მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაცხრილული ავტომობილები საგარეჯოში - ფოტორეპორტაჟი ტრაგედიის ადგილიდან
დაცხრილული ავტომობილები საგარეჯოში - ფოტორეპორტაჟი ტრაგედიის ადგილიდან

სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი სრო­ლის შე­დე­გად მოკ­ლულ­თა ცხედ­რე­ბი ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს თა­ვად ყო­ფი­ლი სამ­ხედ­როც, რო­მელ­მაც მე­ზობ­ლებს და ად­გილ­ზე გა­მო­ძა­ხე­ბულ პო­ლი­ცი­ას ცე­ცხლი გა­უხ­სნა.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად შემ­თხვე­ვის ად­გილს, კორ­პუს­ში, სა­ი­და­ნაც მა­მა­კა­ცი ის­რო­და, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ამ წუ­თებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს. კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია კვლავ პო­ლი­ცი­ის ყვი­თე­ლი ლენ­ტი­თაა შე­მო­სა­ზღვრუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი. გარ­დაც­ვლილ­თა­გან 1 პო­ლი­ცი­ე­ლი, 4 კი იმ კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბია, სა­დაც ყო­ფილ­მა სამ­ხედ­რომ ცე­ცხლი გახ­სნა.

ამას­თან, რო­გორც უწყე­ბის მო­რიგ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთ-ერთი ბი­ნის აივ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე­ჯერ გა­ის­რო­ლა 1974 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ნ.ა. მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ, თავი მო­იკ­ლა.

ფო­ტო­ე­ბი: გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლი, ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაიმეეეეე
1

როგორ შეიძლებ გიჟს იარაღი ჰქონდეს.

ეჰ
1

უნდა აიკრძალოს ყველანაირი ასაფეთქებლები. ხალხი ვერ მიხვდა ტყვიებს ისროდნენ თუ ხლაპუშკებს და გარეთ გამოვიდნენ. ავტომატის სროლა რო გაეგოთ გარეთ ვინ გამოვიდოდა? მთავრობა, ცოტა გამოფხიზლდი რა

ავტორი:

დაცხრილული ავტომობილები საგარეჯოში - ფოტორეპორტაჟი ტრაგედიის ადგილიდან

დაცხრილული ავტომობილები საგარეჯოში - ფოტორეპორტაჟი ტრაგედიის ადგილიდან

საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად მოკლულთა ცხედრები ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, მათ შორის ექსპერტიზაზე გადაასვენეს თავად ყოფილი სამხედროც, რომელმაც მეზობლებს და ადგილზე გამოძახებულ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა.

რაც შეეხება თავად შემთხვევის ადგილს, კორპუსში, საიდანაც მამაკაცი ისროდა, საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კორპუსის მიმდებარე ტერიტორია კვლავ პოლიციის ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

ამასთან, როგორც უწყების მორიგ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმეჯერ გაისროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

ფოტოები: გიორგი ჟამერაშვილი, ინტერპრესნიუსი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"