შვედმა პოლიტიკოსმა რასმუს პალუდანმა UFC-ის მებრძოლს, ხამზატ ჩიმაევს უპასუხა, რომელმაც პოლიტიკოსს სტოკჰოლმში ყურანის დაწვის გამო, ტერორისტი უწოდა.
არის ერთი ჩეჩენი, რომელსაც ხამზატი ჰქვია, რომელიც, როგორც ჩანს, ახლა შვედეთში ჭიდაობით არის დაკავებული, მისი სამშობლო - ჩეჩნეთია. მან მე შეურაცხყოფა მომაყენა. ხამზატი შვედი არ არის. ის ჩეჩენია. ძალიან უჭირს ხასიათის კონტროლი. ის ხშირად ბრაზობს, როგორც პატარა გოგონა“, - განაცხადა პალუდანმა.
"ის, რასმუს პალუდანი, ჩვენთვის ტერორისტია. მე მუსულმანი ვარ, მაგრამ სხვისი რელიგიის წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვარ, არასდროს მიმიცია საკუთარი თავისთვის იმის უფლება, რასაც რასმუსი აკეთებს.
ჩვენ არ უნდა გავჩუმდეთ. ძმებს გვეძახით და ცოტა პატივისცემით მოგვექეცით. რატომ აძლევთ მას ამის უფლებას?!“ - შვედურ ენაზე მიმართა ადგილობრივებს ჩიმაევმა.
ავტორი: ანრი კურტანიძე
ყურანის დაწვა არის ბინძური პროვოკაცია!!!
რუსეთის ხელი ურევია, ეხერხება პროვოკაციები ამ ქვეყანას. სადაც ყველაზე მონათესავე ერები, ქართველები და ოსები დანასისხლად გადაგვკიდა, არ გაუჭირდებოდა