მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარტია დამარხეს და ეს გააკეთა ხაბეიშვილმა..." - გია ხუხაშვილი
"პარტია დამარხეს და ეს გააკეთა ხაბეიშვილმა..." - გია ხუხაშვილი

პარ­ტია და­მარ­ხეს სა­ერ­თოდ და ეს გა­ა­კე­თა ხა­ბე­იშ­ვილ­მა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე ითა­მა­შა, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, თუ გა­და­წყვე­ტი­ლი იყო, რომ მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ზე­წო­ლით გა­მო­ეხ­სნათ, მა­შინ აბ­სურ­დი იყო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის პი­კის წინ.

„ჯერ­ჯე­რო­ბით რა­საც ვხე­დავ, არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მოქ­მე­დე­ბენ. ელექ­ტო­რა­ლუ­რად ეს პარ­ტია გა­ნა­ხევ­რდა ში­და­პარ­ტი­უ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის გამო.

ნიკა მე­ლი­ას არ და­უკ­ლია მცდე­ლო­ბე­ბი, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ა­კაშ­ვი­ლის თემა არ არის სა­ერ­თო სა­ხალ­ხო პრობ­ლე­მა ამ ქვე­ყა­ნა­ში. ყვე­ლა და­ი­ღა­ლა ამ თე­მით. არ­ჩევ­ნე­ბის წინ, პარ­ტია და­მარ­ხეს სა­ერ­თოდ და ეს გა­ა­კე­თა ხა­ბე­იშ­ვილ­მა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე ითა­მა­შა“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, პარ­ტია, რო­მელ­მაც მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვარ და­ნა­შა­უ­ლად ჩრდი­ლო­ვა­ნი მმარ­თვე­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, თვით პარ­ტი­ა­ში და­ამ­კვიდ­რეს ჩრდი­ლო­ვა­ნი მმარ­თვე­ლო­ბა.

„ბი­ძი­ნას მას­შტა­ბი მა­ინც აქვს და იქ ჩრდი­ლო­ვა­ნი მმარ­თვე­ლე­ბი, სა­ერ­თოდ სა­სა­ცი­ლო­ე­ბი არი­ან. მე­ლი­ას ჰქონ­და ბეგ­რა­უნ­დი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ეს ხა­ბე­იშ­ვი­ლი და­სავ­ლუ­რი გა­გე­ბი­თაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად უცხო სხე­უ­ლია. ქუ­ჩა­ში სირ­ბი­ლის მეტი ამ კაცს არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია, რა მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე, რაზე ვლა­პა­რა­კობთ. თა­ვის­ვე ხე­ლით პარ­ტია პა­რო­დი­ად აქ­ცი­ეს“,- აღ­ნიშ­ნა მან.

ექ­სპერ­ტის შე­ფა­სე­ბით, ის, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და­სუს­ტდა, არ არის ცუდი, რად­გან მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­უ­ჭირ­დე­ბა ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბა­ზე აპე­ლი­რე­ბა.

„ახლა მი­ვი­ღეთ მულ­ტი­პარ­ტი­უ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სი, რაც მხო­ლოდ კარ­გია“,- აღ­ნიშ­ნა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიმი
0

პარტიის ლიდერი ხალხში დიდი ავტორიტეტის მქონე უნდა იყოს, თავისი ცხოვრების წესით და ადამიანური თვისებებით საინტერესო. მაშინ გაყვება მას ხალხი......

ოთო
2

პარტია ისედაც მკვდარი იყო. ხაბემ მხოლოდ მიწა მიაყარა, ანუ საბოლოოდ დაამიწა.

ავტორი:

"პარტია დამარხეს და ეს გააკეთა ხაბეიშვილმა..." - გია ხუხაშვილი

"პარტია დამარხეს და ეს გააკეთა ხაბეიშვილმა..." - გია ხუხაშვილი

პარტია დამარხეს საერთოდ და ეს გააკეთა ხაბეიშვილმა. ხელისუფლების მოედანზე ითამაშა, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ გადაწყვეტილი იყო, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებრივი ზეწოლით გამოეხსნათ, მაშინ აბსურდი იყო არჩევნების ჩატარება სასამართლო პროცესის პიკის წინ.

„ჯერჯერობით რასაც ვხედავ, არასწორი მიმართულებით მოქმედებენ. ელექტორალურად ეს პარტია განახევრდა შიდაპარტიული დაპირისპირების გამო.

ნიკა მელიას არ დაუკლია მცდელობები, მაგრამ საზოგადოებისთვის სააკაშვილის თემა არ არის საერთო სახალხო პრობლემა ამ ქვეყანაში. ყველა დაიღალა ამ თემით. არჩევნების წინ, პარტია დამარხეს საერთოდ და ეს გააკეთა ხაბეიშვილმა. ხელისუფლების მოედანზე ითამაშა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე შეფასებით, პარტია, რომელმაც მოქმედი ხელისუფლების მთავარ დანაშაულად ჩრდილოვანი მმართველობა გამოაცხადა, თვით პარტიაში დაამკვიდრეს ჩრდილოვანი მმართველობა.

„ბიძინას მასშტაბი მაინც აქვს და იქ ჩრდილოვანი მმართველები, საერთოდ სასაცილოები არიან. მელიას ჰქონდა ბეგრაუნდი, ურთიერთობები და ეს ხაბეიშვილი დასავლური გაგებითაც აბსოლუტურად უცხო სხეულია. ქუჩაში სირბილის მეტი ამ კაცს არაფერი გაუკეთებია, რა მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, რაზე ვლაპარაკობთ. თავისვე ხელით პარტია პაროდიად აქციეს“,- აღნიშნა მან.

ექსპერტის შეფასებით, ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტდა, არ არის ცუდი, რადგან მისი თქმით, ხელისუფლებას გაუჭირდება ორპოლუსიანობაზე აპელირება.

„ახლა მივიღეთ მულტიპარტიული დემოკრატიული პროცესი, რაც მხოლოდ კარგია“,- აღნიშნა გია ხუხაშვილმა.