სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი კონფლიქტი გვქონია... ადვილი არ არის თამრიკოს შემორიგება" - რას ჰყვებიან ერთმანეთზე თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი
"ბევრი კონფლიქტი გვქონია...  ადვილი არ არის თამრიკოს შემორიგება" - რას ჰყვებიან ერთმანეთზე თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი

სამი წლის წინ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე და მსა­ხი­ო­ბი გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ შე­რიგ­დნენ. 2020 წელს წყვილ­მა ქორ­წი­ნე­ბის 32 წე­ლიც კი აღ­ნიშ­ნა. მათი წყვი­ლი ქარ­თულ მე­დი­ა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. ქალ­ბა­ტო­ნი თამ­რი­კო ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ხში­რად ახ­სე­ნებ­და ყო­ფილ მე­უღ­ლეს, ჰქონ­დათ პო­ლი­ტი­კუ­რი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაც, თუმ­ცა წყვილს ორი შვი­ლი აერ­თი­ა­ნებ­და...

შე­რი­გე­ბის შემ­დეგ მომ­ღე­რა­ლი მე­დი­ას­თან ამ­ბობ­და:

"ცხოვ­რე­ბა­ში უკვე აღა­რა­ფე­რი მაკ­ვირ­ვებს. სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ ჩემ­ში ამით არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ერთ ჭერ­ქვეშ არ ვცხოვ­რობ­დით, გი­ა­ზე ზრუნ­ვა არას­დროს შე­მი­წყვე­ტია. პა­რა­ლე­ლუ­რად, იმა­ვეს აკე­თებ­და გიაც. ასე რომ, ვერ ვი­ტყვით, რომ სულ თა­ვი­დან და­ვი­წყეთ ყვე­ლა­ფე­რი. ზოგ­ჯერ სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით ვი­გებ­დი ხოლ­მე, რო­გორ ზრუ­ნავ­და ჩემ­ზე. ბო­ლომ­დე ვერც მე დავ­კარ­გე და ვერც გიამ დამ­კარ­გა მე, ამი­ტომ ჩვე­ნი ოჯა­ხი ბო­ლომ­დე არ დაშ­ლი­ლა და სა­ბო­ლო­ოდ, ისევ გამ­თლი­ან­და“.

თუმ­ცა წყვი­ლი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე პირ­ვე­ლად ლელა წურ­წუ­მი­ას გა­და­ცე­მა­ში გა­მოჩ­ნდა. მათ არ უსა­უბ­რი­ათ და­შო­რე­ბის მი­ზე­ზებ­ზე, არც იმა­ზე თუ გან­შო­რე­ბის შემ­დეგ რო­გორ გა­და­წყვი­ტეს ცხოვ­რე­ბის ერ­თად გაგ­რძე­ლე­ბა, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ წყვი­ლი ისევ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ჭო­რე­ბი, რომ თით­ქოს მათი შე­რი­გე­ბა ტყუ­ი­ლი იყო, სა­ბო­ლო­ოდ გა­ქარ­წყლდა...

წყვილ­მა გა­და­ცე­მა­ში აკ­ვი­ა­ტე­ბულ ში­შებ­ზე, ყო­ფით კონ­ფლიქ­ტებ­ზე და იმ პე­რი­ოდ­ზე ისა­უბ­რეს, რო­დე­საც თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლად იქცა. მა­შინ მომ­ღე­რალ­მა ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ის "და­სა­ჯეს“ და შო­ბის ღა­მეს ტა­ძარ­ში აღარ იგა­ლო­ბებ­და..

"ტო­ლე­რან­ტი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუფ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ მე შო­ბის ღა­მეს აღარ უნდა მე­გა­ლო­ბა ტა­ძარ­ში… შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სა­მა­გი­ე­რო გა­და­მი­ხა­დეს, თა­ვი­ან­თი დიდსუ­ლო­ვა­ნი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დამ­სა­ჯეს. ეს შე­იძ­ლე­ბო­და ნე­ბის­მი­ერს შე­ხე­ბო­და, ვინც მათ ფეხ­ქვეშ არ გა­ე­გე­ბო­და.

