მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე არ მომისმენია, არც ვაპირებ მოსმენას... " - რას აცხადებს გიული ალასანია გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე
"მე არ მომისმენია, არც ვაპირებ მოსმენას... " - რას აცხადებს გიული ალასანია გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე

არც მო­მის­მე­ნია, არც ყო­ფი­ლა, არც შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ბუ­ნე­ბა­ში ასე­თი რამე, გარ­და ამი­სა, კი­დე­ვაც რა­ღაც რომ ყო­ფი­ლი­ყო, რა­ტომ დღეს? - რამ­დე­ნა­დაც მი­თხრეს, 2 წლის წინ მოხ­და, ახლა რა­ტომ გა­ახ­სენ­დათ, იმი­ტომ, რომ ახლა პრო­ცე­სე­ბი მი­დის?! ჩემს შვილს რომ ავ­ნონ?! - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის დე­დამ, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გავ­რცე­ლე­ბულ ჩა­ნა­წერს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

გი­უ­ლი ალა­სა­ნია გავ­რცე­ლე­ბულ ჩა­ნა­წე­რებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს უკავ­ში­რებს.

"სა­ერ­თოდ არ მინ­და პა­სუ­ხი ამა­ზე, ეს სა­კი­თხი არ მა­ინ­ტე­რე­სებს, იმი­ტომ, რომ გა­მო­რი­ცხუ­ლია, მე რაც მო­ვის­მი­ნე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან, თურ­მე ნუ იტყვი ლა­მის აგენ­ტე­ბი ვართ მე და ჩემი შვი­ლი?!

მე არ მო­მის­მე­ნია, არც ვა­პი­რებ მოს­მე­ნას, მე მაქვს სრუ­ლი­ად სხვა აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი. არა­ნა­ი­რად არ ვა­დას­ტუ­რებ. მე რამ­დე­ნა­დაც მი­თხრეს 2 წლის წინ მოხ­და, ახლა რა­ტომ გა­ახ­სენ­დათ, იმი­ტომ, რომ ახლა პრო­ცე­სე­ბი მი­დის?! ჩემს შვილს რომ ავ­ნონ?! მე არ ვიცი ვისი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია, მაგ­რამ "რუს­თა­ვი 2"-ს უჩ­ვე­ნე­ბია. ვის უნდა ვუ­კავ­ში­რებ­დე? ეს თემა მე ამოვ­წუ­რე. არც მო­მის­მე­ნია, არც მინ­და, არც ყო­ფი­ლა, არც შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ბუ­ნე­ბა­ში ასე­თი რამე, გარ­და ამი­სა, კი­დე­ვაც რა­ღაც, რომ ყო­ფი­ლი­ყო, რა­ტომ დღეს?

ვინ არის გი­ორ­გი გა­ხა­რია? სა­ერ­თოდ არ მახ­სოვს. თქვენ რას მე­კი­თხე­ბით, მე არ მო­მის­მე­ნია, არ ვიცი მსგავ­სი არა­ფე­რი არ მახ­სოვს, რაც მო­მი­ყე­ვით. მე იცით ყვე­ლა­ზე მე­ტად რა მაკ­ვირ­ვებს ამ ის­ტო­რი­ა­ში? ეს ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც არ მოს­წრე­ბი­ან იმ საბ­ჭო­თა კავ­შირს, არ მოს­წრე­ბი­ან იმ რუ­სეთს, უმ­რავ­ლე­სო­ბამ რუ­სუ­ლიც არ იცის, უფრო ინ­გლი­სურ­ზე გა­და­ერ­თნენ, რამ შე­ა­ძუ­ლათ ეს ქვე­ყა­ნა და რამ შე­აყ­ვა­რათ ეს რუ­სე­თი?“ - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, ალა­სა­ნი­ას გან­მარ­ტე­ბით, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ მძი­მეა.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არის რთუ­ლი, ძა­ლი­ან რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­დათ გა­წე­ლონ პრო­ცე­სი, რომ ამა­სო­ბა­ში რო­გორ­მე აღარ იყოს ჩემი შვი­ლი. ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად შე­ვა­ფა­სებ ამე­რი­კე­ლი ექ­სპერ­ტის გუ­შინ მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბას, არა მარ­ტო გუ­შინ­დე­ლი, არა­მედ ყვე­ლა ვინც გა­მო­ვი­და ესე­ნი არი­ან უმაღ­ლე­სი კლა­სის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, ჩემი აზრი ასე­თია“,-აღ­ნიშ­ნა ალა­სა­ნი­ამ.

ცნო­ბის­თვის, ტე­ლე­კომ­პა­ნია “რუს­თა­ვი2“-მა აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წერ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დედა გი­უ­ლი ალა­სა­ნია ფი­გუ­რი­რებს და სა­უბ­რობს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე. ჩა­ნა­წერ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, გი­უ­ლი ალა­სა­ნია სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით ამ­ბობს, რომ "ძა­ლი­ან ეში­ნია" და "მთა­ვა­რი ის არის, რას ფიქ­რობს რუ­სე­თი ამ მო­მენ­ტში". ასე­ვე ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, გი­უ­ლი ალა­სა­ნია სა­უბ­რობს ოპო­ზი­ცი­ა­ზე და მათ "პა­რა­ზი­ტებს“ უწო­დებს. ჩა­ნა­წერ­ში სა­უ­ბა­რია გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­ზეც, რო­მელ­საც "მო­მავ­ლის­თვის ამ­ზა­დე­ბენ“. გარ­და ამი­სა, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში, ნახ­სე­ნე­ბია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც "რუ­სებს არ უნ­დათ”. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­კე­თე­ბუ­ლია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლამ­დე და უც­ნო­ბია, ვის ესა­უბ­რე­ბა გი­უ­ლი ალა­სა­ნია.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაგა
0

როდემდე უნდა ვითმინოთ ეს მავნებელი სააკაშვილების კლანი??

ალექს
0

ერთ ლარად უყიდია აღა გეურქას ქურქი , ამას ! ვისგან ? იმისგან, ვინც ქურქი მოპარა აღა გეურქას , იმას საიდან ქურქი ? მდგმურებს პარცავდა , სახლის პატრონი იყო და იმ ბეწვით ქურქი მოახვევინა ხელოსნებს ვერის და სატიოს ამქრებში !

ავტორი:

"მე არ მომისმენია, არც ვაპირებ მოსმენას... " - რას აცხადებს გიული ალასანია გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე

"მე არ მომისმენია, არც ვაპირებ მოსმენას... " - რას აცხადებს გიული ალასანია გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე

არც მომისმენია, არც ყოფილა, არც შეიძლება ყოფილიყო ბუნებაში ასეთი რამე, გარდა ამისა, კიდევაც რაღაც რომ ყოფილიყო, რატომ დღეს? - რამდენადაც მითხრეს, 2 წლის წინ მოხდა, ახლა რატომ გაახსენდათ, იმიტომ, რომ ახლა პროცესები მიდის?! ჩემს შვილს რომ ავნონ?! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რითაც გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა.

გიული ალასანია გავრცელებულ ჩანაწერებს მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე სასამართლო პროცესებს უკავშირებს.

"საერთოდ არ მინდა პასუხი ამაზე, ეს საკითხი არ მაინტერესებს, იმიტომ, რომ გამორიცხულია, მე რაც მოვისმინე ჟურნალისტებისგან, თურმე ნუ იტყვი ლამის აგენტები ვართ მე და ჩემი შვილი?!

მე არ მომისმენია, არც ვაპირებ მოსმენას, მე მაქვს სრულიად სხვა აქტუალური საკითხები. არანაირად არ ვადასტურებ. მე რამდენადაც მითხრეს 2 წლის წინ მოხდა, ახლა რატომ გაახსენდათ, იმიტომ, რომ ახლა პროცესები მიდის?! ჩემს შვილს რომ ავნონ?! მე არ ვიცი ვისი გამოქვეყნებულია, მაგრამ "რუსთავი 2"-ს უჩვენებია. ვის უნდა ვუკავშირებდე? ეს თემა მე ამოვწურე. არც მომისმენია, არც მინდა, არც ყოფილა, არც შეიძლება ყოფილიყო ბუნებაში ასეთი რამე, გარდა ამისა, კიდევაც რაღაც, რომ ყოფილიყო, რატომ დღეს?

ვინ არის გიორგი გახარია? საერთოდ არ მახსოვს. თქვენ რას მეკითხებით, მე არ მომისმენია, არ ვიცი მსგავსი არაფერი არ მახსოვს, რაც მომიყევით. მე იცით ყველაზე მეტად რა მაკვირვებს ამ ისტორიაში? ეს ახალგაზრდები, რომლებიც არ მოსწრებიან იმ საბჭოთა კავშირს, არ მოსწრებიან იმ რუსეთს, უმრავლესობამ რუსულიც არ იცის, უფრო ინგლისურზე გადაერთნენ, რამ შეაძულათ ეს ქვეყანა და რამ შეაყვარათ ეს რუსეთი?“ - განაცხადა ალასანიამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ალასანიას განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის რთული, ძალიან რთული მდგომარეობაა. მაქსიმალურად უნდათ გაწელონ პროცესი, რომ ამასობაში როგორმე აღარ იყოს ჩემი შვილი. ძალიან დადებითად შევაფასებ ამერიკელი ექსპერტის გუშინ მიცემულ ჩვენებას, არა მარტო გუშინდელი, არამედ ყველა ვინც გამოვიდა ესენი არიან უმაღლესი კლასის პროფესიონალები, ჩემი აზრი ასეთია“,-აღნიშნა ალასანიამ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გავრცელებული ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ფიგურირებს და საუბრობს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე. ჩანაწერში, სავარაუდოდ, გიული ალასანია სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ძალიან ეშინია" და "მთავარი ის არის, რას ფიქრობს რუსეთი ამ მომენტში". ასევე ჩანაწერის თანახმად, გიული ალასანია საუბრობს ოპოზიციაზე და მათ "პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში საუბარია გიორგი გახარიაზეც, რომელსაც "მომავლისთვის ამზადებენ“. გარდა ამისა, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, ნახსენებია ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც "რუსებს არ უნდათ”. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.