საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მას სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა დაურეკა და უთხრა, რომ მის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას აპირებენ.
როგორც ხაჭაპურიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამის გამო კლინიკაში მივიდა და ელოდება, როდის მისცემენ პალატაში შესვლის ნებართვას.
"ახლა შევდივარ კლინიკაში. დამირეკა მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, ვაპირებთ რეანიმაციაში გადაყვანას და მოდითო. ველოდები, როდის ამიშვებენ პალატაში“,- აღნიშნა ხაჭაპურიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია გიორგი ჩალაძემ დღეს გაავრცელა. თავის მხრივ, კლინიკაში განმარტავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში ჯერ არ არის გადაყვანილი. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის დირექტორმა, ნინო ნადირაძემ განუცხადა.