საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო დროს ცოლზე ეჭვიანობდა... ამწარებდა, სცემდა, მაგრამ პოლიციაში არავის დაურეკავს" - რას ჰყვება მეზობელი ნოდარ ათუაშვილზე, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა
"ბოლო დროს ცოლზე ეჭვიანობდა... ამწარებდა, სცემდა, მაგრამ პოლიციაში არავის დაურეკავს" - რას ჰყვება მეზობელი ნოდარ ათუაშვილზე, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა

მე­ზობ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირი, რო­მელ­მაც სა­გა­რე­ჯო­ში მე­ზობ­ლებ­სა და პო­ლი­ცი­ას ცე­ცხლი გა­უხ­სნა, ბოლო პე­რი­ოდ­ში ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, მა­მა­კა­ცი ჩა­კე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო.

"რო­გორც ვიცი, რო­დე­საც ბინა და­ცა­ლა, სამ­ზა­რე­უ­ლო და წყლის გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი ჰქონ­და წა­მო­სა­ღე­ბი და არ ატან­და. ირ­მამ (მე­უღ­ლემ) თქვა, რომ პო­ლი­ცი­ის დახ­მა­რე­ბით გა­ი­ტან­და. ნიკა (შვი­ლი) იყო კარ­გი და სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი, მა­მას­თა­ნაც ვიცი, რომ სა­უ­კე­თე­სო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. მამა ეხ­მა­რე­ბო­და შვილს, პრო­დუქ­ტი მოჰ­ქონ­და, ფულს სჩუქ­ნი­და, ყუ­რა­დღე­ბაც აქ­ცევ­და, მამა-შვილს ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქონ­და.

ზო­გა­დად, ნო­და­რი ჩა­კე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, მე­ზობ­ლებს არა­ფერს ერ­ჩო­და. იყო მო­მენ­ტი, რო­დე­საც გა­მარ­ჯო­ბას მე­ტყო­და, მე­ო­რე დღეს შე­საძ­ლოა, არც მომ­სალ­მე­ბო­და, თა­ვი­სე­ბუ­რი იყო. გა­მოვ­რი­ცხავ, ბი­ჭებ­თან მოს­ვლო­და კონ­ფლიქ­ტი.

მომ­ხდარს ვე­რა­ფერს ვუ­კავ­ში­რებ. ალ­ბათ უფრო, ბოლო დროს ცოლ­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და. ერ­თად ყოფ­ნის დროს ეჭ­ვი­ა­ნობ­და და რო­დე­საც გა­შორ­დნენ, მა­შინ უფრო არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი გახ­დე­ბო­და. ჩემი მე­ზო­ბე­ლი იყო, ერთი კე­დე­ლი გვყოფს, ამ­წა­რებ­და ცოლს. [თა­ნა­ცხოვ­რე­ბის დრო] სცემ­და...ბევ­რჯერ და­უ­რე­კავს მე­ზობ­ლის­თვის, უთ­ქვამს, რომ მე­უღ­ლე მცემს და პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კეთ, მაგ­რამ არა­ვის და­უ­რე­კავს, იმი­ტომ, რომ მე­ო­რე დღეს ისევ ერ­თად იყ­ვნენ“, - აღ­ნიშ­ნავს შო­რე­ნა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, მა­მა­კა­ცი მე­ზობ­ლებ­თან არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი არ ყო­ფი­ლა.

"ვი­ცო­დი მე­უღ­ლის­გან, რომ გა­ფორ­მე­ბუ­ლი ია­რა­ღი დაჰ­ქონ­და ჩან­თით და იმუქ­რე­ბო­და. მე­ზობ­ლებ­თან არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი არ იყო, მაგ­რამ ძა­ლი­ან უაზ­რო რა­ღა­ცებ­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და. ერთს ვი­ტყვი, რომ მიც­ვა­ლე­ბუ­ლი არც მა­ნავ­ში და­იკ­რძა­ლე­ბა, არც კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე, არც გზატ­კე­ცილ­ზე, მიც­ვა­ლე­ბულს კორ­პუს­ში არ მი­ვი­ღებთ.

ავ­ტო­ფა­რე­ხი ჰქონ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი კოს­ტა­ვა­ზე, უბან­ში, იქი­დან აიღო ია­რა­ღი და პირ­ვე­ლი კორ­პუ­სი­დან და­ი­წყო სრო­ლა, ჯერ გა­რეთ ის­რო­და, შემ­დეგ მი­ვი­და თა­ვის სახ­ლში. ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დით, რა ხდე­ბო­და“, - აღ­ნიშ­ნავს შო­რე­ნა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20 იან­ვარს, გვი­ან ღა­მით, სა­გა­რე­ჯო­ში ერთ-ერთი კორ­პუ­სის აივ­ნი­დან შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სრო­ლა და­ი­წყო. შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი. გარ­დაც­ვლილ­თა­გან 1 პო­ლი­ცი­ე­ლი, 4 კი იმ კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბია, სა­ი­და­ნაც და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ­მა პირ­მა ცე­ცხლი გახ­სნა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
4

Ყველა შეეწირა დროსტარების და ქეიფის მოყვარულთა საზოგადოებას გაანათლოთ

Iasha
1

ამ ქალის სურათს რატომ ასაჯაროებთ?მის მდგომარეობას, ამ სიტუაციაში(წარმოიდგინეთ მაინც) რატომ ამძიმებთ?!

ამ ქალმა დააშავა რამე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ბოლო დროს ცოლზე ეჭვიანობდა... ამწარებდა, სცემდა, მაგრამ პოლიციაში არავის დაურეკავს" - რას ჰყვება მეზობელი ნოდარ ათუაშვილზე, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა

"ბოლო დროს ცოლზე ეჭვიანობდა... ამწარებდა, სცემდა, მაგრამ პოლიციაში არავის დაურეკავს" - რას ჰყვება მეზობელი ნოდარ ათუაშვილზე, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა

მეზობლის ინფორმაციით, პირი, რომელმაც საგარეჯოში მეზობლებსა და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, ბოლო პერიოდში ყოფილ მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მამაკაცი ჩაკეტილი ადამიანი იყო.

"როგორც ვიცი, როდესაც ბინა დაცალა, სამზარეულო და წყლის გამაცხელებელი ჰქონდა წამოსაღები და არ ატანდა. ირმამ (მეუღლემ) თქვა, რომ პოლიციის დახმარებით გაიტანდა. ნიკა (შვილი) იყო კარგი და საუკეთესო ადამიანი, მამასთანაც ვიცი, რომ საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა. მამა ეხმარებოდა შვილს, პროდუქტი მოჰქონდა, ფულს სჩუქნიდა, ყურადღებაც აქცევდა, მამა-შვილს ცუდი ურთიერთობა არ ჰქონდა.

ზოგადად, ნოდარი ჩაკეტილი ადამიანი იყო, მეზობლებს არაფერს ერჩოდა. იყო მომენტი, როდესაც გამარჯობას მეტყოდა, მეორე დღეს შესაძლოა, არც მომსალმებოდა, თავისებური იყო. გამოვრიცხავ, ბიჭებთან მოსვლოდა კონფლიქტი.

მომხდარს ვერაფერს ვუკავშირებ. ალბათ უფრო, ბოლო დროს ცოლზე ეჭვიანობდა. ერთად ყოფნის დროს ეჭვიანობდა და როდესაც გაშორდნენ, მაშინ უფრო არაადეკვატური გახდებოდა. ჩემი მეზობელი იყო, ერთი კედელი გვყოფს, ამწარებდა ცოლს. [თანაცხოვრების დრო] სცემდა...ბევრჯერ დაურეკავს მეზობლისთვის, უთქვამს, რომ მეუღლე მცემს და პოლიციაში დარეკეთ, მაგრამ არავის დაურეკავს, იმიტომ, რომ მეორე დღეს ისევ ერთად იყვნენ“, - აღნიშნავს შორენა ყუშიტაშვილი.

მისივე თქმით, მამაკაცი მეზობლებთან არაადეკვატური არ ყოფილა.

"ვიცოდი მეუღლისგან, რომ გაფორმებული იარაღი დაჰქონდა ჩანთით და იმუქრებოდა. მეზობლებთან არაადეკვატური არ იყო, მაგრამ ძალიან უაზრო რაღაცებზე ეჭვიანობდა. ერთს ვიტყვი, რომ მიცვალებული არც მანავში დაიკრძალება, არც კოსტავას ქუჩაზე, არც გზატკეცილზე, მიცვალებულს კორპუსში არ მივიღებთ.

ავტოფარეხი ჰქონდა დაქირავებული კოსტავაზე, უბანში, იქიდან აიღო იარაღი და პირველი კორპუსიდან დაიწყო სროლა, ჯერ გარეთ ისროდა, შემდეგ მივიდა თავის სახლში. ვერ ვაცნობიერებდით, რა ხდებოდა“, - აღნიშნავს შორენა ყუშიტაშვილი.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 იანვარს, გვიან ღამით, საგარეჯოში ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, საიდანაც დანაშაულის ჩამდენმა პირმა ცეცხლი გახსნა.

ასევე იხილეთ: