საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეალურად, ბჟანიამ ლუკაშენკოს ვალი დაუბრუნა..." - რა მოლოდინები აქვთ აფხაზებს ე.წ. პრეზიდენტის ბელარუსში ჩასვლის შემდეგ?
"რეალურად, ბჟანიამ ლუკაშენკოს ვალი დაუბრუნა..." - რა მოლოდინები აქვთ აფხაზებს ე.წ. პრეზიდენტის ბელარუსში ჩასვლის შემდეგ?

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი ას­ლან ბჟა­ნია მინ­სკში ჩა­ვი­და. ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტმა ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კომ აფხა­ზე­თის ლი­დე­რი პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში მი­ი­ღო.

თა­ვად ლუ­კა­შენ­კო სო­ხუმს 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ეწ­ვია, რის შემ­დე­გაც, ის ას­ლან ბჟა­ნი­ას ბიჭ­ვინ­თის აგა­რაკ­ზე შეხ­ვდა. მა­შინ აფხა­ზეთ­ში გაჩ­ნდა მო­ლო­დი­ნი, რომ ბე­ლა­რუ­სი აფხა­ზე­თის აღი­ა­რე­ბის­თვის წი­ნა­პი­რო­ბებს ამ­ზა­დებ­და, თუმ­ცა ამ მხრივ იმე­დი გა­უც­რუვ­დათ.

ბჟა­ნი­ას მინ­სკში ჩას­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, აფხა­ზეთ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბე­ლა­რუ­სის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ჩას­ვლას უვი­ზოდ შეძ­ლე­ბენ.

ამას­თან, ბე­ლა­რუს­ში აფხა­ზუ­რი დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზი­ტის შემ­დეგ აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­ზეც სო­ხუ­მი და მინ­სკი შე­თან­ხმდნენ.

  • ინალ არ­ძინ­ბას "უწყე­ბის" ცნო­ბით, შეხ­ვედ­რა­ზე გა­და­წყდა, რომ ბე­ლა­რუს­სა და აფხა­ზეთს შო­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გან­ვი­თარ­დე­ბა, კერ­ძოდ, ბე­ლა­რუს­ში შე­ი­ტა­ნენ გა­სა­ყი­დად აფხა­ზურ პრო­დუქ­ცი­ას, აფხა­ზეთ­ში კი – ბე­ლა­რუ­სის.

გარ­და ამი­სა, აფხა­ზუ­რი მხა­რის ცნო­ბით­ვე, მიღ­წე­უ­ლია შე­თან­ხმე­ბა, რომ აფხა­ზი IT სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ბე­ლა­რუს­ში გა­დამ­ზად­დე­ბი­ან.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბით, არ­ძინ­ბა­სა და ბჟა­ნი­ას ბე­ლა­რუს­ში ჩას­ვლამ­დე, ად­გი­ლობ­რივ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მოს­კოვ­ში იგეგ­მე­ბო­და რუ­სეთ-ბე­ლა­რუ­სის სა­მო­კავ­ში­რეო სა­ხელ­მწი­ფოს­თან აფხა­ზე­თის ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ზე მსჯე­ლო­ბა. თუმ­ცა, ამის შე­სა­ხებ, მოს­კოვ­სა და მინ­სკში არც ბჟა­ნი­ას ლუ­კა­შენ­კოს­თან სტუმ­რო­ბამ­დე და არც შემ­დეგ, არა­ფე­რი თქმუ­ლა.

"რო­გორც იქნა, მინ­სკამ­დე ჩა­მო­აღ­წი­ეთ" – უთხრა ლუ­კა­შენ­კომ ბჟა­ნი­ას. ბე­ლა­რუ­სი დიქ­ტა­ტო­რის თქმით, არ ეს­მის თბი­ლი­სის მწვა­ვე რე­აქ­ცი­ის, რო­დე­საც აფხა­ზებს ხვდე­ბა, რად­გან ბე­ლა­რუს ხალ­ხს აფხა­ზებ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სურს...

უკა­ნას­კნელ წლებ­ში ბე­ლა­რუ­სის მიერ აფხა­ზე­თის შე­საძ­ლო აღი­ა­რე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ა­ში პე­რი­ო­დუ­ლად ვრცელ­დე­ბო­და, თუმ­ცა აფხა­ზე­ბის თქმით, ლუ­კა­შენ­კოს აფხა­ზე­თის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბის ფონ­ზე, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის მხრივ, ჯე­რაც არა­ფე­რი შე­უც­ვლია, რაც მათ პო­ზი­ტი­ურ მო­ლო­დინს არ უტო­ვებს...

აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტი, ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მა Чегемская правда-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის, ინალ ხა­ში­გის მო­საზ­რე­ბით, ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კომ მინ­სკში ას­ლან ბჟა­ნი­ას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, ბე­ლა­რუ­სულ-აფხა­ზურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ახა­ლი თა­მა­სა აწია.

აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, რუსი ექ­სპერ­ტე­ბი გა­სუ­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, აქ­ტი­უ­რად წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ ახა­ლი ეტა­პის და­წყე­ბას სა­კავ­ში­რო სა­ხელ­მწი­ფო პრო­ექ­ტზე, თუმ­ცა ამ პრო­ექ­ტზე პუ­ტინს თა­ვის ბოლო გა­მოს­ვლა­ში არა­ფე­რი უთ­ქვამს.

"ბჟა­ნი­ამ ლუ­კა­შენ­კოს ვალი და­უბ­რუ­ნა – შარ­შან ხომ ბე­ლა­რუ­სის ლი­დე­რი, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ეწ­ვია აფხა­ზეთს, ახლა კი ას­ლან ბჟა­ნი­ას მო­უ­წია ჩას­ვლა.

ლუ­კა­შენ­კომ ამ მოკ­ლე გა­მოს­ვლით, რო­გორც ჩანს, არა ას­ლან ბჟა­ნი­ას, არა­მედ რე­ა­ლუ­რად სრუ­ლი­ად სხვა მო­თა­მა­შე­ებს მი­მარ­თა და ხაზი გა­უს­ვა, რომ პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში კვლავ ყვე­ლა­ზე მოქ­ნი­ლი დიპ­ლო­მა­ტია" - მი­აჩ­ნია ხა­შიგს.

თუმ­ცა, აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს სუ­ლაც არ მი­აჩ­ნია სა­ხარ­ბი­ე­ლოდ ბე­ლა­რუს­თან ასე­თი და­ახ­ლო­ე­ბა.

"ჯერ ერთი, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლია, რომ ლუ­კა­შენ­კო დიქ­ტა­ტო­რია, ის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს არაფ­რად და­გი­დევთ, არ ცნობს დე­მოკ­რა­ტი­ას, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს, ცი­ხე­ში ჰყავს ათა­სო­ბით ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი და აქ­ტი­ვის­ტი და მას­ზე ვა­კე­თებთ სწო­რე­ბას, რა­ტომ, რა "სი­კე­თე­ე­ბის­თვის"? პუ­ტი­ნის ფა­ვო­რი­ტია, უკ­რა­ი­ნის ომის შემ­დეგ, მას ლუ­კა­შენ­კოს გარ­და არა­ვინ ელა­პა­რა­კე­ბა. კარ­გად დავ­ფიქ­რდეთ, საით ვი­ღებთ გეზს" - წერს აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
------------
1

გამარჯობათ ბატონო ხასან მაგარი იყო:)))))))))))) სულ ფეხზე კიდია ბჟანია ის უფრო ადარდებს მიშა როგორააა:)))))))) ბჟანიამ პირი დააღო:)))))))))))

vasia
0

ერთი ნახეთ აფსუების ინტერნეტ რესურსები ....მაგრად გატეხილში არიან ამ ვიზიტის შედეგებით ... რა სკლეივანიაო , ან ერთი დროშა არ იყო რა პონტიაო , ან სააკაშვილი რა შუაში იყოო .. და ა შ ...

ავტორი:

"რეალურად, ბჟანიამ ლუკაშენკოს ვალი დაუბრუნა..." - რა მოლოდინები აქვთ აფხაზებს ე.წ. პრეზიდენტის ბელარუსში ჩასვლის შემდეგ?

"რეალურად, ბჟანიამ ლუკაშენკოს ვალი დაუბრუნა..." - რა მოლოდინები აქვთ აფხაზებს ე.წ. პრეზიდენტის ბელარუსში ჩასვლის შემდეგ?

ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მინსკში ჩავიდა. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ აფხაზეთის ლიდერი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.

თავად ლუკაშენკო სოხუმს 2022 წლის სექტემბერში ეწვია, რის შემდეგაც, ის ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. მაშინ აფხაზეთში გაჩნდა მოლოდინი, რომ ბელარუსი აფხაზეთის აღიარებისთვის წინაპირობებს ამზადებდა, თუმცა ამ მხრივ იმედი გაუცრუვდათ.

ბჟანიას მინსკში ჩასვლიდან რამდენიმე საათში, აფხაზეთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსის მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას უვიზოდ შეძლებენ.

ამასთან, ბელარუსში აფხაზური დელეგაციის ვიზიტის შემდეგ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას თანამშრომლობის გეგმების შესახებ, რომელზეც სოხუმი და მინსკი შეთანხმდნენ.

  • ინალ არძინბას "უწყების" ცნობით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ბელარუსსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები განვითარდება, კერძოდ, ბელარუსში შეიტანენ გასაყიდად აფხაზურ პროდუქციას, აფხაზეთში კი – ბელარუსის.

გარდა ამისა, აფხაზური მხარის ცნობითვე, მიღწეულია შეთანხმება, რომ აფხაზი IT სფეროს სპეციალისტები ბელარუსში გადამზადდებიან.

ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის ცნობით, არძინბასა და ბჟანიას ბელარუსში ჩასვლამდე, ადგილობრივ სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში იგეგმებოდა რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოსთან აფხაზეთის ინტეგრაციის საკითხებზე მსჯელობა. თუმცა, ამის შესახებ, მოსკოვსა და მინსკში არც ბჟანიას ლუკაშენკოსთან სტუმრობამდე და არც შემდეგ, არაფერი თქმულა.

"როგორც იქნა, მინსკამდე ჩამოაღწიეთ" – უთხრა ლუკაშენკომ ბჟანიას. ბელარუსი დიქტატორის თქმით, არ ესმის თბილისის მწვავე რეაქციის, როდესაც აფხაზებს ხვდება, რადგან ბელარუს ხალხს აფხაზებთან მეგობრული ურთიერთობები სურს...

უკანასკნელ წლებში ბელარუსის მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარებაზე ინფორმაცია მედიაში პერიოდულად ვრცელდებოდა, თუმცა აფხაზების თქმით, ლუკაშენკოს აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობასთან დაახლოების ფონზე, საგარეო პოლიტიკური მიმართულების მხრივ, ჯერაც არაფერი შეუცვლია, რაც მათ პოზიტიურ მოლოდინს არ უტოვებს...

აფხაზი ჟურნალისტი, ადგილობრივი გამოცემა Чегемская правда-ს მთავარი რედაქტორის, ინალ ხაშიგის მოსაზრებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში ასლან ბჟანიასთან შეხვედრის შემდეგ, ბელარუსულ-აფხაზურ ურთიერთობებში ახალი თამასა აწია.

აფხაზი ჟურნალისტის თქმით, რუსი ექსპერტები გასული კვირის განმავლობაში, აქტიურად წინასწარმეტყველებდნენ ახალი ეტაპის დაწყებას საკავშირო სახელმწიფო პროექტზე, თუმცა ამ პროექტზე პუტინს თავის ბოლო გამოსვლაში არაფერი უთქვამს.

"ბჟანიამ ლუკაშენკოს ვალი დაუბრუნა – შარშან ხომ ბელარუსის ლიდერი, მოულოდნელად ეწვია აფხაზეთს, ახლა კი ასლან ბჟანიას მოუწია ჩასვლა.

ლუკაშენკომ ამ მოკლე გამოსვლით, როგორც ჩანს, არა ასლან ბჟანიას, არამედ რეალურად სრულიად სხვა მოთამაშეებს მიმართა და ხაზი გაუსვა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში კვლავ ყველაზე მოქნილი დიპლომატია" - მიაჩნია ხაშიგს.

თუმცა, აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილს სულაც არ მიაჩნია სახარბიელოდ ბელარუსთან ასეთი დაახლოება.

"ჯერ ერთი, მსოფლიოში ცნობილია, რომ ლუკაშენკო დიქტატორია, ის ადამიანის უფლებებს არაფრად დაგიდევთ, არ ცნობს დემოკრატიას, არჩევნების შედეგებს, ციხეში ჰყავს ათასობით ოპოზიციონერი და აქტივისტი და მასზე ვაკეთებთ სწორებას, რატომ, რა "სიკეთეებისთვის"? პუტინის ფავორიტია, უკრაინის ომის შემდეგ, მას ლუკაშენკოს გარდა არავინ ელაპარაკება. კარგად დავფიქრდეთ, საით ვიღებთ გეზს" - წერს აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი.