საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთ-საქართველოს ომის 13 საბედისწერო დღე
რუსეთ-საქართველოს ომის 13 საბედისწერო დღე

რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის 13 სა­ბე­დის­წე­რო დღე

70 წე­ლი­წადს სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი სა­ქარ­თვე­ლო გა­საბ­ჭო­ე­ბის დღეს ზე­ი­მობ­და. 1921 წლის 25 თე­ბერ­ვა­ლი ღირ­სსახ­სო­ვარ დღე­სას­წა­ულ­თა შო­რის ამა­ყად "მო­ა­ბი­ჯებ­და"... მაგ­რამ ამ დღის გახ­სე­ნე­ბა რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ­თა და კო­მუ­ნის­ტთა თა­ო­ბებს თუ სი­ა­მა­ყეს ჰგვრი­და, ქვეყ­ნის ერ­თგულ შვი­ლებს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­წარ­თმე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მწა­რე ხვედრზე აფიქ­რებ­და. ასე გრძელ­დე­ბო­და მთელ 70 წე­ლი­წადს. დიდი რუ­სე­თის ჩრდილ­ქვეშ მყო­ფი საბ­ჭო­თა ქარ­თვე­ლე­ბი რომ ზარ-ზე­ი­მით ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ ამ დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, მო­სახ­ლე­ო­ბის მე­ო­რე და არ­ცთუ მცი­რე ნა­წი­ლი ჩუ­მად უნ­თებ­და ეკ­ლე­სი­ა­ში სან­თელს 1921 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­ღუ­პულ მა­მუ­ლიშ­ვილ­თა ხსოვ­ნას. თე­ბერ­ვლის იმ სის­ხლი­ან ქრო­ნი­კებ­ზე ლა­პა­რაკს კი დიდ­ხანს ედო ტაბუ... ამ წე­რი­ლით ვცა­დეთ ის დღე­ე­ბი გაგ­ვე­ცო­ცხლე­ბი­ნა და მკი­თხვე­ლის სამ­სჯავ­რო­ზე გა­მოგ­ვე­ტა­ნა, რო­მელ­თაც თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და­მარ­ცხე­ბა "გა­მარ­ჯვე­ბად" უქ­ცი­ეს ქარ­თველ ხალ­ხს...

  • 11-12 თე­ბერ­ვა­ლი

1921 წლის 11-12 თე­ბერ­ვლის ღა­მეს ე.წ. "ლო­რეს ნე­იტ­რა­ლურ ზო­ნა­ში" გან­ლა­გე­ბულ ქარ­თულ შე­ნა­ერ­თებ­ზე თავ­დას­ხმით და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ომი. მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ვო­რონ­ცოვ­კის, ჯა­ლალ-ოღ­ლი­სა და სა­ნა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

სა­ნა­ინ­თან მო­უმ­ზა­დე­ბელ ძა­ლებ­თან შებ­მა მტერს არ გას­ჭირ­ვე­ბია. სა­დახ­ლომ­დე და­ი­კა­ვეს ბამ­ბა­კის ხე­ო­ბა.

გვარ­დი­ე­ლე­ბი

  • 13 თე­ბერ­ვა­ლი

მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მთე­ლი დღე ქვე­მე­ხე­ბი­დან ეს­რო­და მდი­ნა­რე ძო­რა­გე­ტის ნა­პირ­ზე გა­მაგ­რე­ბულ ქარ­თულ ნა­წი­ლებს. იმა­ვე დღეს გე­ნე­რალ­მა გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­მა სა­დახ­ლო-სა­ნა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე კონ­ტრშე­ტე­ვა გა­და­წყვი­ტა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გე­ნე­რალ ჯი­ჯი­ხი­ას დაჯ­გუ­ფე­ბამ კი­ზილ­კა­ის სი­მაღ­ლე­ე­ბი და­ი­კა­ვა, სა­ერ­თო შე­ტე­ვა მა­ინც ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და. გარ­და იმი­სა, რომ გე­ნე­რალ სუმ­ბა­თაშ­ვი­ლის შე­ნა­ერ­თმა პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის მე­სა­მე­დი და­კარ­გა, გა­დარ­ჩე­ნილ მებ­რძო­ლებს მო­რა­ლუ­რად და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად აღარ შე­ეძ­ლოთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა. შე­ტე­ვა­ზე მხო­ლოდ სა­გან­გე­ბო ბა­ტა­ლი­ო­ნი გა­და­ვი­და და ცხა­დია, ბევ­რი ვე­რა­ფე­რი გა­ა­კე­თა.

  • 14 თე­ბერ­ვა­ლი

მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ გა­ნა­ახ­ლა შე­ტე­ვა გე­ნერ­ლე­ბის, ჯი­ჯი­ხი­ა­სა და სუმ­ბა­თაშ­ვი­ლის ნა­წი­ლებ­ზე. ამ უკა­ნას­კნელ­მა მდი­ნა­რე ხრა­მის­კენ და­ი­ხია. მტერ­მა და­ი­კა­ვა სა­დახ­ლო და გე­ნე­რალ­მა ჯი­ჯი­ხი­ა­მაც ხრა­მის­კენ და­ი­წყო უკან­და­ხე­ვა.

გე­ნე­რა­ლი სუმ­ბა­თაშ­ვი­ლი

  • 15 თე­ბერ­ვა­ლი

რუ­სე­თის სა­ხალ­ხო კო­მი­სარ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ნინ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გას­ცა მი­თი­თე­ბა, რათა მე-11 არ­მი­ას სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ე­წყო. მე­ო­რე დღეს მარ­თლაც და­ი­წყო შე­ტე­ვა წი­თე­ლი და ფო­ი­ლოს ხი­დე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. წი­თელ ხიდ­თან მდგარ­მა გუ­რი­ის ბა­ტა­ლი­ო­ნის ასე­ულ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა ვერ შეძ­ლო. მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ ხიდი და­ი­კა­ვა, რა­მაც უმ­ძი­მეს ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­აგ­დო ხრა­მის მარ­ცხე­ნა ნა­პირ­ზე გა­მაგ­რე­ბუ­ლი სუმ­ბა­თაშ­ვი­ლი­სა და ჯი­ჯი­ხი­ას ნა­წი­ლე­ბი. მტე­რი მათ მარ­ცხე­ნა ფლანგზე და ზურ­გში მო­ექ­ცა. გე­ნე­რალ­მა სოსო გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­მა ნა­წი­ლე­ბი მი­ა­ტო­ვა, სარ­დლო­ბა გე­ნე­რალ სუმ­ბა­თაშ­ვილს გა­და­ა­ბა­რა და თბი­ლის­ში წა­მო­ვი­და. ხრამ­თან მდგა­რი ნა­წი­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ უკან და­ე­ხი­ათ.

რუ­სე­ბი ცდი­ლობ­დნენ ფო­ი­ლოს სარ­კი­ნიგ­ზო ხიდი და­ე­კა­ვე­ბი­ნათ და ქარ­თვე­ლე­ბის­თვის მისი აფეთ­ქე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცათ. ამ ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და მე-11 არ­მი­ის ხუთი ჯავ­შან­მა­ტა­რე­ბე­ლი.

ქარ­თველ მე­სან­გრე­თა მიერ წი­ნას­წარ და­ნაღ­მუ­ლი იყო ხი­დის თავი და იე­რი­შის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე იგი აა­ფეთ­ქეს. სა­პა­სუ­ხოდ რუ­სე­ბის ოთხმა ჯავ­შან­მა­ტა­რე­ბელ­მა, სა­ვე­ლე ბა­ტა­რე­ებ­მა და მძი­მე არ­ტი­ლე­რი­ამ ქარ­თველ გვარ­დი­ელ­თა პო­ზი­ცი­ე­ბის და­ბომბვა და­ი­წყეს. ქარ­თვე­ლებ­მა უკან და­ი­ხი­ეს და სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი გახ­სნეს. რუ­სებ­მა ორ­ჯერ სცა­დეს ფო­ნის გად­მო­ლახ­ვა, მაგ­რამ ორი­ვე­ჯერ უკუ­აქ­ცი­ეს. მთე­ლი დღე მათ მცდე­ლო­ბას, მდი­ნა­რე გად­მო­ე­ლა­ხათ, წარ­მა­ტე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. 22 სა­ათ­ზე ფო­ი­ლოს ხიდ­თან მდგარ­მა ნა­წი­ლებ­მა თბი­ლი­სის­კენ უკან და­ხე­ვის შე­სა­ხებ მთა­ვარ­სარ­დლის ბრძა­ნე­ბა მი­ი­ღეს და პო­ზი­ცი­ე­ბი და­ტო­ვეს.

  • 16-17 თე­ბერ­ვალ

და­ი­წყო შე­მო­ტე­ვა ზა­ქა­თა­ლის მხრი­დან. კა­ხეთ­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი მე-6 ათასე­უ­ლის მცი­რე რაზ­მე­ბად დაშ­ლილ­მა შე­ნა­ერ­თებ­მა მტერს სე­რი­ო­ზუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ვერ გა­უ­წია. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მთა­ვარ­სარ­და­ლი გე­ნე­რა­ლი ილია ოდი­შე­ლი­ძე გა­და­ა­ყე­ნეს და მისი ად­გი­ლი გე­ნე­რალ­მა გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძემ და­ი­კა­ვა. ახალ­მა მთა­ვარ­სარ­დალ­მა თბი­ლი­სის დაც­ვის სამი სექ­ტო­რი შექ­მნა - გე­ნერ­ლე­ბის - ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის, მაზ­ნი­აშ­ვი­ლი­სა და ჯი­ჯი­ხი­ას სარ­დლო­ბით.

თბი­ლი­სის დაც­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ გვარ­დი­ის სა­გან­გე­ბო, თბი­ლი­სის სამი, დუ­შე­თის, გო­რის, ხა­შუ­რის, ახალ­ცი­ხის, იმე­რე­თის მე-2 და მე-3, სე­ნა­კის, ზუგ­დი­დის, ბა­თუ­მის ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბი და არ­მი­ის 1-ელი, მე-4, მე-5 (აღ­დგე­ნი­ლი), მე-7, მე-9, მე-10 ათასე­უ­ლე­ბი. ასე­ვე სა­და­რა­ჯო და სა­ყა­რა­უ­ლო ათასე­ულ­თა ნა­წი­ლე­ბი, სამ­ხედ­რო სკო­ლა, მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, გვარ­დი­ი­სა და არ­მი­ის სა­კა­ვა­ლე­რიო ნა­წი­ლე­ბი. უხე­ში გათ­ვლე­ბით, თბი­ლისს და­ახ­ლო­ე­ბით 12-15 ათა­სი კაცი იცავ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო გვრა­დი­ის ქვე­ი­თი ჯა­რის­კა­ცე­ბი

ვნა­ხოთ, რო­გო­რი იყო მე-11 არ­მი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა და შე­ი­ა­რა­ღე­ბა:

40 200 ქვე­ი­თი და ცხე­ნო­სა­ნი, 196 ქვე­მე­ხი, 1065 ტყვი­ამფრქვე­ვი, 7 ჯავ­შნო­სა­ნი მა­ტა­რე­ბე­ლი, 8 ტან­კი, ჯავ­შან­მან­ქა­ნე­ბის რაზ­მი და 50 თვითმფრი­ნა­ვი. მე-11 არ­მი­ას ეხ­მა­რე­ბო­და სომ­ხე­თის ერთი სა­კა­ვა­ლე­რიო და მე-5 და მე-6 ქვე­ი­თი პოლ­კე­ბი. მტრის ძი­რი­თა­დი შე­ტე­ვა წი­თე­ლი ხი­დი­დან თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. ამ სა­ჯა­რი­სო ჯგუფს ვე­ლი­კა­ნო­ვი მე­თა­უ­რობ­და და მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ო­და მე-9, მე-20 და 32-ე ქვე­ი­თი და მე-12 სა­კა­ვა­ლე­რიო დი­ვი­ზი­ე­ბი. მე­ო­რე ჯგუფს ზა­ქა­თა­ლი­დან კა­ხე­თის გავ­ლით, თბი­ლი­სის გვერ­დის ავ­ლით, მცხე­თის­კენ უნდა ემოძ­რა­ვა და ქარ­თუ­ლი ნა­წი­ლე­ბის­თვის თბი­ლი­სი­დან უკან­და­სა­ხე­ვი გზა მო­ეჭ­რა. ამ შე­ნა­ერ­თს კუ­რიშ­კო მე­თა­უ­რობ­და ორი ქვე­ი­თი პოლ­კი­თა და მე-18 სა­კა­ვა­ლე­რიო დი­ვი­ზი­ით. მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ნი სულ მცი­რე, სამ­ჯერ აღე­მა­ტე­ბოდ­ნენ დე­და­ქა­ლა­ქის დამ­ცვე­ლებს.

