საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვეწინააღმდეგებოდი, დამარტყა და გამაუპატიურა" - გოგონა, რომელიც დანი ალვესს სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს, დეტალურად იხსენებს ღამის კლუბში მომხდარს
"ვეწინააღმდეგებოდი, დამარტყა და გამაუპატიურა" - გოგონა, რომელიც დანი ალვესს სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს, დეტალურად იხსენებს ღამის კლუბში მომხდარს

ბრა­ზი­ლი­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, დანი ალ­ვე­სის გარ­შე­მო სკან­და­ლი გრძელ­დე­ბა. სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გი­რა­ოს შე­ტა­ნინს უფ­ლე­ბის გა­რე­შეა და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ჩვე­ნე­ბა მის­ცა გო­გო­ნამ, რო­მელ­მაც ფეხ­ბურ­თე­ლი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. 23 წლის გო­გო­ნამ სა­სა­მარ­თლო­ში მოყ­ვა თუ რა ხდე­ბო­და 30 დე­კემ­ბერს, ბარ­სე­ლო­ნას ღა­მის კლუბ Sutton-ში.

სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლი ამ­ბობს, რომ კლუბ­ში ღა­მის 2:00 სა­ათ­ზე, მე­გობ­რებ­თან ერ­თად წა­ვი­და. სა­ცეკ­ვაო ზო­ნა­ში მექ­სი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის მა­მა­კა­ცებ­მა ისი­ნი კლუ­ბის VIP ზო­ნა­ში და­პა­ტი­ჟეს, გო­გო­ე­ბი და­თან­ხმნენ და გაყვნენ.

ცოტა ხან­ში Sutton-ის მიმ­ტა­ნი მათ­თან მი­ვი­და და გო­გო­ნებს უთხრა, რომ კლუ­ბის ერთ-ერთი სტუ­მა­რი მათ ეპა­ტი­ჟე­ბო­და. გო­გო­ნებ­მა უა­რით გა­ის­ტუმ­რეს. თუმ­ცა მიმ­ტა­ნი უკან დაბ­რუნ­და და გო­გო­ნებს იგი­ვე შეს­თა­ვა­ზა, თან და­ა­მა­ტა, რომ ვი­ზი­ტო­რი მისი მე­გო­ბა­რია. სა­ბო­ლო­ოდ, გო­გო­ნე­ბი და­თან­ხმდნენ და VIP ზო­ნის სხვა მა­გი­დას­თან გა­და­ვიდ­ნენ.

თავ­და­პირ­ვე­ლად იმ მა­გი­დას­თან ორი კაცი და ორი ქალი იჯდა. სამი და­ქა­ლის გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, ქა­ლე­ბი ად­გნენ და წა­ვიდ­ნენ. მა­გი­დას­თან ერთ-ერთი კაცი ალ­ვე­სი იყო, მე­ო­რე კი - მისი მე­გო­ბა­რი.

ალ­ვე­სი გო­გო­ნებს გა­ეც­ნო, რო­გორც დანი, "პე­ტან­კის მო­თა­მა­შე“. თუმ­ცა იქვე მყოფ­მა მექ­სი­კელ­მა ბი­ჭებ­მა იც­ნეს ფეხ­ბურ­თე­ლი და უთხრეს ვინც არის.

გო­გო­ნას თქმით, ფეხ­ბურ­თელს სურ­და შამ­პა­ნუ­რით გა­მას­პინ­ძლე­ბა და სა­მი­ვე გო­გოს­თან და­უ­ყო­ნებ­ლივ ფლირტზე გა­და­ვი­და, არ ეშ­ვე­ბო­და და ბევ­რს ეხე­ბო­და.

ამის შემ­დეგ დანი მსხვერ­პლის უკან აღ­მოჩ­ნდა და ისეთ სი­ტყვებს ეუბ­ნე­ბო­და, რაც გო­გო­ნას არ ეს­მო­და - სა­ვა­რა­უ­დოდ, იმი­ტომ რომ პორ­ტუ­გა­ლი­უ­რად სა­უბ­რობ­და. გო­გო­ნა ყვე­ბა, რომ ამ მო­მენ­ტში ალ­ვეს­მა, ხელი და­ავ­ლო და პე­ნის­ზე ძა­ლით და­ა­დე­ბი­ნა და მი­უ­ხე­და­ვად წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა, მსგავ­სი რამ ორ­ჯერ გა­ი­მე­ო­რა.

