საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბუბა კიკაბიძესთან ბოლო შეხვედრას იხსენებს. მიხეილ სააკაშვილის პოსტი მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ექსპრეზიდენტი წერს:
"ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. მინდოდა ავმდგარიყავი და გადავხვეოდი. თვითონ ძლივს იდგა ფეხზე, მაგრამ გამაჩერა, მაკოცა და მითხრა “მიშა, მიყვარხარ”. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, რომელიც მოვისმინე. მეც მინდა ვუპასუხო ახლა - ბუბა, მიყვარხარ და მაკლიხარ (იმედია იმქვეყნად ინტერნეტი კარგად მუშაობს...)"
ბუბა კიკაბიძისა და მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში“ შეხვედრის კადრები ორი დღის წინ "ტვ პირველმა" გაავრცელა. ეს იყო კიკაბიძის ერთ-ერთი ბოლო გამოჩენა საჯარო სივრცეში და ის მაშინ მთავრობას მიმართავდა, გადაეყვანათ სააკაშვილი საზღვარგარეთ. კადრები ივნისშია გადაღებული.
იხილეთ ასევე:
სამშობლოს მოღალატეს დანდობა არ შეიძლება.თუ ადამიანი შეცდომას ღალატსაც კი მოინანიებს და ბოდიშს მოიხდის შეიძლება ვერ აპატიო მაგრამ შეგეცოდოს მაინც.აქ ეგეთ რამეს ვერ ვხედავ.
ნეტა როდის იქნება რო გათენდეს და მიშას სახე პრესა ტელევიიაში არ ვნახო,დავბერდი და კიდე ამის სახეს ვუყურებ