წი­თე­ლი არ­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლი ხევ­სუ­რე­ბი

  • 18-19 თე­ბერ­ვა­ლი

18 თე­ბერ­ვალს ქარ­თულ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს შემ­დე­გი პო­ზი­ცი­ე­ბი ეკა­ვა: მარ­ჯვე­ნა ფლანგზე - კო­ჯორ-მან­გლი­სის გზატ­კე­ცილ­ზე, თეთ­რი დუქ­ნი­დან აზე­უ­ლას (ქორ-ოღ­ლის) ცი­ხემ­დე მე-4 ათასე­უ­ლის ორი ასე­უ­ლი იდგა, პოლ­კოვ­ნიკ პლა­ტონ ჩი­ქო­ვა­ნის მე­თა­უ­რო­ბით. ამ ათასე­უ­ლის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლე­ბი ად­გილ­ზე 19 თე­ბერ­ვალს მი­ვიდ­ნენ. ტა­ბახ­მე­ლის მო­ნაკ­ვე­თი სამ­ხედ­რო სკო­ლას ეკა­ვა. ამ ფრთას გე­ნე­რა­ლი ალექ­სან­დრე ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი მე­თა­უ­რობ­და. ცენ­ტრში - გე­ნე­რალ გი­ორ­გი მაზ­ნი­აშ­ვი­ლის ნა­წი­ლი იყო დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი. შავ­ნა­ბა­დას სი­მაღ­ლე­ე­ბი მე-9 ათასე­ულს ეკა­ვა, სო­ღან­ლუ­ღის სი­მაღ­ლე­ე­ბი - პოლ­კოვ­ნიკ და­ვით ვაჩ­ნა­ძის სა­და­რა­ჯო ათასე­ულ­სა და მე­ტყვი­ამფრქვე­ვე­თა ბა­ტა­ლი­ონს. მათ­გან მარ­ჯვნივ, რკი­ნიგ­ზის ხაზ­თან სა­ნა­პი­რო ათასე­უ­ლის რაზ­მი იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი ორი ზარ­ბაზ­ნით.

და­ვით ვაჩ­ნა­ძე

მტკვრის მარ­ჯვე­ნა ნა­პირ­ზე რკი­ნიგ­ზის ხა­ზამ­დე გვარ­დი­ის გო­რი­სა და ხა­შუ­რის ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბი იდ­გნენ. მარ­ცხე­ნა ფლანგზე - გვარ­დი­ის აღ­დგე­ნი­ლი ნა­წი­ლე­ბი გე­ნე­რალ არ­ტემ ჯი­ჯი­ხი­ას მე­თა­უ­რო­ბით. კერ­ძოდ, იმე­რე­თის მე-2, ზუგ­დი­დი­სა და დუ­შე­თის ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბი და თითო-თითო სა­ვე­ლე და სამ­თო-სა­არ­ტი­ლე­რიო ბა­ტა­რე­ე­ბი. სო­ფელ ლი­ლოს­თან იდგა გვარ­დი­ის ცხე­ნო­სა­ნი დი­ვი­ზი­ო­ნი. 20-21 სა­ათ­ზე ქარ­თველ­მა სა­დაზ­ვერ­ვო რაზ­მებ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მოძ­რა­ო­ბა და­ა­ფიქ­სი­რეს. 22 სა­ა­თი­სათ­ვის მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ იაღ­ლუ­ჯის ქედს მტკვრის მარ­ჯვე­ნა ნა­პი­რი­დან შე­მო­უ­ა­რა და გე­ნე­რალ მაზ­ნი­აშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­ე­ბის­კენ და­იძ­რა. დაზ­ვერ­ვა­ზე წა­სულ­მა გო­რის გვარ­დი­ი­სა და სა­და­რა­ჯო ათასე­უ­ლის რაზ­მებ­მა მტრის ავან­გარ­დთან მცი­რე შე­ტა­კე­ბის შემ­დეგ უკან და­ი­ხი­ეს. მათ ჯავ­შან­მან­ქა­ნა­თა რაზ­მი ეხ­მა­რე­ბო­და, სა­ი­და­ნაც გე­ნე­რალ მაზ­ნი­აშ­ვილს შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ მტე­რი სო­ღან­ლუ­ღის­კენ მო­ი­წევ­და.

ამა­ვე დროს, მე-9 ათასე­უ­ლის უფ­რო­სი, პოლ­კოვ­ნი­კი ნი­კო­ლოზ ვაჩ­ნა­ძე იტყო­ბი­ნე­ბო­და, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე არ ჩან­და. იმა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­და მაზ­ნი­აშ­ვილს ჯავ­შან­მა­ტა­რებ­ლის მე­თა­უ­რი ვა­ლო­დია გო­გუ­ა­ძე კუ­მი­სის სად­გუ­რი­დან. გე­ნე­რალ­მა მაზ­ნი­აშ­ვილ­მა და­ას­კვნა, რომ მტე­რი ძი­რი­თად იე­რიშს მხო­ლოდ ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით, მტკვრი­დან რკი­ნიგ­ზის ხა­ზამ­დე არ­სე­ბულ მო­ნაკ­ვეთ­ზე მო­ი­ტან­და. მაზ­ნი­აშ­ვი­ლი გვარ­დი­ის გო­რის ბა­ტა­ლი­ო­ნის მიერ და­კა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ებ­ზე მი­ვი­და, რად­გან შე­ტე­ვა სწო­რედ აქ იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი. გე­ნე­რალ­მა ძლივს მო­ას­წრო ბა­ტა­ლი­ო­ნის უფ­რო­სის მოხ­სე­ნე­ბის მოს­მე­ნა, რომ შე­ტე­ვა და­ი­წყო (და­ახ­ლო­ე­ბით 01:30 სა­ათ­ზე).

ვა­ლო­დია გო­გუ­ა­ძე და ვა­ლი­კო ჯუ­ღე­ლი

მო­წი­ნა­აღ­მდე­გის იე­რი­შის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე სო­ღან­ლუ­ღის ხიდ­თან ბრძო­ლა­ში ჯავ­შან­მა­ტა­რე­ბე­ლი ჩა­ე­ბა. მე-11 არ­მი­ის ნა­წი­ლებ­მა შე­ტე­ვის ფრონ­ტი გა­შა­ლეს და ბრძო­ლა­ში უკვე სა­ყა­რა­უ­ლო რაზ­მი და სა­და­რა­ჯო ათასე­უ­ლიც ჩა­ერ­თო. მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ ხელთ იგდო ორი ზარ­ბა­ზა­ნი და მი­უ­ახ­ლოვ­და სო­ღან­ლუ­ღის სად­გურს.

ქარ­თულ­მა ჯავ­შან­მა­ტა­რე­ბელ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს სად­გუ­რის და­კა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა. 19 თე­ბერ­ვლის 2-დან 3 სა­ა­თამ­დე მტერ­მა სა­და­რა­ჯო ათასე­უ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით იე­რი­ში შე­წყვი­ტა და მთე­ლი ძა­ლე­ბით გვარ­დი­ის გო­რის ბა­ტა­ლი­ო­ნის პო­ზი­ცი­ებს შე­უ­ტია. სა­და­რა­ჯო ათასე­უ­ლი სან­გრე­ბი­დან სრო­ლით ცდი­ლობ­და გო­რის ბა­ტა­ლი­ო­ნის დახ­მა­რე­ბას. გვარ­დი­ე­ლებ­მა ყვე­ლა შე­ტე­ვა მო­ი­გე­რი­ეს. ამ დრო­ი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში კვი­ნი­ტა­ძის ბრძა­ნე­ბით გვარ­დი­ის სა­რე­ზერ­ვო ბა­ტა­ლი­ო­ნი ჩა­ერ­თო, ვა­ლი­კო ჯუ­ღე­ლის მიერ მოყ­ვა­ნი­ლი ჯავ­შან­მან­ქა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით სო­ღან­ლუ­ღის სად­გუ­რი­დან მტე­რი უკუ­აგ­დეს.

და­ახ­ლო­ე­ბით 3 სთ-დან 4-ის ნა­ხევ­რამ­დე გე­ნე­რა­ლი მაზ­ნი­აშ­ვი­ლი სა­და­რა­ჯო ათასე­უ­ლის დის­ლო­კა­ცი­ის ად­გილ­ზე გა­და­ვი­და და იქი­დან გა­ნაგ­რძო ბრძო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა. იგი ში­შობ­და, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბას შეც­ვლი­და და მის მარ­ჯვე­ნა ფლანგს შე­უ­ტევ­და, სა­დაც მე-9 ათასე­უ­ლი იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი. თუმ­ცა ეს შიში არ გა­მარ­თლდა. მო­წი­ნა­აღ­მდე­გე კვლავ ჯი­უ­ტად ცდი­ლობ­და გო­რის გვარ­დი­ელ­თა პო­ზი­ცი­ე­ბის გარ­ღვე­ვას.

გამ­თე­ნი­ი­სას, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მო­რი­გი იე­რი­შის მო­გე­რი­ე­ბის შემ­დეგ სა­და­რა­ჯო ათასე­უ­ლი იე­რიშ­ზე გა­და­ვი­და. გო­რის ბა­ტა­ლი­ო­ნიც სან­გრე­ბი­დან ამო­ვი­და. მას სა­რე­ზერ­ვო ბა­ტა­ლი­ო­ნიც შე­უ­ერ­თდა. და­ი­კა­ვეს სა­ყა­რა­უ­ლო ათასე­უ­ლის რაზ­მის მიერ და­ტო­ვე­ბუ­ლი თავ­და­პირ­ვე­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი. მტერ­მა უკან და­ი­ხია იაღ­ლუ­ჯის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ტყვედ ჩა­ვარ­და 1600 წი­თე­ლარ­მი­ე­ლი.

  • 19 თე­ბერ­ვა­ლი

მე-11 არ­მი­ის სარ­დლო­ბა 19 თე­ბერ­ვალს თბი­ლი­სის აღე­ბას ვა­რა­უ­დობ­და. ცენ­ტრში და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ მი­მარ­თუ­ლე­ბა შეც­ვა­ლეს და ჩვე­ნი ჯა­რე­ბის მარ­ჯვე­ნა ფრთას შე­უ­ტი­ეს. დი­ლის 8 სა­ათ­ზე მტე­რი სოფ­ლე­ბის, ვაშ­ლო­ვა­ნი­სა და კუ­მი­სის წინ გა­მოჩ­ნდა და ტა­ბახ­მე­ლა-კო­ჯრის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­იძ­რა. ტა­ბახ­მე­ლას სამ­ხედ­რო სკო­ლას­თან ერ­თად მე-10 ათასე­უ­ლის მე­ომ­რე­ბიც იცავ­დნენ პოლ­კოვ­ნიკ სა­გი­ნაშ­ვი­ლის მე­თა­უ­რო­ბით. ეს სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი სკო­ლის და­სახ­მა­რებ­ლად პო­ზი­ცი­ებ­ზე 18 თე­ბერ­ვალს სა­ღა­მოს მი­ვი­და. ტა­ბახ­მე­ლის პო­ზი­ცი­ე­ბი­დან მა­ი­ორ­მა ბა­ხუ­ტაშ­ვილ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლი გა­უხ­სნა და და­ფან­ტა. მალე მტრის ცხე­ნო­სა­ნი რაზ­მი გა­მოჩ­ნდა. ქარ­თველ­მა არ­ტი­ლე­რის­ტებ­მა ამ­ჯე­რად მათ გა­უხ­სნეს ცე­ცხლი.

მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს დიდი რი­ცხობ­რი­ვი უპი­რა­ტე­სო­ბა ჰქონ­და და ნელ-ნელა წინ მო­ი­წევ­და. 12 სა­ა­თი­სათ­ვის ტა­ბახ­მე­ლას პო­ზი­ცი­ებს შე­უ­ტი­ეს. #1 სან­გრი­დან, ლე­ი­ტე­ნანტ ერის­თა­ვის მე­თა­უ­რო­ბით გახ­სნილ­მა ტყვი­ამფრქვე­ვე­ბის ცე­ცხლმა მტე­რი შე­ა­ყოვ­ნა. პა­რა­ლე­ლუ­რად მტე­რი კო­ჯრის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც უტევ­და. აქ მყოფ­მა მე-4 ათასე­უ­ლის ნა­წი­ლებ­მა თავ­დას­ხმა ვერ მო­ი­გე­რი­ეს და მა­მა­და­ვი­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით უკან და­ი­ხი­ეს. კო­ჯრის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ბოლ­შე­ვი­კე­ბი წავ­კი­სი­სა და ტა­ბახ­მე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ეშ­ვნენ (13:30 სა­ათ­ზე). ტა­ბახ­მე­ლის პო­ზი­ცი­ებ­ზე მყოფ ქარ­თულ ნა­წი­ლებს ალ­ყა­ში მოქ­ცე­ვის საფრ­თხე მო­ე­ლო­და, ამი­ტომ გე­ნე­რალ­მა ან­დრო­ნი­კაშ­ვილ­მა პოლ­კოვ­ნიკ ჩხე­ი­ძეს ტა­ბახ­მე­ლის და­ტო­ვე­ბა და ბრძო­ლით მა­მა­და­ვი­თის­კენ და­ხე­ვა უბ­რძა­ნა.

ჩხე­ი­ძემ იცო­და, რომ თა­ვი­სი ძა­ლე­ბით კო­ჯრის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვერ შეძ­ლებ­და, მაგ­რამ სა­ჭი­რო იყო მტრის შე­ჩე­რე­ბა, სა­ნამ მთა­ვარ­სარ­და­ლი და­მა­ტე­ბით ძა­ლებს გა­მოგ­ზავ­ნი­და. გე­ნე­რა­ლი კვი­ნი­ტა­ძე სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რომ მი­ი­ღებ­და, ამა­ში პოლ­კოვ­ნი­კი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო. მარ­თლაც, გე­ნე­რალ­მა კვი­ნი­ტა­ძემ, კო­ჯრის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე ტა­ბახ­მე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით გაგ­ზავ­ნა მე-5 ათასე­უ­ლი, გვარ­დი­ის იმე­რე­თის და ბა­თუ­მის ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბი. ერე­ვანსკის (დღე­ვან­დე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის) მო­ე­დან­ზე უნდა მი­სუ­ლი­ყო და შემ­დგომ ბრძა­ნე­ბებს და­ლო­დე­ბო­და გვარ­დი­ის თბი­ლი­სის ორი ბა­ტა­ლი­ო­ნი.

გე­ნე­რა­ლი კვი­ნი­ტა­ძე და ქა­უ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი

პოლ­კოვ­ნიკ­მა ჩხე­ი­ძემ მა­ი­ორ ბა­ხუ­ტაშ­ვილს არ­ტი­ლე­რი­ის მობ­რუ­ნე­ბა და მტრი­სათ­ვის ცე­ცხლის გახ­სნა უბ­რძა­ნა. დრო­ე­ბით, სარ­დლო­ბა ნეს­ტორ გარ­და­ფხა­ძეს გა­და­ა­ბა­რა და თა­ვად გე­ნე­რალ ან­დრო­ნი­კაშ­ვილ­თან შტაბ­ში ჩა­ვი­და. გა­და­წყდა არ­სე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით კონ­ტრშე­ტე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და მტრის შე­ჩე­რე­ბა. იუნკრე­ბი, კა­პი­ტან თო­ი­ძი­სა და მე-10 ათასე­უ­ლის მებ­რძოლ­თა ნა­წი­ლი, კა­პი­ტან ქა­რუ­მი­ძის მე­თა­უ­რო­ბით შე­ტე­ვა­ზე გა­და­ვი­და­ნენ. პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა გა­დაჭ­რი­ლი იყო, მტრის შე­ტე­ვა შე­ჩერ­და. იმ დღეს­ვე მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მარ­ცხე­ნა ფრთა­ზეც გა­მოჩ­ნდა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მცი­რე შე­ტა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

იუნ­კე­რე­ბი

  • 20 თე­ბერ­ვა­ლი

20 თე­ბერ­ვალს დი­ლა­ად­რი­ან და­ი­წყო იე­რი­ში კო­ჯრის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის. ქარ­თველ­თა შე­ტე­ვის შე­სა­ჩე­რებ­ლად მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ ტა­ბახ­მე­ლას პო­ზი­ცი­ებს შე­მო­უ­ტია. გე­ნე­რალ­მა ან­დრო­ნი­კაშ­ვილ­მა პოლ­კოვ­ნიკ ჩხე­ი­ძეს სას­წრა­ფოდ სკო­ლის პო­ზი­ცი­ებ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა უბ­რძა­ნა. ეს სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. სან­გრებ­ში მყოფ­მა გვარ­დი­ე­ლებ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის იე­რიშს ვერ გა­უძ­ლეს და უკან და­ხე­ვა და­ი­წყეს. სწო­რედ ამ დროს კა­პი­ტა­ნი შავ­დია იუნკრებს შე­ტე­ვა­ზე წა­უ­ძღვა. სან­გრე­ბი და­იბ­რუ­ნეს. მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ კი­დევ ორ­ჯერ მი­ი­ტა­ნა იე­რი­ში ტა­ბახ­მე­ლა­ზე, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბი მტკი­ცედ იცავ­დნენ პო­ზი­ცი­ებს. ქარ­თველ იუნ­კერ­თა წი­ნა­აღ­მდეგ ბა­ქოს "წი­თე­ლი" კურ­სან­ტე­ბიც ჩა­ა­ბეს ბრძო­ლა­ში, მაგ­რამ მა­ინც ვე­რა­ფერს მი­აღ­წი­ეს. იმ დი­ლით სკო­ლამ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის სამი იე­რი­ში მო­ი­გე­რია.

ამა­სო­ბა­ში მძი­მე ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და კო­ჯრის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად. ქარ­თულ­მა ჯარ­მა ხელთ იგდო მტრის ოთხი ზარ­ბა­ზა­ნი, ათზე მეტი ტყვი­ამფრქვე­ვი, ერთი ჯავ­შნო­სა­ნი და ტყვე­ე­ბი. გვარ­დი­ის იმე­რე­თის მე-3 ბა­ტა­ლი­ო­ნის მებ­რძოლ­თა ერთი ჯგუ­ფი სო­ფელ ვაშ­ლო­ვან­ში შე­ვი­და. იქ მდგა­რი ბოლ­შე­ვი­კე­ბის აღა­ლი გა­ა­ნად­გუ­რა და თა­ვის პო­ზი­ცი­ებ­ზე დაბ­რუნ­და. მარ­ცხე­ნა ფრთა­ზე გვარ­დი­ის ნა­წი­ლებ­მა მტე­რი უკუ­აგ­დეს და სად­გუ­რი ვა­ზი­ა­ნი და­ი­კა­ვეს.

  • 20-21 თე­ბერ­ვა­ლი

20 თე­ბერ­ვალს მთე­ლი ღამე მო­წი­ნა­აღ­მდე­გე კო­ჯორ-ტა­ბახ­მე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე უშე­დე­გო შე­ტე­ვას გა­ნაგ­რძობ­და და მხო­ლოდ 21 თე­ბერ­ვალს, დი­ლით და­ი­წყო უკან და­ხე­ვა. მალე მათი ქვე­ი­თი ჯარი აღარ­სად ჩან­და. ძი­რი­თა­დი მოვ­ლე­ნე­ბი გე­ნე­რალ ჯი­ჯი­ხი­ას სექ­ტორ­ში გან­ვი­თარ­და. მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ თბი­ლი­სის დამ­ცველ­თა მარ­ცხე­ნა ფლან­გის შე­მოვ­ლა გა­ნიზ­რა­ხა, მაგ­რამ გვარ­დი­ის ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბი კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე გა­და­ვიდ­ნენ. ჯი­ჯი­ხი­ას ძა­ლე­ბი კვი­ნი­ტა­ძემ წი­ნას­წარ და­მა­ტე­ბი­თი ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბით (მათ შო­რის ერთ-ერთი ახალ­ცი­ხი­სა იყო) გა­აძ­ლი­ე­რა. სო­ფელ ლი­ლო­დან ხუთ­მა გვარ­დი­ულ­მა ბა­ტა­ლი­ონ­მა, ქარ­თველ კა­ვა­ლე­რის­ტთა მხარ­და­ჭე­რით, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ფლანგს და­არ­ტყა. ორ­ხევ­ში მდგარ­მა, ასე­ვე ორმა გვარ­დი­ულ­მა ბა­ტა­ლი­ონ­მა ფრონ­ტა­ლუ­რი შე­ტე­ვით მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ზე ძლი­ე­რი იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა.

მე-11 არ­მი­ის ნა­წი­ლებ­მა უკან და­ხე­ვა და­ი­წყეს. მათი დევ­ნა და­ღა­მე­ბამ­დე გაგ­რძელ­და. ქარ­თულ­მა შე­ნა­ერ­თებ­მა მტერს 10 კი­ლო­მეტრზე მე­ტით და­ა­ხე­ვი­ნეს უკან. ეს წარ­მა­ტე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა კა­პი­ტან ედი­გა­რაშ­ვი­ლის ბორ­ჩა­ლოს მო­ხა­ლი­სე­თა სა­კა­ვა­ლე­რიო ასე­უ­ლით გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი გვარ­დი­ის ცხე­ნო­სა­ნი და­ნა­ყო­ფე­ბის სწრაფ­მა და ეფექ­ტი­ან­მა მოქ­მე­დე­ბამ.

  • 22 თე­ბერ­ვა­ლი

რად­გან თბი­ლი­სის პირ­და­პი­რი იე­რი­შით აღე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა, მე-11 არ­მი­ის სარ­დლო­ბამ ქა­ლა­ქის დამ­ცველ­თა ფლან­გე­ბი­დან შე­მოვ­ლა გა­ნიზ­რა­ხა და ძა­ლე­ბის გა­დაჯ­გუ­ფე­ბა და­ი­წყო. შე­იქ­მნა ორი, ვე­ლი­კა­ნო­ვი­სა და კუ­ი­ბი­შე­ვის დაჯ­გუ­ფე­ბა. ამ უკა­ნას­კნელ­მა, დე­დოფ­ლის­წყა­როს­თან ქარ­თულ ნა­წი­ლებ­თან ბრძო­ლის დროს მოკ­ლუ­ლი კუ­რიშ­კო შეც­ვა­ლა. კუ­ი­ბი­შე­ვის დაჯ­გუ­ფე­ბა მე-9 ქვე­ი­თი და მე-12 სა­კა­ვა­ლე­რიო დი­ვი­ზი­ე­ბით გაძ­ლი­ერ­და. მას თბი­ლის­ზე აღ­მო­სავ­ლე­თი­დან და ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თი­დან შე­ტე­ვა და­ე­ვა­ლა. ვე­ლი­კა­ნოვს და­სავ­ლე­თი­დან უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა შე­ტე­ვა. იმა­ვე დღეს მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ცხე­ნო­სან­მა რაზმმა მან­გლი­სი და­ი­კა­ვა და მან­გლი­სი-კო­ჯრის გზატ­კე­ცი­ლის გას­წვრივ იე­რი­ში წა­მო­ი­წყო, თუმ­ცა მარ­ცხი იწ­ვნია.

შე­და­რე­ბით სიმ­შვი­დე იყო ტა­ბახ­მე­ლა-კო­ჯრის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე, თუმ­ცა ორ­მხრი­ვი სრო­ლის შე­დე­გად და­იჭრ­ნენ ლე­ი­ტე­ნან­ტე­ბი ერის­თა­ვი და ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი

მტერ­თან ბრძო­ლა­სი და­ცე­მუ­ლი იუნ­კე­რე­ბი: იო­სებ ჯან­დი­ე­რი, ნი­კო­ლოზ კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი, ბე­სა­რი­ონ კე­მუ­ლა­რია, გაბ­რი­ელ გეხტმა­ნი, მი­ხე­ილ მა­ყაშ­ვი­ლი

.

  • 23 თე­ბერ­ვა­ლი

მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ თა­ვი­სი მარ­ჯვე­ნა ფლან­გის გაძ­ლი­ე­რე­ბა და­ი­წყო. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მე-11 არ­მი­ის ცხე­ნო­სა­ნი ნა­წი­ლე­ბი, მე-12 და მე-18 სა­კა­ვა­ლე­რიო დი­ვი­ზი­ე­ბი გა­მოჩ­ნდნენ. მტერ­მა ძლი­ე­რი იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა ქარ­თულ ნა­წი­ლებ­ზე და ამის გამო, გე­ნე­რალ ჯი­ჯი­ხი­ას ქარ­თულ­მა შე­ნა­ერ­თებ­მა უკან და­ი­ხი­ეს და ძვე­ლი, 21 თე­ბერ­ვლამ­დე­ლი, პო­ზი­ცი­ე­ბი და­ი­კა­ვეს.

14 სა­ათ­ზე მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ ქარ­თველ­თა უკან­და­ხე­ვი­სას აფეთ­ქე­ბუ­ლი ფო­ი­ლოს სარ­კი­ნიგ­ზო ხიდი აღად­გი­ნა, რა­მაც და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბის (მათ შო­რის ტან­კე­ბის) სწრა­ფი გა­და­ად­გი­ლე­ბი­სა და ჯავ­შან­მა­ტა­რებ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. იმა­ვე სა­ღა­მოს ამ ჯავ­შან­მა­ტა­რებ­ლებ­მა ქარ­თულ პო­ზი­ცი­ებ­თან მო­ახ­ლო­ე­ბა სცა­დეს, მაგ­რამ ქარ­თველ არ­ტი­ლე­რის­ტთა ზუს­ტი ცე­ცხლის გამო იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ უკან და­ე­ხი­ათ. სა­ღა­მოს მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ ტა­ბახ­მე­ლას პო­ზი­ცი­ებ­ზე მი­ი­ტა­ნა იე­რი­ში, რო­მე­ლიც რამ­დენ­ჯერ­მე მო­ი­გე­რი­ეს.

  • 24 თე­ბერ­ვა­ლი

მარ­ჯვე­ნა ფლანგზე მტერ­მა დი­ლი­დან­ვე და­უ­ში­ნა ჩვენს პო­ზი­ცი­ებს სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლი და შემ­დეგ შე­ტე­ვა­ზე გად­მო­ვი­და. იუნ­კერ­თა შე­მად­გენ­ლო­ბი­დან 85-90 კაცი დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. დიდი ჰქონ­და მტერ­საც და­ნაკ­ლი­სი. მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვალ­გზის შე­ტე­ვი­სა, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ქარ­თუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის გარ­ღვე­ვას ვერ ახერ­ხებ­და. რამ­დენ­ჯერ­მე ხელ­ჩარ­თუ­ლი ბრძო­ლა გა­ი­მარ­თა. მტერ­მა რი­ცხობ­რი­ვი უპი­რა­ტე­სო­ბით ისარ­გებ­ლა და ნა­შუ­ა­დღევს #4 სან­გა­რი და­ი­კა­ვა. ამის შემ­დეგ პირ­და­პირ ლე­ი­ტე­ნანტ გოგი მეს­ხიშ­ვი­ლის ბა­ტა­რე­ის წინ აღ­მოჩ­ნდნენ და ქარ­თველ არ­ტი­ლე­რის­ტებ­ზე ხიშ­ტე­ბით წა­მო­ვიდ­ნენ. ლე­ი­ტე­ნან­ტმა მეს­ხიშ­ვილ­მა ხმა­ლი იშიშ­ვლა და იუნკრებ­თან ერ­თად მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ეკ­ვე­თა.

ლე­ი­ტე­ნან­ტი მეს­ხიშ­ვი­ლი ცნეტრში

მათ ოფიც­რე­ბის შავ­დი­ას, ხოშ­ტა­რი­ა­სა და ჩო­ჩუ­ას წი­ნამ­ძღო­ლო­ბით სხვა იუნკრე­ბიც წა­მო­ეშ­ველ­ნენ და მტერს უკან და­ა­ხე­ვი­ნეს. მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მარ­ჯვნივ და მარ­ცხნივ გა­ი­ფან­ტა და ამით უკან მყოფ თა­ვის მე­ტყვი­ამფრქვე­ვე­ებს 100-120 ნა­ბი­ჯის მან­ძი­ლი­დან იუნკრე­ბი­სათ­ვის ცე­ცხლის გახ­სნის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. იუნ­კერ­თა ნა­წილ­მა კა­პი­ტან ჩო­ჩუ­ას მე­თა­უ­რო­ბით მე­ტყვი­ამფრქვე­ვე­ებს შე­უ­ტია.

მტრის რი­გე­ბამ­დე პირ­ველ­მა იუნ­კერ­მა შალ­ვა ერის­თავ­მა მი­ირ­ბი­ნა და მე­მიზ­ნე ოფი­ცე­რი ხიშ­ტით გან­გმი­რა, თუმ­ცა თა­ვა­დაც სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რი­ლი და­ე­ცა.

შალ­ვა ერის­თა­ვი

ასე­ვე და­ი­ღუპ­ნენ იუნკრე­ბი ოთარ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და იო­სებ ჯან­დი­ე­რი, 15-მდე კი და­იჭ­რა. და­იჭ­რა თა­ვად კა­პი­ტა­ნი ჩო­ჩუ­აც. ასე­ვე და­იჭრ­ნენ კა­პიტ­ნე­ბი შავ­დია და ხოშ­ტა­რია. იე­რი­შე­ბი და­ღა­მე­ბამ­დე გაგ­რძელ­და, მაგ­რამ ბოლ­შე­ვი­კებ­მა ნა­ბი­ჯი­თაც ვერ წა­ი­წი­ეს წინ. დაბ­ნე­ლე­ბის­თა­ნა­ვე მათ იე­რი­ში შე­წყვი­ტეს და უკან და­ი­ხი­ეს.

არა­ნაკ­ლებ მძი­მე და სის­ხლის მღვრე­ლი ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სო­ღან­ლუ­ღი-შავ­ნა­ბა­დას მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე. ამ სექ­ტორ­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ მთა­ვა­რი დარ­ტყმა გზატ­კე­ცი­ლი­სა და რკი­ნიგ­ზის ხა­ზის გას­წვრივ გა­ნა­ვი­თა­რა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მო­გე­რი­ე­ბა მო­ხერ­ხდა, მაგ­რამ კრი­ტი­კუ­ლი ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნა მას შემ­დეგ, რაც მტე­რი თე­ლე­თი­დან გად­მო­ვი­და შე­ტე­ვა­ზე, ფრონ­ტი გა­არ­ღვია და 18 სა­ა­თი­სათ­ვის სო­ღან­ლუ­ღის ქედ­ზე მდე­ბა­რე სი­მაღ­ლე და­ი­კა­ვა. შე­იქ­მნა სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ღრმად შე­მო­იჭ­რე­ბო­და და სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მო­და ზურ­გში მოჰ­ქ­ცე­ო­და არა მარ­ტო გე­ნე­რალ მაზ­ნი­აშ­ვი­ლის ნა­წი­ლებს, არა­მედ გე­ნე­რალ ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის შე­ნა­ერ­თებ­საც. სა­ჭი­რო იყო სას­წრა­ფოდ სი­მაღ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა.

14 სა­ათ­ზე ქარ­თუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი­დან გა­ნახ­ლდა სა­არ­ტი­ლე­რიო და ტყვი­ამფრქვე­ვე­ბის ცე­ცხლი. 16 სა­ა­თის­თვის და­ი­წყო თოვა, ჩა­მოწ­ვა ბუ­რუ­სი, ძა­ლი­ან აცივ­და. სწო­რედ ამ დროს ოთხმა ქარ­თულ­მა თვითმფრი­ნავ­მა იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა მტრის ჯავ­შან­მა­ტა­რებ­ლებ­ზე და ოც­და­ა­თამ­დე ბომ­ბი ჩა­მო­აგ­დო. ბრძო­ლა­ში ქარ­თუ­ლი ჯავ­შან­მა­ტა­რე­ბე­ლიც ჩა­ერ­თო, მაგ­რამ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ძა­ლი­ან დიდი უპი­რა­ტე­სო­ბის გამო ნავ­თლუ­ღის­კენ და­ი­ხია. ნავ­თლუ­ღის მი­და­მო­ე­ბი კი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ავი­ა­ცი­ამ და­ბომ­ბა.

ორ­ხე­ვის სან­გრებ­ში მყოფ­მა გვარ­დი­ე­ლებ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის არა­ერ­თი იე­რი­ში მო­ი­გე­რი­ეს, მაგ­რამ რო­დე­საც და­ახ­ლო­ე­ბით 17 სა­ა­თი­სათ­ვის სან­გრებ­თან მტრის სამი ტან­კი გა­მოჩ­ნდა, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ უკან და­ე­ხი­ათ. გე­ნე­რალ­მა ჯი­ჯი­ხი­ამ იმე­რე­თის მე-2 ბა­ტა­ლი­ონს კონ­ტრშე­ტე­ვა და­ა­ვა­ლა. ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რის, აკა­კი კვი­ტა­იშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ბა­ტა­ლი­ონ­მა წარ­მა­ტე­ბით აწარ­მოა კონ­ტრი­ე­რი­ში. მას შე­უ­ერ­თდნენ მეგ­რე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სან­გრე­ბის უკან, გო­რაკ­ზე იყ­ვნენ ჩა­საფ­რე­ბულ­ნი. იმერ­ლე­ბი და მეგ­რე­ლე­ბი ყი­ჟი­ნით შეც­ვივ­დნენ სან­გრებ­ში, ამო­რე­კეს იქი­დან რუ­სე­ბი და და­ე­დევ­ნენ".

ამ დროს რუ­სე­ბის ერთი ტან­კი ხრამ­ში გა­და­ვარ­და და მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­და. სა­ნამ ორ­ხევ­თან ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის კა­ვა­ლე­რი­ამ ჩვე­ნი ჯა­რე­ბის მარ­ცხე­ნა ფრთის შე­მოვ­ლა გა­ნიზ­რა­ხა და სო­ფელ ლი­ლოს­თან გა­მოჩ­ნდა. მთა­ვარ­სარ­და­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და დაც­ვის კი­დევ ერთი სექ­ტო­რი გა­ეხ­სნა გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, პოლ­კოვ­ნიკ ნი­კო­ლოზ გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლის მე­თა­უ­რო­ბით. გე­ნე­რალ ზა­ქა­რი­ა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას და­ექ­ვემ­დე­ბარ­ნენ გვარ­დი­ის სამი ბა­ტა­ლი­ო­ნი, მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, არ­მი­ი­სა და გვარ­დი­ის ცხე­ნო­სა­ნი რაზ­მე­ბი. წი­თელ­მა კა­ვა­ლე­რი­ამ სო­ფელ დიდ ლი­ლოს შე­მო­უ­ა­რა და ავ­ჭა­ლის­კენ და­იძ­რა.

მთა­ვარ­სარ­დალ­მა 15-16 სა­ათ­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან შე­ი­ტყო, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის კა­ვა­ლე­რი­ამ და­ი­კა­ვა სოფ­ლე­ბი მამ­კო­და, გლ­და­ნი და თვით ავ­ჭა­ლა. კვი­ნი­ტა­ძე წერს: "იქ ჯავ­შან­მა­ტა­რებ­ლით, შა­ნი­ძის მე­თა­უ­რო­ბით, მო­ხა­ლი­სე­თა რაზ­მი გა­ვაგ­ზავ­ნე, სად­გურ ავ­ჭა­ლის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და რკი­ნიგ­ზა­ზე თა­ვი­სუფ­ლად მი­მოს­ვლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ვუბ­რძა­ნე". გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის, ალექ­სან­დრე ზა­ქა­რი­ა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ჭა­ლა­ში ორი ჯავ­შან­მა­ტა­რე­ბე­ლი გა­იგ­ზავ­ნა ვა­ლო­დია გო­გუ­ა­ძის მე­თა­უ­რო­ბით. ავ­ჭა­ლი­დან მო­ხერ­ხდა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის გან­დევ­ნა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ ვერც ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით ქარ­თუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის გარ­ღვე­ვა ვერ შეძ­ლო, გე­ნე­რალ­მა კვი­ნი­ტა­ძემ ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. იგი წერ­და:

"24 თე­ბერ­ვლის სა­ღა­მოს­თვის თბი­ლი­სი, არ­სე­ბი­თად ალ­ყა­ში მო­ექ­ცა... თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ბრძო­ლე­ბის გა­მარ­თვა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ვი­ნა­ი­დან ქა­ლა­ქი ტა­ფობ­ში მდე­ბა­რე­ობს და მთე­ბი­თაა გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი. ეს ხა­ფან­გი იყო, სა­ი­და­ნაც ვე­რა­ვინ გა­აღ­წევ­და და ჯარი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბო­და და­ნე­ბე­ბუ­ლი­ყო. ჯა­რის გაყ­ვა­ნა და თბი­ლი­სი­დან 12-13 ვერ­სის მან­ძილ­ზე გა­მაგ­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. თბი­ლი­სის და­სა­ცა­ვი ყვე­ლა ძალა და სა­შუ­ა­ლე­ბა ამო­ი­წუ­რა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა აღარ შეგ­ვეძ­ლო. ქვეყ­ნის და­სა­ცა­ვად თბი­ლი­სი უნდა დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა, თუ არა ჯა­რი­სა და მმარ­თვე­ლო­ბის გარ­და­უ­ვა­ლი და­ღუპ­ვა გვე­ლო­და.

ჩემი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რეს ვაც­ნო­ბე. თბი­ლის­ზე გავ­ლით ბრძო­ლით უკან და­ხე­ვა წარ­მა­ტე­ბას არ გვი­ქად­და. სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა ღა­მის სიბ­ნე­ლე­ში უკან და­ხე­ვა იყო".

ილია ოდი­შე­ლი­ძე

მთა­ვარ­სარ­დლის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ და­ე­თან­ხმა გე­ნე­რა­ლი ილია ოდი­შე­ლი­ძე, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და: "ყოვ­ლად და­უშ­ვებ­ლად მი­მაჩ­ნია უკან და­ხე­ვა, რად­გა­ნაც მხედ­ვე­ლო­ბა­ში უნდა ვი­ქო­ნი­ოთ, თუ რა ფსი­ქო­ლო­გი­ურ გა­მო­ძა­ხილს პო­ვებს ეს ნა­ბი­ჯი ჩვენს გა­მარ­ჯვე­ბულ ჯარ­ში. ვფიქ­რობ, მცხე­თა­ში არ­ცერ­თი ჯა­რის­კა­ცი არ გა­ჩერ­დე­ბა. ამი­ტომ, თუ ხსნა გვი­წე­რია, ხსნა ისევ იქ არის, იმ პო­ზი­ცი­ებ­ზე, რო­მე­ლიც ჯარს უკა­ვია... თუ სხვა რამ არ გვი­წე­რია, მე ვფიქ­რობ, უმ­ჯო­ბე­სია თბი­ლი­სის წინ სა­სა­ხე­ლოდ და­ვი­ხო­ცოთ". მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ ნოე ჟორ­და­ნი­ამ მთა­ვარ­სარ­დალს და­უ­ჯე­რა და 24 თე­ბერ­ვალს, ღა­მით ქარ­თულ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა თბი­ლი­სი და­ტო­ვეს.

1921 წლის 18-დან 24 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით, ქარ­თულ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა, ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის გა­სა­ო­ცა­რი თა­ნად­გო­მით, გმი­რუ­ლად და­იც­ვეს თბი­ლი­სი სულ ცოტა სამ­ჯერ უფრო მრა­ვალ­რი­ცხო­ვან მტერ­თან ბრძო­ლა­ში.

რუსი ოკუ­პან­ტე­ბი თბი­ლის­ში

უკან და­ხე­ვის მერე კი ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლაც ისე მოხ­და, რო­გორც ილია ოდი­შე­ლი­ძემ იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა. მცხე­თა­ში შე­ჩე­რე­ბა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. მხო­ლოდ ოსი­ა­ურ­თან იყო მცდე­ლო­ბა კონ­ტრშე­ტე­ვი­სა და ისიც ჩა­ი­შა­ლა.

თბი­ლის­თან ბრძო­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ქარ­თულ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს ბრძო­ლა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზეც უხ­დე­ბო­და. 20 თე­ბერ­ვალს 31-ე დი­ვი­ზი­ამ ად­ლე­რი­დან და­ი­წყო შე­მოჭ­რა და მარ­თა­ლია, 23 თე­ბერ­ვალს გაგ­რა და­ი­კა­ვა, მაგ­რამ ქარ­თულ­მა შე­ნა­ერ­თებ­მა (ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას მე-2 და მე-3 ათასე­უ­ლე­ბი იცავ­დნენ) გე­ნე­რალ და­ვით არ­თმე­ლი­ძის მე­თა­უ­რო­ბით, მტე­რი გან­დევ­ნეს. 22 თე­ბერ­ვალს და­ი­წყო შე­მო­ტე­ვა და­რი­ა­ლი­დან. ქარ­თველ­მა მე­ომ­რებ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის პირ­ვე­ლი იე­რი­ში მო­ი­გე­რი­ეს, თუმ­ცა 25 თე­ბერ­ვალს 33-ე დი­ვი­ზი­ის 98-ე ბრი­გა­დამ მა­მი­სო­ნის უღელ­ტე­ხი­ლი გად­მო­ლა­ხა.

მი­უ­ხე­და­ვად ქარ­თუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის თავ­გან­წი­რუ­ლი ბრძო­ლი­სა, საბ­ჭო­თა რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის შე­ჩე­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა რეს­პუბ­ლი­კამ არ­სე­ბო­ბა შე­წყვი­ტა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მი­ხე­ილ ბახ­ტა­ძე

ჟურ­ნა­ლი "ის­ტო­რი­ა­ნი" #2

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

რუსეთ-საქართველოს ომის 13 საბედისწერო დღე

რუსეთ-საქართველოს ომის 13 საბედისწერო დღე

რუსეთ-საქართველოს ომის 13 საბედისწერო დღე

70 წელიწადს სოციალისტური საქართველო გასაბჭოების დღეს ზეიმობდა. 1921 წლის 25 თებერვალი ღირსსახსოვარ დღესასწაულთა შორის ამაყად "მოაბიჯებდა"... მაგრამ ამ დღის გახსენება რევოლუციონერთა და კომუნისტთა თაობებს თუ სიამაყეს ჰგვრიდა, ქვეყნის ერთგულ შვილებს დამოუკიდებლობაწართმეული საქართველოს მწარე ხვედრზე აფიქრებდა. ასე გრძელდებოდა მთელ 70 წელიწადს. დიდი რუსეთის ჩრდილქვეშ მყოფი საბჭოთა ქართველები რომ ზარ-ზეიმით ემზადებოდნენ ამ დღის აღსანიშნავად, მოსახლეობის მეორე და არცთუ მცირე ნაწილი ჩუმად უნთებდა ეკლესიაში სანთელს 1921 წლის თებერვალში დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნას. თებერვლის იმ სისხლიან ქრონიკებზე ლაპარაკს კი დიდხანს ედო ტაბუ... ამ წერილით ვცადეთ ის დღეები გაგვეცოცხლებინა და მკითხველის სამსჯავროზე გამოგვეტანა, რომელთაც თავისუფალი საქართველოს დამარცხება "გამარჯვებად" უქციეს ქართველ ხალხს...

  • 11-12 თებერვალი

1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს ე.წ. "ლორეს ნეიტრალურ ზონაში" განლაგებულ ქართულ შენაერთებზე თავდასხმით დაიწყო საქართველო-რუსეთის ომი. მოწინააღმდეგემ შეტევა განახორციელა ვორონცოვკის, ჯალალ-ოღლისა და სანაინის მიმართულებით.

სანაინთან მოუმზადებელ ძალებთან შებმა მტერს არ გასჭირვებია. სადახლომდე დაიკავეს ბამბაკის ხეობა.

გვარდიელები

  • 13 თებერვალი

მოწინააღმდეგე მთელი დღე ქვემეხებიდან ესროდა მდინარე ძორაგეტის ნაპირზე გამაგრებულ ქართულ ნაწილებს. იმავე დღეს გენერალმა გედევანიშვილმა სადახლო-სანაინის მიმართულებაზე კონტრშეტევა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ გენერალ ჯიჯიხიას დაჯგუფებამ კიზილკაის სიმაღლეები დაიკავა, საერთო შეტევა მაინც ვერ განხორციელდა. გარდა იმისა, რომ გენერალ სუმბათაშვილის შენაერთმა პირადი შემადგენლობის მესამედი დაკარგა, გადარჩენილ მებრძოლებს მორალურად და ფსიქოლოგიურად აღარ შეეძლოთ წინააღმდეგობის გაწევა. შეტევაზე მხოლოდ საგანგებო ბატალიონი გადავიდა და ცხადია, ბევრი ვერაფერი გააკეთა.

  • 14 თებერვალი

მოწინააღმდეგემ განაახლა შეტევა გენერლების, ჯიჯიხიასა და სუმბათაშვილის ნაწილებზე. ამ უკანასკნელმა მდინარე ხრამისკენ დაიხია. მტერმა დაიკავა სადახლო და გენერალმა ჯიჯიხიამაც ხრამისკენ დაიწყო უკანდახევა.

გენერალი სუმბათაშვილი

  • 15 თებერვალი

რუსეთის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარემ, ლენინმა ოფიციალურად გასცა მითითება, რათა მე-11 არმიას საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაეწყო. მეორე დღეს მართლაც დაიწყო შეტევა წითელი და ფოილოს ხიდების მიმართულებით. წითელ ხიდთან მდგარმა გურიის ბატალიონის ასეულმა სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. მოწინააღმდეგემ ხიდი დაიკავა, რამაც უმძიმეს ვითარებაში ჩააგდო ხრამის მარცხენა ნაპირზე გამაგრებული სუმბათაშვილისა და ჯიჯიხიას ნაწილები. მტერი მათ მარცხენა ფლანგზე და ზურგში მოექცა. გენერალმა სოსო გედევანიშვილმა ნაწილები მიატოვა, სარდლობა გენერალ სუმბათაშვილს გადააბარა და თბილისში წამოვიდა. ხრამთან მდგარი ნაწილები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ.

რუსები ცდილობდნენ ფოილოს სარკინიგზო ხიდი დაეკავებინათ და ქართველებისთვის მისი აფეთქების საშუალება არ მიეცათ. ამ ოპერაციაში მონაწილეობდა მე-11 არმიის ხუთი ჯავშანმატარებელი.

ქართველ მესანგრეთა მიერ წინასწარ დანაღმული იყო ხიდის თავი და იერიშის დაწყებისთანავე იგი ააფეთქეს. საპასუხოდ რუსების ოთხმა ჯავშანმატარებელმა, საველე ბატარეებმა და მძიმე არტილერიამ ქართველ გვარდიელთა პოზიციების დაბომბვა დაიწყეს. ქართველებმა უკან დაიხიეს და საპასუხო ცეცხლი გახსნეს. რუსებმა ორჯერ სცადეს ფონის გადმოლახვა, მაგრამ ორივეჯერ უკუაქციეს. მთელი დღე მათ მცდელობას, მდინარე გადმოელახათ, წარმატება არ მოჰყოლია. 22 საათზე ფოილოს ხიდთან მდგარმა ნაწილებმა თბილისისკენ უკან დახევის შესახებ მთავარსარდლის ბრძანება მიიღეს და პოზიციები დატოვეს.

  • 16-17 თებერვალ

დაიწყო შემოტევა ზაქათალის მხრიდან. კახეთში დისლოცირებული მე-6 ათასეულის მცირე რაზმებად დაშლილმა შენაერთებმა მტერს სერიოზული წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ასეთ ვითარებაში დღის პირველ ნახევარში მთავარსარდალი გენერალი ილია ოდიშელიძე გადააყენეს და მისი ადგილი გენერალმა გიორგი კვინიტაძემ დაიკავა. ახალმა მთავარსარდალმა თბილისის დაცვის სამი სექტორი შექმნა - გენერლების - ანდრონიკაშვილის, მაზნიაშვილისა და ჯიჯიხიას სარდლობით.

თბილისის დაცვაში მონაწილეობდნენ გვარდიის საგანგებო, თბილისის სამი, დუშეთის, გორის, ხაშურის, ახალციხის, იმერეთის მე-2 და მე-3, სენაკის, ზუგდიდის, ბათუმის ბატალიონები და არმიის 1-ელი, მე-4, მე-5 (აღდგენილი), მე-7, მე-9, მე-10 ათასეულები. ასევე სადარაჯო და საყარაულო ათასეულთა ნაწილები, სამხედრო სკოლა, მოხალისეები, გვარდიისა და არმიის საკავალერიო ნაწილები. უხეში გათვლებით, თბილისს დაახლოებით 12-15 ათასი კაცი იცავდა.

საქართველოს სახალხო გვრადიის ქვეითი ჯარისკაცები

ვნახოთ, როგორი იყო მე-11 არმიის შემადგენლობა და შეიარაღება:

40 200 ქვეითი და ცხენოსანი, 196 ქვემეხი, 1065 ტყვიამფრქვევი, 7 ჯავშნოსანი მატარებელი, 8 ტანკი, ჯავშანმანქანების რაზმი და 50 თვითმფრინავი. მე-11 არმიას ეხმარებოდა სომხეთის ერთი საკავალერიო და მე-5 და მე-6 ქვეითი პოლკები. მტრის ძირითადი შეტევა წითელი ხიდიდან თბილისის მიმართულებით ხორციელდებოდა. ამ საჯარისო ჯგუფს ველიკანოვი მეთაურობდა და მის შემადგენლობაში შედიოდა მე-9, მე-20 და 32-ე ქვეითი და მე-12 საკავალერიო დივიზიები. მეორე ჯგუფს ზაქათალიდან კახეთის გავლით, თბილისის გვერდის ავლით, მცხეთისკენ უნდა ემოძრავა და ქართული ნაწილებისთვის თბილისიდან უკანდასახევი გზა მოეჭრა. ამ შენაერთს კურიშკო მეთაურობდა ორი ქვეითი პოლკითა და მე-18 საკავალერიო დივიზიით. მოწინააღმდეგენი სულ მცირე, სამჯერ აღემატებოდნენ დედაქალაქის დამცველებს.

წითელი არმიის წინააღმდეგ მებრძოლი ხევსურები

  • 18-19 თებერვალი

18 თებერვალს ქართულ შეიარაღებულ ძალებს შემდეგი პოზიციები ეკავა: მარჯვენა ფლანგზე - კოჯორ-მანგლისის გზატკეცილზე, თეთრი დუქნიდან აზეულას (ქორ-ოღლის) ციხემდე მე-4 ათასეულის ორი ასეული იდგა, პოლკოვნიკ პლატონ ჩიქოვანის მეთაურობით. ამ ათასეულის დანარჩენი ნაწილები ადგილზე 19 თებერვალს მივიდნენ. ტაბახმელის მონაკვეთი სამხედრო სკოლას ეკავა. ამ ფრთას გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი მეთაურობდა. ცენტრში - გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ნაწილი იყო დისლოცირებული. შავნაბადას სიმაღლეები მე-9 ათასეულს ეკავა, სოღანლუღის სიმაღლეები - პოლკოვნიკ დავით ვაჩნაძის სადარაჯო ათასეულსა და მეტყვიამფრქვევეთა ბატალიონს. მათგან მარჯვნივ, რკინიგზის ხაზთან სანაპირო ათასეულის რაზმი იყო განლაგებული ორი ზარბაზნით.

დავით ვაჩნაძე

მტკვრის მარჯვენა ნაპირზე რკინიგზის ხაზამდე გვარდიის გორისა და ხაშურის ბატალიონები იდგნენ. მარცხენა ფლანგზე - გვარდიის აღდგენილი ნაწილები გენერალ არტემ ჯიჯიხიას მეთაურობით. კერძოდ, იმერეთის მე-2, ზუგდიდისა და დუშეთის ბატალიონები და თითო-თითო საველე და სამთო-საარტილერიო ბატარეები. სოფელ ლილოსთან იდგა გვარდიის ცხენოსანი დივიზიონი. 20-21 საათზე ქართველმა სადაზვერვო რაზმებმა მოწინააღმდეგის მოძრაობა დააფიქსირეს. 22 საათისათვის მოწინააღმდეგემ იაღლუჯის ქედს მტკვრის მარჯვენა ნაპირიდან შემოუარა და გენერალ მაზნიაშვილის პოზიციებისკენ დაიძრა. დაზვერვაზე წასულმა გორის გვარდიისა და სადარაჯო ათასეულის რაზმებმა მტრის ავანგარდთან მცირე შეტაკების შემდეგ უკან დაიხიეს. მათ ჯავშანმანქანათა რაზმი ეხმარებოდა, საიდანაც გენერალ მაზნიაშვილს შეატყობინეს, რომ მტერი სოღანლუღისკენ მოიწევდა.

ამავე დროს, მე-9 ათასეულის უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ვაჩნაძე იტყობინებოდა, რომ მოწინააღმდეგე არ ჩანდა. იმავე ინფორმაციას აწვდიდა მაზნიაშვილს ჯავშანმატარებლის მეთაური ვალოდია გოგუაძე კუმისის სადგურიდან. გენერალმა მაზნიაშვილმა დაასკვნა, რომ მტერი ძირითად იერიშს მხოლოდ ერთი მიმართულებით, მტკვრიდან რკინიგზის ხაზამდე არსებულ მონაკვეთზე მოიტანდა. მაზნიაშვილი გვარდიის გორის ბატალიონის მიერ დაკავებულ პოზიციებზე მივიდა, რადგან შეტევა სწორედ აქ იყო მოსალოდნელი. გენერალმა ძლივს მოასწრო ბატალიონის უფროსის მოხსენების მოსმენა, რომ შეტევა დაიწყო (დაახლოებით 01:30 საათზე).

ვალოდია გოგუაძე და ვალიკო ჯუღელი

მოწინააღმდეგის იერიშის დაწყებისთანავე სოღანლუღის ხიდთან ბრძოლაში ჯავშანმატარებელი ჩაება. მე-11 არმიის ნაწილებმა შეტევის ფრონტი გაშალეს და ბრძოლაში უკვე საყარაულო რაზმი და სადარაჯო ათასეულიც ჩაერთო. მოწინააღმდეგემ ხელთ იგდო ორი ზარბაზანი და მიუახლოვდა სოღანლუღის სადგურს.

ქართულმა ჯავშანმატარებელმა მოწინააღმდეგეს სადგურის დაკავების საშუალება არ მისცა. 19 თებერვლის 2-დან 3 საათამდე მტერმა სადარაჯო ათასეულის მიმართულებით იერიში შეწყვიტა და მთელი ძალებით გვარდიის გორის ბატალიონის პოზიციებს შეუტია. სადარაჯო ათასეული სანგრებიდან სროლით ცდილობდა გორის ბატალიონის დახმარებას. გვარდიელებმა ყველა შეტევა მოიგერიეს. ამ დროისათვის ბრძოლაში კვინიტაძის ბრძანებით გვარდიის სარეზერვო ბატალიონი ჩაერთო, ვალიკო ჯუღელის მიერ მოყვანილი ჯავშანმანქანების დახმარებით სოღანლუღის სადგურიდან მტერი უკუაგდეს.

