საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა იგეგმება? - რას ამბობენ კრემლში და რატომ გეგმავს დუმა საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს?
რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა იგეგმება? - რას ამბობენ კრემლში და რატომ გეგმავს დუმა საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს?

CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 200 000 ადა­მი­ა­ნის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ ახალ ტალ­ღას გა­მო­ა­ცხა­დებს. ინ­ფორ­მა­ცი­ას კრემ­ლი არ ადას­ტუ­რებს. უფრო მე­ტიც, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პრესმდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა CNN-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას არა­სან­დო უწო­და.

შე­გახ­სე­ნებთ, CNN-მა 24 იან­ვარს გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მალე რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის მო­რიგ ტალ­ღას და­ა­ა­ნონ­სებს. ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას ამე­რი­კელ­მა და და­სავ­ლელ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა დაზ­ვერ­ვის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნუ­ცხა­დეს.

და­სავ­ლუ­რი დაზ­ვერ­ვის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა CNN-თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ პუ­ტინს ჯერ არ მი­უ­ღია სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის ახა­ლი ტალ­ღის შე­სა­ხებ, რად­გან "ის შეშ­ფო­თე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბე­ბი­თა და უარ­ყო­ფი­თი ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­დე­გე­ბით".

ა.წ. იან­ვრის და­სა­წყის­ში უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სეთ­ში მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის ახა­ლი ტალ­ღა მზად­დე­ბო­და. უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვა ამ­ტკი­ცებ­და, რომ რუ­სე­თი, სა­ვა­რა­უ­დოდ, კი­დევ 500 000 ადა­მი­ა­ნის მო­ბი­ლი­ზე­ბას გეგ­მავ­და. მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის და­წყე­ბის სა­ვა­რა­უ­დო თა­რი­ღად კი 15 იან­ვარს ასა­ხე­ლებ­დნენ. უკ­რა­ი­ნულ­მა მხა­რემ მა­შინ არ და­ა­კონ­კრე­ტა სა­ი­დან ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია.

ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი ბრძა­ნე­ბა მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ, კვლავ მოქ­მე­დია. ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ მო­ბი­ლი­ზა­ცია დას­რულ­და, თუმ­ცა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ამის შე­სა­ხებ ცალ­კე გან­კარ­გუ­ლე­ბას ხელი არ მო­ა­წე­რა. კრემლში გან­მარ­ტეს, რომ მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბა ძა­ლა­ში რჩე­ბა, რად­გან ჯარ­ში გაწ­ვე­ვის გარ­და, დო­კუ­მენ­ტი "სხვა ზო­მებ­საც მო­ი­ცავს“.

რუ­სულ "ტე­ლეგ­რა­მარ­ხებ­ზე" არ წყდე­ბა მით­ქმა-მოთ­ქმა მო­სა­ლოდ­ნე­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე. ამის მი­ზე­ზი კი გახ­და ის, რომ რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მამ კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი მო­ამ­ზა­და, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის სა­ზღვრის მან­ქა­ნით გა­დაკ­ვე­თი­სას თა­რი­ღი­სა და დრო­ის წი­ნას­წა­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბა ტრან­სპორ­ტის კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ევ­გე­ნი მოსკვი­ჩოვ­მა წა­რად­გი­ნა.

"რუ­სეთ­ში სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბი­სა და საგ­ზაო საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი გავ­რცელ­დე­ბა რო­გორც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ისე უცხო­ე­ლე­ბის კუთ­ვნილ ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ზე. ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო "ტას­სი" იტყო­ბი­ნე­ბა. კა­ნონპ­რო­ექ­ტი ჯერ არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში.

სა­ზღვრის კვე­თის ეს პრო­ცე­დუ­რა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 1-ლი მარ­ტი­დან ერთი წლის ვა­დით ამოქ­მედ­დე­ბა.

მძღო­ლე­ბი თა­რი­ღი­სა და დრო­ის და­ჯავ­შნას შეძ­ლე­ბენ რუ­სე­თის ტრან­სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს ელექტრო­ნუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო დო­კუ­მენ­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის პლატ­ფორ­მის მეშ­ვე­ო­ბით. (შე­გიძ­ლი­ათ ამ თე­მა­ზე უფრო ვრცლად წა­ი­კი­თხოთ bpn.ge-ზე)

შე­გახ­სე­ნებთ, 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, რუ­სეთ­ში მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა გა­და­წყვი­ტა ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა. სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრებ­ზე მრა­ვალ­კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი რიგი გაჩ­ნდა. რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე მისი სიგ­რძე 20 კი­ლო­მეტრზე მეტს აღ­წევ­და. სა­ზღვრის კვე­თის მსურ­ვე­ლებს რიგ­ში ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უწევ­დათ დგო­მა. 21 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ პირ­ველ სამ დღე­ში მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი სულ ცოტა 5 000 -მა ავ­ტო­მო­ბილ­მა გად­მოკ­ვე­თა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
D
9

უკრაინაში მსურველები არიან და უკვე აღარ იღებენ. უკვე ორმა მეგობარმა მითხრა ნაცნობებს უნდოდათ და უარი უთხრესო. მილიონი კაცი ყავს უკრაინას იარაღით ხელში და კიდევ ამდენი რეზერვშია.

Akaki
43

რუსეთს და მის ვერაგ ზრახვებს! რუსეთის იმპერიიდან! "გაქცეული" თავის მოქალაქეები ხელს რომ უშლიდნენ! საოკუპაციო საზღვართან აკრეფავდა სათითაოდ! უკრაინა ამით გულს ნუ იმშვიდებს! ფრონტის ხაზზე რა სტატისტიკაა იმაზე იფიქროს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა იგეგმება? - რას ამბობენ კრემლში და რატომ გეგმავს დუმა საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს?

რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა იგეგმება? - რას ამბობენ კრემლში და რატომ გეგმავს დუმა საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს?

CNN-ის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება 200 000 ადამიანის მობილიზაციის შესახებ ახალ ტალღას გამოაცხადებს. ინფორმაციას კრემლი არ ადასტურებს. უფრო მეტიც, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასანდო უწოდა.

შეგახსენებთ, CNN-მა 24 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მობილიზაციის მორიგ ტალღას დააანონსებს. ამის შესახებ ტელეკომპანიას ამერიკელმა და დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა დაზვერვის მონაცემების მიხედვით განუცხადეს.

დასავლური დაზვერვის მაღალჩინოსანმა CNN-თან საუბრისას აღნიშნა, რომ პუტინს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება მობილიზაციის ახალი ტალღის შესახებ, რადგან "ის შეშფოთებულია საზოგადოების განწყობებითა და უარყოფითი ეკონომიკური შედეგებით".

ა.წ. იანვრის დასაწყისში უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა მზადდებოდა. უკრაინის სამხედრო დაზვერვა ამტკიცებდა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, კიდევ 500 000 ადამიანის მობილიზებას გეგმავდა. მობილიზაციის დაწყების სავარაუდო თარიღად კი 15 იანვარს ასახელებდნენ. უკრაინულმა მხარემ მაშინ არ დააკონკრეტა საიდან ჰქონდათ ინფორმაცია.

ასევე ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის 2022 წლის სექტემბერში გამოცემული ბრძანება მობილიზაციის შესახებ, კვლავ მოქმედია. ნოემბრის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მობილიზაცია დასრულდა, თუმცა ვლადიმერ პუტინმა ამის შესახებ ცალკე განკარგულებას ხელი არ მოაწერა. კრემლში განმარტეს, რომ მობილიზაციის შესახებ ბრძანება ძალაში რჩება, რადგან ჯარში გაწვევის გარდა, დოკუმენტი "სხვა ზომებსაც მოიცავს“.

რუსულ "ტელეგრამარხებზე" არ წყდება მითქმა-მოთქმა მოსალოდნელი მობილიზაციის თაობაზე. ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმამ კანონში შესატანი ცვლილებები მოამზადა, რომლებიც რუსეთის საზღვრის მანქანით გადაკვეთისას თარიღისა და დროის წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო წინადადება ტრანსპორტის კომიტეტის ხელმძღვანელმა ევგენი მოსკვიჩოვმა წარადგინა.

"რუსეთში საავტომობილო გზებისა და საგზაო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები გავრცელდება როგორც რუსეთის მოქალაქეების, ისე უცხოელების კუთვნილ ავტომანქანებზე. ამის შესახებ სააგენტო "ტასსი" იტყობინება. კანონპროექტი ჯერ არ გამოქვეყნებულა სახელმწიფო სათათბიროს მონაცემთა ბაზაში.

საზღვრის კვეთის ეს პროცედურა, სავარაუდოდ, 1-ლი მარტიდან ერთი წლის ვადით ამოქმედდება.

მძღოლები თარიღისა და დროის დაჯავშნას შეძლებენ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ელექტრონული სატრანსპორტო დოკუმენტების სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის პლატფორმის მეშვეობით. (შეგიძლიათ ამ თემაზე უფრო ვრცლად წაიკითხოთ bpn.ge-ზე)

შეგახსენებთ, 2022 წლის სექტემბერში, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ათასობით ადამიანმა გადაწყვიტა ქვეყნის დატოვება. სახმელეთო საზღვრებზე მრავალკილომეტრიანი რიგი გაჩნდა. რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მისი სიგრძე 20 კილომეტრზე მეტს აღწევდა. საზღვრის კვეთის მსურველებს რიგში ორი დღის განმავლობაში უწევდათ დგომა. 21 სექტემბრის შემდეგ პირველ სამ დღეში მხოლოდ საქართველოს საზღვარი სულ ცოტა 5 000 -მა ავტომობილმა გადმოკვეთა.