  • შემ­დეგ, კა­რის­კენ მი­უ­თი­თა და მო­უ­წო­და, რომ გაჰ­ყო­ლო­და. ისი­ნი სა­პირ­ფა­რე­შო­ში გა­ვიდ­ნენ. გო­გო­ნა ამ­ტკი­ცებს, რომ რო­გორც კი და­ი­ნა­ხა, რომ სა­პირ­ფა­რე­შო­ში აღ­მოჩ­ნდნენ, წას­ვლა მო­ინ­დო­მა. მაგ­რამ ალ­ვეს­მა კარი და­კე­ტა და გას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა.

გო­გო­ნას თქმით, ალ­ვეს­მა კაბა აუ­წია, უთხრა, რომ ეთ­ქვა, - "პა­ტა­რა ძუკ­ნა ვარ“ და მას­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა აი­ძუ­ლა. სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლი ყვე­ბა, რომ ის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და, რის შემ­დე­გაც, ბრა­ზი­ლი­ელ­მა ხელი გა­არ­ტყა და გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა.

გო­გო­ნა ამ­ტკი­ცებს, რომ რო­დე­საც სა­პირ­ფა­რე­შო­დან გა­მო­ვი­და, VIP ოთახ­ში მისი მხო­ლოდ ერთი და­ქა­ლი დარ­ჩა. ატი­რე­ბულ გო­გო­ნას კლუ­ბის წევ­რებ­მა ჰკი­თხეს, რა მოხ­და. დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს. ოთახ­ში კლუ­ბის მე­ნე­ჯე­რიც იყო. მათ პო­ლი­ცია და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხეს, რო­მელ­მაც გო­გო­ნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა და შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვა ჩა­უ­ტარ­და.

სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნა­ში სა­უ­ბა­რია ტრავ­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა­ზე მი­უ­თი­თებს.

მომ­ხდა­რი­დან ორი დღის შემ­დეგ, გო­გო­ნამ პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა. მან სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნა და კაბა, რო­მე­ლიც იმ დღეს ეცვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით წა­რად­გი­ნა. პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. ალ­ვე­სი ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს.

ნა­ხეთ ასე­ვე: ბარ­სე­ლო­ნა­ში და­კა­ვე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მელ­საც სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს - რას აცხა­დებს სპორ­ტსმე­ნის მე­უღ­ლე?

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
$$$$
1

არ მესმის თუკი აშკარად არაადეკვატურად იქცეოდა ეს ბიჭი და აშკარად მიანიშნებდა რაც მისგან სურდა რატომ წაყვა დავიჯერო ასე გულუბრყვილოა?!პირიქით ასეთ ადამიანს განერიდებიან ან გარბიან მისგან. გაიგო მის წინ ვინც იყო და რა ჩიტი იყო შანსი გაეშვა ხელიდან?!...ცნობადი გახდება იქით რასაც ფულს გამოძალვს...ერთი სიტყვით მოიწყო ცხოვრება.

მმმ
1

ორი დღის მერე რატომ მივიდა? დიდ შარშია გახვეული ეს ფეხბურთელი. ამიტომ არ უნდა აუვარდეს თავში....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ვეწინააღმდეგებოდი, დამარტყა და გამაუპატიურა" - გოგონა, რომელიც დანი ალვესს სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს, დეტალურად იხსენებს ღამის კლუბში მომხდარს

"ვეწინააღმდეგებოდი, დამარტყა და გამაუპატიურა" - გოგონა, რომელიც დანი ალვესს სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს, დეტალურად იხსენებს ღამის კლუბში მომხდარს

ბრაზილიელი ფეხბურთელის, დანი ალვესის გარშემო სკანდალი გრძელდება. სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ფეხბურთელი გირაოს შეტანინს უფლების გარეშეა დაპატიმრებული.

სამართალდამცველებს ჩვენება მისცა გოგონამ, რომელმაც ფეხბურთელი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. 23 წლის გოგონამ სასამართლოში მოყვა თუ რა ხდებოდა 30 დეკემბერს, ბარსელონას ღამის კლუბ Sutton-ში.

სავარაუდო მსხვერპლი ამბობს, რომ კლუბში ღამის 2:00 საათზე, მეგობრებთან ერთად წავიდა. საცეკვაო ზონაში მექსიკური წარმომავლობის მამაკაცებმა ისინი კლუბის VIP ზონაში დაპატიჟეს, გოგოები დათანხმნენ და გაყვნენ.

ცოტა ხანში Sutton-ის მიმტანი მათთან მივიდა და გოგონებს უთხრა, რომ კლუბის ერთ-ერთი სტუმარი მათ ეპატიჟებოდა. გოგონებმა უარით გაისტუმრეს. თუმცა მიმტანი უკან დაბრუნდა და გოგონებს იგივე შესთავაზა, თან დაამატა, რომ ვიზიტორი მისი მეგობარია. საბოლოოდ, გოგონები დათანხმდნენ და VIP ზონის სხვა მაგიდასთან გადავიდნენ.

თავდაპირველად იმ მაგიდასთან ორი კაცი და ორი ქალი იჯდა. სამი დაქალის გამოჩენის შემდეგ, ქალები ადგნენ და წავიდნენ. მაგიდასთან ერთ-ერთი კაცი ალვესი იყო, მეორე კი - მისი მეგობარი.

ალვესი გოგონებს გაეცნო, როგორც დანი, "პეტანკის მოთამაშე“. თუმცა იქვე მყოფმა მექსიკელმა ბიჭებმა იცნეს ფეხბურთელი და უთხრეს ვინც არის.

გოგონას თქმით, ფეხბურთელს სურდა შამპანურით გამასპინძლება და სამივე გოგოსთან დაუყონებლივ ფლირტზე გადავიდა, არ ეშვებოდა და ბევრს ეხებოდა.

ამის შემდეგ დანი მსხვერპლის უკან აღმოჩნდა და ისეთ სიტყვებს ეუბნებოდა, რაც გოგონას არ ესმოდა - სავარაუდოდ, იმიტომ რომ პორტუგალიურად საუბრობდა. გოგონა ყვება, რომ ამ მომენტში ალვესმა, ხელი დაავლო და პენისზე ძალით დაადებინა და მიუხედავად წინააღმდეგობისა, მსგავსი რამ ორჯერ გაიმეორა.

  • შემდეგ, კარისკენ მიუთითა და მოუწოდა, რომ გაჰყოლოდა. ისინი საპირფარეშოში გავიდნენ. გოგონა ამტკიცებს, რომ როგორც კი დაინახა, რომ საპირფარეშოში აღმოჩნდნენ, წასვლა მოინდომა. მაგრამ ალვესმა კარი დაკეტა და გასვლის საშუალება არ მისცა.

გოგონას თქმით, ალვესმა კაბა აუწია, უთხრა, რომ ეთქვა, - "პატარა ძუკნა ვარ“ და მასთან სექსუალური კავშირის დამყარება აიძულა. სავარაუდო მსხვერპლი ყვება, რომ ის წინააღმდეგობას უწევდა, რის შემდეგაც, ბრაზილიელმა ხელი გაარტყა და გააუპატიურა.

გოგონა ამტკიცებს, რომ როდესაც საპირფარეშოდან გამოვიდა, VIP ოთახში მისი მხოლოდ ერთი დაქალი დარჩა. ატირებულ გოგონას კლუბის წევრებმა ჰკითხეს, რა მოხდა. დახმარება გაუწიეს. ოთახში კლუბის მენეჯერიც იყო. მათ პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რომელმაც გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანა და შესაბამისი კვლევა ჩაუტარდა.

სამედიცინო დასკვნაში საუბარია ტრავმებზე, რომლებიც წინააღმდეგობის გაწევაზე მიუთითებს.

მომხდარიდან ორი დღის შემდეგ, გოგონამ პოლიციას მიმართა. მან სამედიცინო დასკვნა და კაბა, რომელიც იმ დღეს ეცვა მტკიცებულების სახით წარადგინა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ალვესი ბრალდებას უარყოფს.

ნახეთ ასევე: ბარსელონაში დაკავებული მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, ციხეში გადაიყვანეს - რას აცხადებს სპორტსმენის მეუღლე?

  • ავტორი: ანრი კურტანიძე