პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ტყუილია" - რას აცხადებენ პენიტენციურ დაწესებულებაში მაგდა პაპიძის ქორწინების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე?
"ეს ტყუილია" - რას აცხადებენ პენიტენციურ დაწესებულებაში მაგდა პაპიძის ქორწინების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე?

ორი დღეა მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს ცი­ხე­ში უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა­მის­ჯი­ლი მაგ­და პა­პი­ძე თა­ვის თა­ნაკ­ლა­სელ­ზე და­ქორ­წინ­და.

ერთ-ერთი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, ეს ინ­ფორ­მა­ცია მათ პა­პი­ძის ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა მი­ა­წო­და.

ambebi ge შე­ე­ცა­და ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნა პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

იქ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყვეს და გვი­თხრეს, რომ ეს სიც­რუ­ეა.

"მსგავ­სი რამ არ მომ­ხდა­რა, ეს ტყუ­ი­ლია", - ამ­ბო­ბენ უწყე­ბა­ში.

კა­ნო­ნით ქორ­წი­ნე­ბის უფ­ლე­ბა ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს, რო­გორც თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფს, ასე­ვე პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყოფ მსჯავ­რდე­ბულს, მათ შო­რის უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა მის­ჯილ­საც. პა­ტიმ­რო­ბა არ კრძა­ლავს ქორ­წი­ნე­ბას, მაგ­რამ თუ პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი პირი ქორ­წინ­დე­ბა, ასეთ დროს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე მი­მარ­თავს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლს გან­ცხა­დე­ბით, იქ ხდე­ბა ქორ­წი­ნე­ბის და­რე­გის­ტრი­რე­ბის მო­თხოვ­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქორ­წი­ნო ხე­ლის მო­წე­რას, როცა ხელს მსჯავ­რდე­ბუ­ლი აწერს, პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც იხ­დის მსჯავ­რდე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბას, იწ­ვე­ვენ ქორ­წი­ნე­ბის სახ­ლი­დან წარ­მო­მად­გე­ნელს და შეხ­ვედ­რე­ბის ოთახ­ში ხდე­ბა ქორ­წი­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა. ასეთ დროს ბუ­ნებ­რი­ვია პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­დის პირი, რო­მე­ლიც ქორ­წინ­დე­ბა მსჯავ­რდე­ბულ­ზე და ფორმ­დე­ბა ქორ­წი­ნე­ბა. ასე რომ, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მი­რე­ბის და მათი თან­ხმო­ბის გა­რე­შე მაგ­და პა­პი­ძე ვერ იქორ­წი­ნებ­და. უწყე­ბა­ში კი ცალ­სა­ხად ამ­ბო­ბენ, რომ მსგავს რა­მეს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ტყუ­ი­ლია.

შე­გახ­სე­ნებთ, ორ­მა­გი მკვლე­ლო­ბა დიღ­მის მა­სივ­ში, ფე­რა­ძის ქუ­ჩა­ზე 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში მოხ­და. მაგ­და პა­პი­ძე მე­უღ­ლის და შვი­ლის - ომარ და თორ­ნი­კე ქა­ფი­აშ­ვი­ლე­ბის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მკვლე­ლო­ბის დღეს­ვე და­ა­კა­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიცა
3

დარწმუნებული ვარ ყველას უნდოდა რომ ეს ქალი მართალი გამოსულიყო...თვალწინ მაქვს ვიდეოში ნანახი ეპიზოდი ბავშვი რომ პატარა ხელს კიდებს დედას (რომელმაც ჩაქუჩი იყიდა) და მინდობილად მიყვება სასაკლაოზე...ისე რაც ამ ქალის ოჯახის წევრების ქცევებს ვუყურე შიზოიდების არაადეკვატურ ქმედებებს ცემა-ტყეპას ეტყობა რაღაც პათოლოგიური გადახრები ამასაც აქვს თორემ ასე უგულოდ და დაგეგმილად დედისაგან შვილის გამეტება ჩემამდე არ დადის რა

 

სფინქსი
2

თვალები ადამიანის სულის სარკეაო და მართალია ამ შემთხვევაში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ეს ტყუილია" - რას აცხადებენ პენიტენციურ დაწესებულებაში მაგდა პაპიძის ქორწინების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე?

"ეს ტყუილია" - რას აცხადებენ პენიტენციურ დაწესებულებაში მაგდა პაპიძის ქორწინების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე?

ორი დღეა მედიასა და სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება ინფორმაცია, რომ თითქოს ციხეში უვადო პატიმრობამისჯილი მაგდა პაპიძე თავის თანაკლასელზე დაქორწინდა.

ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალების მტკიცებით, ეს ინფორმაცია მათ პაპიძის ოჯახის ახლობელმა მიაწოდა.

ambebi ge შეეცადა ეს ინფორმაცია გადაემოწმებინა პენიტენციურ დაწესებულებაში.

იქ გავრცელებული ამბავი კატეგორიულად უარყვეს და გვითხრეს, რომ ეს სიცრუეა.

"მსგავსი რამ არ მომხდარა, ეს ტყუილია", - ამბობენ უწყებაში.

კანონით ქორწინების უფლება ყველა ადამიანს აქვს, როგორც თავისუფლებაში მყოფს, ასევე პენიტენციური დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, მათ შორის უვადო პატიმრობა მისჯილსაც. პატიმრობა არ კრძალავს ქორწინებას, მაგრამ თუ პატიმრობაში მყოფი პირი ქორწინდება, ასეთ დროს დაინტერესებული მხარე მიმართავს იუსტიციის სახლს განცხადებით, იქ ხდება ქორწინების დარეგისტრირების მოთხოვნა. რაც შეეხება საქორწინო ხელის მოწერას, როცა ხელს მსჯავრდებული აწერს, პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც იხდის მსჯავრდებული პატიმრობას, იწვევენ ქორწინების სახლიდან წარმომადგენელს და შეხვედრების ოთახში ხდება ქორწინების რეგისტრაციის დადასტურება. ასეთ დროს ბუნებრივია პენიტენციურ დაწესებულებაში შედის პირი, რომელიც ქორწინდება მსჯავრდებულზე და ფორმდება ქორწინება. ასე რომ, პენიტენციური სამსახურის ინფორმირების და მათი თანხმობის გარეშე მაგდა პაპიძე ვერ იქორწინებდა. უწყებაში კი ცალსახად ამბობენ, რომ მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია და გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

შეგახსენებთ, ორმაგი მკვლელობა დიღმის მასივში, ფერაძის ქუჩაზე 2015 წლის დეკემბერში მოხდა. მაგდა პაპიძე მეუღლის და შვილის - ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა მკვლელობის დღესვე დააკავეს.