პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს პუტინის გადაწყვეტილება შეაჩეროს რუსეთმა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობა - როდის დაიდო და როდემდე აქვს მოქმედების ვადა?
რას ნიშნავს პუტინის გადაწყვეტილება შეაჩეროს რუსეთმა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობა - როდის დაიდო და როდემდე აქვს მოქმედების ვადა?

რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის 21 თე­ბერ­ვლის მი­მარ­თვა­ში ფე­დე­რა­ლუ­რი კრე­ბი­სად­მი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ამ­თხვი­ეს რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის წლის­თა­ვის მო­ახ­ლო­ე­ბას, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, კვლავ ფაქ­ტე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბა, სრუ­ლი ტყუ­ი­ლი ჭარ­ბობ­და...

თუმ­ცა პუ­ტინ­მა მა­ინც გა­ა­კე­თა "სვლა მხედ­რით“ და ამე­რი­კე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­ულ თე­მას - სტრა­ტე­გი­უ­ლი ბირ­თვუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზმს და­არ­ტყა, რო­დე­საც გა­მო­ა­ცხა­და, რომ რუ­სე­თი აჩე­რებს თა­ვის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას "სტრა­ტე­გი­უ­ლი შე­ტე­ვი­თი შე­ი­ა­რა­ღე­ბის შემ­დგო­მი შემ­ცი­რე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვის“ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში, რო­მელ­საც რუ­სე­ბი СНВ-III -ად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, ხოლო ამე­რი­კე­ლე­ბი კი - New START -ად.

  • ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ორ ბირ­თვულ სა­ხელ­მწი­ფოს, აშშ-სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას შო­რის 2010 წლის 8 აპ­რილს გა­ფორმ­და პრა­ღა­ში და მას ხელი აშშ-ისა და რუ­სე­თის მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტებ­მა, ბა­რაკ ობა­მამ და დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა მო­ა­წე­რეს.

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ რუ­სეთ­თან სტრა­ტე­გი­უ­ლი ბირ­თვუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის შემ­ცი­რე­ბი­სა და კონ­ტრო­ლის მიზ­ნით, მა­შინ პრე­ზი­დენ­ტმა ობა­მამ კრემლთან და­ი­წყო ე. წ. გა­დატ­ვირ­თვის პო­ლი­ტი­კა, რი­თაც, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ ჩვე­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი შე­ე­წი­რა, რად­გან ორი­ო­დე წლით ადრე სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოჭ­რა და მისი ორი რე­გი­ო­ნის ოკუ­პი­რე­ბა კრემლს შერ­ჩა, რად­გან თეთრ სახ­ლში ჩათ­ვა­ლეს, რომ რუ­სუ­ლი ბირ­თვუ­ლი სა­რა­კე­ტო საფრ­თხის შემ­ცი­რე­ბა აშშ-ის სტრა­ტე­გი­ულ ინ­ტე­რე­სებ­ში ბევ­რად მე­ტად ჯდე­ბო­და, ვიდ­რე ერთი პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოს შემ­დგო­მი ბედი რუსი ოკუ­პან­ტე­ბის ხელ­ში...

და 13 წლის შემ­დეგ პუ­ტი­ნი იმა­ვე კარ­ტის გა­თა­მა­შე­ბას აპი­რებს - ვა­შინგტო­ნის მხრი­დან უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის გამო რუ­სე­თი აჩე­რებს ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით...

  • ასეთს რას წარ­მო­ად­გენს აშშ-სა და რუ­სეთს შო­რის მოქ­მე­დი ეს "ბირ­თვუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა“, რის გა­მოც თეთრ სახ­ლში შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად ჩა­ფიქ­რდნენ, გა­აგ­რძე­ლონ თუ არა უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა?

1972 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ეს მეშ­ვი­დე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გახ­ლდათ, რო­მე­ლიც ამე­რი­კუ­ლი და საბ­ჭო­თა/რუ­სუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი ბირ­თვუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის პა­რი­ტეტს გან­სა­ზღვრავ­და და ამით არე­გუ­ლი­რებ­და ბირ­თვულ და­პი­რის­პი­რე­ბას ამ ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის, რად­გან ურ­თი­ერ­თინ­სპექ­ცი­ებს ით­ვალ­სი­წი­ნებ­და სტრა­ტე­გი­ულ ობი­ექ­ტებ­ზე, რაც თით­ქმის გა­მო­რი­ცხავ­და აღუ­რი­ცხა­ვი სტრა­ტე­გი­უ­ლი ბირ­თვულ­ქო­ბი­ნი­ა­ნი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის ფა­რუ­ლად, საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა­ში მოყ­ვა­ნას. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერი
7

ბატკა და ბჟანია - გაგლოევი ვერ გიშველის პუტინ ვერა...დამთავრებულია შენი ამბავი....

Akaki
7

ეხლა აშშ და ინგლის- ევროპა! გაუთამამდნენ მეკობრე-ავაზაკ რუსეთს! უკრაინა ერთგვარი სამხედრო მუღამის იშტად გამოიყენეს! და პარალელურად იმპერილისტ რუსეთისგან განკვეთაში ეხმარებიაბ! პუტინი 100% არ სწყვეტავს ბირთვულ ხელშეკრულებებზე! მართვას! რუსეთის КГБ ბურუსით მოცულია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

რას ნიშნავს პუტინის გადაწყვეტილება შეაჩეროს რუსეთმა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობა - როდის დაიდო და როდემდე აქვს მოქმედების ვადა?

რას ნიშნავს პუტინის გადაწყვეტილება შეაჩეროს რუსეთმა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობა - როდის დაიდო და როდემდე აქვს მოქმედების ვადა?

რუსეთის პრეზიდენტ პუტინის 21 თებერვლის მიმართვაში ფედერალური კრებისადმი, რომელიც სპეციალურად დაამთხვიეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის წლისთავის მოახლოებას, როგორც მოსალოდნელი იყო, კვლავ ფაქტების დამახინჯება, სრული ტყუილი ჭარბობდა...

თუმცა პუტინმა მაინც გააკეთა "სვლა მხედრით“ და ამერიკელების ყველაზე მტკივნეულ თემას - სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების კონტროლის მექანიზმს დაარტყა, როდესაც გამოაცხადა, რომ რუსეთი აჩერებს თავის მონაწილეობას "სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის“ ხელშეკრულებაში, რომელსაც რუსები СНВ-III -ად მოიხსენიებენ, ხოლო ამერიკელები კი - New START -ად.

  • ეს ხელშეკრულება ორ ბირთვულ სახელმწიფოს, აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის 2010 წლის 8 აპრილს გაფორმდა პრაღაში და მას ხელი აშშ-ისა და რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტებმა, ბარაკ ობამამ და დიმიტრი მედვედევმა მოაწერეს.

სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთთან სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირებისა და კონტროლის მიზნით, მაშინ პრეზიდენტმა ობამამ კრემლთან დაიწყო ე. წ. გადატვირთვის პოლიტიკა, რითაც, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები შეეწირა, რადგან ორიოდე წლით ადრე საქართველოში შემოჭრა და მისი ორი რეგიონის ოკუპირება კრემლს შერჩა, რადგან თეთრ სახლში ჩათვალეს, რომ რუსული ბირთვული სარაკეტო საფრთხის შემცირება აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებში ბევრად მეტად ჯდებოდა, ვიდრე ერთი პატარა საქართველოს შემდგომი ბედი რუსი ოკუპანტების ხელში...

და 13 წლის შემდეგ პუტინი იმავე კარტის გათამაშებას აპირებს - ვაშინგტონის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების გამო რუსეთი აჩერებს ამ ხელშეკრულებაში მონაწილეობას, აქედან გამომდინარე შედეგების გათვალისწინებით...

  • ასეთს რას წარმოადგენს აშშ-სა და რუსეთს შორის მოქმედი ეს "ბირთვული ხელშეკრულება“, რის გამოც თეთრ სახლში შეიძლება სერიოზულად ჩაფიქრდნენ, გააგრძელონ თუ არა უკრაინის სამხედრო დახმარება?

1972 წლიდან მოყოლებული, ეს მეშვიდე ხელშეკრულება გახლდათ, რომელიც ამერიკული და საბჭოთა/რუსული სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების პარიტეტს განსაზღვრავდა და ამით არეგულირებდა ბირთვულ დაპირისპირებას ამ ორ სახელმწიფოს შორის, რადგან ურთიერთინსპექციებს ითვალსიწინებდა სტრატეგიულ ობიექტებზე, რაც თითქმის გამორიცხავდა აღურიცხავი სტრატეგიული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების ფარულად, საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას. გააგრძელეთ კითხვა