მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 კრიტერიუმი, რომლითაც მოხარშული ძეხვის ხარისხი უნდა განსაზღვროთ
5 კრიტერიუმი, რომლითაც მოხარშული ძეხვის ხარისხი უნდა განსაზღვროთ

სწრა­ფი და გემ­რი­ე­ლი სა­უზ­მე თუ ლან­ჩი - ეს სენდვი­ჩია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით, რომ­ლის უც­ვლე­ლი ნა­წი­ლიც მო­ხარ­შუ­ლი ძეხ­ვია. მო­ხარ­შუ­ლი ძეხ­ვი ერ­თგვა­რო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის ხორ­ცპ­რო­დუქ­ტია, რო­მე­ლიც მზა პრო­დუქ­ტე­ბის კა­ტე­გო­რი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. მის უპი­რა­ტე­სო­ბებს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გემო და მარ­ტი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა წარ­მო­ად­გენს.

მო­ხარ­შუ­ლი ძეხ­ვის ძა­ლი­ან ბევ­რი რე­ცეპ­ტი არ­სე­ბობს, მწარ­მო­ებ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ მომ­ხმა­რებ­ლებს მათ გე­მოვ­ნე­ბა­სა და სურ­ვი­ლებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი შეს­თა­ვა­ზონ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია „ნი­კო­რა“ ამ ეტაპ­ზე 10-მდე და­სა­ხე­ლე­ბის მო­ხარ­შულ ძეხვს აწარ­მო­ებს.

„ნი­კო­რას“ მთა­ვა­რი ტექ­ნო­ლო­გი ნანა პერ­ტე­ნა­ვა გან­მარ­ტავს, რომ ქარ­თვე­ლებს ყვე­ლა­ზე მე­ტად „სა­ე­ქი­მო“ და „მოყ­ვა­რულ­თა“ უყ­ვართ. წარ­მო­ე­ბა­ში სხვა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტუ­რით დამ­ზა­დე­ბუ­ლი მო­ხარ­შუ­ლი ძეხ­ვე­ბი­ცაა, თუმ­ცა მომ­ხმა­რე­ბე­ლი უპი­რა­ტე­სო­ბას ტრა­დი­ცი­ულ გე­მო­ებს ანი­ჭებს.

ნანა პერ­ტე­ნა­ვა გვე­სა­უბ­რა იმ 5 ძი­რი­თად კრი­ტე­რი­უმ­ზეც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მო­ხარ­შუ­ლი ძეხ­ვის ხა­რის­ხი უნდა გან­ვსა­ზღვროთ.

გარ­საც­მი

მო­ხარ­შუ­ლი ძეხ­ვი შე­იძ­ლე­ბა დამ­ზად­დეს, რო­გორც ნა­ტუ­რა­ლურ ისე პო­ლი­ა­მი­დის გარ­საცმში. პო­ლი­ა­მი­დის შემ­თხვე­ვა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ, რომ გარ­საც­მი არ იყოს დაჭ­მუჭვნუ­ლი. ასე­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ გაჭ­რის დროს გარ­საცმს და ხორცს შო­რის არ იყოს ჟე­ლე­სე­ბუ­რი მასა.

კონ­სის­ტენ­ცია

ხორ­ცპ­რო­დუქ­ტი უნდა იყოს ერ­თგვა­რო­ვა­ნი კონ­სის­ტენ­ცი­ის. მას­ში არ უნდა გხვდე­ბო­დეთ მსხვი­ლი ჩა­ნარ­თე­ბი, თუ იმ კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ო­ბის­თვის არ არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რიც ლუ­დის ან შაშ­ხის ძეხ­ვია.

ფერი

მო­ხარ­შუ­ლი ძეხ­ვის ფერი უნდა იყოს სა­სა­ი­მოვ­ნო ვარ­დის­ფე­რი. არ უნდა იყოს არც ძა­ლი­ან მუქი და არც ძა­ლი­ან ღია.

სუნი

მო­ხარ­შუ­ლი ძეხ­ვის არო­მა­ტი უნდა იყოს სა­სი­ა­მოვ­ნო და კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

გემო

ხორ­ცპ­რო­დუქ­ტის გე­მოს შე­ფა­სე­ბის ერთი კრი­ტე­რი­უ­მი არ არ­სე­ბობს, რად­გან ის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის და სხვა­დას­ხვა შე­მად­გენ­ლო­ბი­საა. შე­სა­ბა­მი­სად, გე­მოც და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რო­მე­ლი ხორ­ცის ნა­წი­ლი­თაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი და რო­მე­ლი სა­ნე­ლებ­ლე­ბი­თაა შე­კაზ­მუ­ლი. მთა­ვა­რია, რომ მო­ხარ­შუ­ლი ძეხ­ვის გემო იყოს სა­სი­ა­მოვ­ნო, კონ­კრე­ტუ­ლი პო­ზი­ცი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

მას შემ­დეგ, რაც თქვენ­თვის სა­სურ­ველ მო­ხარ­შულ ძეხვს შე­ი­ძენთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ მისი შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბიც:

  • მო­ხარ­შუ­ლი ძეხ­ვი ინა­ხე­ბა მა­ცი­ვარ­ში 0-8 გრა­დუს ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე;
  • ნა­ტუ­რა­ლურ გარ­საცმში დამ­ზა­დე­ბუ­ლი მო­ხარ­შუ­ლი ძეხ­ვის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი მოკ­ლეა და და­ახ­ლო­ე­ბით 7-10 დღეს შე­ად­გენს;
  • პო­ლი­ა­მი­დის გარ­საცმში დამ­ზა­დე­ბუ­ლი მო­ხარ­შუ­ლი ძეხ­ვის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი უფრო ხან­გრძლი­ვია და და­ახ­ლო­ე­ბით 1-2 თვეს უტოლ­დე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლი ვადა და­მო­კი­დე­ბუ­ლია გარ­საც­მის ტიპ­ზე, დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე. რაც უფრო მრა­ვალშრი­ა­ნია გარ­საც­მი, მით მე­ტია შე­ნახ­ვის ვადა.
  • სა­სუფ­რედ დაჭ­რი­ლი მო­ხარ­შუ­ლი ძეხ­ვის შე­ნახ­ვის ვადა მხო­ლოდ 3 დღეა.
ავტორი:

5 კრიტერიუმი, რომლითაც მოხარშული ძეხვის ხარისხი უნდა განსაზღვროთ

5 კრიტერიუმი, რომლითაც მოხარშული ძეხვის ხარისხი უნდა განსაზღვროთ

სწრაფი და გემრიელი საუზმე თუ ლანჩი - ეს სენდვიჩია მრავალფეროვანი ინგრედიენტებით, რომლის უცვლელი ნაწილიც მოხარშული ძეხვია. მოხარშული ძეხვი ერთგვაროვანი სტრუქტურის ხორცპროდუქტია, რომელიც მზა პროდუქტების კატეგორიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია. მის უპირატესობებს მრავალფეროვანი გემო და მარტივად გამოყენების შესაძლებლობა წარმოადგენს.

მოხარშული ძეხვის ძალიან ბევრი რეცეპტი არსებობს, მწარმოებლებიც ცდილობენ მომხმარებლებს მათ გემოვნებასა და სურვილებზე მორგებული პროდუქტი შესთავაზონ. საქართველოში ხორცპროდუქტების ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანია „ნიკორა“ ამ ეტაპზე 10-მდე დასახელების მოხარშულ ძეხვს აწარმოებს.

„ნიკორას“ მთავარი ტექნოლოგი ნანა პერტენავა განმარტავს, რომ ქართველებს ყველაზე მეტად „საექიმო“ და „მოყვარულთა“ უყვართ. წარმოებაში სხვა, განსხვავებული რეცეპტურით დამზადებული მოხარშული ძეხვებიცაა, თუმცა მომხმარებელი უპირატესობას ტრადიციულ გემოებს ანიჭებს.

ნანა პერტენავა გვესაუბრა იმ 5 ძირითად კრიტერიუმზეც, რომლის მიხედვითაც მოხარშული ძეხვის ხარისხი უნდა განვსაზღვროთ.

გარსაცმი

მოხარშული ძეხვი შეიძლება დამზადდეს, როგორც ნატურალურ ისე პოლიამიდის გარსაცმში. პოლიამიდის შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ გარსაცმი არ იყოს დაჭმუჭვნული. ასევე, აუცილებელია, რომ გაჭრის დროს გარსაცმს და ხორცს შორის არ იყოს ჟელესებური მასა.

კონსისტენცია

ხორცპროდუქტი უნდა იყოს ერთგვაროვანი კონსისტენციის. მასში არ უნდა გხვდებოდეთ მსხვილი ჩანართები, თუ იმ კონკრეტული სახეობისთვის არ არის დამახასიათებელი, მაგალითად, როგორიც ლუდის ან შაშხის ძეხვია.

ფერი

მოხარშული ძეხვის ფერი უნდა იყოს სასაიმოვნო ვარდისფერი. არ უნდა იყოს არც ძალიან მუქი და არც ძალიან ღია.

სუნი

მოხარშული ძეხვის არომატი უნდა იყოს სასიამოვნო და კონკრეტული პროდუქტისთვის დამახასიათებელი.

გემო

ხორცპროდუქტის გემოს შეფასების ერთი კრიტერიუმი არ არსებობს, რადგან ის სხვადასხვა სახეობის და სხვადასხვა შემადგენლობისაა. შესაბამისად, გემოც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ხორცის ნაწილითაა დამზადებული და რომელი სანელებლებითაა შეკაზმული. მთავარია, რომ მოხარშული ძეხვის გემო იყოს სასიამოვნო, კონკრეტული პოზიციისთვის დამახასიათებელი.

მას შემდეგ, რაც თქვენთვის სასურველ მოხარშულ ძეხვს შეიძენთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მისი შენახვის პირობებიც:

  • მოხარშული ძეხვი ინახება მაცივარში 0-8 გრადუს ტემპერატურაზე;
  • ნატურალურ გარსაცმში დამზადებული მოხარშული ძეხვის შენახვის პირობები მოკლეა და დაახლოებით 7-10 დღეს შეადგენს;
  • პოლიამიდის გარსაცმში დამზადებული მოხარშული ძეხვის შენახვის პირობები უფრო ხანგრძლივია და დაახლოებით 1-2 თვეს უტოლდება. კონკრეტული ვადა დამოკიდებულია გარსაცმის ტიპზე, დამზადების ტექნოლოგიაზე. რაც უფრო მრავალშრიანია გარსაცმი, მით მეტია შენახვის ვადა.
  • სასუფრედ დაჭრილი მოხარშული ძეხვის შენახვის ვადა მხოლოდ 3 დღეა.
×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"