პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კახეთში ლევან ბერძენიშვილის მიერ ლექციის ჩატარება პროვოკაციული თემაა და დაპირისპირებას ითვალისწინებდა" - ვოლსკი
"კახეთში ლევან ბერძენიშვილის მიერ ლექციის ჩატარება პროვოკაციული თემაა და დაპირისპირებას ითვალისწინებდა" - ვოლსკი

ინ­ცი­დენტს „ალტ-ინფო“ წა­მო­ე­გე­ბა თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა, ეს არის შემ­თხვე­ვის ამ­ბა­ვი - კა­ხეთ­ში ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის მიერ ლექ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი თე­მაა და და­პი­რის­პი­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი პრო­ვო­კა­ტორ­თა სამ­სა­ხურ­ში ჩად­გა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ყვა­რელ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს ლექ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა.

ვოლ­სკი მი­იჩ­ნევს, რომ ყვა­რელ­ში "ზუს­ტად ის მოხ­და, რის­თვი­საც ეს ლექ­ცია იგეგ­მე­ბო­და."

"ლექ­ცი­ის ჩაშ­ლას რაც შე­ე­ხე­ბა, მი­მაჩ­ნია, რომ და­გეგ­მი­ლი იყო პრო­ვო­კა­ცია და ამ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­მო­ე­გო ად­ვი­ლად კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფი. არა­მარ­ტო კა­ხე­ლე­ბის­თვის, არა­მედ ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ქარ­თვე­ლე­ბის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც გა­აჩ­ნია ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს, არის რე­ა­ლო­ბა და ამ რე­ა­ლო­ბას ხში­რად გა­ი­მე­ო­რე­ბენ იმი­სათ­ვის, რომ ასე­თი ინ­ცი­დენ­ტე­ბი მოხ­დეს. ამ ინ­ცი­დენტს "ალტ-ინფო" წა­მო­ე­გე­ბა თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა, ეს არის შემ­თხვე­ვის ამ­ბა­ვი. რაც შე­ე­ხე­ბა კა­ხეთ­ში ლექ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის მიერ, ესეც რა­საკ­ვირ­ვე­ლია პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი თე­მაა, სულ რომ არ არ­სე­ბობ­დეს "ალტ- ინფო", ეს პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი თე­მაა და სწო­რე­დაც რომ ასეთ და­პი­რის­პი­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ეს პრო­ვო­კა­ცია. ზუს­ტად მოხ­და ის, რის­თვი­საც იგეგ­მე­ბო­და ეს ე.წ. ლექ­ცია. ფაქ­ტია, რომ პრო­ვო­კა­ცი­ის სუნი უდის ამას ყვე­ლა­ფერს და ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ჩად­გა პრო­ვო­კა­ტორ­თა სამ­სა­ხურ­ში.

უნდა და­ი­წყოს თუ არა გა­მო­ძი­ე­ბა, ეს გი­თხრან იმ სტრუქ­ტუ­რებ­მა, რომ­ლე­ბიც ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღონ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ ლექ­ცი­ის ჩაშ­ლა კი არა, ლექ­ტო­რე­ბის პან­ღუ­რე­ბით და ხე­ლით ცე­მის გა­მოგ­დე­ბის ფაქ­ტე­ბი ვი­ხი­ლეთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და არ დას­მუ­ლა შე­კი­თხვა, არის თუ არა გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი ეს შემ­თხვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც სა­დის­ტუ­რი ქცე­ვე­ბით იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მხრი­დან ლექ­ტო­რე­ბის მი­მართ და ეს სტუ­დენ­ტე­ბის ჯგუ­ფის ქცე­ვაც გარ­კვე­ულ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბის ნიშ­ნებს ატა­რებ­და. ორ­მა­გი სტან­დარ­ტი და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია. „ალტ-ინ­ფოს" კი­დევ მო­ვუ­წო­დებ, რომ ნუ და­ი­ჩე­მებს ქვეყ­ნის კუთ­ვნი­ლე­ბას (ნუ და­ი­ჩე­მებს, რომ ქვე­ყა­ნა მათ ეკუთ­ვნით),"- გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

15 იან­ვარს, ყვა­რელ­ში, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს ლექ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მი­ე­ცა. ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ახალ­გაზ­რდებს "ევ­როკ­ლუბ­ში" უნდა შეხ­ვედ­რო­და, თუმ­ცა მას "ალტ-ინ­ფოს" წევ­რებ­მა გზა გა­და­უ­კე­ტეს და ლექ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლავრენტი პავლოვიჩს,
2

ზვიადმა ეგ ლუსტრაცია ზეპირად გააკეთა, ხოლო მოღალატეების მამხილებელი საბუთები დააწვევინა, რატომ? მაგაზე არ გიფიქრიათ?

ალექს
7

ბერძენიშვილი რომელი , მამა რომ გენპროკურორის პერვი ზამი და უზენაესისაც რომ იყო , ანუ კომპარტიის ტროიკის წევრი იყო და 2 შვილი "დიდსიდენტი" გამოუვიდა ? მიშასი არ იყოს, ჩეკისტების დინასტიურ ოჯახში დემოკრატიის შუქად გამოანათა! ბევრს გჯერავთ ესა ? აბა ის რატომ არა გჯერავთ რომ ვოლსკი აღარაა საშიში, არც ტრიპოლსკი და საკალოვსკი, გადემოკრატდა , აღარაა ჩეკა ცეკა კგბ, მიშამ და ბეძენიშვილებმა თუ შეძლეს , ამ უცხოტომელებმა( გვარი !?) , ვოლსკი კარენნოი აჭარელია , თუ ხოჯევანქელი !?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

"კახეთში ლევან ბერძენიშვილის მიერ ლექციის ჩატარება პროვოკაციული თემაა და დაპირისპირებას ითვალისწინებდა" - ვოლსკი

"კახეთში ლევან ბერძენიშვილის მიერ ლექციის ჩატარება პროვოკაციული თემაა და დაპირისპირებას ითვალისწინებდა" - ვოლსკი

ინციდენტს „ალტ-ინფო“ წამოეგება თუ ნებისმიერი სხვა, ეს არის შემთხვევის ამბავი - კახეთში ბერძენიშვილის მიერ ლექციის ჩატარება პროვოკაციული თემაა და დაპირისპირებას ითვალისწინებდა, ბერძენიშვილი პროვოკატორთა სამსახურში ჩადგა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ყვარელში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების საშუალება არ მიეცა.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ ყვარელში "ზუსტად ის მოხდა, რისთვისაც ეს ლექცია იგეგმებოდა."

"ლექციის ჩაშლას რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ დაგეგმილი იყო პროვოკაცია და ამ პროვოკაციაზე წამოეგო ადვილად კონკრეტული ადამიანების ჯგუფი. არამარტო კახელებისთვის, არამედ ზოგადად, საქართველოსთვის, ქართველებისთვის შეურაცხმყოფელი პოზიცია, რომელიც გააჩნია ლევან ბერძენიშვილს, არის რეალობა და ამ რეალობას ხშირად გაიმეორებენ იმისათვის, რომ ასეთი ინციდენტები მოხდეს. ამ ინციდენტს "ალტ-ინფო" წამოეგება თუ ნებისმიერი სხვა, ეს არის შემთხვევის ამბავი. რაც შეეხება კახეთში ლექციის ჩატარებას ლევან ბერძენიშვილის მიერ, ესეც რასაკვირველია პროვოკაციული თემაა, სულ რომ არ არსებობდეს "ალტ- ინფო", ეს პროვოკაციული თემაა და სწორედაც რომ ასეთ დაპირისპირებას ითვალისწინებდა ეს პროვოკაცია. ზუსტად მოხდა ის, რისთვისაც იგეგმებოდა ეს ე.წ. ლექცია. ფაქტია, რომ პროვოკაციის სუნი უდის ამას ყველაფერს და ლევან ბერძენიშვილი ჩადგა პროვოკატორთა სამსახურში.

უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება, ეს გითხრან იმ სტრუქტურებმა, რომლებიც ვალდებულები არიან გადაწყვეტილება მიიღონ ამასთან დაკავშირებით. საინტერესო ის არის, რომ ლექციის ჩაშლა კი არა, ლექტორების პანღურებით და ხელით ცემის გამოგდების ფაქტები ვიხილეთ ტელევიზიაში და არ დასმულა შეკითხვა, არის თუ არა გამოსაძიებელი ეს შემთხვევები, რომელიც სადისტური ქცევებით იყო გამორჩეული სტუდენტების მხრიდან ლექტორების მიმართ და ეს სტუდენტების ჯგუფის ქცევაც გარკვეულ ორგანიზებულობის ნიშნებს ატარებდა. ორმაგი სტანდარტი დამაზიანებელია. „ალტ-ინფოს" კიდევ მოვუწოდებ, რომ ნუ დაიჩემებს ქვეყნის კუთვნილებას (ნუ დაიჩემებს, რომ ქვეყანა მათ ეკუთვნით),"- განაცხადა ვოლსკიმ.

15 იანვარს, ყვარელში, ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების შესაძლებლობა არ მიეცა. ბერძენიშვილი ახალგაზრდებს "ევროკლუბში" უნდა შეხვედროდა, თუმცა მას "ალტ-ინფოს" წევრებმა გზა გადაუკეტეს და ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.