სპორტი
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"11 წლის ორსულიც მინახავს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი იყო და 62 წლის ქალიც, რომელიც შვილს საერთოდ არ ელოდა" - ლადო კახაძე სამედიცინო პრაქტიკის დროს გადახდენილ ამბებს იხსენებს
"11 წლის ორსულიც მინახავს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი იყო და 62 წლის ქალიც, რომელიც შვილს საერთოდ არ ელოდა" - ლადო კახაძე სამედიცინო პრაქტიკის დროს გადახდენილ ამბებს იხსენებს

"ექი­მო­ბა მხო­ლოდ პრო­ფე­სია არ არის, ეს ცხოვ­რე­ბის წე­სია, ამი­ტომ, ჩემი საქ­მე დღემ­დე ძა­ლი­ან მიყ­ვარს" - გვი­თხრა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა ლადო კა­ხა­ძემ, რო­მელ­მაც მე­დი­ცი­ნას თით­ქმის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მი­უ­ძღვნა. ბა­ტო­ნი ლადო ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ შემ­თხვე­ვებ­ზე გვე­სა­უბ­რა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კის დროს შეხ­ვედ­რია:

- 50 წელი მე­დი­ცი­ნა­ში გა­ვა­ტა­რე, კერ­ძოდ, მეან-გი­ნე­კო­ლო­გი­ა­ში, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე კე­თილ მი­ზანს - ახა­ლი სი­ცო­ცხლის მოვ­ლი­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ჩემი პრაქ­ტი­კის გან­მავ­ლო­ბა­ში, ძა­ლი­ან ბევ­რი ტკი­ვი­ლიც მქო­ნია და სი­ხა­რუ­ლიც, თერ­თმე­ტი წლის ორ­სუ­ლიც მი­ნა­ხავს, რო­მე­ლიც ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო და 62 წლის ქა­ლიც, რო­მე­ლიც შვილს სა­ერ­თოდ არ ელო­და. ექიმს სხვი­სი გა­სა­ჭი­რის მოს­მე­ნაც ხში­რად უწევს, ამი­ტომ, ეს ყვე­ლა­ზე ტკბილ-მწა­რე პრო­ფე­სი­აა დე­და­მი­წის ზურ­გზე. უკვე სამი თა­ო­ბის პა­ცი­ენ­ტე­ბი მყავს, ბევ­რი მათ­გა­ნი დღემ­დე არ წყვეტს ჩემ­თან კონ­ტაქტს, რაც ექი­მის­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა და სი­ხა­რუ­ლია.

- ბა­ტო­ნო ლადო, თქვენს პრაქ­ტი­კა­ში თუ იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­მელ­საც დღემ­დე ვერ ივი­წყებთ?

- ასე­თი შემ­თხვე­ვა უამ­რა­ვი მქო­ნია, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით და­მა­მახ­სოვ­რდა: მყავ­და პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც 3 ბავ­შვი უნდა გა­ე­ჩი­ნა, მაგ­რამ ექოს­კო­პი­ამ აჩ­ვე­ნა, რომ ორი უკვე ცო­ცხა­ლი აღარ იყო. რა თქმა უნდა, ასეთ დროს პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნაც რთუ­ლია და მას­ზე ზრუნ­ვაც, რად­გან საკ­მა­ოდ რთუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და. ძა­ლი­ან დიდი დრო და ძა­ლის­ხმე­ვა დამ­ჭირ­და, რომ თა­ვის მდგო­მა­რე­ო­ბას შე­გუ­ე­ბო­და და ერთი შვი­ლი მა­ინც გა­ე­ჩი­ნა. კი­დევ ერთი შემ­თხვე­ვა მახ­სენ­დე­ბა: პა­ცი­ენ­ტი მყავ­და, რო­მელ­მაც 56 წლის ასაკ­ში იმ­შო­ბი­ა­რა. კა­ბი­ნეტ­ში ჯერ მე­უღ­ლე შე­მო­უ­ძღვა - ჭა­ღა­რა, სან­დო­მი­ა­ნი კაცი, რო­მელ­საც შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი ქალი შე­მოჰ­ყვა. მი­თხრეს, რომ ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­დათ - 32 და 28 წლის. ეს ქალ­ბა­ტო­ნი გავ­სინ­ჯე და თვი­თო­ნაც გა­ოც­და, როცა ვუ­თხა­რი, ორ­სუ­ლად ხართ-მეთ­ქი. ექოს­კო­პი­ის აპა­რატ­მა ბავ­შვის სქე­სიც აჩ­ვე­ნა - ბიჭი იყო. ეს კაცი მუხ­ლებ­ზე და­ვარ­და, ტი­რი­ლი და­ი­წყო და მი­თხრა: ჩვე­ნი ნა­ბო­ლა­რა ბიჭი აფხა­ზეთ­ში გაგ­ვე­პა­რა და იქ, ბრძო­ლის ველ­ზე და­ი­ღუ­პა. ყო­ველ­თვის ათე­ის­ტი ვი­ყა­ვი, ახლა უკვე ღმერ­თის მწამს და ვიცი, რომ ეს ბავ­შვი უფ­ლის სა­ჩუ­ქა­რი­აო...

