა ჩარ­კვი­ან­მა არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ­მა რე­ჟი­სორ­მა „ახალ თე­ატ­რში“ დად­გა პი­ე­სა „ბუნ­კე­რი“. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვნა­ხე - აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი. 90-ია­ნე­ბის თე­მაა აღ­წე­რი­ლი თა­ვის პლუს-მი­ნუ­სე­ბით... ქარ­თულ კულ­ტუ­რას ეხე­ბა. ზუს­ტად ის აქვს გად­მო­ცე­მუ­ლი, რაც ჩვენ, ამ საქ­მე­ში დამ­წყე­ბი „პი­ო­ნე­რე­ბი“ თა­ვი­დან ვცდი­ლობ­დით. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში მო­პა­რუ­ლი ბი­თე­ბით ვა­კე­თებ­დით, ვქმნი­დით, ვამ­სგავ­სებ­დით, ვა­ქარ­თუ­ლებ­დით. იმ ნა­მუ­შევ­რებ­მა იმ პე­რი­ო­დის­თვის კარ­გი და დიდი საქ­მე გა­ა­კე­თა. იმან მო­მა­ვალ თა­ო­ბას რა­ღაც­ნა­ი­რად გზა გა­უხ­სნა. იმ პე­რი­ო­დის ჰიპ-ჰოპ-არ­ტის­ტებ­მა ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნეთ, რა თქმა უნდა, იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, ვინც სხვა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მუ­სი­კას ქმნი­და. ჩვენ სტი­ლის­ტუ­რად მა­ინც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სათ­ქმე­ლი, ბი­თე­ბი, რით­მე­ბი შე­მო­ვი­ტა­ნეთ. იმ ყვე­ლა­ფერ­მა დროს გა­უძ­ლო და გა­ყიდ­ვე­ბი­თაც, ანშლა­გე­ბი­თაც და­დას­ტურ­და. გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე ვფიქ­რობ, ჩვე­ნი როლი საკ­მა­ოდ დი­დია. თა­ნა­მედ­რო­ვე ჰიპ-ჰოპ-არ­ტის­ტე­ბი ბევ­რნი არი­ან, ბევ­რიც მომ­წონს ფრა­ზი­რე­ბით, მიდ­გო­მე­ბით, მაგ­რამ მარ­თლა კლა­სი­კაა ის, რაც ჩვენ გა­ვა­კე­თეთ იგი­ვე შავ პრინცთან, ბე­დი­ნას­თან და მა­თტან ერ­თად, ვინც მა­შინ რეპს აკე­თებ­და უშუ­ქო­ბა­ში. ვწვა­ლობ­დით, მაგ­რამ რო­მან­ტიზ­მიც იყო ამა­ში.

შვილ­თან ერ­თად

- ნუ, ქალი რე­პე­რი მა­ინც პირ­ვე­ლი ხარ...

- ჰი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით და გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით ისე აღ­მოჩ­ნდა, რომ პირ­ვე­ლი ქალი რე­პე­რი ვარ. მად­ლო­ბა მსმე­ნელს, გულ­შე­მატ­კივ­რებს, აუ­დი­ტო­რი­ის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვა.

- შვილს მოს­წონს რეპი და აქვე შენს ოჯახ­ზე რას გვე­ტყვი?

- ჩემი ოჯა­ხი არის ჩემი შვი­ლი, ჩემი ძაღ­ლე­ბი, პა­ტა­რა იორ­კე­ბი, ჩემი სამ­სა­ხუ­რი და მე­გობ­რე­ბი. ჩემი შვი­ლი 12 წლის ხდე­ბა. ისიც იწყებს მგო­ნი, ახლა გა­რეპ­ვას. რომ ვთქვა, მას­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ნიჭს ვხე­დავ და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა რე­პავ­დეს, ასე არ არის. ბოლო პე­რი­ოდ­ში თა­ვის­თვის რა­ღა­ცებს აკე­თებს. ვუ­თხა­რი - დედა, სხვე­ბის სიმ­ღე­რებს რე­პავ, ჩვე­ნი გა­რე­პე-მეთ­ქი. დაჯ­და ვი­დე­ო­ე­ბი ჩა­წე­რა და გად­მო­მიგ­ზავ­ნა... ლექ­სოს მო­ვას­მე­ნი­ნე, მო­ე­წო­ნა. თა­ვის ბიჭს, ილი­ას არ აინ­ტე­რე­სებს ჰიპ-ჰოპი. სპორ­ტსმე­ნია, კა­ლათ­ბურთში წარ­მა­ტე­ბულ ნა­ბი­ჯებს დგამს. ჩვე­ნი ოც­ნე­ბა იყო, ვამ­ბობ­დით, ჩვენს შვი­ლებს ჩა­ვა­წე­რი­ნოთ ერ­თად რამე-თქო. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ამა­საც გა­ვა­კე­თებთ...

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
0

მიყვარს ეს გოგო. ყოჩაღია და ნიჭიერი... 

ანი
5

ესეც ლექსენიც და ბევრი სხვა უმადურები აღმოჩნდენ... მამუკა ღლონტმა გაგხადათ ვარსკვლავები და ... მადლიერება ყველაზე დიდი ნიჭია.. რომ არა მაესტრო და მამუკა ღლონტი სად იქნებოდით... ,,საჭირო დროს საჭირო ადგილასო"- კი მამუკა ღლონტთან აღმოჩნდით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი "ბიგ თიკო" - რეპიდან ვიზაჟისტობამდე: "ყოფილა ჩემს მიმართ ხელის გამოშვერა, მუქარაც, ბულინგიც..."

როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი "ბიგ თიკო" - რეპიდან ვიზაჟისტობამდე: "ყოფილა ჩემს მიმართ ხელის გამოშვერა, მუქარაც, ბულინგიც..."

ეკონომისტი, მსახიობი, ვიზაჟისტი და საქართველოში პირველი რეპერი ქალი - ასე შეიძლება მისი წარდგენა. "ბიგ თიკო" - ეს სახელი და გვარი ქართულ შოუბიზნესში 90-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში გამოჩნდა. რეპერად გაგვეცნო, აუდიტორიამაც მიიღო. მალე გულშემატკივრები და თაყვანისმცემლებიც საკმარისად შეიძინა. როგორ იხსენებს ბიგ თიკო იმ წლებს, რას საქმიანობს, როგორ ცხოვრობს, რას ფიქრობს, როდის რეპავს და რა გეგმები აქვს, ამაზე მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- როგორ ხარო, მკითხეთ. ამ წუთას სასიამოვნოდ დაღლილი ვარ, რადგანაც სამსახურიდან მოვედი და თქვენ გესაუბრებით... ზოგადად კი რთულია, როცა შენ გარშემო ამდენი რამ ტრიალებს და ამ სოციუმში გიწევს ყოფნა, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რაც მსოფლიოში ხდება, ან რაც პანდემიის გამო გადავიტანეთ... ვისურვებდი, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურად დალაგებული სიტუაცია იყოს. მძიმე საყურებელია საზოგადოების „ამისიანებად“ და „იმისიანებად“ დაყოფა. ყველანი ხომ ამ ქვეყნის შვილები ვართ, ყველას გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და რაც ყველასთვის სასიკეთო და სასარგებლო იქნება, ხომ შეიძლება ისე ვიცხოვროთ?! ცოტა მეტი სიყვარულ არ გვაწყენდა. საზოგადოების ასეთი გახლეჩილი მდგომარეობა ყველაზე და ყველაფერზე მოქმედებს. ვფიქრობ, შემოქმედებითი სფეროს ადამიანების მიმართ უფრო სხვა მიდგომა უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში თითოეულს ყველაფერი პირდაპირ გეხება. აქაც გყოფენ „ამისიანებად“ და „იმისიანებად“...

ნეიტრალურ პოზიციას ვირჩევ იმიტომ კი არა, რომ „არც მწვადი დავწვა და არც - შამფური,“ მყავს მეგობრები, ოჯახის წევრები, კოლეგები, რომლებიც სხვადასხვა პოზიციებს იზიარებენ. თუმცა ამ ნიშნით არასდროს არავინ გამომიყვია. პოლემიკაც მოსულა, ჭეშმარიტება ხომ კამათში იბადება, თან იმდენი შეგნება და იმდენი სიყვარული გვაქვს, რომ ამ ყველაფრის გამო ერთმანეთს არ დავუპირისპირდეთ... ჩემსკენაც ყოფილა თითის გამოშვერის მომენტი... თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ერთ-ერთ შეკრებაზე დიდი ხნის წინ შემთხვევით აღმოვჩნდი, ზოგადად არავის მხარეს ვყოფილვარ... შეგნებულად არ ვმონაწილეობ ასეთ აქციებში. ვფიქრობ, ჩემი ადგილი სცენაზეა და არა პოლიტიკაში.

- თითის გაშვერაში რა იგულისხმე?

- მეგობრები ვისთან ერთადაც ვართ, აქტიურად არიან ამ რაღაც პროცესებში ჩართული და საკუთარ აზრს ყოველთვის ღიად აფიქსირებენ. მე აზრს დავაფიქსირებ, იქ, სადაც საჭიროა, ისევ გავიმეორებ - სცენიდან ამას არ ვაკეთებ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს ამ პოზიციიდან ან ვამტყუნებ, ან ვამართლებ. მე ჩემი არჩევანი მაქვს - არ მინდა, ამ რაღაცებში ჩაღრმავება. თითის გამოშვერა კი ყოფილა თუნდაც სოციალურ ქსელში, სატელეფონო ზარებიც ყოფილა, შეიძლება ამის მცდელობა ბოტების მხრიდან იყო. იყო მუქარაც, მაგრამ ის ყველაფერი ცრუ ინფორმაციაზე აგორდა, რომელიც გაავრცელეს. ბულინგიც შემეხო... მაგრამ „ძველი სკოლა ვარ“ და ამაზე სლენგით ვიტყვი, „აცრილი“ ვარ. ვინ რას იტყვის, მით უმეტეს, ტყუილს, ყურადღებას არ ვაქცევ. თუმცა ვიღაცებზე ამან შეიძლება ფსიქოლოგიურად იმოქმედოს. იმიტომ, რომ ადამიანების უკან ყოველთვის დგას ოჯახი, არიან მეგობრები, შვილები, კოლეგები, რომლებიც მასზე მეტად რეაგირებენ.

- სასიამოვნოდ დაღლილი მოვედი სამსახურიდანო... მოგვიყევი, რას და სად საქმიანობ...

- პანდემია რომ იწყებოდა, მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, რუსთავში სილამაზის სფეროში ისეთი სივრცე შეგვექმნა, სადაც ვიზიტორებს პროფესიონალიზმი, შესაბამისი გარემო, ძალიან მაღალი ხარისხის მომსახურება და კომფორტი დახვდებოდათ. თვითონაც ვიზაჟის სფეროში 12 წელია ვმუშაობ და რუსთავში როგორც ვიზაჟისტს კარგად მიცნობენ. დაახლოებით 15 წლის წინ დავინტერესდი და ვიზაჟის დაუფლება გადავწყვიტე. მოკლედ, გავხსენით სივრცე - სილამაზის მუზეუმი "ბიგ თიკოსგან", სადაც თანამედროვე კლასიკა და არტია გაერთიანებული. მუზეუმში გვაქვს მონუმენტები, რაღაც სხვა გარემოა და არ გაქვს იმის შეგრძნება, რომ სილამაზის სალონში ვართ. ეს არის ჩემი ყოველდღიური სასიამოვნო რუტინა... ვფიქრობ, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, - რეპი, მსახიობობა, ვიზაჟი, - ნებისმიერი სფერო ხალხთან კომუნიკაციაა. ეს კი „ჩემია“ და მაბედნიერებს. ამასთან, შემოსავლის ძირითადი წყარო და დამატებითი საქმიანობა. ამ მხრივ ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა და მიხარია.

- გიცნობთ, როგორც პირველ რეპერ ქალს. პროფესიით ვინ ხარ?

- ეკონომისტი, ერთი პერიოდი ვმსახიობობდი. ნუგზარ ბუცხრიკიძის დასში "მოდი, ნახე" ვიყავი. ეს მაშინ, როცა ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და რამდენიმე სპექტაკლშიც ვითამაშე...

- ამ ეტაპზე რეპში საქმიანობაზე რას გვეტყვი?

