მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არავის წინააღმდეგ ჩემი თანამდებობა არ გამომიყენებია" - კახა კალაძე
"ჩემი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არავის წინააღმდეგ ჩემი თანამდებობა არ გამომიყენებია" - კახა კალაძე

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს აქვს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, შეც­ვა­ლოს ზო­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ახა­ლი გენ­გეგ­მით შე­ეც­ვა­ლათ სტა­ტუ­სი ან მოხ­დეს მათი ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ო­ბა, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ მე­დი­ას­თან „ლა­გუ­ნა ვე­რეს“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

კა­ლა­ძის თქმით, პრობ­ლე­მას ვერ ხე­დავს, რომ კონ­კრე­ტულ არე­ალ­ში გან­ვი­თარ­დეს და მო­წეს­რიგ­დეს სივ­რცე.

"ძა­ლი­ან ბევ­რი მა­გა­ლი­თი შე­იძ­ლე­ბა მო­ვიყ­ვა­ნო იმი­სა, რომ კონ­კრე­ტულ არე­ა­ლებ­ში რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნის სტა­ტუ­სი შეც­ვლი­ლა სხვა­დას­ხვა ზო­ნით ან პი­რი­ქით. ეს არ არის გა­მო­ნაკ­ლი­სი. თქვენ ხე­დავთ, ლა­გუ­ნას მიმ­დე­ბა­რე სივ­რცე რო­გორ არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. ქარ­ხნის, სა­წარ­მოს ტე­რი­ტო­რია იყო. შე­იძ­ლე­ბა, რომ ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ას ედოს რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი სივ­რცის სტა­ტუ­სი? - ჩვენ გვაქვს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა იმი­სა, რომ შე­იც­ვა­ლოს ასე­თი ზო­ნე­ბი ან მოხ­დეს ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ო­ბა. გვაქვს ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც კერ­ძო მე­სა­კუთ­რე­ებს გა­უ­უ­ა­რეს­დათ მდგო­მა­რე­ო­ბა მი­წის ზო­ნა­ლუ­რი სტა­ტუ­სის შეც­ვლით, რო­დე­საც მი­ვი­ღეთ გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა. მა­შინ­ვე გაჩ­ნდა ჩა­ნა­წე­რი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა იმ­სჯე­ლოს ასეთ სა­კი­თხებ­ზე და მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - ან გა­მო­ის­ყი­დოს ასე­თი მი­წე­ბი, ან შე­უც­ვა­ლოს ზო­ნი­რე­ბა. ქა­ლაქ­გეგ­მა­რე­ბის და ურ­ბა­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, იმ კონ­კრე­ტულ არე­ალ­ში ვერ ვხე­დავ პრობ­ლე­მას, რომ გან­ვი­თარ­დეს და მო­წეს­რიგ­დეს ეს სივ­რცე“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა სა­ცუ­რაო აუ­ზის სივ­რცე და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი მზა­დაა, ამ სივ­რცის აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის პრო­ექ­ტზე ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­თან ერ­თად იმ­სჯე­ლოს.

"მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზეც ვი­სა­უბ­რე, რომ გა­მოვ­ხა­ტავთ მზად­ყოფ­ნას, ჩა­ერ­თოს ყვე­ლა მსურ­ვე­ლი, იქ­ნე­ბა არ­ქი­ტექ­ტო­რი თუ დი­ზა­ი­ნე­რი და ერ­თად შე­ვი­მუ­შა­ოთ აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის პრო­ექ­ტი. თქვენ იცით, რომ 2015 წელს ძა­ლი­ან მძი­მედ და­ზი­ან­და „ლა­გუ­ნა ვერე“, 13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ამ ძა­ლი­ან და­ა­ზი­ა­ნა არ­სე­ბუ­ლი სივ­რცე. რო­დე­საც გად­მოგ­ვე­ცე­მა ეს ტე­რი­ტო­რია, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი მზად არის, მო­ამ­ზა­დოს პრო­ექ­ტი და და­ი­წყოს აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას ჩარ­თუ­ლო­ბის­კენ და ერ­თად შევ­ქმნათ სა­სი­ა­მოვ­ნო სივ­რცე, რო­მელ­საც შემ­დეგ გა­მო­ი­ყე­ნებს თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბას, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის თქმით, ამა­ზე თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი იმ­სჯე­ლე­ბენ.

"ჩემს მო­წო­ნე­ბა­ზე არ არის ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა და აღმშე­ნებ­ლო­ბა. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ჰყავს არ­ქი­ტექ­ტუ­რის და ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი, სა­დაც მუ­შა­ო­ბენ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და ყვე­ლას ჩარ­თუ­ლო­ბით იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

რო­გორც თბი­ლი­სის მერ­მა აღ­ნიშ­ნა, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მიერ მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა ვე­რა­სო­დეს გახ­დე­ბა პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

"თქვენ იცით, რამ­დე­ნი მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ქა­ლაქ­ში და რამ­დენ კვად­რა­ტულ მეტრზე გა­ი­ცე­მა ყო­ველ­წლი­უ­რად სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვე­ბი? არას­დროს უკან არ დაგ­ვი­ხე­ვია ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, თქვენ არ აშუ­ქებთ და არ გინ­დათ, ის სი­მარ­თლე, რაც თქვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­დოთ. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და „ქარ­თუ“, რა თქმა უნდა, არა­ფერ შუ­ა­შია, ჩვენ არ ვყოფთ ადა­მი­ა­ნებს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და ჩემი სიძ­ლი­ე­რე მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ არა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ჩემი თა­ნამ­დე­ბო­ბა არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით. არა­სო­დეს გვი­კად­რია და არ ვი­კად­რებთ, რომ ვინ­მე პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო და­ვა­ზი­ა­ნოთ, ხელი შე­ვუ­შა­ლოთ ან ხელი შე­ვუ­წყოთ“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მან ასე­ვე ხაზი გა­უს­ვა იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ არ­ცერ­თი ნე­ბარ­თვა არ გა­ი­ცე­მა სატ­რან­სპორ­ტო კვლე­ვის გა­რე­შე.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოჩოპინტრე
2

უფრთო ანგელოზი არ არის მაგრამ მის წინამორბედებს ყველას სჯობია, დაწყებული ნიკოდან, დამთავრებული ნარმანიამდე.

იმედა. -ს
3

უეჭველი დიდი ხანი (ფიქრობდით) ამ ტექსტზე არა?? სად ერეკლე სად<<<->>>

ავტორი:

"ჩემი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არავის წინააღმდეგ ჩემი თანამდებობა არ გამომიყენებია" - კახა კალაძე

"ჩემი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არავის წინააღმდეგ ჩემი თანამდებობა არ გამომიყენებია" - კახა კალაძე

მუნიციპალიტეტს აქვს უფლებამოსილება, შეცვალოს ზონები, რომლებსაც ახალი გენგეგმით შეეცვალათ სტატუსი ან მოხდეს მათი ადგილმონაცვლეობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომენტირებისას განაცხადა.

კალაძის თქმით, პრობლემას ვერ ხედავს, რომ კონკრეტულ არეალში განვითარდეს და მოწესრიგდეს სივრცე.

"ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანო იმისა, რომ კონკრეტულ არეალებში რეკრეაციული ზონის სტატუსი შეცვლილა სხვადასხვა ზონით ან პირიქით. ეს არ არის გამონაკლისი. თქვენ ხედავთ, ლაგუნას მიმდებარე სივრცე როგორ არის განვითარებული. ქარხნის, საწარმოს ტერიტორია იყო. შეიძლება, რომ ქარხნის ტერიტორიას ედოს რეკრეაციული სივრცის სტატუსი? - ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება იმისა, რომ შეიცვალოს ასეთი ზონები ან მოხდეს ადგილმონაცვლეობა. გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც კერძო მესაკუთრეებს გაუუარესდათ მდგომარეობა მიწის ზონალური სტატუსის შეცვლით, როდესაც მივიღეთ გენერალური გეგმა. მაშინვე გაჩნდა ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია მუნიციპალიტეტმა იმსჯელოს ასეთ საკითხებზე და მიიღოს გადაწყვეტილება - ან გამოისყიდოს ასეთი მიწები, ან შეუცვალოს ზონირება. ქალაქგეგმარების და ურბანული თვალსაზრისით, იმ კონკრეტულ არეალში ვერ ვხედავ პრობლემას, რომ განვითარდეს და მოწესრიგდეს ეს სივრცე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შენარჩუნდება საცურაო აუზის სივრცე და მუნიციპალიტეტი მზადაა, ამ სივრცის აღდგენითი სამუშაოების პროექტზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან ერთად იმსჯელოს.

"მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე, რომ გამოვხატავთ მზადყოფნას, ჩაერთოს ყველა მსურველი, იქნება არქიტექტორი თუ დიზაინერი და ერთად შევიმუშაოთ აღდგენითი სამუშაოების პროექტი. თქვენ იცით, რომ 2015 წელს ძალიან მძიმედ დაზიანდა „ლაგუნა ვერე“, 13 ივნისის სტიქიამ ძალიან დააზიანა არსებული სივრცე. როდესაც გადმოგვეცემა ეს ტერიტორია, მუნიციპალიტეტი მზად არის, მოამზადოს პროექტი და დაიწყოს აღდგენითი სამუშაოები. მოვუწოდებთ ყველას ჩართულობისკენ და ერთად შევქმნათ სასიამოვნო სივრცე, რომელსაც შემდეგ გამოიყენებს თბილისის მოსახლეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ქარხნის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, დედაქალაქის მერის თქმით, ამაზე თბილისის მერიის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურები იმსჯელებენ.

"ჩემს მოწონებაზე არ არის ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა. მუნიციპალიტეტს ჰყავს არქიტექტურის და ურბანული განვითარების სამსახურები, სადაც მუშაობენ კვალიფიციური სპეციალისტები, პროფესიონალები და ყველას ჩართულობით იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მიერ მშენებლობის ნებართვის საკითხზე მსჯელობა ვერასოდეს გახდება პოლიტიკურ შეხედულებებზე დამოკიდებული.

"თქვენ იცით, რამდენი მშენებლობა მიმდინარეობს ქალაქში და რამდენ კვადრატულ მეტრზე გაიცემა ყოველწლიურად სამშენებლო ნებართვები? არასდროს უკან არ დაგვიხევია ინფორმაციის მოწოდებაზე. სამწუხაროდ, თქვენ არ აშუქებთ და არ გინდათ, ის სიმართლე, რაც თქვენთვის მიუღებელია, საზოგადოებას მიაწოდოთ. ბიძინა ივანიშვილი და „ქართუ“, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია, ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით და ჩემი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არავის წინააღმდეგ ჩემი თანამდებობა არ გამომიყენებია პოლიტიკური ნიშნით. არასოდეს გვიკადრია და არ ვიკადრებთ, რომ ვინმე პოლიტიკური შეხედულებების გამო დავაზიანოთ, ხელი შევუშალოთ ან ხელი შევუწყოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ არცერთი ნებართვა არ გაიცემა სატრანსპორტო კვლევის გარეშე.