სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან და რას საქმიანობენ ალექსანდრე ორჯონიკიძე და შოთა აფხაიძე, რომლებსაც უკრაინამ სანქციები დაუწესა
ვინ არიან და რას საქმიანობენ ალექსანდრე ორჯონიკიძე და შოთა აფხაიძე, რომლებსაც უკრაინამ სანქციები დაუწესა

უკ­რა­ი­ნის მიერ სან­ქცი­რე­ბულ რუ­სე­თის, ბე­ლა­რუ­სის და უკ­რა­ი­ნის 198 მო­ქა­ლა­ქეს შო­რის არი­ან ბიზ­ნეს­მე­ნი ალექ­სან­დრე ორ­ჯო­ნი­კი­ძე და "კავ­კა­სი­ის ის­ლა­მუ­რი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, შოთა აფხა­ი­ძე. ისი­ნი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან.

  • ვინ არის ალექ­სან­დრე ორ­ჯო­ნი­კი­ძე?

ბიზ­ნეს­მე­ნი ალექ­სან­დრე ორ­ჯო­ნი­კი­ძე 1968 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს მოს­კოვ­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტი.

  • 1991 წლი­დან ის უცხო­ურ კომ­პა­ნი­ებ­ში მუ­შა­ობ­და,
  • 1997 წლი­დან კუ­რი­რებ­და კავ­ში­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ას­თან Sakhalin Energy Investment Company Ltd.
  • 2000 წლი­დან ის არის კომ­პა­ნია Noril'skgazprom-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე და კომ­პა­ნია Taymyrgaz-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.
  • 2002 წელს კომ­პა­ნია Noril'skgazprom-ის სა­თა­ვე­ში მო­ვი­და.
  • 2003 წლის ივ­ნის­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია НТВ-Плюс-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გახ­და.
  • 2005 წლი­დან კი მე­დი­აჰოლ­დინგ РЕН ТВ-ს ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში.
  • 2009 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში „ეროვ­ნუ­ლი მე­დია ჯგუ­ფის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გახ­და.

  • რა ვი­ცით შოთა აფხა­ი­ძე­ზე

რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, შოთა აფხა­ი­ძე არის შპს „აგრო-გეოს“ დი­რექ­ტო­რი და 50%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი. მისი პარტნი­ო­რი ასე­ვე 50%-იანი წი­ლით არის გულ­ბა­ათ რცხი­ლა­ძე. რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მი­ა­ნო­ბას, სა­წარ­მოს კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბი­თა და დის­ტრი­ბუ­ცი­ით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ შოთა აფხა­ი­ძე პარ­ლა­მენ­ტმა 2013 წლის იან­ვრის ამ­ნის­ტი­ის აქ­ტით, პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ვინ არიან და რას საქმიანობენ ალექსანდრე ორჯონიკიძე და შოთა აფხაიძე, რომლებსაც უკრაინამ სანქციები დაუწესა

ვინ არიან და რას საქმიანობენ ალექსანდრე ორჯონიკიძე და შოთა აფხაიძე, რომლებსაც უკრაინამ სანქციები დაუწესა

უკრაინის მიერ სანქცირებულ რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის 198 მოქალაქეს შორის არიან ბიზნესმენი ალექსანდრე ორჯონიკიძე და "კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დამფუძნებელი, შოთა აფხაიძე. ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან.

  • ვინ არის ალექსანდრე ორჯონიკიძე?

ბიზნესმენი ალექსანდრე ორჯონიკიძე 1968 წლის 7 ოქტომბერს მოსკოვში დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

  • 1991 წლიდან ის უცხოურ კომპანიებში მუშაობდა,
  • 1997 წლიდან კურირებდა კავშირებს საერთაშორისო კომპანიასთან Sakhalin Energy Investment Company Ltd.
  • 2000 წლიდან ის არის კომპანია Noril'skgazprom-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და კომპანია Taymyrgaz-ის გენერალური დირექტორი.
  • 2002 წელს კომპანია Noril'skgazprom-ის სათავეში მოვიდა.
  • 2003 წლის ივნისში ტელეკომპანია НТВ-Плюс-ის გენერალური დირექტორი გახდა.
  • 2005 წლიდან კი მედიაჰოლდინგ РЕН ТВ-ს ჩაუდგა სათავეში.
  • 2009 წლის ოქტომბერში „ეროვნული მედია ჯგუფის“ გენერალური დირექტორი გახდა.

  • რა ვიცით შოთა აფხაიძეზე

რეესტრის მონაცემებით, შოთა აფხაიძე არის შპს „აგრო-გეოს“ დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი. მისი პარტნიორი ასევე 50%-იანი წილით არის გულბაათ რცხილაძე. რაც შეეხება საქმიანობას, საწარმოს კვების პროდუქტების წარმოებითა და დისტრიბუციით არის დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ შოთა აფხაიძე პარლამენტმა 2013 წლის იანვრის ამნისტიის აქტით, პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. განაგრძეთ კითხვა