ამ­ჯე­რად, მე შე­მე­ხო და ამი­ტომ ვამ­ბობ. ეს ის რგო­ლია, რომ­ლის­გა­ნაც ჩვენ უნდა ვი­გებ­დეთ, რო­გორ უნდა ვი­ყოთ მიმ­ტე­ვებ­ლე­ბი, ლმო­ბი­ე­რე­ბი. მათ “და­სა­ჯეს” ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ბრმად არ წაყ­ვათ და თა­ვი­სი აზრი გა­მო­ხა­ტა. არც ამ შო­ბას შე­იც­ვლე­ბა რამე. არის თუ არა ეს შუ­რის­ძი­ე­ბა? რა თქმა უნდა, არის. გაბ­რა­ზე­ბუ­ლი კი არა, გულ­ნატ­კე­ნი ვარ", - გა­ნა­ცხა­და მა­შინ ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ.

გთა­ვა­ზობთ ცოლ-ქმრის სა­უბ­რის ნა­წყვეტს ლელა წურ­წუ­მი­ას გა­და­ცე­მი­დან:

თამ­რი­კო:

- აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი მაქვს, რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბი სა­დაც არი­ან, მათ სი­ახ­ლო­ვეს უნდა ვიყო, რომ რამე არ მო­უ­ვი­დეთ. მგო­ნია, რომ მე თუ ვიქ­ნე­ბით იქ, მათ არა­ფე­რი მო­უ­ვათ.

გია:

- როცა იქ­ნე­ბა, მინ­და, რომ ჩემი შვი­ლე­ბი ჯან­მრთე­ლად დავ­ტო­ვო და კარგ ქვე­ყა­ნა­ში. ამის­თვის ვმოქ­მე­დებ, ვჩ­ქა­რობ, რა­ღაც საქ­მეს ვა­კე­თებ. ეს მაძ­ლევს ცხოვ­რე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას. ძა­ლი­ან მომ­წონს თამ­რი­კოს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი "იავ­ნა­ნა". ერთი მე­ო­რე­ზე უკე­თე­სად მღე­რის სიმ­ღე­რებს, მაგ­რამ მისი ნამ­ღე­რი "იავ­ნა­ნა", ჯერ ასე არა­ვის შე­უს­რუ­ლე­ბია. ბევ­რი რამე არ დარ­ჩე­ბა ჩვე­ნი ნა­მოქ­მე­და­რი­დან, მაგ­რამ თამ­რი­კოს "იავ­ნა­ნა" და სა­გა­ლო­ბე­ლი სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა... ეს არის უმაღ­ლე­სი პი­ლო­ტა­ჟი ხე­ლოვ­ნე­ბა­ში და ეს მან შეძ­ლო.

...

მე და თამ­რი­კოს ძა­ლი­ან ბევ­რი კონ­ფლიქ­ტი გვქო­ნია, ბევრ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ ყო­ველ­თვის იმას ვე­ძებ­დით ერ­თმა­ნეთ­ში, რაც გვა­ერ­თი­ა­ნებ­და ან ვინც გვა­ერ­თი­ა­ნებ­და. ყო­ფი­ლა ამ კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წყე­ნა, მაგ­რამ მა­ინც ეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა გვშვე­ლო­და. ად­ვი­ლი არ არის თამ­რი­კოს შე­მო­რი­გე­ბა. მას აქვს იმის ძალა, რომ იპო­ვოს მთა­ვა­რი, სიმ­ღე­რა­შიც, ხე­ლოვ­ნე­ბა­შიც და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­შიც. არც მე და არც ის, არ ვართ მარ­ტი­ვე­ბი... ამი­ტომ ხში­რად ყო­ფი­ლა გა­უ­გებ­რო­ბა, აც­დე­ნა, მაგ­რამ რაც დრო გა­დის, ეს ყვე­ლა­ფე­რი ლაგ­დე­ბა.

თამ­რი­კო:

- მახ­სოვს კო­კო­ზე ვი­ყა­ვი ფეხ­მძი­მედ, საქ­მე მქონ­და, მა­რი­ა­მი კი ტი­რო­და, გიას ვთხო­ვე, ცოტა ხანს მი­ხე­დე - მეთ­ქი... უცებ და­ი­კარ­გა, ვხე­დავ ფან­ჯა­რა­ში იყუ­რე­ბა რო­მან­ტი­კუ­ლი სა­ხით, მახ­სოვს, მა­შინ ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი...

ფეთ­ქე­ბა­დი ვარ და არ მინ­და, რომ ეს თვი­სე­ბა ჩემ შვი­ლებს გა­მოყ­ვეს... მრცხვე­ნია, რომ ცხოვ­რე­ბის რა­ღაც მო­ნაკ­ვე­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელს გა­და­ვა­ყო­ლე. ჩემი შვი­ლე­ბის მრცხვე­ნია. ეს მო­ნაკ­ვე­თი, მინ­და, რომ სა­ერ­თოდ ამო­ვი­ღო ცხოვ­რე­ბი­დან. ვერ გა­მო­ვას­წო­რებ ამ ადა­მი­ა­ნებს... სა­ში­ნე­ლი ტალ­ღა წა­მო­ვი­და, შე­იძ­ლე­ბა ვიმ­სა­ხუ­რებ­დი, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებ­მა ასე არ უნდა გა­ი­მე­ტონ ერ­თმა­ნე­თი. მივ­ხვდი, რომ ჩემ შვი­ლებს მო­ვაკ­ლდი. შემ­დეგ სწო­რედ მათ ამიკ­რძა­ლეს... გარ­და იმი­სა, რომ ყუ­რა­დღე­ბა მო­ვა­კე­ლი, დავ­ძა­ბე ისი­ნი... ახლა ვბრა­ზობ და მრცხვე­ნია ჩემი შვი­ლე­ბის.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
2

საერთოდ ამათი ისტორია ვის აინტერესებს?ორი სულით დაცემული ადამიანი

აუუუფ
13

ყალბი, არაბუნებრივი, აფერისტული ურთიერთობა, 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ბევრი კონფლიქტი გვქონია... ადვილი არ არის თამრიკოს შემორიგება" - რას ჰყვებიან ერთმანეთზე თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი

"ბევრი კონფლიქტი გვქონია...  ადვილი არ არის თამრიკოს შემორიგება" - რას ჰყვებიან ერთმანეთზე თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი

სამი წლის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილი მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე და მსახიობი გია როინიშვილი რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ შერიგდნენ. 2020 წელს წყვილმა ქორწინების 32 წელიც კი აღნიშნა. მათი წყვილი ქართულ მედიაში წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული იყო. ქალბატონი თამრიკო ინტერვიუებში ხშირად ახსენებდა ყოფილ მეუღლეს, ჰქონდათ პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობაც, თუმცა წყვილს ორი შვილი აერთიანებდა...

შერიგების შემდეგ მომღერალი მედიასთან ამბობდა:

"ცხოვრებაში უკვე აღარაფერი მაკვირვებს. საინტერესო ის არის, რომ ჩემში ამით არაფერი შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობდით, გიაზე ზრუნვა არასდროს შემიწყვეტია. პარალელურად, იმავეს აკეთებდა გიაც. ასე რომ, ვერ ვიტყვით, რომ სულ თავიდან დავიწყეთ ყველაფერი. ზოგჯერ სრულიად შემთხვევით ვიგებდი ხოლმე, როგორ ზრუნავდა ჩემზე. ბოლომდე ვერც მე დავკარგე და ვერც გიამ დამკარგა მე, ამიტომ ჩვენი ოჯახი ბოლომდე არ დაშლილა და საბოლოოდ, ისევ გამთლიანდა“.

თუმცა წყვილი ფართო საზოგადოების წინაშე პირველად ლელა წურწუმიას გადაცემაში გამოჩნდა. მათ არ უსაუბრიათ დაშორების მიზეზებზე, არც იმაზე თუ განშორების შემდეგ როგორ გადაწყვიტეს ცხოვრების ერთად გაგრძელება, თუმცა ფაქტია, რომ წყვილი ისევ შეყვარებულია და საზოგადოებაში არსებული ჭორები, რომ თითქოს მათი შერიგება ტყუილი იყო, საბოლოოდ გაქარწყლდა...

წყვილმა გადაცემაში აკვიატებულ შიშებზე, ყოფით კონფლიქტებზე და იმ პერიოდზე ისაუბრეს, როდესაც თამრიკო ჭოხონელიძე სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლად იქცა. მაშინ მომღერალმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ის "დასაჯეს“ და შობის ღამეს ტაძარში აღარ იგალობებდა..

"ტოლერანტი ადამიანების ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ მე შობის ღამეს აღარ უნდა მეგალობა ტაძარში… შეიძლება ითქვას, სამაგიერო გადამიხადეს, თავიანთი დიდსულოვანი ბუნებიდან გამომდინარე, დამსაჯეს. ეს შეიძლებოდა ნებისმიერს შეხებოდა, ვინც მათ ფეხქვეშ არ გაეგებოდა.

