სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პალიტრა L-მა" კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი" გამარჯვებულებისთვის პირველი სამუშაო შეხვედრა მოაწყო
"პალიტრა L-მა" კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი" გამარჯვებულებისთვის პირველი სამუშაო შეხვედრა მოაწყო

21 თე­ბერ­ვალს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ს“ კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2023“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ეს­ტუმრნენ. ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნილ­მა ავ­ტო­რებ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და წიგ­ნის გა­მო­ცე­მა­ზე მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კას გა­ეც­ნენ. მათ გა­მომ­ცემ­ლო­ბის დი­რექ­ტორ­მა, მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა და სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა უმას­პინ­ძლეს.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის მაია ალუ­და­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­კურ­სი დამ­წყე­ბი ავ­ტო­რე­ბის ძა­ლი­ან კარ­გი სტარ­ტია სამ­წერ­ლო ცხოვ­რე­ბა­ში.

„მიმ­დი­ნა­რე წელს სამი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გვყავს. ეს გახ­ლავთ სამი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ახალ­გაზ­რდა, რომ­ლე­ბიც გა­მომ­ცემ­ლო­ბას ეს­ტუმრნენ, პი­რა­დად გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი, ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კის შე­სა­ხებ მო­ვუ­ყე­ვით და სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე ვი­სა­უბ­რეთ. მათს სამ­წერ­ლო ცხოვ­რე­ბა­ში ეს ძა­ლი­ან კარ­გი სტარ­ტი იქ­ნე­ბა.“

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, წელს კონ­კურსს სამი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჰყავს. ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი ანი ბა­ლი­აშ­ვი­ლი და რუ­სუ­დან ტყე­მა­ლა­ძე გახ­დნენ, ხოლო მკი­თხვე­ლის რჩე­უ­ლი - მათე ბა­ღაშ­ვი­ლი. მალე მათი ნა­მუ­შევ­რე­ბი მკი­თხველ­თა ფარ­თო წრის­თვის გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, რაც გა­მარ­ჯვე­ბულ­თათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კა­რი­ე­რუ­ლი წარ­მა­ტე­ბა და ამა­ვე დროს, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

რუ­სუ­დან ტყე­მა­ლა­ძე: „ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბა იყო, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გავ­ხდი. ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სში პირ­ვე­ლად გა­ვი­მარ­ჯვე და ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა. კმა­ყო­ფი­ლი ვარ გა­მომ­ცემ­ლო­ბას­თან შეხ­ვედ­რით. გა­ვი­ცა­ნით რე­დაქ­ტო­რე­ბი და ძა­ლი­ან მომ­წონს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი. იმე­დი მაქვს, ნა­ყო­ფი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გა­მოგ­ვი­ვა.“

მათე ბა­ღაშ­ვი­ლი: „მად­ლო­ბას ვუხ­დი „პა­ლიტ­რა L-ის“ მთელ გუნდს ამ კონ­კურ­სის შექ­მნის­თვის. „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ არის უდი­დე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის, რომ სა­კუ­თა­რი ნიჭი და უნა­რე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნონ. კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის დიდი შან­სია, რომ მათი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა და დღის სი­ნათ­ლეს იხი­ლავს.“

ანი ბა­ლი­აშ­ვი­ლი: „ ეს კონ­კურ­სი ჩემი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ეტა­პი აღ­მოჩ­ნდა. ბოლო 2-3 თვე ამ კონ­კურ­სით ვი­ცხოვ­რე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო, რა­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი და ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო გა­მარ­ჯვე­ბა მოჰ­ყვა. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ მე­ტად სა­სი­ა­მოვ­ნო შეხ­ვედ­რა მო­ა­წყო ჩვენ­თვის. ძა­ლი­ან დიდი იმე­დით ვარ სავ­სე და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს იმე­დი აუ­ცი­ლებ­ლად გა­მარ­თლდე­ბა.“

კონ­კურ­სი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ 2017 წლი­დან იღებს სტარტს და გა­სუ­ლი 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არა­ერ­თი ავ­ტო­რის კა­რი­ე­რა­ში გარ­დამ­ტე­ხი აღ­მოჩ­ნდა. „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ მიერ აღ­მო­ჩე­ნილ ავ­ტორ­თა წიგ­ნე­ბი დღე­საც გა­მომ­ცემ­ლო­ბის ბესტსე­ლერ­თა სი­ა­შია.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"პალიტრა L-მა" კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი" გამარჯვებულებისთვის პირველი სამუშაო შეხვედრა მოაწყო

"პალიტრა L-მა" კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი" გამარჯვებულებისთვის პირველი სამუშაო შეხვედრა მოაწყო

21 თებერვალს გამომცემლობა „პალიტრა L-ს“ კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“ გამარჯვებულები ესტუმრნენ. ახლად აღმოჩენილმა ავტორებმა გამომცემლობა დაათვალიერეს და წიგნის გამოცემაზე მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. მათ გამომცემლობის დირექტორმა, მთავარმა რედაქტორმა და სხვა თანამშრომლებმა უმასპინძლეს.

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მთავარი რედაქტორის მაია ალუდაურის განმარტებით, აღნიშნული კონკურსი დამწყები ავტორების ძალიან კარგი სტარტია სამწერლო ცხოვრებაში.

„მიმდინარე წელს სამი გამარჯვებული გვყავს. ეს გახლავთ სამი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა, რომლებიც გამომცემლობას ესტუმრნენ, პირადად გავიცანით ერთმანეთი, ჩვენი მუშაობის სპეციფიკის შესახებ მოვუყევით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ვისაუბრეთ. მათს სამწერლო ცხოვრებაში ეს ძალიან კარგი სტარტი იქნება.“

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წელს კონკურსს სამი გამარჯვებული ჰყავს. ჟიურის რჩეული ანი ბალიაშვილი და რუსუდან ტყემალაძე გახდნენ, ხოლო მკითხველის რჩეული - მათე ბაღაშვილი. მალე მათი ნამუშევრები მკითხველთა ფართო წრისთვის გახდება ცნობილი, რაც გამარჯვებულთათვის მნიშვნელოვანი კარიერული წარმატება და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა.

რუსუდან ტყემალაძე: „ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო შეგრძნება იყო, როდესაც გავიგე, რომ კონკურსის გამარჯვებული გავხდი. ლიტერატურულ კონკურსში პირველად გავიმარჯვე და ეს ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა. კმაყოფილი ვარ გამომცემლობასთან შეხვედრით. გავიცანით რედაქტორები და ძალიან მომწონს მიმდინარე პროცესი. იმედი მაქვს, ნაყოფიერი თანამშრომლობა გამოგვივა.“

მათე ბაღაშვილი: „მადლობას ვუხდი „პალიტრა L-ის“ მთელ გუნდს ამ კონკურსის შექმნისთვის. „გახდი ბესტსელერის ავტორი“ არის უდიდესი შესაძლებლობა ყველა ადამიანისთვის, რომ საკუთარი ნიჭი და უნარები გამოავლინონ. კონკურსის მონაწილეებისთვის დიდი შანსია, რომ მათი ნაწარმოებები გამოქვეყნდება და დღის სინათლეს იხილავს.“

ანი ბალიაშვილი: „ ეს კონკურსი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი აღმოჩნდა. ბოლო 2-3 თვე ამ კონკურსით ვიცხოვრე. მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, რასაც მოულოდნელი და ძალიან სასიხარულო გამარჯვება მოჰყვა. გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ მეტად სასიამოვნო შეხვედრა მოაწყო ჩვენთვის. ძალიან დიდი იმედით ვარ სავსე და დარწმუნებული ვარ, ეს იმედი აუცილებლად გამართლდება.“

კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ 2017 წლიდან იღებს სტარტს და გასული 6 წლის განმავლობაში მასში მონაწილეობა არაერთი ავტორის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. „გახდი ბესტსელერის ავტორის“ მიერ აღმოჩენილ ავტორთა წიგნები დღესაც გამომცემლობის ბესტსელერთა სიაშია.

R