სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა, ყველა რუსი დედა მივიდეს მინდორში, სადაც მისი დამწვარი შვილი იწვება" - უკრაინელი ქალის უმძიმესი ისტორია, რომელმაც 20 წლის შვილის ცხედარი ბრძოლის ველიდან საბარგულით გამოიტანა
"მინდა, ყველა რუსი დედა მივიდეს მინდორში, სადაც მისი დამწვარი შვილი იწვება" - უკრაინელი ქალის უმძიმესი ისტორია, რომელმაც 20 წლის შვილის ცხედარი ბრძოლის ველიდან საბარგულით გამოიტანა

ამ ის­ტო­რი­ის გმი­რი ვი­ნი­ცას მცხოვ­რე­ბი ლუდ­მი­ლაა. მან უკ­რა­ი­ნის ომში ვაჟი და­კარ­გა. ის­ტო­რია, თუ რო­გორ და­იბ­რუ­ნა შვი­ლის ცხე­და­რი, შო­კის­მომ­გვრე­ლია.

ხერ­სო­ნის ოკუ­პა­ცი­ის პირ­ვე­ლი­ვე კვი­რებ­ში ლუდ­მი­ლამ მო­ა­ხერ­ხა და რუ­სე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ვი­და, რათა რო­გორ­მე გარ­დაც­ვლი­ლი ვა­ჟის მაქ­სი­მეს ცხე­და­რი და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა...

მაქ­სი­მე სულ რა­ღაც 20 წლის იყო.

დე­დას ყვე­ლა ნივ­თი, რო­მე­ლიც შვილს ახ­სე­ნებს, ლა­მა­ზად აქვს და­ლა­გე­ბუ­ლი. ფორ­მა, მედ­ლე­ბი და ჯილ­დო­ე­ბი სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბის­თვის, დიპ­ლო­მე­ბი, სკო­ლის ალ­ბო­მე­ბი, მისი სუ­ნა­მოს ბოთ­ლი, შრო­მის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი სუ­ვე­ნი­რე­ბი... ლუდ­მი­ლა ფრთხი­ლად ეხე­ბა ამ ნივ­თებს, თით­ქოს შვილს თმა­ზე ეფე­რე­ბა.

მაქ­სი­მე ხერ­სო­ნის მახ­ლობ­ლად და­ი­ღუ­პა, რო­დე­საც რუ­სებ­მა მისი ქვე­და­ნა­ყო­ფი გრა­დე­ბით და­ბომ­ბეს. ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჯა­რის­კა­ცი იყო, ლვოვ­ში მსა­ხუ­რობ­და და დე­დას არ უთხრა, რომ სამ­ხრეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ლუდ­მი­ლას შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ მის­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნა.

"მი­თხრა, რომ მაქ­სი­მე მოკ­ლეს და მეტი არა­ფე­რი მახ­სოვს. მხო­ლოდ ის ვიცი, რომ ბევ­რი ვიყ­ვი­რე. ნო­ვა­ია კა­ხოვ­კას გზატ­კე­ცილ­ზე და­ი­ღუ­პა, რო­გორც მივ­ხვდი, კა­ხოვ­კას ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის და­სა­ცა­ვად გაგ­ზავ­ნეს...“

ქალს გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლის ფოტო ამო­საც­ნო­ბად გა­უგ­ზავ­ნეს...

"შენ შინ ხარ, სა­ღა­მო დგე­ბა და გიჟ­დე­ბი, როცა წარ­მო­იდ­გენ, შენი შვი­ლი ღია მინ­დორ­ში გარ­დაც­ვლი­ლი რო­გორ წევს...

რო­დე­საც შვი­ლის სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში და­რე­კა, უთხრეს, რომ ცხედ­რის ჩა­მოს­ვე­ნე­ბას და­ლო­დე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ მიხ­ვდა, რომ ლო­დი­ნი აღარ შე­ეძ­ლო. აიღო რუკა და ქმარ­თან ერ­თად, შვი­ლის ცხედ­რის მო­სა­ძებ­ნად მან­ქა­ნით გა­ემ­გზავ­რა.

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ ტო­მა­რი­ნამ­დე მი­აღ­წი­ეს. იქ ქა­ო­სი დახ­ვდათ. ცენ­ტრში შეკ­რე­ბი­ლი ხალ­ხი ცდი­ლობ­და გა­ე­გო, რა იქ­ნე­ბო­და შემ­დგომ, რად­გან რუ­სე­ბი ახ­ლა­ხან იწყებ­დნენ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­სახ­ლე­ბას, ამი­ტომ ლუდ­მი­ლა­სა და მის ქმარს არა­ვინ აქ­ცევ­და დიდ ყუ­რა­დღე­ბას.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თან­ხლე­ბით ისი­ნი სოფ­ლის გა­რეთ გა­ვიდ­ნენ, სა­დაც მტერს პირ­ვე­ლი სა­გუ­შა­გო მო­ე­წყო. ლუდ­მი­ლას თქმით, იქ რუ­სე­ბი არ იყ­ვნენ. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა მა­მა­კა­ცებ­მა უთხრეს, რომ ისი­ნი ე.წ. DPR-დან იყ­ვნენ.

