პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაწამებო, იმას გიზამო და რა მექნა, ძმაო..." - დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის და ძალადობის ფაქტზე 4 პირია დაკავებული: რა ჩანაწერებს ავრცელებს შსს
"გაწამებო, იმას გიზამო და რა მექნა, ძმაო..." - დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის და ძალადობის ფაქტზე 4 პირია დაკავებული: რა ჩანაწერებს ავრცელებს შსს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი 4 პირი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლე­ბი 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"დიდი ოდე­ნო­ბით ქო­ნე­ბის ჯგუ­ფუ­რად გა­მო­ძალ­ვის და ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ღ. და 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ჩ. (მეტ­სა­ხე­ლად „ბუ­ფა­ლო“), ხოლო მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის - 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ბ. (მეტ­სა­ხე­ლად „კუ­და­ლა“).

1971 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.მ. კი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა - ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ 2023 წლის 20 იან­ვარს ნაც­ნო­ბი - პ.ჩ. მო­ტყუ­ე­ბით მი­იყ­ვა­ნეს ზა­ჰეს­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, სა­დაც გა­დას­ცეს 300 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, მისი რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის 2 კვი­რის ვადა მის­ცეს და ნარ­კო­ტი­კის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი თან­ხის გა­და­ცე­მა მოს­თხო­ვეს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი პ.ჩ.-ს ოჯა­ხის წევ­რე­ბის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფით და­ე­მუქრნენ.

ვი­ნა­ი­დან პ.ჩ.-მ არ შე­ას­რუ­ლა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი, ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ იგი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, ავ­ტო­მან­ქა­ნით წა­იყ­ვა­ნეს დი­ღომ­ში, რო­მელ­საც ლ.ბ. მარ­თავ­და. გზა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ემუქ­რე­ბოდ­ნენ პ.ჩ.-ს მისი და მის ოჯა­ხის წევ­რე­ბის წა­მე­ბით, დაწ­ვით და ლიკ­ვი­და­ცი­ით, ასე­ვე, ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­დნენ მას­ზე. მო­ძა­ლა­დე­ებ­მა პ. ჩ. იმ პი­რო­ბით გა­უშ­ვეს, რომ რამ­დე­ნი­მე დღე­ში ა.ჩ.-ის სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე 20 000 ლარი უნდა ჩა­ე­რი­ცხა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მას, მის მცი­რე­წლო­ვან შვილს, მე­უღ­ლეს და დე­დას ფი­ზი­კუ­რად გა­ა­ნად­გუ­რებ­დნენ.

ლ.ბ.-მ, რო­მე­ლიც შე­ეს­წრო ა.ჩ.-ს და ლ.ღ.-ს მიერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ არ შე­ა­ტყო­ბი­ნა.

მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო ჩა­წე­რა, რის შე­დე­გა­დაც და­დას­ტურ­და და­კა­ვე­ბულ­თა მიერ ჩა­დე­ნი­ლი უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბი.

მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, პო­ლი­ცი­ამ აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი პი­რის გ.მ.-ის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო დიდი ოდე­ნო­ბით "მა­რი­ხუ­ა­ნა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 181-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ა“ და „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, 126-ე მუხ­ლის 1-ლი პრი­მა ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით, 376-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და 260-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც დიდი ოდე­ნო­ბით ქო­ნე­ბის ჯგუ­ფუ­რად გა­მო­ძალ­ვას, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბას, მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს.

მო­უს­მი­ნეთ ჩა­ნა­წერს:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
0

ძალიან ცოტაა 7 წელი მსგავსი დანაშაულისთვის, ძალიან ცოტა. ეგეთი ხალხი მუდმივად იზოლირებულები უნდა იყვნენ საზოგადოებისგან.

ანკა ვალერი
0

300 გრამი პლანი 20000 ლარად ძაან ძვირია თან😂😂😂. ორმაგ ფასში უნდოდათ.

ავტორი:

"გაწამებო, იმას გიზამო და რა მექნა, ძმაო..." - დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის და ძალადობის ფაქტზე 4 პირია დაკავებული: რა ჩანაწერებს ავრცელებს შსს

"გაწამებო, იმას გიზამო და რა მექნა, ძმაო..." - დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის და ძალადობის ფაქტზე 4 პირია დაკავებული: რა ჩანაწერებს ავრცელებს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში ნასამართლევი 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებული არიან: 1980 წელს დაბადებული ლ.ღ. და 1977 წელს დაბადებული ა.ჩ. (მეტსახელად „ბუფალო“), ხოლო მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის - 1979 წელს დაბადებული ლ.ბ. (მეტსახელად „კუდალა“).

1971 წელს დაბადებული გ.მ. კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა - ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ 2023 წლის 20 იანვარს ნაცნობი - პ.ჩ. მოტყუებით მიიყვანეს ზაჰესში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც გადასცეს 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება, მისი რეალიზებისთვის 2 კვირის ვადა მისცეს და ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გადაცემა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პ.ჩ.-ს ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ.

ვინაიდან პ.ჩ.-მ არ შეასრულა ბრალდებულების მოთხოვნები, ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ იგი ძალის გამოყენებით, ავტომანქანით წაიყვანეს დიღომში, რომელსაც ლ.ბ. მართავდა. გზაში ბრალდებულები ემუქრებოდნენ პ.ჩ.-ს მისი და მის ოჯახის წევრების წამებით, დაწვით და ლიკვიდაციით, ასევე, ფიზიკურად ძალადობდნენ მასზე. მოძალადეებმა პ. ჩ. იმ პირობით გაუშვეს, რომ რამდენიმე დღეში ა.ჩ.-ის საბანკო ანგარიშზე 20 000 ლარი უნდა ჩაერიცხა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას, მის მცირეწლოვან შვილს, მეუღლეს და დედას ფიზიკურად გაანადგურებდნენ.

ლ.ბ.-მ, რომელიც შეესწრო ა.ჩ.-ს და ლ.ღ.-ს მიერ ჩადენილ დანაშაულს, სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ არ შეატყობინა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა განახორციელეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რის შედეგადაც დადასტურდა დაკავებულთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირის გ.მ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი ოდენობით "მარიხუანა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვას, ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მოუსმინეთ ჩანაწერს: