სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამი ახალი ქართველი ავტორი, რომელთა წიგნებიც არ უნდა გამოგრჩეთ - "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023-ის" გამარჯვებულები ცნობილია
სამი ახალი ქართველი ავტორი, რომელთა წიგნებიც არ უნდა გამოგრჩეთ - "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023-ის" გამარჯვებულები ცნობილია

წლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2023“ დას­რულ­და, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მკი­თხვე­ლი მალე სამ ახალ ავ­ტორს გა­იც­ნობს. ანი ბა­ლი­აშ­ვილ­მა, მათე ბა­ღაშ­ვილ­მა და რუ­სუ­დან ტყე­მა­ლა­ძემ აიხ­დი­ნეს ოც­ნე­ბა და შეძ­ლეს, კრი­ტი­კუ­ლი მკი­თხვე­ლი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ჟი­უ­რი თა­ვი­ანთ ნი­ჭი­ე­რე­ბა­ში და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნათ.

ჟი­უ­რის რჩე­ულ­თა შო­რის მოხ­ვდნენ ანი ბა­ლი­აშ­ვი­ლი და რუ­სუ­დან ტყე­მა­ლა­ძე, ხოლო მკი­თხველ­მა თა­ვის ფა­ვო­რი­ტად მათე ბა­ღაშ­ვი­ლი აირ­ჩია. სა­მი­ვე მათ­გა­ნის ნა­მუ­შე­ვარს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ რამ­დე­ნი­მე თვე­ში გა­მოს­ცემს და მათი გაც­ნო­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მკი­თხველ­თა ფარ­თო წრე­ებს მი­ე­ცე­მა.

კონ­კურ­სი 2017 წლი­დან იღებს სტარტს და გა­სუ­ლი 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არა­ერ­თი ავ­ტო­რის კა­რი­ე­რა­ში გარ­დამ­ტე­ხი აღ­მოჩ­ნდა. „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ მიერ აღ­მო­ჩე­ნილ ავ­ტორ­თა წიგ­ნე­ბი დღე­საც გა­მომ­ცემ­ლო­ბის ბესტსე­ლერ­თა სი­ა­შია.

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მა­ღა­ლი იყო 2023 წლის­თვი­საც. კერ­ძოდ, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სულ 82 კონ­კურ­სან­ტი, სა­ი­და­ნაც მე­ო­რე ტურ­ში 20 მათ­გა­ნი გა­და­ვი­და. ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­სუ­ლი 20 ავ­ტო­რი­დან კი სამი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­და.

ანი ბა­ლი­აშ­ვი­ლი: „ეს გა­მარ­ჯვე­ბა ჩემი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბის ახ­დე­ნას უკავ­შირ­დე­ბა. მარ­თლაც, იმ­დე­ნი ხანი მქონ­და გო­ნე­ბა­ში წიგ­ნის ავ­ტო­რო­ბის სურ­ვი­ლი, რომ ამ წამ­საც არ მჯე­რა მისი რე­ა­ლო­ბად ქცე­ვა. თუმ­ცა, თვი­თონ კონ­კურ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს, რო­დე­საც წიგ­ნის წერა და­ვას­რუ­ლე, მივ­ხვდი, რომ საქ­მე მხო­ლოდ ჩემს ოც­ნე­ბებ­ში არ იყო. ჩემი წიგ­ნი არის არამ­ხო­ლოდ ჩემი, არა­მედ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის ხმა, რომ­ლე­ბიც მას­ში სა­კუ­თარ თავს აღ­მო­ა­ჩე­ნენ. მჯე­რა, რომ ამ გა­მარ­ჯვე­ბის წყა­ლო­ბით ჩემს სათ­ქმელს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მო­ის­მენს, გა­ი­გებს და ეს სულ მცი­რე­დით მა­ინც, უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვლის მათ ცხოვ­რე­ბას. ამ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, მგო­ნია, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბა ერ­თი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა. ჯერ კარ­გად ვერც ვი­აზ­რებ ამ ცვლი­ლე­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას, თუმ­ცა ვხვდე­ბი, რომ წინ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, სა­სი­ა­მოვ­ნო და უამ­რა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბით სავ­სე გზაა. გზა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად მი­მიყ­ვანს და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე“.მათე ბა­ღაშ­ვი­ლი: „ბე­ტო­ნე­ბის იქით" არის ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სიმ­ბი­ო­ზუ­რად თა­ნა­ცხოვ­რობს ჩემ­თან ერ­თად - ამ ამ­ბე­ბის­გან სამ­ყა­რო­სე­ულ გაკ­ვე­თი­ლებს ვსწავ­ლობ, მაგ­რამ სა­ნაც­ვლო­დაც გავ­ცემ ძა­ლას, ენერ­გი­ა­სა და გან­ცდას.უსა­მარ­თლო­ბა, ძა­ლა­დო­ბა, არ­სა­ი­დან მო­სუ­ლი ში­შე­ბი, ჩაგ­ვრის და­უ­ცხრო­მე­ლი სურ­ვი­ლი - მან­კი­ე­რე­ბა­ნი, რო­მელ­ნიც „ბე­ტო­ნე­ბის იქით" გე­ნე­ტი­კურ დო­ნე­ზე აქვს ყვე­ლას გამ­ჯდა­რი, მუ­დამ წარ­მო­შობს მე­ამ­ბო­ხე სუ­ლებს. სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან იწყე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ჯან­სა­ღე­ბა, მათი და­უ­ცხრო­მე­ლი სურ­ვი­ლი და ვნე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი­სად­მი სცდე­ბა პი­როვ­ნუ­ლი პრო­ტეს­ტი­სა და დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის სა­ზღვრებს და იქ­ცე­ვა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბად, კონ­კურ­სში პირ­ვე­ლად და უკა­ნას­კნე­ლად ვმო­ნა­წი­ლე­ობ. უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა იყო ხალ­ხის რჩე­უ­ლი და ეს ორ­მა­გად აძ­ლი­ე­რებს გან­ცდას, რომ მუდ­მი­ვად ქმნა­დო­ბის პრო­ცეს­ში იყო. უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ჩემი ნა­წარ­მო­ე­ბი წა­ი­კი­თხა, შე­ფა­სე­ბა გა­მი­ზი­ა­რა და ხმა მომ­ცა“.

რუ­სუ­დან ტყე­მა­ლა­ძე: „გა­მარ­ჯვე­ბა ჩემ­თვის უაღ­რე­სად სა­სი­ა­მოვ­ნო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ნა­ი­დან ამ კონ­კურ­სის წყა­ლო­ბით და­ი­ბეჭ­დე­ბა ჩემი სა­დე­ბი­უ­ტო რო­მა­ნი. პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სცე­ნა ჩემ­თვის ახა­ლი სფე­როა, მექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი გა­ვაც­ნო რო­გორც მწე­რალ­მა და არა მხო­ლოდ რო­გორც არ­ქი­ტექ­ტორ­მა და პე­და­გოგ­მა. მწერ­ლო­ბა ჩემი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა იყო და მად­ლი­ე­რი ვარ რომ ახდა!“

სა­მი­ვე ავ­ტორს თა­ვი­ან­თი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ცე­მამ­დე მენ­ტო­რებ­თან მუ­შა­ო­ბის გრძე­ლი გზა ელო­დე­ბათ, რა პე­რი­ოდ­შიც ისი­ნი უკეთ და­ხე­ლოვ­ნდე­ბი­ან სხვა­დას­ხვა გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბით ფორ­მა­ში, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სე­ბენ იმ უნა­რებს, რომ­ლე­ბიც ავ­ტორს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქონ­დეს და მი­ი­ღე­ბენ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც სა­მო­მავ­ლოდ ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი­სა და სი­უ­ჟე­ტის შექ­მნა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ.

წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მის შემ­დეგ კი ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში შეხ­ვდე­ბი­ან მკი­თხველს, პი­რა­დად გა­აც­ნო­ბენ თა­ვი­ანთ ნა­მუ­შევ­რებს და მე­ო­რე მხრივ, მო­ის­მე­ნენ კი­თხვებს.

„გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ კვლა­ვაც გა­აგ­რძე­ლებს ახა­ლი, ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნას და მათ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

მკითხველთა დარბაზი
0

ჭილაძე, ჭაბუა, კონსტანტინე ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

სამი ახალი ქართველი ავტორი, რომელთა წიგნებიც არ უნდა გამოგრჩეთ - "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023-ის" გამარჯვებულები ცნობილია

სამი ახალი ქართველი ავტორი, რომელთა წიგნებიც არ უნდა გამოგრჩეთ - "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023-ის" გამარჯვებულები ცნობილია

წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“ დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მკითხველი მალე სამ ახალ ავტორს გაიცნობს. ანი ბალიაშვილმა, მათე ბაღაშვილმა და რუსუდან ტყემალაძემ აიხდინეს ოცნება და შეძლეს, კრიტიკული მკითხველი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური თავიანთ ნიჭიერებაში დაერწმუნებინათ.

ჟიურის რჩეულთა შორის მოხვდნენ ანი ბალიაშვილი და რუსუდან ტყემალაძე, ხოლო მკითხველმა თავის ფავორიტად მათე ბაღაშვილი აირჩია. სამივე მათგანის ნამუშევარს გამომცემლობა „პალიტრა L“ რამდენიმე თვეში გამოსცემს და მათი გაცნობისა და შეფასების საშუალება მკითხველთა ფართო წრეებს მიეცემა.

კონკურსი 2017 წლიდან იღებს სტარტს და გასული 6 წლის განმავლობაში მასში მონაწილეობა არაერთი ავტორის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. „გახდი ბესტსელერის ავტორის“ მიერ აღმოჩენილ ავტორთა წიგნები დღესაც გამომცემლობის ბესტსელერთა სიაშია.

ლიტერატურული კონკურსის მიმართ ინტერესი მაღალი იყო 2023 წლისთვისაც. კერძოდ, მასში მონაწილეობა სულ 82 კონკურსანტი, საიდანაც მეორე ტურში 20 მათგანი გადავიდა. ფინალურ ეტაპზე გასული 20 ავტორიდან კი სამი გამარჯვებული გამოვლინდა.

ანი ბალიაშვილი: „ეს გამარჯვება ჩემი ბავშვობის ოცნების ახდენას უკავშირდება. მართლაც, იმდენი ხანი მქონდა გონებაში წიგნის ავტორობის სურვილი, რომ ამ წამსაც არ მჯერა მისი რეალობად ქცევა. თუმცა, თვითონ კონკურსის მიმდინარეობის დროს, როდესაც წიგნის წერა დავასრულე, მივხვდი, რომ საქმე მხოლოდ ჩემს ოცნებებში არ იყო. ჩემი წიგნი არის არამხოლოდ ჩემი, არამედ უამრავი ადამიანის ხმა, რომლებიც მასში საკუთარ თავს აღმოაჩენენ. მჯერა, რომ ამ გამარჯვების წყალობით ჩემს სათქმელს უამრავი ადამიანი მოისმენს, გაიგებს და ეს სულ მცირედით მაინც, უკეთესობისკენ შეცვლის მათ ცხოვრებას. ამ გამარჯვების შემდეგ, მგონია, რომ ჩემი ცხოვრება ერთიანად შეიცვალა. ჯერ კარგად ვერც ვიაზრებ ამ ცვლილებების მნიშვნელობას, თუმცა ვხვდები, რომ წინ ძალიან საინტერესო, სასიამოვნო და უამრავი შესაძლებლობით სავსე გზაა. გზა, რომელიც აუცილებლად მიმიყვანს დანიშნულების ადგილამდე“.მათე ბაღაშვილი: „ბეტონების იქით" არის ამბავი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში სიმბიოზურად თანაცხოვრობს ჩემთან ერთად - ამ ამბებისგან სამყაროსეულ გაკვეთილებს ვსწავლობ, მაგრამ სანაცვლოდაც გავცემ ძალას, ენერგიასა და განცდას.უსამართლობა, ძალადობა, არსაიდან მოსული შიშები, ჩაგვრის დაუცხრომელი სურვილი - მანკიერებანი, რომელნიც „ბეტონების იქით" გენეტიკურ დონეზე აქვს ყველას გამჯდარი, მუდამ წარმოშობს მეამბოხე სულებს. სწორედ ამ ადამიანებისგან იწყება საზოგადოების გაჯანსაღება, მათი დაუცხრომელი სურვილი და ვნება ცვლილებებისადმი სცდება პიროვნული პროტესტისა და დემონსტრაციების საზღვრებს და იქცევა საზოგადოებრივ მანიფესტაციებად, კონკურსში პირველად და უკანასკნელად ვმონაწილეობ. უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო ხალხის რჩეული და ეს ორმაგად აძლიერებს განცდას, რომ მუდმივად ქმნადობის პროცესში იყო. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ჩემი ნაწარმოები წაიკითხა, შეფასება გამიზიარა და ხმა მომცა“.

რუსუდან ტყემალაძე: „გამარჯვება ჩემთვის უაღრესად სასიამოვნო და მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ კონკურსის წყალობით დაიბეჭდება ჩემი სადებიუტო რომანი. პროფესიული ლიტერატურული სცენა ჩემთვის ახალი სფეროა, მექნება საშუალება საზოგადოებას თავი გავაცნო როგორც მწერალმა და არა მხოლოდ როგორც არქიტექტორმა და პედაგოგმა. მწერლობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და მადლიერი ვარ რომ ახდა!“

სამივე ავტორს თავიანთი ნამუშევრების გამოცემამდე მენტორებთან მუშაობის გრძელი გზა ელოდებათ, რა პერიოდშიც ისინი უკეთ დახელოვნდებიან სხვადასხვა გამომსახველობით ფორმაში, გაიუმჯობესებენ იმ უნარებს, რომლებიც ავტორს აუცილებლად უნდა ჰქონდეს და მიიღებენ უმნიშვნელოვანეს გამოცდილებას, რომელიც სამომავლოდ ახალი პერსონაჟებისა და სიუჟეტის შექმნაში დაეხმარებათ.

წიგნების გამოცემის შემდეგ კი ისინი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეხვდებიან მკითხველს, პირადად გააცნობენ თავიანთ ნამუშევრებს და მეორე მხრივ, მოისმენენ კითხვებს.

„გახდი ბესტსელერის ავტორი“ კვლავაც გააგრძელებს ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენას და მათ პოპულარიზაციას.