მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიკეთე ბიჭი რომაა, ყველამ ვიცით..." - ხვიჩა კვარაცხელიამ ქართველი სტუდენტი დიპლომატთა კონფერენციაზე გასამგზავრებლად საჭირო თანხით დააფინანსა
"სიკეთე ბიჭი რომაა, ყველამ ვიცით..." - ხვიჩა კვარაცხელიამ ქართველი სტუდენტი დიპლომატთა კონფერენციაზე გასამგზავრებლად საჭირო თანხით დააფინანსა

სტუ­დენტ გო­გო­ნას თიკო ლაგ­ვი­ლა­ვას, რო­მე­ლიც Associazione Diplomatici-ს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად შე­არ­ჩი­ეს, გა­სამ­გზავ­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო თან­ხა სრუ­ლად არ ჰქონ­და, ამი­ტომ მე­გობ­რე­ბი მის და­სახ­მა­რებ­ლად ადა­მი­ა­ნებს ქველ­მოქ­მე­დე­ბის­კენ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით მო­უ­წო­დებ­დნენ. ირ­კვე­ვა, რომ თან­ხის ის ნა­წი­ლი, რაც თი­კოს აკ­ლდე­ბო­და, მას "ნა­პო­ლის" ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ ჩა­უ­რი­ცხა.

"სი­კე­თე ბიჭი რო­მაა, ყვე­ლამ ვი­ცით, ის რომ მი­უ­ხე­და­ვად მან­ძი­ლი­სა, მუ­დამ ჩვენს გვერ­დი­თაა, ესეც ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, ის რომ ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მა­გა­რი ფეხ­ბურ­თე­ლია, ეგეც ყვე­ლამ ვი­ცით, Tiko Lagvilava -ს სინ­გა­პურ­ში კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წა­სას­ვლე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი 800 ლარი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ და­ა­ფი­ნან­სა!!!!!შე­გახ­სე­ნებთ:მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი დიპ­ლო­მატ­თა ასო­ცი­ა­ცია 2023 წლის მა­ის­ში, სინ­გა­პურ­ში ატა­რებს გა­ე­როს მო­დე­ლი­რე­ბას, სა­დაც მენ­ტო­რია ბილ კლინ­ტო­ნი. თიკო კი არ­ჩე­უ­ლია ერთ ერთ დე­ლე­გა­ტად", - წერს "წმინ­და გაბ­რი­ე­ლის სა­ხე­ლო­ბის ფონ­დის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლის სა­ლო­მე ფა­ცა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

თა­ვად თი­კომ რა­დიო "ათი­ნათ­თან"გა­ნა­ცხა­და:

"სრუ­ლი შოკი მქონ­და. "წმინ­და გაბ­რი­ე­ლის სა­ხე­ლო­ბის ფონ­დის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა სა­ლო­მე ფა­ცა­ცი­ამ და­მი­რე­კა და მი­თხრა, ვერც კი წარ­მო­იდ­გენ ვინ ჩა­გი­რი­ცხა თან­ხა, ემო­ცი­ის­გან ვერც კი ვსა­უბ­რობ ნორ­მა­ლუ­რად. არ მე­გო­ნა მარ­თლა, რომ შეგ­როვ­დე­ბო­და ამ­ხე­ლა თან­ხა, პე­სი­მის­ტუ­რად ვი­ყა­ვი გან­წყო­ბი­ლი, თუმ­ცა შემ­დეგ წე­რი­ლებ­მა, გა­მოხ­მა­უ­რე­ბამ ძა­ლი­ან გა­მამ­ხნე­ვა. არ მე­გო­ნა რომ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­ერ­თი­ან­დე­ბო­და ჩემი წარ­მა­ტე­ბის­თვის".

თიკო ლაგ­ვი­ლა­ვა "ნიუ ვი­ჟენ უნი­ვერ­სი­ტე­ტის" სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტის პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტია და სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით სწავ­ლობს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჟორა
14

ბარემ ისიც დაწერეთ, ჯუღელმა რამდენი დაამატა))))

haha
62

დაიწყო უკვე პოლიტიკურ კარიერაზე ჩალიჩი?

ბიძომაც ეგრე დაიწყო!

ავტორი:

"სიკეთე ბიჭი რომაა, ყველამ ვიცით..." - ხვიჩა კვარაცხელიამ ქართველი სტუდენტი დიპლომატთა კონფერენციაზე გასამგზავრებლად საჭირო თანხით დააფინანსა

"სიკეთე ბიჭი რომაა, ყველამ ვიცით..." - ხვიჩა კვარაცხელიამ ქართველი სტუდენტი დიპლომატთა კონფერენციაზე გასამგზავრებლად საჭირო თანხით დააფინანსა

სტუდენტ გოგონას თიკო ლაგვილავას, რომელიც Associazione Diplomatici-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად შეარჩიეს, გასამგზავრებისთვის საჭირო თანხა სრულად არ ჰქონდა, ამიტომ მეგობრები მის დასახმარებლად ადამიანებს ქველმოქმედებისკენ სოციალური ქსელით მოუწოდებდნენ. ირკვევა, რომ თანხის ის ნაწილი, რაც თიკოს აკლდებოდა, მას "ნაპოლის" ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩაურიცხა.

"სიკეთე ბიჭი რომაა, ყველამ ვიცით, ის რომ მიუხედავად მანძილისა, მუდამ ჩვენს გვერდითაა, ესეც ძალიან კარგად ვიცით, ის რომ ძალიან, ძალიან მაგარი ფეხბურთელია, ეგეც ყველამ ვიცით, Tiko Lagvilava -ს სინგაპურში კონფერენციაზე წასასვლელი დარჩენილი 800 ლარი ხვიჩა კვარაცხელიამ დააფინანსა!!!!!შეგახსენებთ:მსოფლიოში ყველაზე დიდი დიპლომატთა ასოციაცია 2023 წლის მაისში, სინგაპურში ატარებს გაეროს მოდელირებას, სადაც მენტორია ბილ კლინტონი. თიკო კი არჩეულია ერთ ერთ დელეგატად", - წერს "წმინდა გაბრიელის სახელობის ფონდის" დამფუძნებელის სალომე ფაცაცია სოციალურ ქსელში.

თავად თიკომ რადიო "ათინათთან" განაცხადა:

"სრული შოკი მქონდა. "წმინდა გაბრიელის სახელობის ფონდის" დამფუძნებელმა სალომე ფაცაციამ დამირეკა და მითხრა, ვერც კი წარმოიდგენ ვინ ჩაგირიცხა თანხა, ემოციისგან ვერც კი ვსაუბრობ ნორმალურად. არ მეგონა მართლა, რომ შეგროვდებოდა ამხელა თანხა, პესიმისტურად ვიყავი განწყობილი, თუმცა შემდეგ წერილებმა, გამოხმაურებამ ძალიან გამამხნევა. არ მეგონა რომ ამდენი ადამიანი გაერთიანდებოდა ჩემი წარმატებისთვის".

თიკო ლაგვილავა "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია და სრული დაფინანსებით სწავლობს.