საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავს ფავორიტად ვგრძნობ... და ეს ხელს არ მიშლის" - საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა
"თავს ფავორიტად ვგრძნობ... და ეს ხელს არ მიშლის" - საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა

ფი­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში, 26 იან­ვარს, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რმა ანას­ტა­სია გუ­ბა­ნო­ვამ მოკ­ლე პროგ­რა­მით უშეც­დო­მოდ იას­პა­რე­ზა და პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. 20 წლის მო­ცი­გუ­რა­ვემ პროგ­რა­მა 69.81 ქუ­ლით და­ას­რუ­ლა, რაც მისი ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გია. გუ­ბა­ნო­ვა ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფა­ვო­რი­ტად მიჩ­ნე­ულ ბელ­გი­ელ ლე­ო­ნა ჰენ­დრიკს ( თით­ქმის 2 ქუ­ლით უს­წრებს. მე­სა­მე ად­გილს კი შვე­ი­ცა­რი­ე­ლი კიმი რე­პონ­დი იკა­ვებს (63.83).

თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მა 28 იან­ვარს შედ­გე­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მოკ­ლე პროგ­რა­მის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ოც­და­ო­თხი სა­უ­კე­თე­სო მო­ცი­გუ­რა­ვე მი­ი­ღებს.

27 იან­ვარს ფი­ნე­თის ყი­ნულ­ზე გა­მოვ­ლენ მო­ცეკ­ვა­ვე წყვი­ლე­ბი - გი­ორ­გი რე­ვია და მა­რია კა­ზა­კო­ვა. ამა­ვე დღეს კაც­თა შე­ჯიბ­რე­ბა­ში თა­ვი­სუ­ფალ პროგ­რა­მას წარ­მო­ად­გე­ნენ მო­რის ყვი­თე­ლაშ­ვი­ლი და ნიკა ეგა­ძე.

ანას­ტა­სია გუ­ბა­ნო­ვამ პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა მოკ­ლე პროგ­რა­მით გა­მოს­ვლის შემ­დეგ.

"ჩემი სრი­ა­ლით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. კი, იყო პრობ­ლე­მა ერთ ტრი­ალ­ში, მაგ­რამ გა­ვუმკლავ­დი სა­ბო­ლო­ოდ. სი­მარ­თლე რომ ვთქვა, და­სა­წყის­ში ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. მომ­ზა­დე­ბა მო­რა­ლუ­რად ძა­ლი­ან მძი­მე იყო, ვერ ვი­ტყვი, რომ ბო­ლომ­დე მზად ვარ ამ ტურ­ნი­რის­თვის, ეს უკვე ჩემი მე­ო­რე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტია, ამი­ტომ რო­გორ­ღაც ვი­პო­ვე ძა­ლე­ბი და­სამ­შვი­დებ­ლად. ვე­ცა­დე ისე მეს­რი­ა­ლა, რომ სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­მე­ღო. თავს ფა­ვო­რი­ტად ვგრძნობ? - კი ვგრძნობ და ეს მე ხელს არ მიშ­ლის", - თქვა მო­ცი­გუ­რა­ვემ.

ანას­ტა­სია რუ­სეთ­ში, სა­მა­რის ოლ­ქის ქა­ლაქ ტო­ლი­ატ­ში 2002 წელს და­ი­ბა­და. 2006 წელს გა­და­ვი­და სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში, სა­დაც და­ი­წყო ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში ვარ­ჯი­ში. ის 2018 წლამ­დე სწო­რედ სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში ცხოვ­რობ­და და ვარ­ჯი­შობ­და. 2018/19 წლე­ბის სე­ზო­ნი კი მოს­კოვ­ში, ცსკა-ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც ელე­ნა ბუ­ია­ნო­ვას­თან ემ­ზა­დე­ბო­და. 2019 წლის ზა­ფხუ­ლი­დან ის სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში დაბ­რუნ­და და ვარ­ჯი­ში ევ­გე­ნი რუ­კა­ვი­ცი­ნის ჯგუფ­ში გა­აგ­რძე­ლა. გუ­ბა­ნო­ვა რუ­სე­თის ჩემ­პი­ო­ნატ­ში ოთხჯერ გა­მო­ვი­და, სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი კი მე-6 ად­გი­ლი ჰქონ­და. მან ორ­ჯერ გა­ი­მარ­ჯვა იუ­ნი­ორ­თა გრანპ­რის ეტა­პებ­ზე და მე­ო­რე იყო სე­რი­ის ფი­ნალ­ში.

2021 წლი­დან ის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით გა­მო­დის..

მან პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე მე-11 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და ათე­ულ­ში შე­სას­ვლე­ლად ძა­ლი­ან ცოტა და­აკ­ლდა. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე კი მე-6 იყო. შარ­შან, ანას­ტა­სი­ამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მე-7 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, წელს კი ჩემ­პი­ო­ნო­ბას­თან ძა­ლი­ან ახ­ლო­საა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Paata
20

არა მგონია ქართველი გოგონები რუსებზე ნაკლები ნიჭით გამოირჩეოდნენ. უბრალოდ შესაბამისი პირობები სჭირდებათ. უშუალოდ რუსების საქართველოს სახელით ასპარეზობას ცუდად ვუყურებ. არა მგონია რაიმე სიყვარული გააჩნდეს ამ რუს გოგონას ჩემი ქვეყნისადმი, მხოლოდ თავისი სპორტული წარმატება და ტრამპლინი.

ნანა
5

ვაშაა,გახდა ევროპის ჩემპიონი.ვულოცავ საქართველოს!!!!!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"თავს ფავორიტად ვგრძნობ... და ეს ხელს არ მიშლის" - საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა

"თავს ფავორიტად ვგრძნობ... და ეს ხელს არ მიშლის" - საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა

ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, 26 იანვარს, საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამით უშეცდომოდ იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა. 20 წლის მოციგურავემ პროგრამა 69.81 ქულით დაასრულა, რაც მისი ყველა დროის საუკეთესო შედეგია. გუბანოვა ჩემპიონატის ფავორიტად მიჩნეულ ბელგიელ ლეონა ჰენდრიკს ( თითქმის 2 ქულით უსწრებს. მესამე ადგილს კი შვეიცარიელი კიმი რეპონდი იკავებს (63.83).

თავისუფალი პროგრამა 28 იანვარს შედგება და მასში მონაწილეობას მოკლე პროგრამის შედეგების მიხედვით, ოცდაოთხი საუკეთესო მოციგურავე მიიღებს.

27 იანვარს ფინეთის ყინულზე გამოვლენ მოცეკვავე წყვილები - გიორგი რევია და მარია კაზაკოვა. ამავე დღეს კაცთა შეჯიბრებაში თავისუფალ პროგრამას წარმოადგენენ მორის ყვითელაშვილი და ნიკა ეგაძე.

ანასტასია გუბანოვამ პირველი კომენტარი გააკეთა მოკლე პროგრამით გამოსვლის შემდეგ.

"ჩემი სრიალით კმაყოფილი ვარ. კი, იყო პრობლემა ერთ ტრიალში, მაგრამ გავუმკლავდი საბოლოოდ. სიმართლე რომ ვთქვა, დასაწყისში ძალიან ვნერვიულობდი. მომზადება მორალურად ძალიან მძიმე იყო, ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე მზად ვარ ამ ტურნირისთვის, ეს უკვე ჩემი მეორე ევროპის ჩემპიონატია, ამიტომ როგორღაც ვიპოვე ძალები დასამშვიდებლად. ვეცადე ისე მესრიალა, რომ სიამოვნება მიმეღო. თავს ფავორიტად ვგრძნობ? - კი ვგრძნობ და ეს მე ხელს არ მიშლის", - თქვა მოციგურავემ.

ანასტასია რუსეთში, სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატში 2002 წელს დაიბადა. 2006 წელს გადავიდა სანქტ-პეტერბურგში, სადაც დაიწყო ფიგურულ სრიალში ვარჯიში. ის 2018 წლამდე სწორედ სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდა და ვარჯიშობდა. 2018/19 წლების სეზონი კი მოსკოვში, ცსკა-ში გაატარა, სადაც ელენა ბუიანოვასთან ემზადებოდა. 2019 წლის ზაფხულიდან ის სანქტ-პეტერბურგში დაბრუნდა და ვარჯიში ევგენი რუკავიცინის ჯგუფში გააგრძელა. გუბანოვა რუსეთის ჩემპიონატში ოთხჯერ გამოვიდა, საუკეთესო შედეგი კი მე-6 ადგილი ჰქონდა. მან ორჯერ გაიმარჯვა იუნიორთა გრანპრის ეტაპებზე და მეორე იყო სერიის ფინალში.

2021 წლიდან ის საქართველოს სახელით გამოდის..

მან პეკინის ოლიმპიადაზე მე-11 ადგილი დაიკავა და ათეულში შესასვლელად ძალიან ცოტა დააკლდა. მსოფლიო ჩემპიონატზე კი მე-6 იყო. შარშან, ანასტასიამ ევროპის ჩემპიონატზე მე-7 ადგილი დაიკავა, წელს კი ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა.

იხილეთ ასევე: