საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველამ ვიცით ვის აქვს საკმარისი მოტივაცია და ტექნოლოგიური შესაძლებლობა..."  - ვინ დაესხა ირანს დრონებით და რატომ დაიბარეს ამ ქვეყნის საგარეო უწყებაში უკრაინის საქმეთა რწმუნებული?
"ყველამ ვიცით ვის აქვს საკმარისი მოტივაცია და ტექნოლოგიური შესაძლებლობა..."  - ვინ დაესხა ირანს დრონებით და რატომ დაიბარეს ამ ქვეყნის საგარეო უწყებაში უკრაინის საქმეთა რწმუნებული?

ვინ და­ეს­ხა ირანს დრო­ე­ნე­ბით? - ეს ჯერ ისევ უც­ნო­ბია. The Wall Street Journal-ი იმოწ­მებს ინ­კოგ­ნი­ტო წყა­როს - აშშ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ თავ­დას­ხმის უკან ის­რა­ე­ლი უნდა იყოს, თუმ­ცა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

"ყვე­ლამ ვი­ცით ვის აქვს საკ­მა­რი­სი მო­ტი­ვა­ცია და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმი­სა, რომ ირა­ნის სიღ­რმე­ში ასე­უ­ლო­ბით კი­ლო­მეტრზე მსგავ­სი შე­ტე­ვა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა", - გა­ნა­ცხა­და ანა­ლი­ტი­კოს­მა ზურა ბა­ტი­აშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“, ირა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებ­ზე მომ­ხდა­რი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი თავ­დას­ხმე­ბის შე­ა­ფა­სე­ბი­სას.

რო­გორც ბა­ტი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, აღ­ნიშ­ნულ თავ­დას­ხმებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა არც ირანს გა­უ­კე­თე­ბია და არც ამის პო­ტენ­ცი­ურ ჩამ­დენს.

"ირან­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და შე­ტე­ვა. მე­ო­რე სა­კი­თხია ვინ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ის - ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა არც ირანს გა­უ­კე­თე­ბია და არც იმას, ვი­საც შე­იძ­ლე­ბა ეს შე­ტე­ვა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, თუმ­ცა ყვე­ლამ ვი­ცით, ვის აქვს საკ­მა­რი­სი მო­ტი­ვა­ცია და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმი­სა, რომ ირა­ნის სიღ­რმე­ში ასე­უ­ლო­ბით კი­ლო­მეტრზე გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა მსგავ­სი შე­ტე­ვა.

ბევ­რი ამას შე­იძ­ლე­ბა უკავ­ში­რებ­დეს რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომს - კი, კავ­შირ­ში არის, მაგ­რამ პირ­და­პირ კავ­შირ­ში ნაკ­ლე­ბად. ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი პრობ­ლე­მე­ბით და­ხუნძლუ­ლი რე­გი­ო­ნია, მაგ­რამ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომმა ისი­ნი მე­ო­რე პლან­ზე გა­და­წია. ეს არ ნიშ­ნავს, რომ ეს პრობ­ლე­მე­ბი სად­მე წა­ვი­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში კი­დევ არა­ერ­თხელ და­ვი­ნა­ხავთ ძა­ლი­ან დი­ნა­მი­უ­რად გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებს“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ვა­რა­უ­დის დო­ნე­ზე ვართ, რად­გან ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას გან­ვიც­დით.

"ირა­ნის ნო­მერ პირ­ვე­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი პრი­ო­რი­ტე­ტი არის ის­რა­ე­ლის, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს გა­ნად­გუ­რე­ბა. ამი­ტომ, ის­რა­ე­ლის­თვის ძა­ლი­ან სენ­სი­ტი­უ­რი და ფა­ქი­ზია ირა­ნის ბირ­თვუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის თემა. ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ვხე­დავთ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კო­ა­ლი­ცი­ებ­საც - ერ­თის მხრივ, ის­რა­ე­ლი, თურ­ქე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ერ­თად და ირა­ნი, რო­მე­ლიც ამას მი­იჩ­ნევს ერ­თგვარ ალ­ყა­ში მოქ­ცე­ვად - თა­ნაც, თუ ამას სა­უ­დის არა­ბეთს და­ვუ­მა­ტებთ, რო­მე­ლიც ირა­ნის ტრა­დი­ცი­უ­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გეა. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ირა­ნის ის პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც აქვს აშშ-სთან, გრძელ­დე­ბა და გრძელ­დე­ბა სან­ქცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ არის და­წე­სე­ბუ­ლი და არის მძი­მე. ეს სან­ქცი­ე­ბი ასე­ვე მძი­მეა ირა­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვი­საც და ბოლო დრო­ში ვხე­დავთ ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­ურ საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლებს. თუ ადრე ვხე­დავ­დით, რომ ეს იყო რო­მე­ლი­მე ერთი კლა­სის პრო­ტეს­ტი, ახლა უკვე ყვე­ლა არის ჩარ­თუ­ლი და უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი არის. დრო­დად­რო ეს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა აალ­დე­ბა ხოლ­მე, ის არ­სად წა­სუ­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ზურა ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ირან­მა ამ ქვე­ყა­ნა­ში უკ­რა­ი­ნის საქ­მე­თა რწმუ­ნე­ბუ­ლი იხმო მისი ქვეყ­ნის კო­მენ­ტა­რის გამო. შე­გახ­სე­ნებთ, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ველ­მა, მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­აკ­მა "ტვი­ტერ­ზე" გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ირა­ნის ობი­ექ­ტზე თავ­დას­ხმა პირ­და­პირ და­უ­კავ­ში­რა უკ­რა­ი­ნა­ში ომს. უკ­რა­ი­ნა ირანს ბრა­ლად სდებს რუ­სე­თის­თვის ასე­უ­ლო­ბით დრო­ნის მი­წო­დე­ბა­ში. "აფეთ­ქე­ბე­ბის ღამე ირან­ში - დრო­ნე­ბის და რა­კე­ტე­ბის სა­წარ­მო, ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მო... გა­გაფრ­თხი­ლათ“, - და­წე­რა პო­დო­ლი­აკ­მა.

შარ­შან, დე­კემ­ბერ­ში, პო­დო­ლი­ა­კი გა­მო­ვი­და მო­წო­დე­ბით ირა­ნის სამ­ხედ­რო სა­წარ­მო­ე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის და მი­წო­დე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის­კენ.

ირა­ნი აღი­ა­რებს, რომ რუ­სეთს მი­ა­წო­და დრო­ნე­ბი, მაგ­რამ თე­ი­რა­ნის მტკი­ცე­ბით, ეს მოხ­და უკ­რა­ი­ნას­თან ომის და­წყე­ბამ­დე.

რუ­სე­თი უარ­ყოფს, რომ მისი ჯარი ირა­ნულ დრო­ნებს იყე­ნებს უკ­რა­ი­ნა­ში, თუმ­ცა ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი ამას ადას­ტუ­რებს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
0

პოტენციური შემსრულებლები უნდა ვეძიოთ ირანის მოწინააღმდეგე და დაპირისპირებულ ქვეყნებში.

ძალიან დიდი ალბათობით ირანზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს ისრაელმა ან აშშ-მა, ან ორივემ ერთად, რომლებსაც აქვთ მოტივაცია და საკმარისზე მეტი ტექნოლოგიური შესაძლებლობები.

ნაკლები ალბათობით ეს შეიძლება ყოფილიყო საუდის არაბეთი და კიდევ ძალიან მცირე დოზით - თურქეთი.

თითქმის გამოვრიცხავ უკრაინას და ასევე აზერბაიჯანს. ამ უკანასკნელის საჰაერო სივრცე შესაძლოა, რომ იყო გამოყენებული.

პ.ს. სხვათა შორის წლების წინათ სამსახურებრივი მივლინებით ნამყოფი ვარ ისპაჰანის პროვინციის დედაქალაქ ისპაანთან ახლოს მდებარე სამხედრო-საავიაციო სამრეწველო ცენტრში, რომელიც რამოდენიმე დღის უკან დაიბომბა.

ეკა
9

ნეტავ ჩვენ ვიყოთ ეგეთი ძლიერები, რომ ჩვენზე იტანდნენ ეჭვს.

ავტორი:

"ყველამ ვიცით ვის აქვს საკმარისი მოტივაცია და ტექნოლოგიური შესაძლებლობა..."  - ვინ დაესხა ირანს დრონებით და რატომ დაიბარეს ამ ქვეყნის საგარეო უწყებაში უკრაინის საქმეთა რწმუნებული?

"ყველამ ვიცით ვის აქვს საკმარისი მოტივაცია და ტექნოლოგიური შესაძლებლობა..."  - ვინ დაესხა ირანს დრონებით და რატომ დაიბარეს ამ ქვეყნის საგარეო უწყებაში უკრაინის საქმეთა რწმუნებული?

ვინ დაესხა ირანს დროენებით? - ეს ჯერ ისევ უცნობია. The Wall Street Journal-ი იმოწმებს ინკოგნიტო წყაროს - აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომელიც აცხადებს, რომ თავდასხმის უკან ისრაელი უნდა იყოს, თუმცა მომხდარის შესახებ ქვეყნის წარმომადგენლები ოფიციალურად კომენტარს არ აკეთებენ.

"ყველამ ვიცით ვის აქვს საკმარისი მოტივაცია და ტექნოლოგიური შესაძლებლობა იმისა, რომ ირანის სიღრმეში ასეულობით კილომეტრზე მსგავსი შეტევა განეხორციელებინა", - განაცხადა ანალიტიკოსმა ზურა ბატიაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“, ირანის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებზე მომხდარი ბოლოდროინდელი თავდასხმების შეაფასებისას.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, აღნიშნულ თავდასხმებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არც ირანს გაუკეთებია და არც ამის პოტენციურ ჩამდენს.

"ირანზე განხორციელდა შეტევა. მეორე საკითხია ვინ განახორციელა ის - ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არც ირანს გაუკეთებია და არც იმას, ვისაც შეიძლება ეს შეტევა განეხორციელებინა, თუმცა ყველამ ვიცით, ვის აქვს საკმარისი მოტივაცია და ტექნოლოგიური შესაძლებლობა იმისა, რომ ირანის სიღრმეში ასეულობით კილომეტრზე განეხორციელებინა მსგავსი შეტევა.

ბევრი ამას შეიძლება უკავშირებდეს რუსეთ-უკრაინის ომს - კი, კავშირში არის, მაგრამ პირდაპირ კავშირში ნაკლებად. ახლო აღმოსავლეთი პრობლემებით დახუნძლული რეგიონია, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომმა ისინი მეორე პლანზე გადაწია. ეს არ ნიშნავს, რომ ეს პრობლემები სადმე წავიდა. დროთა განმავლობაში ჩვენ ახლო აღმოსავლეთში კიდევ არაერთხელ დავინახავთ ძალიან დინამიურად განვითარებულ პროცესებს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე შეფასებით, ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდის დონეზე ვართ, რადგან ინფორმაციის ნაკლებობას განვიცდით.

"ირანის ნომერ პირველი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ისრაელის, როგორც სახელმწიფოს განადგურება. ამიტომ, ისრაელისთვის ძალიან სენსიტიური და ფაქიზია ირანის ბირთვული შეიარაღების თემა. ახლო აღმოსავლეთში ვხედავთ ძალიან საინტერესო კოალიციებსაც - ერთის მხრივ, ისრაელი, თურქეთი, აზერბაიჯანი ერთად და ირანი, რომელიც ამას მიიჩნევს ერთგვარ ალყაში მოქცევად - თანაც, თუ ამას საუდის არაბეთს დავუმატებთ, რომელიც ირანის ტრადიციული მოწინააღმდეგეა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ირანის ის პრობლემები, რომელიც აქვს აშშ-სთან, გრძელდება და გრძელდება სანქციები, რომელიც ირანის წინააღმდეგ არის დაწესებული და არის მძიმე. ეს სანქციები ასევე მძიმეა ირანის მოსახლეობისთვისაც და ბოლო დროში ვხედავთ ძალიან ინტენსიურ საპროტესტო გამოსვლებს. თუ ადრე ვხედავდით, რომ ეს იყო რომელიმე ერთი კლასის პროტესტი, ახლა უკვე ყველა არის ჩართული და უფრო ინტენსიური არის. დროდადრო ეს უკმაყოფილება აალდება ხოლმე, ის არსად წასულა“, - განაცხადა ზურა ბატიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ირანმა ამ ქვეყანაში უკრაინის საქმეთა რწმუნებული იხმო მისი ქვეყნის კომენტარის გამო. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა "ტვიტერზე" გაკეთებულ განცხადებაში ირანის ობიექტზე თავდასხმა პირდაპირ დაუკავშირა უკრაინაში ომს. უკრაინა ირანს ბრალად სდებს რუსეთისთვის ასეულობით დრონის მიწოდებაში. "აფეთქებების ღამე ირანში - დრონების და რაკეტების საწარმო, ნავთობგადამამუშავებელი საწარმო... გაგაფრთხილათ“, - დაწერა პოდოლიაკმა.

War logic is inexorable & murderous. It bills the authors & accomplices strictly.
Panic in RF - endless mobilization, missile defense in Moscow, trenches 1000 km away, bomb shelters preparation.
Explosive night in Iran - drone & missile production, oil refineries.
🇺🇦 did warn you
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) January 29, 2023

შარშან, დეკემბერში, პოდოლიაკი გამოვიდა მოწოდებით ირანის სამხედრო საწარმოების განადგურების და მიწოდებისთვის ხელის შეშლისკენ.

ირანი აღიარებს, რომ რუსეთს მიაწოდა დრონები, მაგრამ თეირანის მტკიცებით, ეს მოხდა უკრაინასთან ომის დაწყებამდე.

რუსეთი უარყოფს, რომ მისი ჯარი ირანულ დრონებს იყენებს უკრაინაში, თუმცა ჩამოგდებული საფრენი აპარატები ამას ადასტურებს.

იხილეთ ასევე: