პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თვითონ იქ დაძვრება, სადაც ბომბები არ ცვივა" - მედიის ცნობით, უკრაინელებმა დახოცეს იმ დაჯგუფების წევრები, რომელსაც ახრა ავიძბა უდგას სათავეში: რას წერენ აფხაზები
"თვითონ იქ დაძვრება, სადაც ბომბები არ ცვივა" - მედიის ცნობით, უკრაინელებმა დახოცეს იმ დაჯგუფების წევრები, რომელსაც ახრა ავიძბა უდგას სათავეში: რას წერენ აფხაზები

უკ­რა­ი­ნა­ში, "პი­ატ­ნაშ­კას" ე.წ. სამ­ხედ­რო-მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ დაჯ­გუ­ფე­ბას, რო­მელ­საც აფხა­ზეთ­ში კარ­გად ცნო­ბი­ლი ახრა ავი­ძ­ბა უდ­გას სა­თა­ვე­ში, "ღა­მის მგლე­ბის" რამ­დე­ნი­მე წევ­რი შე­ურთდა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მათ ეს დაჯ­გუ­ფე­ბა თა­ვად აარ­ჩი­ეს, კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, ბოლო დღე­ებ­ში, ავი­ძ­ბას დაჯ­გუ­ფე­ბას ძა­ლი­ან დიდი დარ­ტყმა მი­ად­გა და და­ნაკ­ლი­სის შევ­სე­ბა "ბა­ი­კე­რე­ბის" ხარ­ჯზე გა­და­წყდა.

"აქამ­დე, უკ­რა­ი­ნის ომში მათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე არა­ფე­რი თქმუ­ლა, თუმ­ცა ახლა ირ­კვე­ვა, რომ "ღა­მის მგლე­ბი" ფრონ­ტის ხაზ­ზე პირ­ვე­ლი თვე­ე­ბი­დან იბ­რძოდ­ნენ, მაგ­რამ არა­ვის შე­უმ­ჩნე­ვია და მათ სამ­ხედ­რო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზეც არა­ვის სმე­ნია", - წე­რენ რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

  • უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლის "უნი­ა­ნის" ცნო­ბით, ახლა ირ­კვე­ვა, რომ "ღა­მის მგლე­ბის" რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წევ­რი ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლურ ბრი­გა­და "პი­ატ­ნაშ­კას" შე­უ­ერ­თდა.

the Moscow Times-ის ცნო­ბით, აქამ­დე ისი­ნი ფრონ­ტის ხაზ­ზე ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას გზავ­ნიდ­ნენ.

"ბა­ი­კერ ან­დრეი მი­შენ­კოს თქმით, დო­ნეც­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სულ 50-მდე ბა­ი­კე­რი წა­ვი­და "ღა­მის მგლე­ბი­დან" და ყვე­ლა მათ­გა­ნი დო­ნეცკ­ში მსა­ხუ­რობს. "ღა­მის მგლებ­ში" და­ახ­ლო­ე­ბით, 5 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი ირი­ცხე­ბა.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, რო­დე­საც მათი პო­პუ­ლა­რო­ბის პიკი იყო, გა­ცი­ლე­ბით უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ირი­ცხე­ბო­და. თუმ­ცა, ლი­დერ­თან, ალექ­სან­დრ ზალ­დოს­ტა­ნოვ­თან კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ, "ღა­მის მგლე­ბის" რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად შემ­ცირ­და. მათი მხო­ლოდ 1% იბ­რძვის უკ­რა­ი­ნა­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2014 წელს, თა­ვად კლუ­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია აქ­ტი­უ­რად სთხოვ­და რუ­სეთს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი მი­ე­ერ­თე­ბი­ნა", - წერს გა­მო­ცე­მა.

  • the Moscow Times-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სულ დღე-ღა­მე­ში უკ­რა­ი­ე­ლებ­მა 900-ზე მეტი ოკუ­პან­ტი მოკ­ლეს, მათ შო­რის უმე­ტე­სო­ბა სწო­რედ "პი­ატ­ნაშ­კას" დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი არი­ან.

