საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"17 წელია, რაც საქართველოდან წამოვედი... ბინა არ მიყიდია თბილისში, მხოლოდ სოლოლაკის სახლი მაქვს ისევ, თუმცა დავეხმარე ახლობლებს" - როგორია ცუცა კაპანაძის ამერიკული ცხოვრება?
"17 წელია, რაც საქართველოდან წამოვედი... ბინა არ მიყიდია თბილისში, მხოლოდ სოლოლაკის სახლი მაქვს ისევ, თუმცა დავეხმარე ახლობლებს" - როგორია ცუცა კაპანაძის ამერიკული ცხოვრება?

სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს ხში­რად ვეხ­მი­ა­ნე­ბით ხოლ­მე. ამ სა­ა­ხალ­წლოდ ამე­რი­კა­ში მყოფ ცუცა კა­პა­ნა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით. რო­გორც ცუცა გვე­უბ­ნე­ბა, მე-17 წელი და­ი­წყო, რაც აშშ-ი იმ­ყო­ფე­ბა. ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე კი არის, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში 4 წე­ლი­წად­ში აპი­რებს დაბ­რუ­ნე­ბას.

ჩვე­ნი შეხ­მი­ა­ნე­ბა გა­უ­ხარ­და და ეს ინ­ტერ­ვი­უც მის­თვის ჩვე­ულ სტილ­ში, სულ ხუმ­რო­ბა­სა და სი­ცილ-სი­ცილ­ში ჩა­ვი­წე­რეთ...

- სექ­ტემ­ბერ­ში 17 წელი გახ­დე­ბა, რაც ამე­რი­კა­ში ვარ და არც კი მგო­ნია, თუ ამ­ხე­ლა დრო გა­ვი­და. თით­ქოს ახლა ჩა­მო­ვე­დიო. არ მინ­და, წლე­ბი და­ვით­ვა­ლო... ვერ ვი­ტყვი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ტი­უ­რი არ ვი­ყა­ვი - ტე­ლე­ვი­ზია, თე­ატ­რი, ბევ­რი რამ იყო, დრო იქაც გარ­ბო­და, მაგ­რამ, მას მერე, რაც დე­და­მი­წის ღერ­ძი გა­და­ი­ხა­რა, ვფიქ­რობ, ცხოვ­რე­ბა უფრო აჩ­ქარ­და. მალე თენ­დე­ბა და ღამ­დე­ბა. მო­ი­ხე­დავ და წე­ლიც გა­ვი­და... სკო­ლა­ში, ინ­სტი­ტუ­ტში რომ ვსწავ­ლობ­დი, დრო რო­დის გა­ვი­დო­და, იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, რომ სწავ­ლა მალე და­მეს­რუ­ლე­ბი­ნა... სო­ცი­ა­ლურ­მა ქსელ­მაც თით­ქოს მო­ნატ­რე­ბის გრძნო­ბა გა­აქ­რო, ყო­ველ წუთ­ში შე­გიძ­ლია, ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ნე­ბის­მი­ერს და­ე­ლა­პა­რა­კო. ამან ბევ­რი რამ კი გა­ა­ად­ვი­ლა, მაგ­რამ იმა­ზე არ ვფიქ­რობთ, რომ ამ აჩ­ქა­რე­ბა­ში წლე­ბი მალე მოგ­ვე­მა­ტა...

- რო­დე­საც ასაკ­ზე სა­უბ­რო­ბენ, ვფიქ­რობ, ამ დროს ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გან მდგო­მა­რე­ო­ბას მა­ინც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ლაღი, თა­ვი­სუ­ფა­ლი, შე­უ­პო­ვა­რი ადა­მი­ა­ნი, თით­ქოს ნაკ­ლე­ბად ბერ­დე­ბა... მი­მაჩ­ნია, რომ შენ ასეთ ადა­მი­ან­თა რიგს გა­ნე­კუთ­ვნე­ბი...