ამჯერად, მე შემეხო და ამიტომ ვამბობ. ეს ის რგოლია, რომლისგანაც ჩვენ უნდა ვიგებდეთ, როგორ უნდა ვიყოთ მიმტევებლები, ლმობიერები. მათ “დასაჯეს” ის ადამიანი, რომელიც ბრმად არ წაყვათ და თავისი აზრი გამოხატა. არც ამ შობას შეიცვლება რამე. არის თუ არა ეს შურისძიება? რა თქმა უნდა, არის. გაბრაზებული კი არა, გულნატკენი ვარ", - განაცხადა მაშინ ჭოხონელიძემ.

გთავაზობთ ცოლ-ქმრის საუბრის ნაწყვეტს ლელა წურწუმიას გადაცემიდან:

თამრიკო:

- აკვიატებული მაქვს, რომ ოჯახის წევრები სადაც არიან, მათ სიახლოვეს უნდა ვიყო, რომ რამე არ მოუვიდეთ. მგონია, რომ მე თუ ვიქნებით იქ, მათ არაფერი მოუვათ.

გია:

- როცა იქნება, მინდა, რომ ჩემი შვილები ჯანმრთელად დავტოვო და კარგ ქვეყანაში. ამისთვის ვმოქმედებ, ვჩქარობ, რაღაც საქმეს ვაკეთებ. ეს მაძლევს ცხოვრების მოტივაციას. ძალიან მომწონს თამრიკოს შესრულებული "იავნანა". ერთი მეორეზე უკეთესად მღერის სიმღერებს, მაგრამ მისი ნამღერი "იავნანა", ჯერ ასე არავის შეუსრულებია. ბევრი რამე არ დარჩება ჩვენი ნამოქმედარიდან, მაგრამ თამრიკოს "იავნანა" და საგალობელი სამუდამოდ დარჩება... ეს არის უმაღლესი პილოტაჟი ხელოვნებაში და ეს მან შეძლო.

...

მე და თამრიკოს ძალიან ბევრი კონფლიქტი გვქონია, ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ყოველთვის იმას ვეძებდით ერთმანეთში, რაც გვაერთიანებდა ან ვინც გვაერთიანებდა. ყოფილა ამ კონფლიქტთან დაკავშირებული წყენა, მაგრამ მაინც ეს გაერთიანება გვშველოდა. ადვილი არ არის თამრიკოს შემორიგება. მას აქვს იმის ძალა, რომ იპოვოს მთავარი, სიმღერაშიც, ხელოვნებაშიც და გადაწყვეტილების მიღებაშიც. არც მე და არც ის, არ ვართ მარტივები... ამიტომ ხშირად ყოფილა გაუგებრობა, აცდენა, მაგრამ რაც დრო გადის, ეს ყველაფერი ლაგდება.

თამრიკო:

- მახსოვს კოკოზე ვიყავი ფეხმძიმედ, საქმე მქონდა, მარიამი კი ტიროდა, გიას ვთხოვე, ცოტა ხანს მიხედე - მეთქი... უცებ დაიკარგა, ვხედავ ფანჯარაში იყურება რომანტიკული სახით, მახსოვს, მაშინ ძალიან გავბრაზდი...

ფეთქებადი ვარ და არ მინდა, რომ ეს თვისება ჩემ შვილებს გამოყვეს... მრცხვენია, რომ ცხოვრების რაღაც მონაკვეთის განმავლობაში ჩემი ჯანმრთელობა სოციალურ ქსელს გადავაყოლე. ჩემი შვილების მრცხვენია. ეს მონაკვეთი, მინდა, რომ საერთოდ ამოვიღო ცხოვრებიდან. ვერ გამოვასწორებ ამ ადამიანებს... საშინელი ტალღა წამოვიდა, შეიძლება ვიმსახურებდი, მაგრამ ადამიანებმა ასე არ უნდა გაიმეტონ ერთმანეთი. მივხვდი, რომ ჩემ შვილებს მოვაკლდი. შემდეგ სწორედ მათ ამიკრძალეს... გარდა იმისა, რომ ყურადღება მოვაკელი, დავძაბე ისინი... ახლა ვბრაზობ და მრცხვენია ჩემი შვილების.

იხილეთ ასევე: