სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათზე ბინების გაქირავება შეიზღუდა... სხვა ქვეყნებში წასვლას განიხილავენ და მათ შორის, საქართველოში"  - რა პრობლემები ექმნებათ თურქეთში რუსებს და რას ჰყვებიან იქ მცხოვრები ქართველები
"მათზე ბინების გაქირავება შეიზღუდა... სხვა ქვეყნებში წასვლას განიხილავენ და მათ შორის, საქართველოში"  - რა პრობლემები ექმნებათ თურქეთში რუსებს და რას ჰყვებიან იქ მცხოვრები ქართველები

"რაც დრო გა­დის, რუ­სე­თის სულ უფრო მეტი მო­ქა­ლა­ქე ჩა­მო­დის თურ­ქეთ­ში, რა­საც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, მათი ქმე­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ში­შით უყუ­რე­ბენ. სახ­ლდე­ბი­ან კომ­პაქ­ტუ­რად, ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, მათი რა­ო­დე­ნო­ბა ერ­თბა­შად გა­ორ­მაგ­და და ყო­ველ დღე ემა­ტე­ბა.

რუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც უკვე აქ მა­ნამ­დეც ცხოვ­რობ­დნენ და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლე­ბიც არი­ან, ბი­ნებ­სა და სახ­ლებს მხო­ლოდ რუ­სებ­ზე აქი­რა­ვებ­დნენ. მთლი­ა­ნო­ბა­ში, ისნი თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბის წესს ამ­კვიდ­რე­ბენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ე­ბის მო­ჭარ­ბე­ბის გამო, გარ­კვე­ულ ქა­ლა­ქებ­ში მათ­ზე ბი­ნე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბა შე­ზღუ­და, თუმ­ცა, გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვეს", - ამ­ბობს Ambebi.ge-სთან ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, ლელა ქავ­თა­რა­ძე, რო­მე­ლიც წლე­ბია თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობს.

მი­სი­ვე თქმით, შე­ზღუდ­ვა ეხე­ბა რუ­სე­თი­დან თურ­ქეთ­ში წა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ახალ ნა­კადს.

"ადრე ის, ვინც 250 ათა­სი დო­ლა­რის და მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის უძ­რავ ქო­ნე­ბას შე­ი­ძენ­და, თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას, ან ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბას იღებ­და. ახლა ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი გარ­თულ­და. ეს მა­სობ­რი­ვად შე­მო­დი­ნე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. რუ­სე­თი­დან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის შე­მოს­ვლა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზად იქცა", - ამ­ბობს ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი.

  • ან­ტა­ლი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლის, ლე­ვან დო­ლი­ძის თქმით კი, რუ­სე­ბი ამ ყვე­ლაფ­რის გამო, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტის შევ­სე­ბა­ში მათი წვლი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"თუმ­ცა ბოლო ხა­ნებ­ში, ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის გამო, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, რუ­სე­ბის­თვის ბი­ნად­რო­ბის გა­უქ­მე­ბის ფაქ­ტე­ბი გახ­შირ­და, რუ­სებ­მა გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა და­ი­წყეს. ცხა­დია, რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ ფიქ­რობს, რად­გან მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის მე­სა­მე ეტაპს ელო­დე­ბი­ან.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ უკვე ცო­ტა­თი დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია, მაგ­რამ მა­ინც კარ­გია, რომ ბოლო ხა­ნებ­ში ტუ­რის­ტულ ზო­ნებ­ში ბი­ნე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბის უფ­ლე­ბა შე­ე­ზღუ­დათ, რად­გან ან­ტა­ლია, ქე­მე­რი, ბოდ­რუ­მი, ფაქ­ტობ­რი­ვად, რუ­სულ­მა ბიზ­ნეს­მა იყი­და. ზოგი, ვი­საც ნა­ყი­დი არ ჰქონ­და, მაგ­რამ მთე­ლი წლით ჰქონ­და ნა­ქი­რა­ვე­ბი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, ახლა ცდი­ლობს ის სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე გა­და­ა­ქი­რა­ვოს.

არის ად­გი­ლე­ბი, რა­ი­ო­ნე­ბი, ქა­ლა­ქე­ბი, ტუ­რის­ტუ­ლი ზო­ნე­ბი, სა­დაც რუ­სებ­მა გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვეს და ომის შემ­დეგ შე­მო­სულ უკ­რა­ი­ნე­ლებ­თან შე­ვიდ­ნენ გა­რი­გე­ბა­ში, ანუ ამ­ბო­ბენ, რომ ბი­ნებს კი არ აქი­რა­ვე­ბენ, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის წი­ნა­შე თავს და­ვა­ლე­ბუ­ლად ვგრძნობთ და უფა­სოდ ვუშ­ვებ­თო. სი­ნამ­დვი­ლე­ში, სი­ტყვი­ე­რი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აქი­რა­ვე­ბენ, რო­ვორც სა­ცხოვ­რე­ბელ ასე­ვე კო­მერ­ცი­ულ ფარ­თებს.

პი­რი­ქი­თაც ხდე­ბა - უკ­რა­ი­ნე­ლებს აქვთ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ნა­ყი­დი და რუ­სებს უშ­ვე­ბენ ქი­რით, რა ვქნათ, ეს არის ჩვე­ნი შე­მო­სა­ვა­ლიო. ანუ ერ­თმა­ნე­თის ბიზ­ნესს კვე­ბა­ვენ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სმს მი­მო­წე­რე­ბი ამო­ი­ღეს, ანუ ბიზ­ნეს სქე­მა გა­შიფ­რეს. ამი­ტომ, უკვე ვრცელ­დე­ბა ცნო­ბე­ბი იმა­ზე, რომ ბი­ნე­ბი­სა და კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბა, შე­საძ­ლოა, უკ­რა­ი­ნე­ლებ­საც შე­ე­ზღუ­დოთ", - ამ­ბობს ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი.

კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის თქმით, ად­გი­ლობ­რი­ვებ­სა და სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს ეგო­ნათ, რომ "ერ­თმა­ნეთ­თან (რუ­სებ­სა და უკ­რა­ი­ნე­ლებს) კონ­ფლიქ­ტი ექ­ნე­ბო­დათ, მაგ­რამ ძა­ლი­ან შე­თან­ხმე­ბუ­ლად მოქ­მე­დე­ბენ. ცხა­დია, ეს ყვე­ლას არ ეხე­ბა, არის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ერ­თმა­ნეთს კრი­ჭა­ში უდ­გა­ნან, რუსი ცდი­ლობს უკ­რა­ი­ნე­ლის დრო­შა ჩა­მოგ­ლი­ჯოს და პი­რი­ქით. ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში, რა­ხან სა­ერ­თო ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა, რუ­სე­ბი, რო­მელ­თაც იქ თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა გა­უ­ჭირ­დათ, რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნას გა­ნი­ხი­ლა­ვენ ახალ სა­ცხოვ­რებ­ლად და ერთ-ერთი სა­ქარ­თვე­ლოა", - ამ­ბობს ნინო გა­ი­ე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
162

რა უნდათ თურქეთში, აქ მობრძანდნენ, სიამოვნებით მიიღებს ჩვენი ვაჭრუკანა რუსეთუმე მთავრობა

ელიბო
49

ვი იგონებს ამ ზღაპრებს ან რაში გჭირდებათ ამის დაწერა ,მთელს ევროპაში რომ აქვთ სახლები რუსებს ბულგარეთი იტალი ესპანეთი რა რუსები მოიყვანეს ხელისუფლებაში 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"მათზე ბინების გაქირავება შეიზღუდა... სხვა ქვეყნებში წასვლას განიხილავენ და მათ შორის, საქართველოში"  - რა პრობლემები ექმნებათ თურქეთში რუსებს და რას ჰყვებიან იქ მცხოვრები ქართველები

"მათზე ბინების გაქირავება შეიზღუდა... სხვა ქვეყნებში წასვლას განიხილავენ და მათ შორის, საქართველოში"  - რა პრობლემები ექმნებათ თურქეთში რუსებს და რას ჰყვებიან იქ მცხოვრები ქართველები

"რაც დრო გადის, რუსეთის სულ უფრო მეტი მოქალაქე ჩამოდის თურქეთში, რასაც ადგილობრივები, მათი ქმედებებიდან გამომდინარე, შიშით უყურებენ. სახლდებიან კომპაქტურად, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მათი რაოდენობა ერთბაშად გაორმაგდა და ყოველ დღე ემატება.

