საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2300 წლის წინანდელი მუმია ოქროს ენით და გულით - "მკვდრების წიგნის" თანახმად გაპატიოსნებული მოზარდი ბიჭუნას სხეულში 49 ამულეტი იპოვეს
2300 წლის წინანდელი მუმია ოქროს ენით და გულით -  "მკვდრების წიგნის" თანახმად გაპატიოსნებული მოზარდი ბიჭუნას სხეულში 49 ამულეტი იპოვეს

2300 წლის წინ, ეგ­ვიპ­ტე­ში გარ­დაც­ვლილ თი­ნე­ი­ჯერ ბი­ჭუ­ნას მუ­მი­ფი­ცი­რე­ბა ჩა­უ­ტარ­და და მისი სხე­უ­ლი 49 დამ­ცა­ვი ამუ­ლე­ტით იყო მორ­თუ­ლი. მას სა­ხე­ზე ოქ­როს ნი­ღა­ბი ეკე­თა, პირ­ში კი ოქ­როს ენა ჰქონ­და მო­თავ­სე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, სა­ი­ქი­ო­ში უნდა გა­მოს­დგო­მო­და.

ნეშ­ტი 1916 წელს ნაგ ელ-ჰა­სე­ის სა­საფ­ლა­ო­ზე აღ­მო­ჩი­ნეს, თუმ­ცა მას კვლე­ვე­ბი ახ­ლა­ხან ჩა­უ­ტარ­და და იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, რომ ის კა­ი­როს მუ­ზე­უმ­ში გა­და­ი­ტა­ნეს. რო­გორც საფ­ლავ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი სხვა გარ­დაც­ვლი­ლე­ბი, ბი­ჭუ­ნას მუ­მი­აც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­უკვლე­ვე­ლი იყო და მუ­ზე­უ­მის სარ­დაფ­ში ინა­ხე­ბო­და.

ბოლო წლე­ბამ­დე, მუ­მი­ე­ბის­თვის სახ­ვე­ვე­ბის მოხ­სნა, დესტრუქ­ცი­ულ პრო­ცე­სად რჩე­ბო­და. მას შემ­დეგ, რაც კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ით სკა­ნი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და, სახ­ვე­ვებს შიგ­ნით სხე­უ­ლის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად აღა­რაა მათი მოხ­სნა სა­ჭი­რო.

ბი­ჭის მუ­მია ორ სარ­კო­ფაგ­ში ინა­ხე­ბო­და. გარე სა­თავ­სო სადა ვი­ზუ­ა­ლის იყო და მას­ზე წარ­წე­რა ბერ­ძნუ­ლი ასო­ე­ბით იყო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა შიდა ხის სარ­კო­ფაგს, დე­კო­რა­ცი­ე­ბი ჰქონ­და და მას­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი სახე მო­ოქ­რო­ვი­ლი იყო. მკვლე­ვა­რებ­მა, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ შე­ნიშ­ნეს, რომ მუ­მი­ას, სახ­ვე­ვებს შიგ­ნით, 21 სხვა­დას­ხვა დი­ზა­ი­ნის მქო­ნე 49 ამუ­ლე­ტი ჰქონ­და მო­თავ­სე­ბუ­ლი.

სან­დლე­ბი

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ბი­ჭუ­ნას პირ­ში ოქ­როს ენა აქვს მო­თავ­სე­ბუ­ლი, რათა ძვე­ლი რწმე­ნის მი­ხედ­ვით, სა­ი­ქი­ო­ში სა­უ­ბა­რი შეს­ძლე­ბო­და. მუ­მი­ას, სხვა ორ­გა­ნო­ებ­თან ერ­თად, გუ­ლიც ამოც­ლი­ლი აქვს და მის ნაც­ვლად ოქ­როს გუ­ლის სკა­რა­ბი (წმინ­და ხოჭო) აქვს მკერ­დში, რო­მე­ლიც შემ­დეგ ცხოვ­რე­ბა­ში გა­დას­ვლა­ში უნდა დახ­მა­რე­ბო­და.

მეც­ნი­ე­რე­ბის ვა­რა­უ­დით, ბიჭი 14-15 წლის უნდა ყო­ფი­ლი­ყო. მისი მო­ოქ­რო­ვი­ლი ნი­ღა­ბი ძვირ­ფა­სი ქვე­ბით იყო გა­წყო­ბი­ლი, მკერ­დზე კი, ე.წ. კარ­ტო­ნა­ჟი, დამ­ცა­ვი ფარი აქვს და­მაგ­რე­ბუ­ლი. მისი ყვე­ლა ორ­გა­ნო, წე­სი­სა­მებრ, ამო­ღე­ბუ­ლია. ბი­ჭუ­ნას ტვი­ნი კი ფი­სი­თაა შეც­ვლი­ლი. მუ­მი­ას ფეხ­ზე თეთ­რი სან­დლე­ბი აც­ვია, რათა "მკვდრე­ბის წიგ­ნის" თა­ნახ­მად, კუ­ბო­დან "სუფ­თა" ამო­სუ­ლი­ყო.

სკა­ნი­რე­ბის შე­დე­გად და­ნა­ხუ­ლი 49 ამუ­ლე­ტი

ბი­ჭის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი სკა­ნი­რე­ბით ვერ დად­გინ­და, მაგ­რამ მისი სი­მაღ­ლე და სა­ხის მოყ­ვა­ნი­ლო­ბა გა­მოჩ­ნდა. ის სი­მაღ­ლე­ში 128 სმ იყო და ოვა­ლუ­რი სახე, პა­ტა­რა ცხვი­რი და ვიწ­რო ნი­კა­პი ჰქონ­და. ასე­ვე უც­ნო­ბია მისი ვი­ნა­ო­ბაც, თუმ­ცა სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ჰი­გი­ე­ნა, მუ­მი­ფი­ცი­რე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი და ამუ­ლე­ტე­ბი გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ის მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

"ოქ­როს ბიჭი" ეგ­ვიპ­ტის მუ­ზე­უ­მის მთა­ვარ სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში გა­და­ი­ტა­ნეს.

ბი­ჭუ­ნას გუ­ლის ად­გილ­ზე მო­თავ­სე­ბუ­ლი ოქ­როს სკა­რა­ბი

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

2300 წლის წინანდელი მუმია ოქროს ენით და გულით - "მკვდრების წიგნის" თანახმად გაპატიოსნებული მოზარდი ბიჭუნას სხეულში 49 ამულეტი იპოვეს

2300 წლის წინანდელი მუმია ოქროს ენით და გულით -  "მკვდრების წიგნის" თანახმად გაპატიოსნებული მოზარდი ბიჭუნას სხეულში 49 ამულეტი იპოვეს

2300 წლის წინ, ეგვიპტეში გარდაცვლილ თინეიჯერ ბიჭუნას მუმიფიცირება ჩაუტარდა და მისი სხეული 49 დამცავი ამულეტით იყო მორთული. მას სახეზე ოქროს ნიღაბი ეკეთა, პირში კი ოქროს ენა ჰქონდა მოთავსებული, რომელიც, როგორც ჩანს, საიქიოში უნდა გამოსდგომოდა.

ნეშტი 1916 წელს ნაგ ელ-ჰასეის სასაფლაოზე აღმოჩინეს, თუმცა მას კვლევები ახლახან ჩაუტარდა და იმდენად საინტერესო დეტალებია აღმოჩენილი, რომ ის კაიროს მუზეუმში გადაიტანეს. როგორც საფლავზე აღმოჩენილი სხვა გარდაცვლილები, ბიჭუნას მუმიაც დიდი ხნის განმავლობაში გამოუკვლეველი იყო და მუზეუმის სარდაფში ინახებოდა.

ბოლო წლებამდე, მუმიებისთვის სახვევების მოხსნა, დესტრუქციულ პროცესად რჩებოდა. მას შემდეგ, რაც კომპიუტერული ტომოგრაფიით სკანირება შესაძლებელი გახდა, სახვევებს შიგნით სხეულის დასათვალიერებლად აღარაა მათი მოხსნა საჭირო.

ბიჭის მუმია ორ სარკოფაგში ინახებოდა. გარე სათავსო სადა ვიზუალის იყო და მასზე წარწერა ბერძნული ასოებით იყო შესრულებული. რაც შეეხება შიდა ხის სარკოფაგს, დეკორაციები ჰქონდა და მასზე გამოსახული სახე მოოქროვილი იყო. მკვლევარებმა, დათვალიერების შემდეგ შენიშნეს, რომ მუმიას, სახვევებს შიგნით, 21 სხვადასხვა დიზაინის მქონე 49 ამულეტი ჰქონდა მოთავსებული.

სანდლები

აღსანიშნავია ისიც, რომ ბიჭუნას პირში ოქროს ენა აქვს მოთავსებული, რათა ძველი რწმენის მიხედვით, საიქიოში საუბარი შესძლებოდა. მუმიას, სხვა ორგანოებთან ერთად, გულიც ამოცლილი აქვს და მის ნაცვლად ოქროს გულის სკარაბი (წმინდა ხოჭო) აქვს მკერდში, რომელიც შემდეგ ცხოვრებაში გადასვლაში უნდა დახმარებოდა.

მეცნიერების ვარაუდით, ბიჭი 14-15 წლის უნდა ყოფილიყო. მისი მოოქროვილი ნიღაბი ძვირფასი ქვებით იყო გაწყობილი, მკერდზე კი, ე.წ. კარტონაჟი, დამცავი ფარი აქვს დამაგრებული. მისი ყველა ორგანო, წესისამებრ, ამოღებულია. ბიჭუნას ტვინი კი ფისითაა შეცვლილი. მუმიას ფეხზე თეთრი სანდლები აცვია, რათა "მკვდრების წიგნის" თანახმად, კუბოდან "სუფთა" ამოსულიყო.

სკანირების შედეგად დანახული 49 ამულეტი

ბიჭის გარდაცვალების მიზეზი სკანირებით ვერ დადგინდა, მაგრამ მისი სიმაღლე და სახის მოყვანილობა გამოჩნდა. ის სიმაღლეში 128 სმ იყო და ოვალური სახე, პატარა ცხვირი და ვიწრო ნიკაპი ჰქონდა. ასევე უცნობია მისი ვინაობაც, თუმცა სტომატოლოგიური ჰიგიენა, მუმიფიცირების მაღალი ხარისხი და ამულეტები გვაფიქრებინებს, რომ ის მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანი უნდა ყოფილიყო.

"ოქროს ბიჭი" ეგვიპტის მუზეუმის მთავარ საგამოფენო დარბაზში გადაიტანეს.

ბიჭუნას გულის ადგილზე მოთავსებული ოქროს სკარაბი

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა