რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის” ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა ქალაქი სოლედარი დაიკავეს და იქ დარჩენილი უკრაინული ძალები ალყაში მოაქციეს.
"ვაგნერის" ქვედანაყოფებმა აიღეს სოლედარის მთელი ტერიტორია. მიმდინარეობს ქუჩის ბრძოლები. დაკავებულთა რაოდენობა ხვალ გახდება ცნობილი“, - აღნიშნა „ვაგნერის” ხელმძღვანელმა.
პრიგოჟინმა გამოაქვეყნა საკუთარი ფოტო, სადაც ის მარილის მაღაროში, „ვაგნერის“ მებრძოლებით გარშემორტყმული იმყოფება. The Guardian-ი წერს, რომ ეს, შესაძლოა, მიზანმიმართული პასუხი იყო აშშ-ის ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც ბოლო დღეებში საჯაროდ აცხადებდნენ, რომ პრიგოჟინი დაინტერესებულია მარილისა და თაბაშირის მაღაროების ხელში ჩაგდებით.
თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სოლედარში მყოფი უკრაინელი სამხედროები მხოლოდ სანახევროდ მოექცნენ ალყაში. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, სოლედარის აღმოსავლეთ გარეუბნები რუსეთის საოკუპაციო ძალების კონტროლის ქვეშაა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინის სარდლობა გადაწყვეტს ჯარების გაყვანას სოლედარიდან, ეს არ იმოქმედებს ომის მიმდინარეობაზე.
რომელ მახეზე საუბრობ საერთოდ რა რუსებმა მოინდომეს შენ ქვეყანასთან ომი და შენ აიცილე თავიდან თუ რა აცილებაზე ამბობ უკრაინა თუ დაეცემოდა ჩვენ და მოლდოვას ზედ დაგვაყოლებდა პუტინი ანუ თუ ხარკოვი არ აუღია და არც ხერსონი არ აუღია არც ლიმანი არ აუღია აბა სად იბრძოდა რუსული ჯარი პოლონეთში თუ შვედეთში შენნაირებისთვის რომ გეკითხა 9 მაისს კიევში ჩაატარებდა პარადს პუტინი მაგრამ მოუჭერს. ახლა რაც შეეხება ომის დაწყებას და პირობებს 2014 წელს რომ შევიდა ყირიმში რუსეთი მაშინ უკრაინას ნეიტრალიტეტი ეწერა კონსტიტუციაში მაგრამ მაინც წაართვა ყირიმი დროებით რათქმაუნდა მაგრამ უკრაინის ტერიტორიის ანექსია მოახდინა რა წინა პირობა ქონდა ჩეჩნეთში რომ შევიდა და უზარმაზარი მსხვერპლი მოყვა ჩეჩნების იმ ომს რა პირობა ქონდა ჩვენთან რომ შემოვიდა აგერ უკვე რამდენიმე ათეული წელია რა პირობა ქონდა პოლონეთში რომ შევიდა ან ფინეთში ან რა ექნა უკრაინას რომელსაც უთხრა პუტინმა ზუსტად ომის დაწყების წინ რომ უკრაინელ ერს არ ვცნობ და არც უკრაინას როგორც სახელმწიფოსო შენი აზრით რა უნდა გაეკეთებინათ მოკლედ ამ ომს რუსეთი ვერ მოიგებს გინდა სოლედარი აიღოს და გინდა ბახმუტი იმიტომ რომ ეგ დროებითია მაინც დაკარგავს.
ბახმუტლები სად არიან .