რუსები, რომლებიც უკვე აქ მანამდეც ცხოვრობდნენ და უძრავი ქონების მფლობელებიც არიან, ბინებსა და სახლებს მხოლოდ რუსებზე აქირავებდნენ. მთლიანობაში, ისნი თავიანთი ცხოვრების წესს ამკვიდრებენ. ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეეების მოჭარბების გამო, გარკვეულ ქალაქებში მათზე ბინების გაქირავება შეზღუდა, თუმცა, გამოსავალი იპოვეს", - ამბობს Ambebi.ge-სთან ქართველი ემიგრანტი, ლელა ქავთარაძე, რომელიც წლებია თურქეთში ცხოვრობს.

მისივე თქმით, შეზღუდვა ეხება რუსეთიდან თურქეთში წასული ადამიანების ახალ ნაკადს.

"ადრე ის, ვინც 250 ათასი დოლარის და მეტი ღირებულების უძრავ ქონებას შეიძენდა, თურქეთის მოქალაქეობას, ან ბინადრობის უფლებას იღებდა. ახლა ბინადრობის უფლების პროცედურები გართულდა. ეს მასობრივად შემოდინებამ განაპირობა. რუსეთიდან ბევრი ადამიანის შემოსვლა ადგილობრივებისთვის უკმაყოფილების მიზეზად იქცა", - ამბობს ქართველი ემიგრანტი.

  • ანტალიაში მცხოვრები ქართველის, ლევან დოლიძის თქმით კი, რუსები ამ ყველაფრის გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ბიუჯეტის შევსებაში მათი წვლილი მნიშვნელოვანია.

"თუმცა ბოლო ხანებში, ახალი ინიციატივის გამო, რომლის ფარგლებშიც, რუსებისთვის ბინადრობის გაუქმების ფაქტები გახშირდა, რუსებმა გამოსავლის პოვნა დაიწყეს. ცხადია, რუსეთში დაბრუნებაზე ჯერჯერობით არავინ ფიქრობს, რადგან მობილიზაციის მესამე ეტაპს ელოდებიან.

ადგილობრივები ამბობენ, რომ უკვე ცოტათი დაგვიანებულია, მაგრამ მაინც კარგია, რომ ბოლო ხანებში ტურისტულ ზონებში ბინების გაქირავების უფლება შეეზღუდათ, რადგან ანტალია, ქემერი, ბოდრუმი, ფაქტობრივად, რუსულმა ბიზნესმა იყიდა. ზოგი, ვისაც ნაყიდი არ ჰქონდა, მაგრამ მთელი წლით ჰქონდა ნაქირავები უძრავი ქონება, ახლა ცდილობს ის სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე გადააქირავოს.

არის ადგილები, რაიონები, ქალაქები, ტურისტული ზონები, სადაც რუსებმა გამოსავალი იპოვეს და ომის შემდეგ შემოსულ უკრაინელებთან შევიდნენ გარიგებაში, ანუ ამბობენ, რომ ბინებს კი არ აქირავებენ, უკრაინელების წინაშე თავს დავალებულად ვგრძნობთ და უფასოდ ვუშვებთო. სინამდვილეში, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე აქირავებენ, როვორც საცხოვრებელ ასევე კომერციულ ფართებს.

პირიქითაც ხდება - უკრაინელებს აქვთ უძრავი ქონება ნაყიდი და რუსებს უშვებენ ქირით, რა ვქნათ, ეს არის ჩვენი შემოსავალიო. ანუ ერთმანეთის ბიზნესს კვებავენ. სამართალდამცავებმა სმს მიმოწერები ამოიღეს, ანუ ბიზნეს სქემა გაშიფრეს. ამიტომ, უკვე ვრცელდება ცნობები იმაზე, რომ ბინებისა და კომერციული ფართების გაქირავება, შესაძლოა, უკრაინელებსაც შეეზღუდოთ", - ამბობს ქართველი ემიგრანტი.

კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტის თქმით, ადგილობრივებსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ეგონათ, რომ "ერთმანეთთან (რუსებსა და უკრაინელებს) კონფლიქტი ექნებოდათ, მაგრამ ძალიან შეთანხმებულად მოქმედებენ. ცხადია, ეს ყველას არ ეხება, არის ადგილები, სადაც ერთმანეთს კრიჭაში უდგანან, რუსი ცდილობს უკრაინელის დროშა ჩამოგლიჯოს და პირიქით. ასეთ შემთხვევებში, რახან საერთო ვითარება შეიცვალა, რუსები, რომელთაც იქ თავის დამკვიდრება გაუჭირდათ, რამდენიმე ქვეყანას განიხილავენ ახალ საცხოვრებლად და ერთ-ერთი საქართველოა", - ამბობს ნინო გაიელი.