- ლექსოსთან (ლექს-სენი) და ჩემს მეგობრებთან ერთად მიწევს კონცერტები, სცენაზე დგომა. უმეტესად მაინც მე და ლექსო ვართ. ზაფხულში გვაქვს ხოლმე აქტიური ტურნე ბათუმში, როცა კლუბში ცხელი სეზონია. მიხარია, რომ ჩვენთან ერთად კონცერტზე ყველა მღერის ასაკის და თაობის მიუხედავად. პერიოდულად არის გასვლა სხვადასხვა ქალაქში. ჩემი საქმის გამო ხშირად ამისთვის ვერ ვიცლი და ამიტომ უფრო ზაფხულში ვიკმაყოფილებ სცენის სიყვარულს და მონატრებას... ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდი დოზით გავიარეთ ის, რასაც ვარსკვლავობის პერიოდი ერქვა. ის წლები კარგად და სასიამოვნოდ მახსენდება...

- მაშინ სხვა დროს იყო... კომპოზიციების ჩაწერას, სტუდიურ მუშაობას თუ ახერხებ?

- შიგადაშიგ. ძირითადად ვეხმარები სხვებს ტექსტებზე, ჩაწერების დროს, მისამღერებში, ტექნიკურ ნაწილში. მეც მაქვს რამდენიმე ჩასაწერი სიმღერა. ლექსო სულ მსაყვედურობს, ვერა და ვერ მოვიცალე, რომ ეს ახალი ტრეკი გავაკეთო. მინდა, რომ იმისგან განსხვავებული იყოს, რასაც აქამდე ვაკეთებდი. ახლებურად და სინთეზურად ყოველთვის საინტერესოა. გვაქვს ერთი კომპოზიცია, რეპოპერა ჰქვია, სადაც არიასაც ვასრულებ და ვრეპავ კიდეც... ისე მაინც ყველაფერი განწყობაზეა დამოკიდებული, მუშაობისას რას „წამოიღებს“ ის კონკრეტული ეპიზოდი კონკრეტულ სიტუაციაში. მოკლედ, ვეცდები, ახალი სეზონისთვის რაღაც ახალი და კარგი შევქმნა, როგორიც შეგვფერის. ცოტა ხნის წინ ანრი ჯოხაძესთან და „მეკო-სტუდიის“ ბავშვებთან ერთად ანრის სოლო კონცერტზე გამოვედით. ახლებურად ჩავწერე საახალწლო საბავშვო სიმღერა „თოვს და თოვს“. მიხარია, რომ ძალიან კარგად მიიღო მსმენელმა. მიხარია, რომ ანრის სოლო კონცერტში ეს სიმღერაც მოხვდა. ზოგადად, ძალიან მიყვარს ვაფასებ და მიხარია, რომ ამ სიმღერაზე დამიძახა.

- გარდა იმისა, რომ რეპმა პოპულარული გაგხადა, რა არის ის შენთვის?

- ვფიქრობ, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი. მოვხვდი კარგ ადამიანებთან, პროფესიონალებთან, რომლებიც ჩემს პერსონას გვერდიდან უკეთესად ხედავდნენ, როგორც „პროდუქტს,“ ვიდრე ამას მე აღვიქვამდი. მაშინ ის ნიშა ცარიელი იყო, არ არსებობდა რეპერი ქალი, ცოტა სტერეოტიპულადაც აღიქმებოდა. თუ ამბიციურად არ ჩამითვლით, ვფიქრობ, რომ წარმატებული იყო ის ნაბიჯი. ეს კი რეპმა მომიტანა, პირველ რიგში კი, პოპულარობა და ყველაფერი ის, რაც პოპულარობას თან სდევს ხოლმე.

ხალხის სიყვარულიც თავისთავად დიდი პლუსია, ამას ნეგატიური განწყობა არასდროს მოუტანია. თავიდანვე ვცდილობდი, საზოგადოებისთვის გახსნილი ვყოფილიყავი და ვყოფილიყავი ის, რაც ვარ. როგორც ვთქვი კომუნიკაცია არ მიჭირს და ის იმიჯი, რაც მქონდა, ჩემთვის ორგანული იყო. სცენის სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. ყველაფერი კი პლატფორმა აღმოჩნდა, საიდანაც თავი ადამიანებს მასობრივად გავაცანი და სადაც მიმიღეს ისეთი, როგორიც ვარ. „ბიგ თიკოს“ სახელიც კარგად მოვირგე, რაც დღემდე აქტიურად მომყვება. სწორად შერჩეული სახელი აღმოჩნდა და კარგად იმუშავა, თუმცა მარტო სახელი არ იყო.

- ქართველი რეპერებიდან ლექსოსთან მეგობრობ და სხვებთან გაქვს ურთიერთობა?

- როგორც ხდება ხოლმე, შეიძლება ადამიანები ერთ პროფესიის იყოთ, მაგრამ დისტანციურად სცემდეთ ერთმანეთს პატივს და აფასებდეთ. ჩვენ შემთხვევაშიც ასეა. ვიღაცებთან შედარებით ახლოს ვარ, ვიღაცებთან - არა. ჩვეულებრივი ამბავია. ვისთანაც სცენაზე 90-იანებიდან მოგვიწია ყოფნა სხვადასხვა პროექტებზე, ყველასთან ნორმალური დამოკიდებულება მაქვს, პატივს ვცემ პიროვნულად და კოლეგიალურად. ყველა თავის საქმეს აკეთებს და თავის კვალს ტოვებს პროფესიაში.

- ქართული რეპი რა ფენომენია?

- მიშა ჩარკვიანმა არაჩვეულებრივმა რეჟისორმა „ახალ თეატრში“ დადგა პიესა „ბუნკერი“. რამდენიმე დღის წინ ვნახე - აღფრთოვანებული დავრჩი. 90-იანების თემაა აღწერილი თავის პლუს-მინუსებით... ქართულ კულტურას ეხება. ზუსტად ის აქვს გადმოცემული, რაც ჩვენ, ამ საქმეში დამწყები „პიონერები“ თავიდან ვცდილობდით. ზოგ შემთხვევაში მოპარული ბითებით ვაკეთებდით, ვქმნიდით, ვამსგავსებდით, ვაქართულებდით. იმ ნამუშევრებმა იმ პერიოდისთვის კარგი და დიდი საქმე გააკეთა. იმან მომავალ თაობას რაღაცნაირად გზა გაუხსნა. იმ პერიოდის ჰიპ-ჰოპ-არტისტებმა ქართული შოუბიზნესის განვითარებაში დიდი წვლილი შევიტანეთ, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც სხვა მიმდინარეობის მუსიკას ქმნიდა. ჩვენ სტილისტურად მაინც განსხვავებული სათქმელი, ბითები, რითმები შემოვიტანეთ. იმ ყველაფერმა დროს გაუძლო და გაყიდვებითაც, ანშლაგებითაც დადასტურდა. გადაჭარბების გარეშე ვფიქრობ, ჩვენი როლი საკმაოდ დიდია. თანამედროვე ჰიპ-ჰოპ-არტისტები ბევრნი არიან, ბევრიც მომწონს ფრაზირებით, მიდგომებით, მაგრამ მართლა კლასიკაა ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ იგივე შავ პრინცთან, ბედინასთან და მათტან ერთად, ვინც მაშინ რეპს აკეთებდა უშუქობაში. ვწვალობდით, მაგრამ რომანტიზმიც იყო ამაში.

შვილთან ერთად

- ნუ, ქალი რეპერი მაინც პირველი ხარ...

- ჰიტების რაოდენობით და გადადგმული ნაბიჯებით ისე აღმოჩნდა, რომ პირველი ქალი რეპერი ვარ. მადლობა მსმენელს, გულშემატკივრებს, აუდიტორიის გარეშე არაფერი გამოვა.

- შვილს მოსწონს რეპი და აქვე შენს ოჯახზე რას გვეტყვი?

- ჩემი ოჯახი არის ჩემი შვილი, ჩემი ძაღლები, პატარა იორკები, ჩემი სამსახური და მეგობრები. ჩემი შვილი 12 წლის ხდება. ისიც იწყებს მგონი, ახლა გარეპვას. რომ ვთქვა, მასში განსაკუთრებულ ნიჭს ვხედავ და აუცილებლად უნდა რეპავდეს, ასე არ არის. ბოლო პერიოდში თავისთვის რაღაცებს აკეთებს. ვუთხარი - დედა, სხვების სიმღერებს რეპავ, ჩვენი გარეპე-მეთქი. დაჯდა ვიდეოები ჩაწერა და გადმომიგზავნა... ლექსოს მოვასმენინე, მოეწონა. თავის ბიჭს, ილიას არ აინტერესებს ჰიპ-ჰოპი. სპორტსმენია, კალათბურთში წარმატებულ ნაბიჯებს დგამს. ჩვენი ოცნება იყო, ვამბობდით, ჩვენს შვილებს ჩავაწერინოთ ერთად რამე-თქო. ერთ მშვენიერ დღეს ამასაც გავაკეთებთ...