მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ნახატს იდუმალ სახეს აძლევს.." - მხატვარი, რომელიც განსხვავებული ტექნიკით ხატავს და კვერცხის გულზე დამზადებულ საღებავებს იყენებს
"ეს ნახატს იდუმალ სახეს აძლევს.." - მხატვარი, რომელიც განსხვავებული ტექნიკით ხატავს და კვერცხის გულზე დამზადებულ საღებავებს იყენებს

ადრე ინ­ტერ­ვი­უ­ში მი­თხრა, - "ჩემ­მა ნა­მუ­შევ­რებ­მა მინ­და, სი­ხა­რუ­ლი გა­მო­იწ­ვი­ო­სო." მისი ნა­ხა­ტე­ბი მნახ­ვე­ლის მო­წო­ნე­ბას ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს. აქ­ტი­უ­რი მხატ­ვა­რია, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას და სი­ა­მოვ­ნე­ბას აუ­დი­ტო­რი­ას მუდ­მი­ვად ანი­ჭებს. ბექა ხუ­ცუ­რა­ულ­თან ფერს უდი­დე­სი დატ­ვირ­თვა აქვს და ნა­მუ­შევ­რებ­ში დიდი სით­ბო იგ­რძნო­ბა.

ბავ­შვო­ბა­ში არას­დროს და­უ­ხა­ტავს, მაგ­რამ მას მერე, რაც ხატ­ვა და­ი­წყო, არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. დღე ისე არ ჩა­ივ­ლის, თა­ვის მო­რი­გი ახა­ლი ჩა­ნა­ფიქ­რი ტი­ლო­ზე არ გა­და­ი­ტა­ნოს. ეს პრო­ცე­სი მის­თვის უზო­მოდ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. ხა­ტავს ზე­თის სა­ღე­ბა­ვე­ბით ტი­ლო­ზე და მუ­შა­ობს სა­უ­კე­თე­სო მა­სა­ლით. ბოლო დროს მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში რა­ღაც ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა გაჩ­ნდა, თით­ქოს ის კაშ­კა­შა ფე­რე­ბი სა­დღაც გაქ­რა.

თა­ვად ამ­ბობს, რომ ეს სი­ახ­ლე სუ­ლაც არ არის, ასე ად­რეც მუ­შა­ობ­და, ახლა უბ­რა­ლოდ მი­უბ­რუნ­და კვერ­ცხის გულ­ზე დამ­ზა­დე­ბულ სა­ღე­ბა­ვებს. ეს კი ლევ­კა­სის ტექ­ნი­კაა, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია.

  • ბექა ხუ­ცუ­რა­უ­ლი:

- ჩემ­თვის ხატ­ვა და ზო­გა­დად ხე­ლოვ­ნე­ბა სი­ახ­ლის ძი­ე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა, სხვაგ­ვა­რად ძა­ლი­ან მო­სა­წყე­ნი იქ­ნე­ბო­და. შე­მოქ­მე­დე­ბა და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მაა, მაგ­რამ თუ ის სი­ახ­ლის შექ­მნას არ ემ­სა­ხუ­რე­ბა, მხო­ლოდ რუ­ტი­ნულ შრო­მად იქ­ცე­ვა და ადრე თუ გვი­ან დაგღ­ლის. ამი­ტომ ახა­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ახა­ლი სა­ფე­ხუ­რი­დან კარ­გად ჩანს გან­ვლი­ლი გზაც და მო­მავ­ლის პერ­სპექ­ტი­ვაც, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ ძვე­ლი უნდა და­ი­ვი­წყო.

- სად გაქ­რა შენი კაშ­კა­შა ფე­რე­ბი, რომ­ლი­თაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის მო­ხიბ­ვლა შე­ძე­ლი?

- ჩემი ფე­რე­ბი არ­სად გაქ­რე­ბა, ის ჩემ­ში სრუ­ლად გამ­ჯდა­რია და ვერ და­ვი­ვი­წყებ. ზე­თის სა­ღე­ბა­ვე­ბით ხატ­ვა დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა და ამას ვე­რა­სო­დეს შე­ვე­ლე­ვი, ეს ჩემი სუ­ლის ამო­ძა­ხი­ლია. ჩემი ქვეყ­ნის ბუ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი მა­ხატ­ვი­ნებს და რა უფ­ლე­ბა მაქვს, და­ვი­ვი­წყო?! მაგ­რამ არის პე­რი­ო­დე­ბი, რო­დე­საც "გაღ­ვი­ძე­ბას“ ვე­ლო­დე­ბი და ამ დროს სი­ახ­ლის ძი­ე­ბას ვუთ­მობ.

- ე.ი. ლევ­კა­სის ტექ­ნი­კა და ტემ­პე­რა ეს ახა­ლი ხომ? რა ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი?

- ლევ­კა­სი ბერ­ძნუ­ლი სი­ტყვი­დან მო­დის, - leukos - თეთ­რს ნიშ­ნავს და ეს არის გრუნ­ტი, რო­მელ­საც ფერ­წე­რის­თვის ად­რე­უ­ლი პე­რი­ო­დი­დან ხის ზე­და­პი­რის და­სა­ფა­რად იყე­ნებ­დნენ. ხატ­წე­რა­ში კი დღემ­დე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და ეს სი­ახ­ლე არაა. არ­სე­ბობს დაგ­რუნტვის რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბა და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია. აქ მთა­ვა­რია, იცო­დე რისი და­ხატ­ვა გსურს, რომ გრუნ­ტიც შე­სა­ბა­მი­სი შე­ურ­ჩიო. შემ­დეგ კი იხა­ტე­ბა ტემ­პე­რას სა­ღე­ბა­ვით ან პიგმენ­ტე­ბით, რო­მე­ლიც კვერ­ცხის გულ­სა და წყალ­ში იხ­სნე­ბა. ხატ­ვი­სას ვი­ღებ სიძ­ვე­ლის ეფექტს, რაც ძა­ლი­ან მომ­წონს. ეს სტი­ლი ტი­ლო­ზეც მოვ­სინ­ჯე და მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, ვფიქ­რობ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვი­მუ­შა­ვებ.

- რთუ­ლია ამ მე­თო­დით ხატ­ვა?

- ად­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არაა, რად­გან ტემ­პე­რა და ზო­გა­დად წყლის ან კვერ­ცხის გუ­ლის გამ­ხსნე­ლით შე­ზა­ვე­ბუ­ლი სა­ღე­ბა­ვე­ბი თა­ვი­სე­ბურ ხატ­ვის ტექ­ნი­კას მო­ი­თხოვს. თუ მა­გა­ლი­თად ზე­თის სა­ღე­ბა­ვით ხატ­ვი­სას მსუ­ყე მო­ნას­მი ტი­ლოს ამ­შვე­ნი­ე­რებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში პი­რი­ქი­თაა, თხე­ლი, გამჭვირ­ვა­ლე ფე­ნე­ბი იძ­ლე­ვა ჰა­ე­როვ­ნე­ბას. ჩემ­თვის ინ­სპი­რა­ცია მე­რაბ აბ­რა­მიშ­ვი­ლი­დან წა­მო­ვი­და. ბა­ტო­ნი მე­რა­ბი სა­ო­ცა­რი და უნი­ჭი­ე­რე­სი მხატ­ვა­რი იყო. მისი სტი­ლი, გე­მოვ­ნე­ბა, ფე­რე­ბი, ტექ­ნი­კა კომ­პლექ­სუ­რად ქმნის დი­დე­ბულ ჰარ­მო­ნი­ას, სულ გინ­და უყუ­რო.

- ბევ­რი არ ხა­ტავს, ხომ ასე?

- ასე­თი სტი­ლით ბევ­რი არ ხა­ტავს, თუმ­ცა არი­ან მხატ­ვრე­ბი, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ ამ ტექ­ნი­კით და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ, მაგ­რამ აბ­რა­მიშ­ვი­ლი ჩემ­თვის მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლი და ძვირ­ფა­სია.

- რა დრო სჭირ­დე­ბა ყო­ველ ახალ ნა­მუ­შე­ვარს?

- მთა­ვა­რი მა­ინც იდე­აა, ეს თუ ვიცი, მხო­ლოდ იმის ფიქ­რში ვარ, რო­გორ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო და სხვა აღა­რა­ფე­რი მახ­სოვს, ამი­ტომ მუ­შა­ო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა და­მა­თენ­დეს კი­დეც. საკ­მა­ოდ დიდი დრო მი­აქვს გრუნ­ტის მომ­ზა­დე­ბას, შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ფენა გახ­დეს სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გად უნდა გაშ­რეს. ამი­ტომ გრუნ­ტით და­ფარ­ვას წი­ნას­წარ ვა­კე­თებ. შემ­დეგ კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, კომ­პო­ზი­ცი­ის სწო­რედ გა­ნა­წი­ლე­ბა და ფე­რე­ბის ზუს­ტად შერ­ჩე­ვა. ზე­თის სა­ღე­ბავ­თან შე­და­რე­ბით, მალე შრე­ბა, მაგ­რამ მთლი­ა­ნო­ბა­ში მა­ინც დიდი დრო მი­აქვს.

- თე­მა­ტი­კაც აქ თით­ქოს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გაქვს, ხომ?

- დიახ, ეს სტი­ლი უფრო დე­კო­რა­ტი­უ­ლია, ვიდ­რე რე­ა­ლის­ტუ­რი. ვხა­ტავ არ­ქა­ულ, უძ­ვე­ლეს ნა­ი­ვურ ფი­გუ­რებს, ცხო­ვე­ლებს, მცე­ნა­რე­ებს, ეს ნა­ხატს იდუ­მალ და მის­ტი­კურ სა­ხეს აძ­ლევს, რაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, ფე­რე­ბიც უფრო მი­წი­ე­რი და ნა­ტუ­რა­ლუ­რია, ერ­თმა­ნეთ­ში გარ­და­მა­ვა­ლი და არა კონ­ტრას­ტუ­ლი. თან, არის და თან არა.

- რო­მე­ლი უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია - პირ­და­პირ ტი­ლო­ზე რომ ხა­ტავ თუ, ეს?

- ვე­რა­სო­დეს დავ­ხა­ტავ­დი, სა­ერ­თოდ რომ არ მსი­ა­მოვ­ნებ­დეს. ხატ­ვის პრო­ცე­სი, ეს არის გზა და­მარ­ცხე­ბე­ბით და გა­მარ­ჯვე­ბე­ბით, და­ცე­მით და წა­მოდ­გო­მით, მწუ­ხა­რე­ბით და სი­ხა­რუ­ლით, სულ იბ­რძვი, რომ გა­ი­მარ­ჯვო და თუ არ იბ­რძვი და მზად არ ხარ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, არც უნდა და­ი­წყო. ეს ძა­ლი­ან დამ­თრგუნ­ვე­ლი იქ­ნე­ბა და შე­იძ­ლე­ბა და­ხატ­ვის სურ­ვი­ლიც აღარ გა­გიჩ­ნდეს! ასე რომ, ხატ­ვა სულ სა­სი­ა­მოვ­ნოა, გინდ ქა­ღალ­დის მცი­რე ნა­წილ­ზე ხა­ტავ­დე. მთა­ვა­რია, გინ­დო­დეს.

- გა­მო­ფე­ნის­თვის ხომ არ ემ­ზა­დე­ბი?

- ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, იმე­დია, გა­ვუ­კე­თებ ორ­გა­ნი­ზე­ბას. საკ­მა­ოდ დიდ რე­სურსს მო­ი­თხოვს და ვეც­დე­ბი, მო­ვა­ხერ­ხო. დი­დია ინ­ტე­რე­სი, თით­ქმის დღე არ გავა, არ მკი­თხონ, რო­დის ვგეგ­მავ გა­მო­ფე­ნას, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს და ამავდრო­უ­ლად დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ. აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა და ამას ყვე­ლა გა­ი­გებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
0

გამოფენების მოწყობაზე მხატვრები არ უნდა ზრუნავდნენ და სცდებოდნენ, სხვა რომ აღარაფერი ვახსენო, ასეთ ხელოვანებს განსაკუთრებით იქით უნდა ეხვეწებოდეს სახელმწიფო, რომ მათი გამოფენები მოეწყოს. ბექა ჩვენი დროის აღმოჩენაა და იმედი მაქვს, ყოველთვის ექნება სათანადო დაფასება და აღიარება. კვლავაც წარმატებები, ნიჭიერო ადამიანო!

სერმინე
2

...მისი შემოქმედების თაყვანისმცემელი ვარ. ჯანმრთელობა და ბედნიერება არ მოკლებოდეს.