ლუდ­მი­ლას ქმარ­მა მო­ა­ხერ­ხა მო­ლა­პა­რა­კე­ბა "ბო­ე­ვი­კებ­თან" და ისი­ნი შე­თან­ხმდნენ, რომ დე­დას შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ად­გილ­ზე წა­იყ­ვან­დნენ. ლუდ­მი­ლა მათ მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­და, ქმა­რიც გაჰ­ყვა. ად­გილ­ზე რომ მი­ვიდ­ნენ, ქალი შვი­ლის ცხე­დარ­თან ახ­ლოს ვერ მი­ვი­და. უკვე მე­ო­რე კვი­რა იყო, რაც დამ­წვა­რი სხე­უ­ლი მინ­დორ­ში ეს­ვე­ნა...

გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლის სხე­უ­ლი სა­ბან­ში გა­ახ­ვი­ეს და მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში ჩა­დეს. რო­დე­საც უკან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, უკ­რა­ი­ნის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, პირ­ვე­ლი­ვე სა­გუ­შა­გო­ზე სთხო­ვეს, რომ სა­ბარ­გუ­ლი გა­ეხ­სნათ, მაგ­რამ რო­დე­საც გა­ი­გეს, სა­ი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ ცოლ-ქმა­რი, ისი­ნი გა­უშ­ვეს.

ქა­ლის თქმით, შვი­ლის ცხე­და­რი მორ­გში მი­ი­ტა­ნეს ამოც­ნო­ბა­ზე, სა­დაც დე­დას, მხო­ლოდ ხე­ლის ნა­წი­ლი აჩ­ვე­ნეს, ტა­ტუ­თი: "არა­სო­დეს და­ნებ­დე...“ ლუ­დას თქმით, მის შვილს თავი არ ჰქონ­და და გვა­მის სრუ­ლად ამოც­ნო­ბა ამი­ტომ არ მოხ­და.

ახლა ლუდ­მი­ლა ცდი­ლობს ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბით იცხოვ­როს, სამ­სა­ხურ­ში და­დის, ძაღლს ასე­ირ­ნებს. მაგ­რამ ამ­ბობს, რომ შიგ­ნით მუდ­მი­ვად რა­ღაც ეწ­ვის.

"არას­დროს მე­გო­ნა, რომ შე­იძ­ლე­ბო­და ამ­ხე­ლა სი­ძულ­ვი­ლი... როცა მტე­რი სუ­ლით, სხე­უ­ლის ყვე­ლა უჯრე­დით გძულს. ერთი პუ­ტი­ნი კი არა, მთე­ლი ერი გძულს, რად­გან რუ­სეთ­ში ერ­თზე მეტი პუ­ტი­ნია. სა­სიკ­ვდი­ლო ღი­ლა­კებს პუ­ტი­ნი არ აჭერს ხელს და ჩვენს შვი­ლებს პუ­ტი­ნი არ ეს­ვრის. მინ­და, მათ იგ­რძნონ ის, რაც ჩვენ ვიგ­რძე­ნით. მინ­და, ყვე­ლა რუსი დედა მი­ვი­დეს მინ­დორ­ში, სა­დაც მისი დამ­წვა­რი შვი­ლი იწ­ვე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ბარ­ბა­რო­სო­ბაა, მაგ­რამ მე ეს მინ­და“.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კატო
0

რამდენ სისასტიკეს იტევს დედამიწა. რამდენი რამის გადატანა უხდება ადამიანს.

ბაქარ
7

შემინდე უფალო, მწც მსურს რუსის ჯიში გადაშენდეს, თუ არ შემინდობს ღმერთი მაინც მსურს რუსი ერი გაწყდეს✌️❤️

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"მინდა, ყველა რუსი დედა მივიდეს მინდორში, სადაც მისი დამწვარი შვილი იწვება" - უკრაინელი ქალის უმძიმესი ისტორია, რომელმაც 20 წლის შვილის ცხედარი ბრძოლის ველიდან საბარგულით გამოიტანა

"მინდა, ყველა რუსი დედა მივიდეს მინდორში, სადაც მისი დამწვარი შვილი იწვება" - უკრაინელი ქალის უმძიმესი ისტორია, რომელმაც 20 წლის შვილის ცხედარი ბრძოლის ველიდან საბარგულით გამოიტანა

ამ ისტორიის გმირი ვინიცას მცხოვრები ლუდმილაა. მან უკრაინის ომში ვაჟი დაკარგა. ისტორია, თუ როგორ დაიბრუნა შვილის ცხედარი, შოკისმომგვრელია.

ხერსონის ოკუპაციის პირველივე კვირებში ლუდმილამ მოახერხა და რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შევიდა, რათა როგორმე გარდაცვლილი ვაჟის მაქსიმეს ცხედარი დაებრუნებინა...

მაქსიმე სულ რაღაც 20 წლის იყო.

დედას ყველა ნივთი, რომელიც შვილს ახსენებს, ლამაზად აქვს დალაგებული. ფორმა, მედლები და ჯილდოები სპორტული შეჯიბრებისთვის, დიპლომები, სკოლის ალბომები, მისი სუნამოს ბოთლი, შრომის გაკვეთილებზე დამზადებული სუვენირები... ლუდმილა ფრთხილად ეხება ამ ნივთებს, თითქოს შვილს თმაზე ეფერება.

მაქსიმე ხერსონის მახლობლად დაიღუპა, როდესაც რუსებმა მისი ქვედანაყოფი გრადებით დაბომბეს. ის პროფესიონალი ჯარისკაცი იყო, ლვოვში მსახურობდა და დედას არ უთხრა, რომ სამხრეთში გადაიყვანეს.

ლუდმილას შვილის გარდაცვალების შესახებ მისმა შეყვარებულმა შეატყობინა.

"მითხრა, რომ მაქსიმე მოკლეს და მეტი არაფერი მახსოვს. მხოლოდ ის ვიცი, რომ ბევრი ვიყვირე. ნოვაია კახოვკას გზატკეცილზე დაიღუპა, როგორც მივხვდი, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის დასაცავად გაგზავნეს...“

ქალს გარდაცვლილი შვილის ფოტო ამოსაცნობად გაუგზავნეს...

"შენ შინ ხარ, საღამო დგება და გიჟდები, როცა წარმოიდგენ, შენი შვილი ღია მინდორში გარდაცვლილი როგორ წევს...

როდესაც შვილის სამხედრო ნაწილში დარეკა, უთხრეს, რომ ცხედრის ჩამოსვენებას დალოდებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ მიხვდა, რომ ლოდინი აღარ შეეძლო. აიღო რუკა და ქმართან ერთად, შვილის ცხედრის მოსაძებნად მანქანით გაემგზავრა.

რამდენიმე საათის შემდეგ ტომარინამდე მიაღწიეს. იქ ქაოსი დახვდათ. ცენტრში შეკრებილი ხალხი ცდილობდა გაეგო, რა იქნებოდა შემდგომ, რადგან რუსები ახლახან იწყებდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასახლებას, ამიტომ ლუდმილასა და მის ქმარს არავინ აქცევდა დიდ ყურადღებას.

ადგილობრივების თანხლებით ისინი სოფლის გარეთ გავიდნენ, სადაც მტერს პირველი საგუშაგო მოეწყო. ლუდმილას თქმით, იქ რუსები არ იყვნენ. შეიარაღებულმა მამაკაცებმა უთხრეს, რომ ისინი ე.წ. DPR-დან იყვნენ.

ლუდმილას ქმარმა მოახერხა მოლაპარაკება "ბოევიკებთან" და ისინი შეთანხმდნენ, რომ დედას შვილის გარდაცვალების ადგილზე წაიყვანდნენ. ლუდმილა მათ მანქანაში ჩაჯდა, ქმარიც გაჰყვა. ადგილზე რომ მივიდნენ, ქალი შვილის ცხედართან ახლოს ვერ მივიდა. უკვე მეორე კვირა იყო, რაც დამწვარი სხეული მინდორში ესვენა...

გარდაცვლილი შვილის სხეული საბანში გაახვიეს და მანქანის საბარგულში ჩადეს. როდესაც უკან ბრუნდებოდნენ, უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე, პირველივე საგუშაგოზე სთხოვეს, რომ საბარგული გაეხსნათ, მაგრამ როდესაც გაიგეს, საიდან ბრუნდებოდნენ ცოლ-ქმარი, ისინი გაუშვეს.

ქალის თქმით, შვილის ცხედარი მორგში მიიტანეს ამოცნობაზე, სადაც დედას, მხოლოდ ხელის ნაწილი აჩვენეს, ტატუთი: "არასოდეს დანებდე...“ ლუდას თქმით, მის შვილს თავი არ ჰქონდა და გვამის სრულად ამოცნობა ამიტომ არ მოხდა.

ახლა ლუდმილა ცდილობს ნორმალური ცხოვრებით იცხოვროს, სამსახურში დადის, ძაღლს ასეირნებს. მაგრამ ამბობს, რომ შიგნით მუდმივად რაღაც ეწვის.

"არასდროს მეგონა, რომ შეიძლებოდა ამხელა სიძულვილი... როცა მტერი სულით, სხეულის ყველა უჯრედით გძულს. ერთი პუტინი კი არა, მთელი ერი გძულს, რადგან რუსეთში ერთზე მეტი პუტინია. სასიკვდილო ღილაკებს პუტინი არ აჭერს ხელს და ჩვენს შვილებს პუტინი არ ესვრის. მინდა, მათ იგრძნონ ის, რაც ჩვენ ვიგრძენით. მინდა, ყველა რუსი დედა მივიდეს მინდორში, სადაც მისი დამწვარი შვილი იწვება. შეიძლება ბარბაროსობაა, მაგრამ მე ეს მინდა“.

წყარო