სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელები მიემტვრევათ იმ კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე მთავარ კრიმინალთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სხედან" - ლევან ხაბეიშვილი
"ხელები მიემტვრევათ იმ კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე მთავარ კრიმინალთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სხედან" - ლევან ხაბეიშვილი

იმ კრი­მი­ნა­ლებს, რომ­ლე­ბიც მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე მთა­ვარ კრი­მი­ნალ­თან, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან ერ­თად სხე­დან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გა­ყალ­ბე­ბის გამო ხე­ლე­ბი მი­ემტვრე­ვათ, - ამის შე­სა­ხებ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ახალ­მა თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სას­ჯე­ლი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ან სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბის პრო­ცე­სი იმარ­თე­ბა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი დრო­უ­ლად დას­რულ­დეს. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ვიდ­რე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მძევ­ლო­ბა­ში და ტყვე­ო­ბა­შია, სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გი ამ ქვე­ყა­ნა­ში ვერ იქ­ნე­ბა.

“მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ჯან­დაც­ვის კრი­მი­ნა­ლი მი­ნის­ტრი და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი რომ უზის და აყალ­ბე­ბენ, მათ შო­რის კონ­კრე­ტულ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, კარ­გად უნდა იცოდ­ნენ, რომ ხე­ლე­ბი მი­ემტვრე­ვათ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ამას აკე­თებს. პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით ხე­ლე­ბი მი­ემტვრე­ვათ. ამი­ტომ, დღეს, ცხა­დია, წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვარ სა­სა­მარ­თლო­ში. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პრო­ცე­სი მალე მორ­ჩეს. ისე­დაც ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­წე­ლა და ყვე­ლა ვხე­დავთ, იმის ნაც­ვლად, რომ პრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დაჩ­ქარ­დეს, პრო­ცე­სი იწე­ლე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლამ კარ­გად იცო­დეს, არა­ნა­ი­რი სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გი არ და ვერ იქ­ნე­ბა, ვიდ­რე პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი მძევ­ლო­ბა­ში და ტყვე­ო­ბა­შია. შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აქვს მი­სა­ღე­ბი პრე­ზი­დენ­ტის სიკ­ვდილ­სა და პრე­ზი­დენ­ტის გა­დაყ­ვა­ნას შო­რის. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად ვიბ­რძო­ლებთ”, - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მისი თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლამ კარ­გად გა­ი­აზ­როს, რომ თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩევ­ნე­ბი დას­რულ­და, ენმ-ს მხარ­დამ­ჭე­რებ­მა სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თეს და ხალ­ხს ჰყავს მთა­ვა­რი მტე­რი- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და გა­ჭირ­ვე­ბა.

“ამა­ზე რომ ვკონ­ცენ­ტრირ­დეთ, ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ვინ­მეს თუ უბ­რა­ლოდ კინ­კლა­ო­ბა უნდა, ეს მისი საქ­მეა”, - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუკრი ტაბატაძე
0

აუუუუუ სასაცილო კი არის, მგარამ მაინც რა საცოდავია!

ლევანი
5

უუხ ლომია ლომი ოღონდ ოთახის, გასაბერი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ხელები მიემტვრევათ იმ კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე მთავარ კრიმინალთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სხედან" - ლევან ხაბეიშვილი

"ხელები მიემტვრევათ იმ კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე მთავარ კრიმინალთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სხედან" - ლევან ხაბეიშვილი

იმ კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე მთავარ კრიმინალთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სხედან, მიხეილ სააკაშვილის დოკუმენტაციის გაყალბების გამო ხელები მიემტვრევათ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასჯელიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების პროცესი იმართება.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სასამართლო პროცესი დროულად დასრულდეს. მისივე განმარტებით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი მძევლობაში და ტყვეობაშია, სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი ამ ქვეყანაში ვერ იქნება.

“მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილს ჯანდაცვის კრიმინალი მინისტრი და იუსტიციის მინისტრი რომ უზის და აყალბებენ, მათ შორის კონკრეტულ დოკუმენტაციას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, კარგად უნდა იცოდნენ, რომ ხელები მიემტვრევათ იმ ადამიანებს, ვინც ამას აკეთებს. პირდაპირი მნიშვნელობით ხელები მიემტვრევათ. ამიტომ, დღეს, ცხადია, წარმოდგენილი ვარ სასამართლოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მალე მორჩეს. ისედაც ამდენი ხნის განმავლობაში გაიწელა და ყველა ვხედავთ, იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაჩქარდეს, პროცესი იწელება. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ კარგად იცოდეს, არანაირი სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი არ და ვერ იქნება, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი მძევლობაში და ტყვეობაშია. შესაბამისად, გადაწყვეტილება აქვს მისაღები პრეზიდენტის სიკვდილსა და პრეზიდენტის გადაყვანას შორის. ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად გაიაზროს, რომ თავმჯდომარის არჩევნები დასრულდა, ენმ-ს მხარდამჭერებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს და ხალხს ჰყავს მთავარი მტერი- ბიძინა ივანიშვილი და გაჭირვება.

“ამაზე რომ ვკონცენტრირდეთ, ეს არის მნიშვნელოვანი და ვინმეს თუ უბრალოდ კინკლაობა უნდა, ეს მისი საქმეა”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.