ავტორი:

"ეს ნახატს იდუმალ სახეს აძლევს.." - მხატვარი, რომელიც განსხვავებული ტექნიკით ხატავს და კვერცხის გულზე დამზადებულ საღებავებს იყენებს

"ეს ნახატს იდუმალ სახეს აძლევს.." - მხატვარი, რომელიც განსხვავებული ტექნიკით ხატავს და კვერცხის გულზე დამზადებულ საღებავებს იყენებს

ადრე ინტერვიუში მითხრა, - "ჩემმა ნამუშევრებმა მინდა, სიხარული გამოიწვიოსო." მისი ნახატები მნახველის მოწონებას ნამდვილად იმსახურებს. აქტიური მხატვარია, აღფრთოვანებას და სიამოვნებას აუდიტორიას მუდმივად ანიჭებს. ბექა ხუცურაულთან ფერს უდიდესი დატვირთვა აქვს და ნამუშევრებში დიდი სითბო იგრძნობა.

ბავშვობაში არასდროს დაუხატავს, მაგრამ მას მერე, რაც ხატვა დაიწყო, არ გაჩერებულა. დღე ისე არ ჩაივლის, თავის მორიგი ახალი ჩანაფიქრი ტილოზე არ გადაიტანოს. ეს პროცესი მისთვის უზომოდ დიდი სიამოვნებაა. ხატავს ზეთის საღებავებით ტილოზე და მუშაობს საუკეთესო მასალით. ბოლო დროს მის შემოქმედებაში რაღაც ახალი მიმართულება გაჩნდა, თითქოს ის კაშკაშა ფერები სადღაც გაქრა.

თავად ამბობს, რომ ეს სიახლე სულაც არ არის, ასე ადრეც მუშაობდა, ახლა უბრალოდ მიუბრუნდა კვერცხის გულზე დამზადებულ საღებავებს. ეს კი ლევკასის ტექნიკაა, რაც ძალიან საინტერესო პროცესია.

  • ბექა ხუცურაული:

- ჩემთვის ხატვა და ზოგადად ხელოვნება სიახლის ძიებასთან ასოცირდება, სხვაგვარად ძალიან მოსაწყენი იქნებოდა. შემოქმედება დაუღალავი შრომაა, მაგრამ თუ ის სიახლის შექმნას არ ემსახურება, მხოლოდ რუტინულ შრომად იქცევა და ადრე თუ გვიან დაგღლის. ამიტომ ახალი აუცილებელია, ახალი საფეხურიდან კარგად ჩანს განვლილი გზაც და მომავლის პერსპექტივაც, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ძველი უნდა დაივიწყო.

- სად გაქრა შენი კაშკაშა ფერები, რომლითაც უამრავი ადამიანის მოხიბვლა შეძელი?

- ჩემი ფერები არსად გაქრება, ის ჩემში სრულად გამჯდარია და ვერ დავივიწყებ. ზეთის საღებავებით ხატვა დიდი სიამოვნებაა და ამას ვერასოდეს შეველევი, ეს ჩემი სულის ამოძახილია. ჩემი ქვეყნის ბუნების სიყვარული მახატვინებს და რა უფლება მაქვს, დავივიწყო?! მაგრამ არის პერიოდები, როდესაც "გაღვიძებას“ ველოდები და ამ დროს სიახლის ძიებას ვუთმობ.

- ე.ი. ლევკასის ტექნიკა და ტემპერა ეს ახალი ხომ? რა ტექნოლოგიაზეა საუბარი?

- ლევკასი ბერძნული სიტყვიდან მოდის, - leukos - თეთრს ნიშნავს და ეს არის გრუნტი, რომელსაც ფერწერისთვის ადრეული პერიოდიდან ხის ზედაპირის დასაფარად იყენებდნენ. ხატწერაში კი დღემდე გამოიყენება და ეს სიახლე არაა. არსებობს დაგრუნტვის რამდენიმე სახეობა და ძალიან საინტერესო პროცესია. აქ მთავარია, იცოდე რისი დახატვა გსურს, რომ გრუნტიც შესაბამისი შეურჩიო. შემდეგ კი იხატება ტემპერას საღებავით ან პიგმენტებით, რომელიც კვერცხის გულსა და წყალში იხსნება. ხატვისას ვიღებ სიძველის ეფექტს, რაც ძალიან მომწონს. ეს სტილი ტილოზეც მოვსინჯე და მოწონება დაიმსახურა, ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც ვიმუშავებ.

- რთულია ამ მეთოდით ხატვა?

- ადვილი ნამდვილად არაა, რადგან ტემპერა და ზოგადად წყლის ან კვერცხის გულის გამხსნელით შეზავებული საღებავები თავისებურ ხატვის ტექნიკას მოითხოვს. თუ მაგალითად ზეთის საღებავით ხატვისას მსუყე მონასმი ტილოს ამშვენიერებს, ამ შემთხვევაში პირიქითაა, თხელი, გამჭვირვალე ფენები იძლევა ჰაეროვნებას. ჩემთვის ინსპირაცია მერაბ აბრამიშვილიდან წამოვიდა. ბატონი მერაბი საოცარი და უნიჭიერესი მხატვარი იყო. მისი სტილი, გემოვნება, ფერები, ტექნიკა კომპლექსურად ქმნის დიდებულ ჰარმონიას, სულ გინდა უყურო.

- ბევრი არ ხატავს, ხომ ასე?

- ასეთი სტილით ბევრი არ ხატავს, თუმცა არიან მხატვრები, რომლებიც მუშაობენ ამ ტექნიკით და ძალიან საინტერესოდ, მაგრამ აბრამიშვილი ჩემთვის მაინც გამორჩეული და ძვირფასია.

- რა დრო სჭირდება ყოველ ახალ ნამუშევარს?

- მთავარი მაინც იდეაა, ეს თუ ვიცი, მხოლოდ იმის ფიქრში ვარ, როგორ განვახორციელო და სხვა აღარაფერი მახსოვს, ამიტომ მუშაობაში შეიძლება დამათენდეს კიდეც. საკმაოდ დიდი დრო მიაქვს გრუნტის მომზადებას, შეიძლება რამდენიმე ფენა გახდეს საჭირო და აუცილებლად კარგად უნდა გაშრეს. ამიტომ გრუნტით დაფარვას წინასწარ ვაკეთებ. შემდეგ კი აუცილებელია, კომპოზიციის სწორედ განაწილება და ფერების ზუსტად შერჩევა. ზეთის საღებავთან შედარებით, მალე შრება, მაგრამ მთლიანობაში მაინც დიდი დრო მიაქვს.

- თემატიკაც აქ თითქოს განსხვავებული გაქვს, ხომ?

- დიახ, ეს სტილი უფრო დეკორატიულია, ვიდრე რეალისტური. ვხატავ არქაულ, უძველეს ნაივურ ფიგურებს, ცხოველებს, მცენარეებს, ეს ნახატს იდუმალ და მისტიკურ სახეს აძლევს, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა, ფერებიც უფრო მიწიერი და ნატურალურია, ერთმანეთში გარდამავალი და არა კონტრასტული. თან, არის და თან არა.

- რომელი უფრო სასიამოვნო პროცესია - პირდაპირ ტილოზე რომ ხატავ თუ, ეს?

- ვერასოდეს დავხატავდი, საერთოდ რომ არ მსიამოვნებდეს. ხატვის პროცესი, ეს არის გზა დამარცხებებით და გამარჯვებებით, დაცემით და წამოდგომით, მწუხარებით და სიხარულით, სულ იბრძვი, რომ გაიმარჯვო და თუ არ იბრძვი და მზად არ ხარ გამარჯვებისთვის, არც უნდა დაიწყო. ეს ძალიან დამთრგუნველი იქნება და შეიძლება დახატვის სურვილიც აღარ გაგიჩნდეს! ასე რომ, ხატვა სულ სასიამოვნოა, გინდ ქაღალდის მცირე ნაწილზე ხატავდე. მთავარია, გინდოდეს.

- გამოფენისთვის ხომ არ ემზადები?

- ძალიან დიდი სურვილი მაქვს, იმედია, გავუკეთებ ორგანიზებას. საკმაოდ დიდ რესურსს მოითხოვს და ვეცდები, მოვახერხო. დიდია ინტერესი, თითქმის დღე არ გავა, არ მკითხონ, როდის ვგეგმავ გამოფენას, რაც ძალიან მახარებს და ამავდროულად დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. აუცილებლად იქნება და ამას ყველა გაიგებს.