- შეც­დო­მე­ბი თუ მოგ­სვლი­ათ, რო­დე­საც ახალ­ბე­და ექი­მი იყა­ვით?

- შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბას ვინ მომ­ცემ­და? - ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლი ცნო­ბი­ლი ექი­მი, პრო­ფე­სო­რი მი­ხე­ილ გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს ზედ­მი­წევ­ნით მიხ­სნი­და და მას­წავ­ლი­და. ყვე­ლა­ზე ტკბი­ლად ის დღე­ე­ბი მახ­სენ­დე­ბა, როცა მე­დი­ცი­ნა­ში პირ­ველ ნა­ბი­ჯებს ვდგამ­დი. მა­შინ, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში მე­ა­ნო­ბა-გი­ნე­კო­ლო­გი­ის კა­თედ­რას ბა­ტო­ნი მიშა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. დღე­და­ღამ იქ ვი­ყა­ვი, დღე­ში ზოგ­ჯერ 40-45 მშო­ბი­ა­რეს ვი­ღებ­დით და იმ წლებ­ში ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და­მიგ­როვ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლში ვცეკ­ვავ­დი, სა­დაც სო­ლის­ტი ვი­ყა­ვი. ერთხელ, გას­ვლი­თი კონ­ცერ­ტი გვქონ­და მოს­კოვ­ში. რა თქმა უნდა, ან­სამ­ბლთან ერ­თად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ კონ­ცერ­ტის დღეს კლი­ნი­კა­ში მო­რი­გე გახ­ლდით. დიდი ფიქ­რის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, მოს­კოვ­ში ჩავფრე­ნი­ლი­ყა­ვი, სა­ღა­მოს კონ­ცერ­ტზე გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მე­ცეკ­ვა და მერე უკან, თბი­ლის­ში დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი. მარ­თლაც, ასე მო­ვი­ქე­ცი: მოს­კოვ­ში გავფრინ­დი. სა­ღა­მოს, ბა­ტონ­მა მი­შამ რომ მო­მი­კი­თხა, უთხრეს, ლადო შე­უძ­ლოდ იყოო. რო­გორც და­გეგ­მი­ლი მქონ­და, კონ­ცერ­ტზე გა­მო­ვე­დი, მერე თვითმფრი­ნავს გა­მოვ­ყე­ვი და დი­ლით სამ­სა­ხურ­ში გა­მოვ­ცხად­დი. ბა­ტო­ნი მიშა იდუ­მა­ლი სა­ხით შე­მო­მიბ­რუნ­და და მი­თხრა: გუ­შინ მი­თხრეს, ეს ჯიბ­გი­რი ცუ­დად არის, კვდე­ბაო... სა­ღა­მოს, ტე­ლე­ვი­ზო­რი ჩავ­რთე და არ გად­მოხ­ტა სცე­ნა­ზე ქო­რი­ვი­თო? - არ გაბ­რა­ზე­ბუ­ლა, ასე­თი, რბი­ლი საყ­ვე­დუ­რი გა­მო­მი­ცხა­და ჩემ­მა გამ­ზრდელ­მა, რომ­ლის­გა­ნაც ბევ­რი სი­კე­თე მახ­სოვს.

- რო­გორც ვიცი, ექოს­კო­პი­ის გა­და­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად თქვენ­მა გუნ­დმა და­ი­წყეთ.

- დიახ, 1979 წელს, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის კა­თედ­რა­ზე, ულტრა­დი­აგ­ნოს­ტი­კის მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა და­ვი­წყეთ. ასე და­ი­ნერ­გა სა­ქარ­თვე­ლო­ში ექოს­კო­პი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა. მა­ნამ­დე, ორ­სუ­ლო­ბის დად­გე­ნა რომ სურ­დათ, პა­ცი­ენტს შარ­დი უნდა მო­ე­ტა­ნა, მერე ამ შარდს ბა­ყაყს უკე­თებ­დნენ და მის საკ­ვერ­ცხე­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სის მი­ხედ­ვით ად­გენ­დნენ, პა­ცი­ენ­ტი ორ­სუ­ლად იყო თუ არა. ულტრაბ­გე­რით­მა დი­აგ­ნოს­ტი­კამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ი­ო­ლა. მახ­სოვს, ეს აპა­რა­ტი უკვე გვაქვს და სამი კვი­რის ოს­რუ­ლო­ბა­საც მარ­ტი­ვად ვად­გენთ. მო­ვი­და ერთი გო­გო­ნა, რო­მელ­საც აინ­ტე­რე­სებ­და, ფეხ­მძი­მედ იყო თუ არა... ექოს­კო­პია გა­და­ვუ­ღე და მი­ვა­ხა­რე, ორ­სუ­ლად ხარ-მეთ­ქი. კი­ნა­ღამ გა­გიჟ­და: აქ მოს­ვლამ­დე ბა­ყაყ­მა და­ად­გი­ნა, რომ ორ­სუ­ლად არ ვარო... ცო­ცხა­ლი თა­ვით არ მი­ჯე­რებ­და, ვიდ­რე არ დავ­ტუქ­სე - არ გრცხვე­ნია? - ბა­ყაყს ენ­დო­ბი და ექი­მის სი­ტყვას არა-მეთ­ქი? - ასე­თი უც­ნა­უ­რი პა­ცი­ენ­ტი კი­დევ ბევ­რი მყო­ლია.

- ყვე­ლა­ზე კარ­გად დღეს რა გახ­სენ­დე­ბათ?

- ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო ის წუ­თე­ბია, როცა ორ­სუ­ლო­ბა დგინ­დე­ბა და პა­ცი­ენ­ტის გა­ხა­რე­ბულ სა­ხეს ხე­დავ, თუმ­ცა, სა­პი­რის­პი­რო მოვ­ლე­ნაც ხდე­ბა: მი­ნა­ხავს პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდი მუც­ლით მო­სუ­ლან, ეგო­ნათ, რომ მალე შვილს გა­ა­ჩენ­დნენ, მაგ­რამ ეს ცრუ ორ­სუ­ლო­ბა იყო. როცა ქალი ძა­ლი­ან მო­წა­დი­ნე­ბუ­ლია, რომ შვი­ლი ჰყავ­დეს, ოჯახ­შიც გა­მუდ­მე­ბით ეკი­თხე­ბი­ან, ორ­სუ­ლად რა­ტომ არ ხარო, მისი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა ზი­ან­დე­ბა, სულ ფიქ­რობს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ფეხ­მძიმ­დეს. სწო­რედ ამის ბრა­ლია ე.წ. ცრუ ორ­სუ­ლო­ბაც. მარ­თა­ლია, ამ დროს სი­მარ­თლის თქმა ძნე­ლია, მაგ­რამ მთა­ვა­რია, ისე­თი ფორ­მა მო­ძებ­ნო, რომ ადა­მი­ანს გული არ ატ­კი­ნო, ამა­ვე დროს, სწო­რი დი­აგ­ნო­ზიც არ უნდა და­უ­მა­ლო. თა­ნა­მედ­რო­ვე ექი­მებს ორი მე­თო­დი აქვთ: ან პირ­და­პირ, და­უ­ფა­რა­ვად ეუბ­ნე­ბი­ან ყვე­ლა­ფერს, ამ დროს პირ­ვე­ლი შოკი უცებ გა­ივ­ლის და პა­ცი­ენ­ტი რე­ა­ლო­ბას ეგუ­ე­ბა, მაგ­რამ მე ძვე­ლი ექი­მი ვარ და მე­ო­რე მე­თოდს ვემ­ხრო­ბი: პა­ცი­ენ­ტი თან­და­თან უნდა შე­ამ­ზა­დო და მწა­რე სი­მარ­თლე რბი­ლად, ტაქ­ტი­ა­ნად გა­უმ­ხი­ლო... ისე­თი შემ­თხვე­ვაც მქო­ნია, როცა პა­ცი­ენ­ტი სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზით მო­სუ­ლა და სი­ნამ­დვი­ლე­ში, ორ­სუ­ლად ყო­ფი­ლა, ან - პი­რი­ქით. ზოგ­ჯერ ოპე­რა­ცი­ას ურ­ჩევ­დნენ და ექოს­კო­პი­ით დად­გე­ნი­ლა, რომ არ სჭირ­დე­ბო­და. სა­ერ­თოდ, ექი­მის და პა­ცი­ენ­ტის ურ­თი­ერ­თო­ბა რთუ­ლია, ამი­ტომ ბევ­რი რამ ექიმ­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა გა­და­წყვი­ტოს.

- და­ბო­ლოს, ნოს­ტალ­გია ხომ არ გაქვთ მე­დი­ცი­ნის მი­მართ?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­დი­ცი­ნას­თან დღემ­დე მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი მაქვს: პარ­ლა­მენ­ტში ჯან­დაც­ვის და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი ვარ. ექი­მე­ბი, პა­ცი­ენ­ტე­ბი, მათი პრობ­ლე­მე­ბი - ეს ჩემი საყ­ვა­რე­ლი სფე­როა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პარ­ლა­მენ­ტში დიდ დროს ვა­ტა­რებ, მე­დი­ცი­ნა ბო­ლომ­დე მა­ინც არ მეთ­მო­ბა. იმ ხალ­ხის ნა­წი­ლი ცო­ცხა­ლი აღარ არის, ვინც მას­წავ­ლი­და, ვის­თან ერ­თა­დაც, მე­დი­ცი­ნა­ში ფეხი ავიდ­გი. ჩვე­ნი თა­ო­ბა ნამ­დვილ კო­რი­ფე­ებს მო­ეს­წრო. რო­მე­ლი ერთი უნდა ჩა­მოვ­თვა­ლო: მი­ხე­ილ გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი, თა­მარ დე­კა­ნო­სი­ძე, არ­ჩილ ასა­თი­ა­ნი, გივი ორ­ჯო­ნი­კი­ძე და სხვე­ბი... მათი ნაშ­რო­მე­ბი თუ მათი ლექ­ცი­ე­ბი ნამ­დვი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა იყო. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გახ­სე­ნე­ბა­ზე, ზოგ­ჯერ ცრემ­ლი მო­მად­გე­ბა-ხოლ­მე... მე უკვე სამი წიგ­ნი მაქვს გა­მო­ცე­მუ­ლი, იმე­დი მაქვს, მოვა დრო, როცა მო­გო­ნე­ბე­ბის წიგნს გა­მოვ­ცემ და თი­თო­ე­ულ მათ­განს გა­ვიხ­სე­ნებ.

ავ­ტო­რი: ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიაგნოსტი
14

რეებს ბოდიალობთ?ამ კაცის გაკეთებული კეთილი საქმეების მეასედი რომ გააკეთოთ ადამიანებად ჩაითვლებით! გავა დრო და იმედს ვიტოვებ, თავად მიხვდებით !!!

giorgi eqimi
29

ეს არის მატყუარა მექრთამე ექიმის სტატუსით,რომლის სამედიცინო განათლება მრავალწერტილით....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"11 წლის ორსულიც მინახავს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი იყო და 62 წლის ქალიც, რომელიც შვილს საერთოდ არ ელოდა" - ლადო კახაძე სამედიცინო პრაქტიკის დროს გადახდენილ ამბებს იხსენებს

"11 წლის ორსულიც მინახავს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი იყო და 62 წლის ქალიც, რომელიც შვილს საერთოდ არ ელოდა" - ლადო კახაძე სამედიცინო პრაქტიკის დროს გადახდენილ ამბებს იხსენებს

"ექიმობა მხოლოდ პროფესია არ არის, ეს ცხოვრების წესია, ამიტომ, ჩემი საქმე დღემდე ძალიან მიყვარს" - გვითხრა საქართველოს პარლამენტის წევრმა ლადო კახაძემ, რომელმაც მედიცინას თითქმის მთელი ცხოვრება მიუძღვნა. ბატონი ლადო ყველაზე გამორჩეულ შემთხვევებზე გვესაუბრა, რომელიც თავისი სამედიცინო პრაქტიკის დროს შეხვედრია:

- 50 წელი მედიცინაში გავატარე, კერძოდ, მეან-გინეკოლოგიაში, რომელიც ყველაზე კეთილ მიზანს - ახალი სიცოცხლის მოვლინებას ემსახურება. ჩემი პრაქტიკის განმავლობაში, ძალიან ბევრი ტკივილიც მქონია და სიხარულიც, თერთმეტი წლის ორსულიც მინახავს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი იყო და 62 წლის ქალიც, რომელიც შვილს საერთოდ არ ელოდა. ექიმს სხვისი გასაჭირის მოსმენაც ხშირად უწევს, ამიტომ, ეს ყველაზე ტკბილ-მწარე პროფესიაა დედამიწის ზურგზე. უკვე სამი თაობის პაციენტები მყავს, ბევრი მათგანი დღემდე არ წყვეტს ჩემთან კონტაქტს, რაც ექიმისთვის დიდი ბედნიერება და სიხარულია.

- ბატონო ლადო, თქვენს პრაქტიკაში თუ იყო განსაკუთრებული შემთხვევები, რომელსაც დღემდე ვერ ივიწყებთ?

- ასეთი შემთხვევა უამრავი მქონია, მაგრამ რამდენიმე მათგანი განსაკუთრებით დამამახსოვრდა: მყავდა პაციენტი, რომელსაც 3 ბავშვი უნდა გაეჩინა, მაგრამ ექოსკოპიამ აჩვენა, რომ ორი უკვე ცოცხალი აღარ იყო. რა თქმა უნდა, ასეთ დროს პაციენტის გადარჩენაც რთულია და მასზე ზრუნვაც, რადგან საკმაოდ რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქონდა. ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა დამჭირდა, რომ თავის მდგომარეობას შეგუებოდა და ერთი შვილი მაინც გაეჩინა. კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება: პაციენტი მყავდა, რომელმაც 56 წლის ასაკში იმშობიარა. კაბინეტში ჯერ მეუღლე შემოუძღვა - ჭაღარა, სანდომიანი კაცი, რომელსაც შავებში ჩაცმული ქალი შემოჰყვა. მითხრეს, რომ ორი ქალიშვილი ჰყავდათ - 32 და 28 წლის. ეს ქალბატონი გავსინჯე და თვითონაც გაოცდა, როცა ვუთხარი, ორსულად ხართ-მეთქი. ექოსკოპიის აპარატმა ბავშვის სქესიც აჩვენა - ბიჭი იყო. ეს კაცი მუხლებზე დავარდა, ტირილი დაიწყო და მითხრა: ჩვენი ნაბოლარა ბიჭი აფხაზეთში გაგვეპარა და იქ, ბრძოლის ველზე დაიღუპა. ყოველთვის ათეისტი ვიყავი, ახლა უკვე ღმერთის მწამს და ვიცი, რომ ეს ბავშვი უფლის საჩუქარიაო...

- შეცდომები თუ მოგსვლიათ, როდესაც ახალბედა ექიმი იყავით?

- შეცდომის დაშვების უფლებას ვინ მომცემდა? - ჩემი ხელმძღვანელი ცნობილი ექიმი, პროფესორი მიხეილ გიგინეიშვილი გახლდათ, რომელიც ყველაფერს ზედმიწევნით მიხსნიდა და მასწავლიდა. ყველაზე ტკბილად ის დღეები მახსენდება, როცა მედიცინაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი. მაშინ, სამედიცინო ინსტიტუტში მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას ბატონი მიშა ხელმძღვანელობდა. დღედაღამ იქ ვიყავი, დღეში ზოგჯერ 40-45 მშობიარეს ვიღებდით და იმ წლებში ყველაზე დიდი გამოცდილება დამიგროვდა. პარალელურად, სახელმწიფო ანსამბლში ვცეკვავდი, სადაც სოლისტი ვიყავი. ერთხელ, გასვლითი კონცერტი გვქონდა მოსკოვში. რა თქმა უნდა, ანსამბლთან ერთად უნდა წავსულიყავი, მაგრამ კონცერტის დღეს კლინიკაში მორიგე გახლდით. დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, მოსკოვში ჩავფრენილიყავი, საღამოს კონცერტზე გამოვსულიყავი, მეცეკვა და მერე უკან, თბილისში დავბრუნებულიყავი. მართლაც, ასე მოვიქეცი: მოსკოვში გავფრინდი. საღამოს, ბატონმა მიშამ რომ მომიკითხა, უთხრეს, ლადო შეუძლოდ იყოო. როგორც დაგეგმილი მქონდა, კონცერტზე გამოვედი, მერე თვითმფრინავს გამოვყევი და დილით სამსახურში გამოვცხადდი. ბატონი მიშა იდუმალი სახით შემომიბრუნდა და მითხრა: გუშინ მითხრეს, ეს ჯიბგირი ცუდად არის, კვდებაო... საღამოს, ტელევიზორი ჩავრთე და არ გადმოხტა სცენაზე ქორივითო? - არ გაბრაზებულა, ასეთი, რბილი საყვედური გამომიცხადა ჩემმა გამზრდელმა, რომლისგანაც ბევრი სიკეთე მახსოვს.

- როგორც ვიცი, ექოსკოპიის გადაღება საქართველოში პირველად თქვენმა გუნდმა დაიწყეთ.

- დიახ, 1979 წელს, სამედიცინო ინსტიტუტის კათედრაზე, ულტრადიაგნოსტიკის მეთოდის გამოყენება დავიწყეთ. ასე დაინერგა საქართველოში ექოსკოპიის გამოყენება. მანამდე, ორსულობის დადგენა რომ სურდათ, პაციენტს შარდი უნდა მოეტანა, მერე ამ შარდს ბაყაყს უკეთებდნენ და მის საკვერცხეში მიმდინარე პროცესის მიხედვით ადგენდნენ, პაციენტი ორსულად იყო თუ არა. ულტრაბგერითმა დიაგნოსტიკამ ყველაფერი გააიოლა. მახსოვს, ეს აპარატი უკვე გვაქვს და სამი კვირის ოსრულობასაც მარტივად ვადგენთ. მოვიდა ერთი გოგონა, რომელსაც აინტერესებდა, ფეხმძიმედ იყო თუ არა... ექოსკოპია გადავუღე და მივახარე, ორსულად ხარ-მეთქი. კინაღამ გაგიჟდა: აქ მოსვლამდე ბაყაყმა დაადგინა, რომ ორსულად არ ვარო... ცოცხალი თავით არ მიჯერებდა, ვიდრე არ დავტუქსე - არ გრცხვენია? - ბაყაყს ენდობი და ექიმის სიტყვას არა-მეთქი? - ასეთი უცნაური პაციენტი კიდევ ბევრი მყოლია.

- ყველაზე კარგად დღეს რა გახსენდებათ?

- ყველაზე სასიამოვნო ის წუთებია, როცა ორსულობა დგინდება და პაციენტის გახარებულ სახეს ხედავ, თუმცა, საპირისპირო მოვლენაც ხდება: მინახავს პაციენტები, რომლებიც დიდი მუცლით მოსულან, ეგონათ, რომ მალე შვილს გააჩენდნენ, მაგრამ ეს ცრუ ორსულობა იყო. როცა ქალი ძალიან მოწადინებულია, რომ შვილი ჰყავდეს, ოჯახშიც გამუდმებით ეკითხებიან, ორსულად რატომ არ ხარო, მისი ნერვული სისტემა ზიანდება, სულ ფიქრობს, რომ აუცილებლად უნდა დაფეხმძიმდეს. სწორედ ამის ბრალია ე.წ. ცრუ ორსულობაც. მართალია, ამ დროს სიმართლის თქმა ძნელია, მაგრამ მთავარია, ისეთი ფორმა მოძებნო, რომ ადამიანს გული არ ატკინო, ამავე დროს, სწორი დიაგნოზიც არ უნდა დაუმალო. თანამედროვე ექიმებს ორი მეთოდი აქვთ: ან პირდაპირ, დაუფარავად ეუბნებიან ყველაფერს, ამ დროს პირველი შოკი უცებ გაივლის და პაციენტი რეალობას ეგუება, მაგრამ მე ძველი ექიმი ვარ და მეორე მეთოდს ვემხრობი: პაციენტი თანდათან უნდა შეამზადო და მწარე სიმართლე რბილად, ტაქტიანად გაუმხილო... ისეთი შემთხვევაც მქონია, როცა პაციენტი სიმსივნის დიაგნოზით მოსულა და სინამდვილეში, ორსულად ყოფილა, ან - პირიქით. ზოგჯერ ოპერაციას ურჩევდნენ და ექოსკოპიით დადგენილა, რომ არ სჭირდებოდა. საერთოდ, ექიმის და პაციენტის ურთიერთობა რთულია, ამიტომ ბევრი რამ ექიმმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს.

- დაბოლოს, ნოსტალგია ხომ არ გაქვთ მედიცინის მიმართ?

- რასაკვირველია, მიუხედავად იმისა, რომ მედიცინასთან დღემდე მჭიდრო კონტაქტი მაქვს: პარლამენტში ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვარ. ექიმები, პაციენტები, მათი პრობლემები - ეს ჩემი საყვარელი სფეროა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში დიდ დროს ვატარებ, მედიცინა ბოლომდე მაინც არ მეთმობა. იმ ხალხის ნაწილი ცოცხალი აღარ არის, ვინც მასწავლიდა, ვისთან ერთადაც, მედიცინაში ფეხი ავიდგი. ჩვენი თაობა ნამდვილ კორიფეებს მოესწრო. რომელი ერთი უნდა ჩამოვთვალო: მიხეილ გიგინეიშვილი, თამარ დეკანოსიძე, არჩილ ასათიანი, გივი ორჯონიკიძე და სხვები... მათი ნაშრომები თუ მათი ლექციები ნამდვილი ხელოვნება იყო. ამ ადამიანების გახსენებაზე, ზოგჯერ ცრემლი მომადგება-ხოლმე... მე უკვე სამი წიგნი მაქვს გამოცემული, იმედი მაქვს, მოვა დრო, როცა მოგონებების წიგნს გამოვცემ და თითოეულ მათგანს გავიხსენებ.

ავტორი: ხათუნა ჩიგოგიძე