რო­გორც აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, არი­ან თუ არა და­ხო­ცი­ლებს შო­რის აფხა­ზი ე.წ. მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, თუ ეს დარ­ტყმა ძი­რი­თა­დად, დნრ-ის სე­პა­რა­ტის­ტებს მი­ად­გათ. ასე­ვე უც­ნო­ბია, სად არის ახლა პო­პუ­ლის­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ახრა ავი­ძ­ბა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა topwar.ru წერ­და, რომ ავი­ძ­ბა მა­რი­უ­პოლ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც მო­ხა­ლი­სე­ებს აგ­რო­ვებ­და, - "პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი საბ­ჭოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ალექ­სან­დრ ბო­რო­დაი, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის დე­პუ­ტა­ტი ალექ­სეი ჟუ­რავ­ლე­ვი, "მა­სობ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო კომ­პა­ნია " Царьграда -ს" მფლო­ბე­ლი, კონ­სტან­ტინ მა­ლო­ფე­ე­ვი და "პი­ატ­ნაშ­კას" მე­თა­უ­რი, ახრა ავი­ძ­ბა", - წერს გა­მო­ცე­მა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, გა­და­წყდა "მო­ხა­ლი­სე­თა ახა­ლი კორ­პუ­სის შექ­მნა, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლურ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ა­ში უნდა ჩა­ერ­თოს. მისი ფუნ­ქცია სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის და სხვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის აღ­დგე­ნა-შე­კე­თე­ბა იქ­ნე­ბა, რათა მათი მი­წო­დე­ბა სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბის ზო­ნა­ში არ შე­ფერ­ხდეს", - წერს რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ვებგ­ვერ­დი.

აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ, ავი­ძ­ბა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან მოს­წონს "გმი­რის" სტა­ტუ­სი, აქ­ტი­უ­რად გზავ­ნის აფხა­ზე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­სა და და­სახ­ლე­ბებ­ში თა­ნა­მო­აზ­რე­ებს და წარ­მო­მად­გენ­ლებს, ახა­ლი ჯგუ­ფე­ბის შე­საკ­რა­ბად. "რაც მეტი აფხა­ზი და­ე­ცე­მა უკ­რა­ი­ნა­ში, მით მეტ გმი­რო­ბას მი­ი­წერს თა­ვის თავ­ზე", - წერს ერთ-ერთი მათ­გა­ნი.

  • "აფხა­ზეთ­ში სა­მოქ­მე­დო არე­ალს გა­ი­თა­ვი­სუფ­ლებს, პა­ტი­ვის­ცე­მას მო­იხ­ვეჭს, რო­გორც თავ­და­დე­ბუ­ლი, პატ­რი­ო­ტი, სხვე­ბის სი­ცო­ცხლით საქ­მეს იკე­თებს, გავ­ლე­ნებს მო­ი­პო­ვებს, თა­ვი­სი ჰა­ბი­ტუ­სით ბრიყ­ვის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას კი ტო­ვებს, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ძა­ლი­ან გაქ­ნი­ლი და გა­იძ­ვე­რაა. ჩვენ გვაბ­რიყ­ვებს და თა­ვად ძა­ლი­ან კარ­გად გრძნობს თავს, მო­ხა­ლი­სე­ე­ბის შეკ­რე­ბა ბიზ­ნე­სად აქ­ცია. სა­დაც ბობ­მე­ბი არ ცვი­ვა, იქ დაძ­ვრე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფერს ამ­ბო­ბენ იმა­ზე, ჩვე­ნე­ბი არი­ან თუ არა და­ხო­ცი­ლებს შო­რის, რო­გორ ხდე­ბა, რომ ეს ჩვე­ნი "გმი­რი", ყო­ველ­თვის უვ­ნე­ბე­ლი გა­და­ურ­ჩა მას­შტა­ბურ ცე­ცხლს, მი­თი­უ­რი პერ­სო­ნა­ჟია?!", - წე­რენ აფხა­ზე­ბი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუგა
1

"პიატნაშკა" რომ წავიკითხე სუპერმარკეტის სახელი მეგონა? ისე კარგ საქმეს კი აკეთებს ეს ოხერი, მიყავს სულელი ხალხი სასაკლაოზე. ნეტავ ვის ომში მიდიან ან ვის ებრძვიან?

ერთი კაი საქმე
1

ერთი მადლი ქენით უკრაინელებო ჩვენთვის და ეს წარმონაქმნი გაისტუმრეთ ამ სამყაროდან რა იქნება ჰა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"თვითონ იქ დაძვრება, სადაც ბომბები არ ცვივა" - მედიის ცნობით, უკრაინელებმა დახოცეს იმ დაჯგუფების წევრები, რომელსაც ახრა ავიძბა უდგას სათავეში: რას წერენ აფხაზები

"თვითონ იქ დაძვრება, სადაც ბომბები არ ცვივა" - მედიის ცნობით, უკრაინელებმა დახოცეს იმ დაჯგუფების წევრები, რომელსაც ახრა ავიძბა უდგას სათავეში: რას წერენ აფხაზები

უკრაინაში, "პიატნაშკას" ე.წ. სამხედრო-მოხალისეობრივ დაჯგუფებას, რომელსაც აფხაზეთში კარგად ცნობილი ახრა ავიძბა უდგას სათავეში, "ღამის მგლების" რამდენიმე წევრი შეურთდა. ერთ-ერთი ვერსიით, მათ ეს დაჯგუფება თავად აარჩიეს, კიდევ ერთი ვერსიით, ბოლო დღეებში, ავიძბას დაჯგუფებას ძალიან დიდი დარტყმა მიადგა და დანაკლისის შევსება "ბაიკერების" ხარჯზე გადაწყდა.

"აქამდე, უკრაინის ომში მათ მონაწილეობაზე არაფერი თქმულა, თუმცა ახლა ირკვევა, რომ "ღამის მგლები" ფრონტის ხაზზე პირველი თვეებიდან იბრძოდნენ, მაგრამ არავის შეუმჩნევია და მათ სამხედრო გამოცდილებაზეც არავის სმენია", - წერენ რუსი ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელებში.

  • უკრაინული საინფორმაციო პორტალის "უნიანის" ცნობით, ახლა ირკვევა, რომ "ღამის მგლების" რამდენიმე ათეული წევრი ინტერნაციონალურ ბრიგადა "პიატნაშკას" შეუერთდა.

the Moscow Times-ის ცნობით, აქამდე ისინი ფრონტის ხაზზე ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნიდნენ.

"ბაიკერ ანდრეი მიშენკოს თქმით, დონეცკის მიმართულებით, სულ 50-მდე ბაიკერი წავიდა "ღამის მგლებიდან" და ყველა მათგანი დონეცკში მსახურობს. "ღამის მგლებში" დაახლოებით, 5 ათასამდე ადამიანი ირიცხება.

რამდენიმე თვის წინ, როდესაც მათი პოპულარობის პიკი იყო, გაცილებით უფრო მეტი ადამიანი ირიცხებოდა. თუმცა, ლიდერთან, ალექსანდრ ზალდოსტანოვთან კონფლიქტის შემდეგ, "ღამის მგლების" რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. მათი მხოლოდ 1% იბრძვის უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს, თავად კლუბის ადმინისტრაცია აქტიურად სთხოვდა რუსეთს უკრაინის ტერიტორიები მიეერთებინა", - წერს გამოცემა.

  • the Moscow Times-ის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში უკრაიელებმა 900-ზე მეტი ოკუპანტი მოკლეს, მათ შორის უმეტესობა სწორედ "პიატნაშკას" დაჯგუფების წევრები არიან.

როგორც აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები წერენ, ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დახოცილებს შორის აფხაზი ე.წ. მოხალისეები, თუ ეს დარტყმა ძირითადად, დნრ-ის სეპარატისტებს მიადგათ. ასევე უცნობია, სად არის ახლა პოპულისტური განცხადებების მოყვარული ახრა ავიძბა.

რამდენიმე დღის წინ, რუსული გამოცემა topwar.ru წერდა, რომ ავიძბა მარიუპოლში იმყოფებოდა, სადაც მოხალისეებს აგროვებდა, - "პროცესში მონაწილეობდა სპეციალური საბჭოს წარმომადგენელი, ალექსანდრ ბოროდაი, რუსეთის ფედერაციის დეპუტატი ალექსეი ჟურავლევი, "მასობრი საინფორმაციო კომპანია " Царьграда -ს" მფლობელი, კონსტანტინ მალოფეევი და "პიატნაშკას" მეთაური, ახრა ავიძბა", - წერს გამოცემა.

მათივე ცნობით, გადაწყდა "მოხალისეთა ახალი კორპუსის შექმნა, რომელიც სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში უნდა ჩაერთოს. მისი ფუნქცია სამხედრო ტექნიკის და სხვა აუცილებელი შეიარაღების აღდგენა-შეკეთება იქნება, რათა მათი მიწოდება სამხედრო მოქმედების ზონაში არ შეფერხდეს", - წერს რუსული საინფორმაციო ვებგვერდი.

აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ, ავიძბა, რომელსაც ძალიან მოსწონს "გმირის" სტატუსი, აქტიურად გზავნის აფხაზეთის სხვადასხვა ქალაქებსა და დასახლებებში თანამოაზრეებს და წარმომადგენლებს, ახალი ჯგუფების შესაკრაბად. "რაც მეტი აფხაზი დაეცემა უკრაინაში, მით მეტ გმირობას მიიწერს თავის თავზე", - წერს ერთ-ერთი მათგანი.

  • "აფხაზეთში სამოქმედო არეალს გაითავისუფლებს, პატივისცემას მოიხვეჭს, როგორც თავდადებული, პატრიოტი, სხვების სიცოცხლით საქმეს იკეთებს, გავლენებს მოიპოვებს, თავისი ჰაბიტუსით ბრიყვის შთაბეჭდილებას კი ტოვებს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან გაქნილი და გაიძვერაა. ჩვენ გვაბრიყვებს და თავად ძალიან კარგად გრძნობს თავს, მოხალისეების შეკრება ბიზნესად აქცია. სადაც ბობმები არ ცვივა, იქ დაძვრება. ჯერჯერობით არაფერს ამბობენ იმაზე, ჩვენები არიან თუ არა დახოცილებს შორის, როგორ ხდება, რომ ეს ჩვენი "გმირი", ყოველთვის უვნებელი გადაურჩა მასშტაბურ ცეცხლს, მითიური პერსონაჟია?!", - წერენ აფხაზები.