დაახლოებით 3 სთ-დან 4-ის ნახევრამდე გენერალი მაზნიაშვილი სადარაჯო ათასეულის დისლოკაციის ადგილზე გადავიდა და იქიდან განაგრძო ბრძოლის ხელმძღვანელობა. იგი შიშობდა, რომ მოწინააღმდეგე ძირითად მიმართულებას შეცვლიდა და მის მარჯვენა ფლანგს შეუტევდა, სადაც მე-9 ათასეული იყო განლაგებული. თუმცა ეს შიში არ გამართლდა. მოწინააღმდეგე კვლავ ჯიუტად ცდილობდა გორის გვარდიელთა პოზიციების გარღვევას.

გამთენიისას, მოწინააღმდეგის მორიგი იერიშის მოგერიების შემდეგ სადარაჯო ათასეული იერიშზე გადავიდა. გორის ბატალიონიც სანგრებიდან ამოვიდა. მას სარეზერვო ბატალიონიც შეუერთდა. დაიკავეს საყარაულო ათასეულის რაზმის მიერ დატოვებული თავდაპირველი პოზიციები. მტერმა უკან დაიხია იაღლუჯის მიმართულებით. ტყვედ ჩავარდა 1600 წითელარმიელი.

  • 19 თებერვალი

მე-11 არმიის სარდლობა 19 თებერვალს თბილისის აღებას ვარაუდობდა. ცენტრში დამარცხების შემდეგ მიმართულება შეცვალეს და ჩვენი ჯარების მარჯვენა ფრთას შეუტიეს. დილის 8 საათზე მტერი სოფლების, ვაშლოვანისა და კუმისის წინ გამოჩნდა და ტაბახმელა-კოჯრის მიმართულებით დაიძრა. ტაბახმელას სამხედრო სკოლასთან ერთად მე-10 ათასეულის მეომრებიც იცავდნენ პოლკოვნიკ საგინაშვილის მეთაურობით. ეს სამხედრო ნაწილი სკოლის დასახმარებლად პოზიციებზე 18 თებერვალს საღამოს მივიდა. ტაბახმელის პოზიციებიდან მაიორმა ბახუტაშვილმა მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა და დაფანტა. მალე მტრის ცხენოსანი რაზმი გამოჩნდა. ქართველმა არტილერისტებმა ამჯერად მათ გაუხსნეს ცეცხლი.

მოწინააღმდეგეს დიდი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა და ნელ-ნელა წინ მოიწევდა. 12 საათისათვის ტაბახმელას პოზიციებს შეუტიეს. #1 სანგრიდან, ლეიტენანტ ერისთავის მეთაურობით გახსნილმა ტყვიამფრქვევების ცეცხლმა მტერი შეაყოვნა. პარალელურად მტერი კოჯრის მიმართულებითაც უტევდა. აქ მყოფმა მე-4 ათასეულის ნაწილებმა თავდასხმა ვერ მოიგერიეს და მამადავითის მიმართულებით უკან დაიხიეს. კოჯრის დაკავების შემდეგ ბოლშევიკები წავკისისა და ტაბახმელის მიმართულებით დაეშვნენ (13:30 საათზე). ტაბახმელის პოზიციებზე მყოფ ქართულ ნაწილებს ალყაში მოქცევის საფრთხე მოელოდა, ამიტომ გენერალმა ანდრონიკაშვილმა პოლკოვნიკ ჩხეიძეს ტაბახმელის დატოვება და ბრძოლით მამადავითისკენ დახევა უბრძანა.

ჩხეიძემ იცოდა, რომ თავისი ძალებით კოჯრის გათავისუფლებას ვერ შეძლებდა, მაგრამ საჭირო იყო მტრის შეჩერება, სანამ მთავარსარდალი დამატებით ძალებს გამოგზავნიდა. გენერალი კვინიტაძე სწორ გადაწყვეტილებას რომ მიიღებდა, ამაში პოლკოვნიკი დარწმუნებული იყო. მართლაც, გენერალმა კვინიტაძემ, კოჯრის დაკარგვის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე ტაბახმელის მიმართულებით გაგზავნა მე-5 ათასეული, გვარდიის იმერეთის და ბათუმის ბატალიონები. ერევანსკის (დღევანდელი თავისუფლების) მოედანზე უნდა მისულიყო და შემდგომ ბრძანებებს დალოდებოდა გვარდიის თბილისის ორი ბატალიონი.

გენერალი კვინიტაძე და ქაუცა ჩოლოყაშვილი

პოლკოვნიკმა ჩხეიძემ მაიორ ბახუტაშვილს არტილერიის მობრუნება და მტრისათვის ცეცხლის გახსნა უბრძანა. დროებით, სარდლობა ნესტორ გარდაფხაძეს გადააბარა და თავად გენერალ ანდრონიკაშვილთან შტაბში ჩავიდა. გადაწყდა არსებული ძალებით კონტრშეტევის განხორციელება და მტრის შეჩერება. იუნკრები, კაპიტან თოიძისა და მე-10 ათასეულის მებრძოლთა ნაწილი, კაპიტან ქარუმიძის მეთაურობით შეტევაზე გადავიდანენ. პირველი ამოცანა გადაჭრილი იყო, მტრის შეტევა შეჩერდა. იმ დღესვე მოწინააღმდეგე მარცხენა ფრთაზეც გამოჩნდა. ამ მიმართულებით მცირე შეტაკებები მიმდინარეობდა.

იუნკერები

  • 20 თებერვალი

20 თებერვალს დილაადრიან დაიწყო იერიში კოჯრის გათავისუფლებისათვის. ქართველთა შეტევის შესაჩერებლად მოწინააღმდეგემ ტაბახმელას პოზიციებს შემოუტია. გენერალმა ანდრონიკაშვილმა პოლკოვნიკ ჩხეიძეს სასწრაფოდ სკოლის პოზიციებზე დაბრუნება უბრძანა. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. სანგრებში მყოფმა გვარდიელებმა მოწინააღმდეგის იერიშს ვერ გაუძლეს და უკან დახევა დაიწყეს. სწორედ ამ დროს კაპიტანი შავდია იუნკრებს შეტევაზე წაუძღვა. სანგრები დაიბრუნეს. მოწინააღმდეგემ კიდევ ორჯერ მიიტანა იერიში ტაბახმელაზე, მაგრამ ქართველი მეომრები მტკიცედ იცავდნენ პოზიციებს. ქართველ იუნკერთა წინააღმდეგ ბაქოს "წითელი" კურსანტებიც ჩააბეს ბრძოლაში, მაგრამ მაინც ვერაფერს მიაღწიეს. იმ დილით სკოლამ მოწინააღმდეგის სამი იერიში მოიგერია.

ამასობაში მძიმე ბრძოლა მიმდინარეობდა კოჯრის გასათავისუფლებლად. ქართულმა ჯარმა ხელთ იგდო მტრის ოთხი ზარბაზანი, ათზე მეტი ტყვიამფრქვევი, ერთი ჯავშნოსანი და ტყვეები. გვარდიის იმერეთის მე-3 ბატალიონის მებრძოლთა ერთი ჯგუფი სოფელ ვაშლოვანში შევიდა. იქ მდგარი ბოლშევიკების აღალი გაანადგურა და თავის პოზიციებზე დაბრუნდა. მარცხენა ფრთაზე გვარდიის ნაწილებმა მტერი უკუაგდეს და სადგური ვაზიანი დაიკავეს.

  • 20-21 თებერვალი

20 თებერვალს მთელი ღამე მოწინააღმდეგე კოჯორ-ტაბახმელის მიმართულებაზე უშედეგო შეტევას განაგრძობდა და მხოლოდ 21 თებერვალს, დილით დაიწყო უკან დახევა. მალე მათი ქვეითი ჯარი აღარსად ჩანდა. ძირითადი მოვლენები გენერალ ჯიჯიხიას სექტორში განვითარდა. მოწინააღმდეგემ თბილისის დამცველთა მარცხენა ფლანგის შემოვლა განიზრახა, მაგრამ გვარდიის ბატალიონები კონტრშეტევაზე გადავიდნენ. ჯიჯიხიას ძალები კვინიტაძემ წინასწარ დამატებითი ბატალიონებით (მათ შორის ერთ-ერთი ახალციხისა იყო) გააძლიერა. სოფელ ლილოდან ხუთმა გვარდიულმა ბატალიონმა, ქართველ კავალერისტთა მხარდაჭერით, მოწინააღმდეგის ფლანგს დაარტყა. ორხევში მდგარმა, ასევე ორმა გვარდიულმა ბატალიონმა ფრონტალური შეტევით მოწინააღმდეგეზე ძლიერი იერიში მიიტანა.

მე-11 არმიის ნაწილებმა უკან დახევა დაიწყეს. მათი დევნა დაღამებამდე გაგრძელდა. ქართულმა შენაერთებმა მტერს 10 კილომეტრზე მეტით დაახევინეს უკან. ეს წარმატება განაპირობა კაპიტან ედიგარაშვილის ბორჩალოს მოხალისეთა საკავალერიო ასეულით გაძლიერებული გვარდიის ცხენოსანი დანაყოფების სწრაფმა და ეფექტიანმა მოქმედებამ.

  • 22 თებერვალი

რადგან თბილისის პირდაპირი იერიშით აღება ვერ მოხერხდა, მე-11 არმიის სარდლობამ ქალაქის დამცველთა ფლანგებიდან შემოვლა განიზრახა და ძალების გადაჯგუფება დაიწყო. შეიქმნა ორი, ველიკანოვისა და კუიბიშევის დაჯგუფება. ამ უკანასკნელმა, დედოფლისწყაროსთან ქართულ ნაწილებთან ბრძოლის დროს მოკლული კურიშკო შეცვალა. კუიბიშევის დაჯგუფება მე-9 ქვეითი და მე-12 საკავალერიო დივიზიებით გაძლიერდა. მას თბილისზე აღმოსავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შეტევა დაევალა. ველიკანოვს დასავლეთიდან უნდა განეხორციელებინა შეტევა. იმავე დღეს მოწინააღმდეგის ცხენოსანმა რაზმმა მანგლისი დაიკავა და მანგლისი-კოჯრის გზატკეცილის გასწვრივ იერიში წამოიწყო, თუმცა მარცხი იწვნია.

შედარებით სიმშვიდე იყო ტაბახმელა-კოჯრის მიმართულებაზე, თუმცა ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრნენ ლეიტენანტები ერისთავი და ანდრონიკაშვილი

მტერთან ბრძოლასი დაცემული იუნკერები: იოსებ ჯანდიერი, ნიკოლოზ კალანდარიშვილი, ბესარიონ კემულარია, გაბრიელ გეხტმანი, მიხეილ მაყაშვილი

.

  • 23 თებერვალი

მოწინააღმდეგემ თავისი მარჯვენა ფლანგის გაძლიერება დაიწყო. ამ მიმართულებით მე-11 არმიის ცხენოსანი ნაწილები, მე-12 და მე-18 საკავალერიო დივიზიები გამოჩნდნენ. მტერმა ძლიერი იერიში მიიტანა ქართულ ნაწილებზე და ამის გამო, გენერალ ჯიჯიხიას ქართულმა შენაერთებმა უკან დაიხიეს და ძველი, 21 თებერვლამდელი, პოზიციები დაიკავეს.

14 საათზე მოწინააღმდეგემ ქართველთა უკანდახევისას აფეთქებული ფოილოს სარკინიგზო ხიდი აღადგინა, რამაც დამატებითი ძალების (მათ შორის ტანკების) სწრაფი გადაადგილებისა და ჯავშანმატარებლების გამოყენების საშუალება მისცა. იმავე საღამოს ამ ჯავშანმატარებლებმა ქართულ პოზიციებთან მოახლოება სცადეს, მაგრამ ქართველ არტილერისტთა ზუსტი ცეცხლის გამო იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. საღამოს მოწინააღმდეგემ ტაბახმელას პოზიციებზე მიიტანა იერიში, რომელიც რამდენჯერმე მოიგერიეს.

  • 24 თებერვალი

მარჯვენა ფლანგზე მტერმა დილიდანვე დაუშინა ჩვენს პოზიციებს საარტილერიო ცეცხლი და შემდეგ შეტევაზე გადმოვიდა. იუნკერთა შემადგენლობიდან 85-90 კაცი დარჩენილიყო. დიდი ჰქონდა მტერსაც დანაკლისი. მიუხედავად მრავალგზის შეტევისა, მოწინააღმდეგე ქართული პოზიციების გარღვევას ვერ ახერხებდა. რამდენჯერმე ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. მტერმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და ნაშუადღევს #4 სანგარი დაიკავა. ამის შემდეგ პირდაპირ ლეიტენანტ გოგი მესხიშვილის ბატარეის წინ აღმოჩნდნენ და ქართველ არტილერისტებზე ხიშტებით წამოვიდნენ. ლეიტენანტმა მესხიშვილმა ხმალი იშიშვლა და იუნკრებთან ერთად მოწინააღმდეგეს ეკვეთა.

ლეიტენანტი მესხიშვილი ცნეტრში

მათ ოფიცრების შავდიას, ხოშტარიასა და ჩოჩუას წინამძღოლობით სხვა იუნკრებიც წამოეშველნენ და მტერს უკან დაახევინეს. მოწინააღმდეგე მარჯვნივ და მარცხნივ გაიფანტა და ამით უკან მყოფ თავის მეტყვიამფრქვევეებს 100-120 ნაბიჯის მანძილიდან იუნკრებისათვის ცეცხლის გახსნის საშუალება მისცა. იუნკერთა ნაწილმა კაპიტან ჩოჩუას მეთაურობით მეტყვიამფრქვევეებს შეუტია.

მტრის რიგებამდე პირველმა იუნკერმა შალვა ერისთავმა მიირბინა და მემიზნე ოფიცერი ხიშტით განგმირა, თუმცა თავადაც სასიკვდილოდ დაჭრილი დაეცა.

შალვა ერისთავი

ასევე დაიღუპნენ იუნკრები ოთარ ლორთქიფანიძე და იოსებ ჯანდიერი, 15-მდე კი დაიჭრა. დაიჭრა თავად კაპიტანი ჩოჩუაც. ასევე დაიჭრნენ კაპიტნები შავდია და ხოშტარია. იერიშები დაღამებამდე გაგრძელდა, მაგრამ ბოლშევიკებმა ნაბიჯითაც ვერ წაიწიეს წინ. დაბნელებისთანავე მათ იერიში შეწყვიტეს და უკან დაიხიეს.

არანაკლებ მძიმე და სისხლის მღვრელი ბრძოლა მიმდინარეობდა სოღანლუღი-შავნაბადას მიმართულებაზე. ამ სექტორში მოწინააღმდეგემ მთავარი დარტყმა გზატკეცილისა და რკინიგზის ხაზის გასწვრივ განავითარა. ამ მიმართულებით მოწინააღმდეგის მოგერიება მოხერხდა, მაგრამ კრიტიკული ვითარება შეიქმნა მას შემდეგ, რაც მტერი თელეთიდან გადმოვიდა შეტევაზე, ფრონტი გაარღვია და 18 საათისათვის სოღანლუღის ქედზე მდებარე სიმაღლე დაიკავა. შეიქმნა საშიშროება, რომ მოწინააღმდეგე ღრმად შემოიჭრებოდა და საშუალება მიეცემოდა ზურგში მოჰქცეოდა არა მარტო გენერალ მაზნიაშვილის ნაწილებს, არამედ გენერალ ანდრონიკაშვილის შენაერთებსაც. საჭირო იყო სასწრაფოდ სიმაღლის დაბრუნება.

14 საათზე ქართული პოზიციებიდან განახლდა საარტილერიო და ტყვიამფრქვევების ცეცხლი. 16 საათისთვის დაიწყო თოვა, ჩამოწვა ბურუსი, ძალიან აცივდა. სწორედ ამ დროს ოთხმა ქართულმა თვითმფრინავმა იერიში მიიტანა მტრის ჯავშანმატარებლებზე და ოცდაათამდე ბომბი ჩამოაგდო. ბრძოლაში ქართული ჯავშანმატარებელიც ჩაერთო, მაგრამ მოწინააღმდეგის ძალიან დიდი უპირატესობის გამო ნავთლუღისკენ დაიხია. ნავთლუღის მიდამოები კი მოწინააღმდეგის ავიაციამ დაბომბა.

ორხევის სანგრებში მყოფმა გვარდიელებმა მოწინააღმდეგის არაერთი იერიში მოიგერიეს, მაგრამ როდესაც დაახლოებით 17 საათისათვის სანგრებთან მტრის სამი ტანკი გამოჩნდა, იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. გენერალმა ჯიჯიხიამ იმერეთის მე-2 ბატალიონს კონტრშეტევა დაავალა. ბატალიონის მეთაურის, აკაკი კვიტაიშვილის ინფორმაციით, "ბატალიონმა წარმატებით აწარმოა კონტრიერიში. მას შეუერთდნენ მეგრელები, რომლებიც სანგრების უკან, გორაკზე იყვნენ ჩასაფრებულნი. იმერლები და მეგრელები ყიჟინით შეცვივდნენ სანგრებში, ამორეკეს იქიდან რუსები და დაედევნენ".

ამ დროს რუსების ერთი ტანკი ხრამში გადავარდა და მწყობრიდან გამოვიდა. სანამ ორხევთან ბრძოლა მიმდინარეობდა, მოწინააღმდეგის კავალერიამ ჩვენი ჯარების მარცხენა ფრთის შემოვლა განიზრახა და სოფელ ლილოსთან გამოჩნდა. მთავარსარდალი იძულებული გახდა დაცვის კიდევ ერთი სექტორი გაეხსნა გენერალური შტაბის ოპერატიული სამსახურის უფროსის, პოლკოვნიკ ნიკოლოზ გედევანიშვილის მეთაურობით. გენერალ ზაქარიაძის ინფორმაციით, მას დაექვემდებარნენ გვარდიის სამი ბატალიონი, მოხალისეები, არმიისა და გვარდიის ცხენოსანი რაზმები. წითელმა კავალერიამ სოფელ დიდ ლილოს შემოუარა და ავჭალისკენ დაიძრა.

მთავარსარდალმა 15-16 საათზე ადგილობრივი ხელისუფლებისგან შეიტყო, რომ მოწინააღმდეგის კავალერიამ დაიკავა სოფლები მამკოდა, გლდანი და თვით ავჭალა. კვინიტაძე წერს: "იქ ჯავშანმატარებლით, შანიძის მეთაურობით, მოხალისეთა რაზმი გავაგზავნე, სადგურ ავჭალის განთავისუფლება და რკინიგზაზე თავისუფლად მიმოსვლის უზრუნველყოფა ვუბრძანე". გენერალური შტაბის უფროსის, ალექსანდრე ზაქარიაძის ინფორმაციით, ავჭალაში ორი ჯავშანმატარებელი გაიგზავნა ვალოდია გოგუაძის მეთაურობით. ავჭალიდან მოხერხდა მოწინააღმდეგის განდევნა.

მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგემ ვერც ერთი მიმართულებით ქართული პოზიციების გარღვევა ვერ შეძლო, გენერალმა კვინიტაძემ ქალაქის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. იგი წერდა:

"24 თებერვლის საღამოსთვის თბილისი, არსებითად ალყაში მოექცა... თბილისის ქუჩებში ბრძოლების გამართვა შეუძლებელი იყო, ვინაიდან ქალაქი ტაფობში მდებარეობს და მთებითაა გარშემორტყმული. ეს ხაფანგი იყო, საიდანაც ვერავინ გააღწევდა და ჯარი იძულებული გახდებოდა დანებებულიყო. ჯარის გაყვანა და თბილისიდან 12-13 ვერსის მანძილზე გამაგრება გადავწყვიტე. თბილისის დასაცავი ყველა ძალა და საშუალება ამოიწურა, წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეგვეძლო. ქვეყნის დასაცავად თბილისი უნდა დაგვეტოვებინა, თუ არა ჯარისა და მმართველობის გარდაუვალი დაღუპვა გველოდა.

ჩემი ეს გადაწყვეტილება მთავრობის თავმჯდომარეს ვაცნობე. თბილისზე გავლით ბრძოლით უკან დახევა წარმატებას არ გვიქადდა. საუკეთესო საშუალება ღამის სიბნელეში უკან დახევა იყო".

ილია ოდიშელიძე

მთავარსარდლის ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა გენერალი ილია ოდიშელიძე, რომელმაც განაცხადა: "ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია უკან დახევა, რადგანაც მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, თუ რა ფსიქოლოგიურ გამოძახილს პოვებს ეს ნაბიჯი ჩვენს გამარჯვებულ ჯარში. ვფიქრობ, მცხეთაში არცერთი ჯარისკაცი არ გაჩერდება. ამიტომ, თუ ხსნა გვიწერია, ხსნა ისევ იქ არის, იმ პოზიციებზე, რომელიც ჯარს უკავია... თუ სხვა რამ არ გვიწერია, მე ვფიქრობ, უმჯობესია თბილისის წინ სასახელოდ დავიხოცოთ". მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ მთავარსარდალს დაუჯერა და 24 თებერვალს, ღამით ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა თბილისი დატოვეს.

1921 წლის 18-დან 24 თებერვლის ჩათვლით, ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა, ქალაქის მოსახლეობის გასაოცარი თანადგომით, გმირულად დაიცვეს თბილისი სულ ცოტა სამჯერ უფრო მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში.

რუსი ოკუპანტები თბილისში

უკან დახევის მერე კი ყველაფერი მართლაც ისე მოხდა, როგორც ილია ოდიშელიძემ იწინასწარმეტყველა. მცხეთაში შეჩერება ვეღარ მოხერხდა. მხოლოდ ოსიაურთან იყო მცდელობა კონტრშეტევისა და ისიც ჩაიშალა.

თბილისთან ბრძოლების პარალელურად, ქართულ შეიარაღებულ ძალებს ბრძოლა სხვა მიმართულებებზეც უხდებოდა. 20 თებერვალს 31-ე დივიზიამ ადლერიდან დაიწყო შემოჭრა და მართალია, 23 თებერვალს გაგრა დაიკავა, მაგრამ ქართულმა შენაერთებმა (ამ მიმართულებას მე-2 და მე-3 ათასეულები იცავდნენ) გენერალ დავით ართმელიძის მეთაურობით, მტერი განდევნეს. 22 თებერვალს დაიწყო შემოტევა დარიალიდან. ქართველმა მეომრებმა მოწინააღმდეგის პირველი იერიში მოიგერიეს, თუმცა 25 თებერვალს 33-ე დივიზიის 98-ე ბრიგადამ მამისონის უღელტეხილი გადმოლახა.

მიუხედავად ქართული შეიარაღებული ძალების თავგანწირული ბრძოლისა, საბჭოთა რუსეთის აგრესიის შეჩერება ვერ მოხერხდა და საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა.

იხილეთ ასევე:

მიხეილ ბახტაძე

ჟურნალი "ისტორიანი" #2