- მარ­თა­ლი ხარ, მაგ კა­ტე­გო­რი­ას მი­ვე­კუთ­ვნე­ბი, არ მინ­და, ასაკ­ზე ვი­ფიქ­რო, თუმ­ცა ასაკს არ ვმა­ლავ. 2 იან­ვარს 63 წლის გავ­ხდი. ამას რომ ვამ­ბობ, მე­უბ­ნე­ბი­ან, გა­ჩერ­დი, არ თქვაო. ხან­და­ხან რომ ვცელ­ქობ, ვან­ცობ, ვცეკ­ვავ, ვმხი­ა­რუ­ლობ, ჩემი კლა­სე­ლე­ბი მწე­რენ, რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ გი­ყუ­რებთ, გვგო­ნია, ასა­კი არ გვე­მა­ტე­ბაო... ერთი მხრივ, ეს კარ­გია. თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს აქვს თა­ვის სევ­და, სა­ფიქ­რა­ლი, რა­საც ზოგ­ჯერ ვე­რა­ვის მო­უყ­ვე­ბა და არც არის სა­ჭი­რო ზედ­მე­ტი წუ­წუ­ნი. რომ ივიშ­ვი­შო, რას გიშ­ვე­ლის?!. უა­რე­სია. ამი­ტომ ჩემს თავს ვე­უბ­ნე­ბი, - აბა, გამ­ხნევ­დი, შენი თა­ვის პატ­რო­ნი შენ ხარ. ცუდ­ზე არ იფიქ­რო, გა­ი­ღი­მე, იცეკ­ვე, იმ­ხი­ა­რუ­ლე... ესეც თე­რა­პი­აა და სხვა­ნა­ი­რად არც გა­მო­დის. თან, ამ დროს სხვებ­საც ამ­ხნე­ვებ...

- 2 იან­ვარს, ბე­დო­ბას ყო­ფილ­ხარ და­ბა­დე­ბუ­ლი...

- სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ყა­ვი, სო­ლო­ლაკ­ში მაქვს პა­ტა­რა ბინა და და­ბა­დე­ბის დღეს იქ აღ­ვნიშ­ნავ­დი. ინ­სტი­ტუ­ტის მე­გობ­რე­ბი 1-ელში მო­დი­ოდ­ნენ, თე­ატ­რის - ხალ­ხი 2-ში. ისი­ნი ახ­ლაც ასე არი­ან, ნა­წი­ლი 1-ელ­შიც მი­ლო­ცავს, ნა­წი­ლი - 2-ში... სა­ქარ­თვე­ლო­ში, ალ­ბათ, 5-6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვი­ღაც პი­როვ­ნე­ბა ჩემი სი­მაღ­ლის ვარ­დებს მიგ­ზავ­ნი­და. დღემ­დე არ ვიცი, ვინ იყო. რო­მე­ლი ინგა მე ვი­ყა­ვი, ან რო­მე­ლი მურ­ტა­ლო ის იყო, მაგ­რამ ასე ხდე­ბო­და. ვარ­დე­ბი მე­ზობ­ლის ბიჭს ამოჰ­ქონ­და. ვინ გა­მო­გა­ტა­ნა-მეთ­ქი? - ვე­კი­თხე­ბო­დი. არ ვიცი, ვი­ღაც კაცი იყოო.

- მას მერე კი­დევ ხომ არ შე­უხ­სე­ნე­ბია თავი?

- არ­სა­ი­დან ხმა, არ­სით ძა­ხი­ლი (იცი­ნის) და აქვე მახ­სენ­დე­ბა სიმ­ღე­რა: „ვარ­დე­ბი არ არი­ან“... ადრე ერთი გა­და­ცე­მა იყო, ნინო ზა­უ­ტაშ­ვილს და მე­რაბ ფი­ფი­ას მიჰ­ყავ­დათ. ერთხე­ლაც და­ბა­დე­ბის დღე­ზე ლა­პა­რა­კობ­დნენ და რა­ღაც კონ­ტექ­სტში მე მახ­სე­ნეს. რო­გორც ჩანს, მაგ დროს, მათ ერთი მო­ქე­ი­ფე ჯგუ­ფი უს­მენ­და, რა­ტომ­ღაც ჩათ­ვა­ლეს, რომ ჩემი და­ბა­დე­ბის დღე იყო და ჩემ­თან წა­მო­ვიდ­ნენ. სა­ღა­მო იყო, სახ­ლში ვი­ყა­ვი და ფან­ჯა­რას­თან ხმა შე­მო­მეს­მა - ქალ­ბა­ტო­ნო ცუ­ცა­აა - ვი­ღა­ცე­ბი ყვი­რი­ან. ამ შუ­ა­ღა­მი­სას ნე­ტავ, ვის გა­ვახ­სენ­დი-მეთ­ქი? გა­და­ვი­ხე­დე და ადა­მი­ა­ნე­ბი და­ბა­დე­ბის დღეს მი­ლო­ცავ­დნენ და დაბ­ლა ჩა­მობ­რძან­დი­თო - ქვე­მოთ მიხ­მობ­დნენ. მად­ლო­ბა, მაგ­რამ დღეს არ არის ჩემი და­ბა­დე­ბის დღე-მეთ­ქი. ჩა­მობ­რძან­დით, თო­რემ ყვე­ლა­ნი მანდ ამო­ვალ­თო. მე­ზობ­ლე­ბი რომ არ გა­და­რე­უ­ლიყ­ვნენ, სა­ერ­თო კო­რი­დო­რია, - ახ­ლა­ვე მოვ­დი­ვარ-მეთ­ქი... ჩა­ვე­დი. სა­ბარ­გუ­ლი გახ­სნეს, ერთი ყუთი შამ­პა­ნუ­რი გად­მო­ი­ღეს, შო­კო­ლა­დე­ბი, მერე ხელი მტა­ცეს და მან­ქა­ნის კა­პოტ­ზე შე­მომ­სვეს. შენ გა­გი­მარ­ჯოს მერ­ვეკ­ლა­სე­ლოო, - მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. ჩემი და­ბა­დე­ბის დღე იან­ვარ­შია, ახლა ზა­ფხუ­ლია, ცხე­ლა, ჯერ ად­რეა - ვუხ­სნი­დი. ახლა დაგ­ცხე­ბა შენ, და­ლიე, იცო­დეო...

...ჩემი მშობ­ლე­ბი რომ გარ­და­იც­ვალ­ნენ, უკვე 23 წე­ლია, პი­რა­დად მე და­ბა­დე­ბის დღეს აღარ ვიხ­დი... 40 წლის რომ გავ­ხდი, 12 თე­ბერ­ვალს მა­მა­ჩე­მი გარ­და­იც­ვა­ლა. ხომ ამ­ბო­ბენ, 40 წლის რომ გახ­დე­ბი, არ უნდა გა­და­ი­ხა­დოო. ეტყო­ბა, ეს ჩა­ვიხ­ვიე და ცუ­დად მე­ნიშ­ნა. ჩემს გამო მოხ­და-თქო... არა­და, მე არ გა­და­მიხ­დია, მე­გობ­რებ­მა ჩემ გამო რეს­ტო­რა­ნი და­ხუ­რეს... მას მერე იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ვნა შევ­წყვი­ტე. მა­მა­ჩე­მი 60 წლის იყო, დედა - 61-ის...

- არც ამე­რი­კა­ში იხდი და­ბა­დე­ბის დღეს?

- არა, მაგ­რამ მე­გობ­რე­ბი ხან რო­მელ ბარ­ში მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან, ხან - რო­მელ­ში. წელს მე­გო­ბარ­მა ანი გა­დე­ლი­ამ „მეტ­რო­პო­ლი­ტენ“ ოპე­რა­ში დამ­პა­ტი­ჟა, „ჯა­დოს­ნურ ფლე­ი­ტა­ზე“ ვი­ყა­ვით და ეს ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­ჩუ­ქა­რი იყო... 60 წლის რომ გავ­ხდი, ჩვე­ნი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა ლიკა სი­რელ­სონ­მა ითა­ვა და სი­ურპრი­ზი მო­მი­წყო. მთე­ლი სტუ­დია - ბავ­შვე­ბი, მშობ­ლე­ბი რეს­ტო­რან­ში შე­იკ­რიბ­ნენ.

ისე­თი მხი­ა­რუ­ლე­ბა იყო, აღა­რა­ვის უნ­დო­და სახ­ლში წას­ვლა. მერე ამ­ბობ­დნენ, შენი და­ბა­დე­ბის დღე რო­გო­რიც იყო, ასე­თი აქ არც ყო­ფი­ლაო. რო­გო­რიც ვარ, ისე­თი იყო ჩემი და­ბა­დე­ბის დღე-მეთ­ქი. არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ, იმ­დე­ნი ვი­ცეკ­ვე. არა­და, არ ვი­ცო­დი, თუ ამას აპი­რებ­დნენ, შოკი და­მე­მარ­თა, იმ­დე­ნი ხალ­ხი რომ და­ვი­ნა­ხე.

- შობა-ახალ წელს რო­გორ ხვდე­ბით ამე­რი­კა­ში ქარ­თვე­ლე­ბი?

- შო­ბას ზოგი რეს­ტო­რან­ში ხვდე­ბა, ზოგი სახ­ლს ქი­რა­ობს, სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად. მე ყო­ველ­თვის ჩემს მე­გობ­რებ­თან ვხვდე­ბო­დი - ლი­კას­თან და ვიქ­ტორ­თან, სა­კუ­თა­რი სახ­ლი აქვთ. წელს ქარ­თველ-იტა­ლი­ე­ლის რეს­ტო­რან­ში სა­ა­ხალ­წლო შოუს წაყ­ვა­ნა მთხო­ვეს. მშვე­ნი­ე­რი სა­ღა­მო გა­მო­ვი­და. რაც შე­ე­ხე­ბა შო­ბას, 7 იან­ვარს, ყო­ველ­თვის ეკ­ლე­სი­ა­ში ვარ. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია. წელ­საც ასე იყო.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა გიც­ნობ­და, უცებ ამე­რი­კა­ში აღ­მოჩ­ნდი, სა­დაც სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნი იყა­ვი... ემო­ცი­უ­რად რო­გო­რი იყო ეს?

- ძა­ლი­ან ძნე­ლია, როცა უცხო ქვე­ყა­ნა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად სე­რი­ო­ზულ ასაკ­ში მი­დი­ხარ. შენ ქვე­ყა­ნა­ში კი იყა­ვი პო­პუ­ლა­რუ­ლი, მაგ­რამ იქ არა­ვინ ხარ. მერე რა, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა გცნობ­და? მაგ­რამ მე ამ ქვეყ­ნის მად­ლო­ბე­ლი ვარ. თბი­ლად მი­მი­ღო, შე­მიყ­ვა­რა. ჩემი შრო­მით, კარ­გი სა­ბუ­თე­ბით მი­ვი­ღე ექ­სტრა­ორ­დი­ნა­რი, მწვა­ნე ბა­რა­თი, ორ წე­ლი­წად­ში კი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და უკვე ამ­დე­ნი წე­ლია, ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე ვარ... აშშ-ში ჩა­მოს­ვლამ­დე მსოფ­ლიო მქონ­და მოვ­ლი­ლი, ამე­რი­კა­შიც 7-ჯერ ვი­ყა­ვი გას­ტრო­ლებ­ზე ნა­ყო­ფი (პირ­ვე­ლად 1988 წელს), ევ­რო­პა და ია­პო­ნია - სად აღარ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ თუ სა­ცხოვ­რებ­ლად ოდეს­მე აქ ჩა­მო­ვი­დო­დი, ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი... არა­სო­დეს მი­ფიქ­რია... ისეთ დროს მო­მი­წია აქეთ წა­მოს­ვლამ, როცა აღაც „პა­სი­ან­სი“ იყო და თე­ატ­რშიც ხელ­ფა­სი 80 ლარი მქონ­და. ამი­ტომ, მე­გობ­რებ­მა მი­თხრეს, მოდი, ჩა­მო­დი, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სე შენი პი­რო­ბე­ბი, ნახე, გა­ი­კე­თე სა­ბუ­თე­ბი. თუ არ მო­გე­წო­ნე­ბა, რა და­გიშ­ლის, ად­გე­ბი და წახ­ვა­ლო. წა­მო­ვე­დი. ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი გა­ვი­უმ­ჯო­ბე­სე, მარ­თა­ლია, ბინა არ მი­ყი­დია თბი­ლის­ში, სო­ლო­ლა­კის სახ­ლი მაქვს ისევ მხო­ლოდ, მაგ­რამ მყოფ­ნის, თან, ისე­თი ხელ­ფა­სიც არ მაქვს, რომ ამას გას­წვდე­ნო­და. და­ვეხ­მა­რე ოჯა­ხის წევ­რებს, ახ­ლობ­ლებს...

- მგო­ნი, ერთ-ერთი მთა­ვა­რი მიღ­წე­ვა მა­ინც ისაა, რომ გახ­დი ძა­ლი­ან დიდი და შემ­დგა­რი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე....

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად, გე­თან­ხმე­ბი. თა­ვი­სუ­ფა­ლი ჩემს ქვე­ყა­ნა­შიც ვი­ყა­ვი, ვინ რას მიშ­ლი­და?! თა­ვი­სუფ­ლე­ბას გა­აჩ­ნია, რა გა­გე­ბით უდ­გე­ბი, თა­ვი­სუფ­ლე­ბა იმას არ ნიშ­ნავს, რაც მო­გინ­დე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თო, ჩარ­ჩო და სა­ზღვა­რი ყვე­ლა­ფერს აქვს. არის რა­ღა­ცე­ბი, როცა ზღვარს არ უნდა გა­დახ­ვი­დე. ბევ­რის უფ­ლე­ბა არ უნდა მის­ცე თავს. ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბაც ამას არ ნიშ­ნავს. აქ ცხოვ­რე­ბა დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას გაძ­ლევს, ბევ­რი რა­მის გა­და­ფა­სე­ბა გი­წევს. შენს ქვე­ყა­ნას სხვა თვა­ლით და სიყ­ვა­რუ­ლით უყუ­რებ. სხვა­ნა­ი­რად გტკი­ვა. შრო­მის და თი­თო­ე­უ­ლი თეთ­რის ფასს უფრო სწავ­ლობ და კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ხდე­ბი. ამ ქვეყ­ნის კა­ნონს პა­ტივს სცემ. სხვა უფ­ლე­ბა არ გაქვს, რად­გან აქ კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბაა... ნე­ტავ, სა­ქარ­თვე­ლო­ში შევ­ძლოთ ასე­ვე ცხოვ­რე­ბა. თუ კა­ნონ­მორ­ჩი­ლე­ბი არ ვიქ­ნე­ბით, დიდ­ხანს გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა. კა­ნო­ნი ყვე­ლას­თვის ერ­თნა­ი­რად უნდა არ­სე­ბობ­დეს...

- 2023 წელს რა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გეგ­მე­ბი გაქვს?

- ნიუ-იორ­კის ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი მუ­შა­ო­ბას იწყებს სპექ­ტაკლზე, რეზო კლდი­აშ­ვი­ლის „ია­დო­ნას თე­ატ­რი“. ორ­კა­ცი­ა­ნი პი­ე­საა, რო­მელ­საც ბა­ტო­ნი ნუგ­ზარ ბუ­ცხრი­კი­ძე დად­გამს, ამის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­მო­ვა. მე და მე­რაბ მა­ი­სუ­რა­ძე, მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ვი­თა­მა­შებთ. ნავ­სი გა­ტყდა, კო­ვი­დის მერე, თით­ქმის სამი წელი გა­ჩე­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ძნე­ლია, როცა შენს საყ­ვა­რელ საქ­მეს არ აკე­თებ. ეს არის საქ­მე, რო­მე­ლიც აქ ყვე­ლას გვა­ცო­ცხლებს. სულ ვამ­ბობთ, რომ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრმა და თე­ატრმა გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა. პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი, 2008 წლის 15 სექ­ტემ­ბერს რომ ვი­თა­მა­შეთ, და­ვიყ­ვი­რეთ, - „ჰოპ­ლა, ჩვენ ვცო­ცხლობთ“... ბავ­შვე­ბის თე­ატ­რი შევ­ქმე­ნი, 3 წლი­დან 10 წლამ­დე პა­ტა­რებ­თან ვმუ­შა­ობ და ივ­ნის­ში მექ­ნე­ბა სპექ­ტაკ­ლის „ბულ­ბუ­ლის იუ­ბი­ლე“ პრე­მი­ე­რა. აპ­რილ­ში გერ­მა­ნი­ა­ში და ეს­პა­ნეთ­ში გა­და­ღე­ბა მე­წყე­ბა. ნო­დარ მარ­შა­ნიშ­ვი­ლი მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან მხატ­ვრულ ფილ­მს „კარს მიღ­მა“ იღებს, სა­დაც მე­რაბ ნი­ნი­ძე თა­მა­შობს და ვთა­მა­შობ მეც. ესაა, ჯერ რაც ვიცი 2023 წლის­თვის. ყე­ლას გი­ლო­ცავთ ახა­ლი წლის დად­გო­მას და სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლებს გიგ­ზავ­ნით.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?!?!?!
1

საქართველო ემიგრანტების სასაფლაოდ იქცევა მალე, ახალგაზრდები გარბიან, მხოლოდ პენსიაზე გასული ემიგრანტები ბრუნდებიან,რადგანაც იქ იქაური სოციალური პენსიით თავის გატანა რთულია,სამაგიეროდ საქართველოში იცხოვრებ ფეხი ფეხზე გადადებული.

ემიგრანტი
3

უფალმა დაგლოცოს ..უმაგრესი ადამიანი ხარ..ყველას სიცოცხლეს გვიხალისებდი და მინდა ისევ დაბრუნდე და გაამხიარულო ქართული ტელევიზია...ჯამრთელობას გისურვებ❤❤

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"17 წელია, რაც საქართველოდან წამოვედი... ბინა არ მიყიდია თბილისში, მხოლოდ სოლოლაკის სახლი მაქვს ისევ, თუმცა დავეხმარე ახლობლებს" - როგორია ცუცა კაპანაძის ამერიკული ცხოვრება?

"17 წელია, რაც საქართველოდან წამოვედი... ბინა არ მიყიდია თბილისში, მხოლოდ სოლოლაკის სახლი მაქვს ისევ, თუმცა დავეხმარე ახლობლებს" - როგორია ცუცა კაპანაძის ამერიკული ცხოვრება?

საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ხშირად ვეხმიანებით ხოლმე. ამ საახალწლოდ ამერიკაში მყოფ ცუცა კაპანაძეს დავუკავშირდით. როგორც ცუცა გვეუბნება, მე-17 წელი დაიწყო, რაც აშშ-ი იმყოფება. ამერიკის მოქალაქე კი არის, მაგრამ საქართველოში 4 წელიწადში აპირებს დაბრუნებას.

ჩვენი შეხმიანება გაუხარდა და ეს ინტერვიუც მისთვის ჩვეულ სტილში, სულ ხუმრობასა და სიცილ-სიცილში ჩავიწერეთ...

- სექტემბერში 17 წელი გახდება, რაც ამერიკაში ვარ და არც კი მგონია, თუ ამხელა დრო გავიდა. თითქოს ახლა ჩამოვედიო. არ მინდა, წლები დავითვალო... ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში აქტიური არ ვიყავი - ტელევიზია, თეატრი, ბევრი რამ იყო, დრო იქაც გარბოდა, მაგრამ, მას მერე, რაც დედამიწის ღერძი გადაიხარა, ვფიქრობ, ცხოვრება უფრო აჩქარდა. მალე თენდება და ღამდება. მოიხედავ და წელიც გავიდა... სკოლაში, ინსტიტუტში რომ ვსწავლობდი, დრო როდის გავიდოდა, იმაზე ვფიქრობდი, რომ სწავლა მალე დამესრულებინა... სოციალურმა ქსელმაც თითქოს მონატრების გრძნობა გააქრო, ყოველ წუთში შეგიძლია, ინტერნეტის საშუალებით ნებისმიერს დაელაპარაკო. ამან ბევრი რამ კი გააადვილა, მაგრამ იმაზე არ ვფიქრობთ, რომ ამ აჩქარებაში წლები მალე მოგვემატა...

- როდესაც ასაკზე საუბრობენ, ვფიქრობ, ამ დროს ადამიანის შინაგან მდგომარეობას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს. ლაღი, თავისუფალი, შეუპოვარი ადამიანი, თითქოს ნაკლებად ბერდება... მიმაჩნია, რომ შენ ასეთ ადამიანთა რიგს განეკუთვნები...

- მართალი ხარ, მაგ კატეგორიას მივეკუთვნები, არ მინდა, ასაკზე ვიფიქრო, თუმცა ასაკს არ ვმალავ. 2 იანვარს 63 წლის გავხდი. ამას რომ ვამბობ, მეუბნებიან, გაჩერდი, არ თქვაო. ხანდახან რომ ვცელქობ, ვანცობ, ვცეკვავ, ვმხიარულობ, ჩემი კლასელები მწერენ, რა ბედნიერებაა, რომ გიყურებთ, გვგონია, ასაკი არ გვემატებაო... ერთი მხრივ, ეს კარგია. თუმცა ნებისმიერ ადამიანს აქვს თავის სევდა, საფიქრალი, რასაც ზოგჯერ ვერავის მოუყვება და არც არის საჭირო ზედმეტი წუწუნი. რომ ივიშვიშო, რას გიშველის?!. უარესია. ამიტომ ჩემს თავს ვეუბნები, - აბა, გამხნევდი, შენი თავის პატრონი შენ ხარ. ცუდზე არ იფიქრო, გაიღიმე, იცეკვე, იმხიარულე... ესეც თერაპიაა და სხვანაირად არც გამოდის. თან, ამ დროს სხვებსაც ამხნევებ...

- 2 იანვარს, ბედობას ყოფილხარ დაბადებული...

- სანამ საქართველოში ვიყავი, სოლოლაკში მაქვს პატარა ბინა და დაბადების დღეს იქ აღვნიშნავდი. ინსტიტუტის მეგობრები 1-ელში მოდიოდნენ, თეატრის - ხალხი 2-ში. ისინი ახლაც ასე არიან, ნაწილი 1-ელშიც მილოცავს, ნაწილი - 2-ში... საქართველოში, ალბათ, 5-6 წლის განმავლობაში, ვიღაც პიროვნება ჩემი სიმაღლის ვარდებს მიგზავნიდა. დღემდე არ ვიცი, ვინ იყო. რომელი ინგა მე ვიყავი, ან რომელი მურტალო ის იყო, მაგრამ ასე ხდებოდა. ვარდები მეზობლის ბიჭს ამოჰქონდა. ვინ გამოგატანა-მეთქი? - ვეკითხებოდი. არ ვიცი, ვიღაც კაცი იყოო.

- მას მერე კიდევ ხომ არ შეუხსენებია თავი?

- არსაიდან ხმა, არსით ძახილი (იცინის) და აქვე მახსენდება სიმღერა: „ვარდები არ არიან“... ადრე ერთი გადაცემა იყო, ნინო ზაუტაშვილს და მერაბ ფიფიას მიჰყავდათ. ერთხელაც დაბადების დღეზე ლაპარაკობდნენ და რაღაც კონტექსტში მე მახსენეს. როგორც ჩანს, მაგ დროს, მათ ერთი მოქეიფე ჯგუფი უსმენდა, რატომღაც ჩათვალეს, რომ ჩემი დაბადების დღე იყო და ჩემთან წამოვიდნენ. საღამო იყო, სახლში ვიყავი და ფანჯარასთან ხმა შემომესმა - ქალბატონო ცუცააა - ვიღაცები ყვირიან. ამ შუაღამისას ნეტავ, ვის გავახსენდი-მეთქი? გადავიხედე და ადამიანები დაბადების დღეს მილოცავდნენ და დაბლა ჩამობრძანდითო - ქვემოთ მიხმობდნენ. მადლობა, მაგრამ დღეს არ არის ჩემი დაბადების დღე-მეთქი. ჩამობრძანდით, თორემ ყველანი მანდ ამოვალთო. მეზობლები რომ არ გადარეულიყვნენ, საერთო კორიდორია, - ახლავე მოვდივარ-მეთქი... ჩავედი. საბარგული გახსნეს, ერთი ყუთი შამპანური გადმოიღეს, შოკოლადები, მერე ხელი მტაცეს და მანქანის კაპოტზე შემომსვეს. შენ გაგიმარჯოს მერვეკლასელოო, - მეუბნებოდნენ. ჩემი დაბადების დღე იანვარშია, ახლა ზაფხულია, ცხელა, ჯერ ადრეა - ვუხსნიდი. ახლა დაგცხება შენ, დალიე, იცოდეო...

...ჩემი მშობლები რომ გარდაიცვალნენ, უკვე 23 წელია, პირადად მე დაბადების დღეს აღარ ვიხდი... 40 წლის რომ გავხდი, 12 თებერვალს მამაჩემი გარდაიცვალა. ხომ ამბობენ, 40 წლის რომ გახდები, არ უნდა გადაიხადოო. ეტყობა, ეს ჩავიხვიე და ცუდად მენიშნა. ჩემს გამო მოხდა-თქო... არადა, მე არ გადამიხდია, მეგობრებმა ჩემ გამო რესტორანი დახურეს... მას მერე იუბილეს აღნიშვნა შევწყვიტე. მამაჩემი 60 წლის იყო, დედა - 61-ის...

- არც ამერიკაში იხდი დაბადების დღეს?

- არა, მაგრამ მეგობრები ხან რომელ ბარში მეპატიჟებიან, ხან - რომელში. წელს მეგობარმა ანი გადელიამ „მეტროპოლიტენ“ ოპერაში დამპატიჟა, „ჯადოსნურ ფლეიტაზე“ ვიყავით და ეს ყველაზე კარგი საჩუქარი იყო... 60 წლის რომ გავხდი, ჩვენი ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ლიკა სირელსონმა ითავა და სიურპრიზი მომიწყო. მთელი სტუდია - ბავშვები, მშობლები რესტორანში შეიკრიბნენ.

ისეთი მხიარულება იყო, აღარავის უნდოდა სახლში წასვლა. მერე ამბობდნენ, შენი დაბადების დღე როგორიც იყო, ასეთი აქ არც ყოფილაო. როგორიც ვარ, ისეთი იყო ჩემი დაბადების დღე-მეთქი. არ გავჩერებულვარ, იმდენი ვიცეკვე. არადა, არ ვიცოდი, თუ ამას აპირებდნენ, შოკი დამემართა, იმდენი ხალხი რომ დავინახე.

- შობა-ახალ წელს როგორ ხვდებით ამერიკაში ქართველები?

- შობას ზოგი რესტორანში ხვდება, ზოგი სახლს ქირაობს, სხვადასხვანაირად. მე ყოველთვის ჩემს მეგობრებთან ვხვდებოდი - ლიკასთან და ვიქტორთან, საკუთარი სახლი აქვთ. წელს ქართველ-იტალიელის რესტორანში საახალწლო შოუს წაყვანა მთხოვეს. მშვენიერი საღამო გამოვიდა. რაც შეეხება შობას, 7 იანვარს, ყოველთვის ეკლესიაში ვარ. ეს აუცილებელია. წელსაც ასე იყო.

- საქართველოში ყველა გიცნობდა, უცებ ამერიკაში აღმოჩნდი, სადაც სრულიად უცხო ადამიანი იყავი... ემოციურად როგორი იყო ეს?

- ძალიან ძნელია, როცა უცხო ქვეყანაში საცხოვრებლად სერიოზულ ასაკში მიდიხარ. შენ ქვეყანაში კი იყავი პოპულარული, მაგრამ იქ არავინ ხარ. მერე რა, თუ საქართველოში ყველა გცნობდა? მაგრამ მე ამ ქვეყნის მადლობელი ვარ. თბილად მიმიღო, შემიყვარა. ჩემი შრომით, კარგი საბუთებით მივიღე ექსტრაორდინარი, მწვანე ბარათი, ორ წელიწადში კი მოქალაქეობა და უკვე ამდენი წელია, ამერიკის მოქალაქე ვარ... აშშ-ში ჩამოსვლამდე მსოფლიო მქონდა მოვლილი, ამერიკაშიც 7-ჯერ ვიყავი გასტროლებზე ნაყოფი (პირველად 1988 წელს), ევროპა და იაპონია - სად აღარ ვყოფილვარ, მაგრამ თუ საცხოვრებლად ოდესმე აქ ჩამოვიდოდი, ვერც კი წარმოვიდგენდი... არასოდეს მიფიქრია... ისეთ დროს მომიწია აქეთ წამოსვლამ, როცა აღაც „პასიანსი“ იყო და თეატრშიც ხელფასი 80 ლარი მქონდა. ამიტომ, მეგობრებმა მითხრეს, მოდი, ჩამოდი, გაიუმჯობესე შენი პირობები, ნახე, გაიკეთე საბუთები. თუ არ მოგეწონება, რა დაგიშლის, ადგები და წახვალო. წამოვედი. ცხოვრების პირობები გავიუმჯობესე, მართალია, ბინა არ მიყიდია თბილისში, სოლოლაკის სახლი მაქვს ისევ მხოლოდ, მაგრამ მყოფნის, თან, ისეთი ხელფასიც არ მაქვს, რომ ამას გასწვდენოდა. დავეხმარე ოჯახის წევრებს, ახლობლებს...

- მგონი, ერთ-ერთი მთავარი მიღწევა მაინც ისაა, რომ გახდი ძალიან დიდი და შემდგარი ქვეყნის მოქალაქე....

- აბსოლუტურად, გეთანხმები. თავისუფალი ჩემს ქვეყანაშიც ვიყავი, ვინ რას მიშლიდა?! თავისუფლებას გააჩნია, რა გაგებით უდგები, თავისუფლება იმას არ ნიშნავს, რაც მოგინდება, ყველაფერი გააკეთო, ჩარჩო და საზღვარი ყველაფერს აქვს. არის რაღაცები, როცა ზღვარს არ უნდა გადახვიდე. ბევრის უფლება არ უნდა მისცე თავს. ამერიკაში ცხოვრებაც ამას არ ნიშნავს. აქ ცხოვრება დიდ გამოცდილებას გაძლევს, ბევრი რამის გადაფასება გიწევს. შენს ქვეყანას სხვა თვალით და სიყვარულით უყურებ. სხვანაირად გტკივა. შრომის და თითოეული თეთრის ფასს უფრო სწავლობ და კანონმორჩილი ხდები. ამ ქვეყნის კანონს პატივს სცემ. სხვა უფლება არ გაქვს, რადგან აქ კანონის უზენაესობაა... ნეტავ, საქართველოში შევძლოთ ასევე ცხოვრება. თუ კანონმორჩილები არ ვიქნებით, დიდხანს გაგვიჭირდება. კანონი ყველასთვის ერთნაირად უნდა არსებობდეს...

- 2023 წელს რა შემოქმედებითი გეგმები გაქვს?

- ნიუ-იორკის ქართული თეატრი მუშაობას იწყებს სპექტაკლზე, რეზო კლდიაშვილის „იადონას თეატრი“. ორკაციანი პიესაა, რომელსაც ბატონი ნუგზარ ბუცხრიკიძე დადგამს, ამისთვის საქართველოდან ჩამოვა. მე და მერაბ მაისურაძე, მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი ვითამაშებთ. ნავსი გატყდა, კოვიდის მერე, თითქმის სამი წელი გაჩერებულები ვიყავით. ძნელია, როცა შენს საყვარელ საქმეს არ აკეთებ. ეს არის საქმე, რომელიც აქ ყველას გვაცოცხლებს. სულ ვამბობთ, რომ ქართული კულტურის ცენტრმა და თეატრმა გადაგვარჩინა. პირველი სპექტაკლი, 2008 წლის 15 სექტემბერს რომ ვითამაშეთ, დავიყვირეთ, - „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“... ბავშვების თეატრი შევქმენი, 3 წლიდან 10 წლამდე პატარებთან ვმუშაობ და ივნისში მექნება სპექტაკლის „ბულბულის იუბილე“ პრემიერა. აპრილში გერმანიაში და ესპანეთში გადაღება მეწყება. ნოდარ მარშანიშვილი მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმს „კარს მიღმა“ იღებს, სადაც მერაბ ნინიძე თამაშობს და ვთამაშობ მეც. ესაა, ჯერ რაც ვიცი 2023 წლისთვის. ყელას გილოცავთ ახალი წლის დადგომას და საუკეთესო სურვილებს გიგზავნით.