სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გახდი ბესტსელერის ავტორი 2023-ის" მეორე ტურში ხმის მიცემა იწყება
"გახდი ბესტსელერის ავტორი 2023-ის" მეორე ტურში ხმის მიცემა იწყება

„გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2023“ ფი­ნა­ლურ ეტაპს უახ­ლოვ­დე­ბა. მკი­თხველს 10 იან­ვრი­დან ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, კონ­კურ­სის მე­ო­რე ტურ­ში გა­სულ 20 ავ­ტორს SMS-ების მეშ­ვე­ო­ბით და­უ­ჭი­როს მხა­რი.

ჟი­უ­რი­სა და ხალ­ხის რჩე­ულ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბის­თვის ხმის მი­ცე­მა 31 იან­ვარს დას­რულ­დე­ბა, 1-ელ თე­ბერ­ვალს კი მაქ­სი­მუმ სამი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­ცხად­დე­ბა, რო­მელ­თა­გა­ნაც ერთი მკი­თხვე­ლის რჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა, ხოლო 2 - ჟი­უ­რის.

რაც შე­ე­ხე­ბა ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რას:

  • ვებგ­ვერ­დზე ხმის მი­ცე­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის მეშ­ვე­ო­ბით;
  • ხმის მი­სა­ცე­მად სა­ჭი­როა მომ­ხმა­რე­ბელ­მა შე­სა­ბა­მის ველ­ში შე­იყ­ვა­ნოს თა­ვი­სი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი და და­ა­ჭი­როს ღი­ლაკს - „SMS კო­დის მი­ღე­ბა“. მაქ­სი­მუმ 1 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ხმა­რე­ბე­ლი მი­ი­ღებს SMS კოდს, რო­მელ­საც ხმის მი­ცე­მის­თვის ჩა­წერს ველ­ში SMS კოდი.

თუკი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ერთი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ მი­ი­ღებს SMS კოდს, კო­დის გან­მე­ო­რე­ბით მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა 1 წუ­თის გას­ვლის შემ­დეგ. ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რა უფა­სოა.

  • ტე­ლე­ფო­ნის ერთი ნომ­რი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლია ერთ ნა­წარ­მო­ებს ხმა მის­ცეთ მხო­ლოდ ერთხელ კონ­კურ­სის თი­თო­ე­ულ ტურ­ში.
  • ტე­ლე­ფო­ნის ერთი ნომ­რი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლია ხმა მის­ცეთ ნე­ბის­მი­ე­რი რა­ო­დე­ნო­ბის ნა­წარ­მო­ებს.

პირ­ველ ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 85-მა კონ­კურ­სან­ტმა, სა­ი­და­ნაც მე­ო­რე ეტაპ­ზე მოხ­ვდნენ შემ­დე­გი ავ­ტო­რე­ბი:

ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი: ანი ბა­ლი­აშ­ვი­ლი, ანა ჩა­ბა­ი­ძე, ანა ძა­ძა­მია, ლუკა ხა­ტი­აშ­ვი­ლი, ნუ­ცი­კო თხე­ლი­ძე, ქეთი ხინ­თი­ბა­ძე, მი­ხა­ილ ედი­შე­რაშ­ვი­ლი, ნა­ტა­ლია ზარ­ნა­ძე, ნინო ჭკუ­ა­სე­ლი, რუ­სუ­დან ტყე­მა­ლა­ძე.

ხალ­ხის რჩე­უ­ლი: მათე ბა­ღაშ­ვი­ლი, მა­რი­ამ გა­ბუ­ნია, მარი შუ­კა­კიშ­ვი­ლი, ფიქ­რია ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი, ანი ჩა­ჩი­ბა­ია, ტატო ჰენ­კე­ლი, ნი­კო­ლოზ ყვა­ვა­ძე, მა­რი­ამ ნი­კო­ლა­ვა, ვერა გუ­გუ­ჩია და ივა ვა­სი­ლე­ვი.

„პა­ლიტ­რა L“ უკვე მე-5 წე­ლია კონ­კურ­სის მეშ­ვე­ო­ბით გა­ნაგ­რძობს ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნას და წელ­საც „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2023“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი თა­ვი­ანთ ნა­მუ­შევ­რებს მკი­თხველ­თა ფარ­თო წრე­ებს გა­აც­ნო­ბენ.

ხმის მი­ცე­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სამი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა და მკი­თხველს მათ­თან პი­რა­დად შეხ­ვედ­რის სა­შუ­ა­ლე­ბაც მი­ე­ცე­მა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"გახდი ბესტსელერის ავტორი 2023-ის" მეორე ტურში ხმის მიცემა იწყება

"გახდი ბესტსელერის ავტორი 2023-ის" მეორე ტურში ხმის მიცემა იწყება

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“ ფინალურ ეტაპს უახლოვდება. მკითხველს 10 იანვრიდან ეძლევა შესაძლებლობა, კონკურსის მეორე ტურში გასულ 20 ავტორს SMS-ების მეშვეობით დაუჭიროს მხარი.

ჟიურისა და ხალხის რჩეულთა ნამუშევრებისთვის ხმის მიცემა 31 იანვარს დასრულდება, 1-ელ თებერვალს კი მაქსიმუმ სამი გამარჯვებული გამოცხადდება, რომელთაგანაც ერთი მკითხველის რჩეული იქნება, ხოლო 2 - ჟიურის.

რაც შეეხება ხმის მიცემის პროცედურას:

  • ვებგვერდზე ხმის მიცემა ხორციელდება მობილური ტელეფონის ნომრის მეშვეობით;
  • ხმის მისაცემად საჭიროა მომხმარებელმა შესაბამის ველში შეიყვანოს თავისი ტელეფონის ნომერი და დააჭიროს ღილაკს - „SMS კოდის მიღება“. მაქსიმუმ 1 წუთის განმავლობაში მომხმარებელი მიიღებს SMS კოდს, რომელსაც ხმის მიცემისთვის ჩაწერს ველში SMS კოდი.

თუკი მომხმარებელი ერთი წუთის განმავლობაში ვერ მიიღებს SMS კოდს, კოდის განმეორებით მიღება შესაძლებელი იქნება 1 წუთის გასვლის შემდეგ. ხმის მიცემის პროცედურა უფასოა.

  • ტელეფონის ერთი ნომრიდან შესაძლებელია ერთ ნაწარმოებს ხმა მისცეთ მხოლოდ ერთხელ კონკურსის თითოეულ ტურში.
  • ტელეფონის ერთი ნომრიდან შესაძლებელია ხმა მისცეთ ნებისმიერი რაოდენობის ნაწარმოებს.

პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო 85-მა კონკურსანტმა, საიდანაც მეორე ეტაპზე მოხვდნენ შემდეგი ავტორები:

ჟიურის რჩეული: ანი ბალიაშვილი, ანა ჩაბაიძე, ანა ძაძამია, ლუკა ხატიაშვილი, ნუციკო თხელიძე, ქეთი ხინთიბაძე, მიხაილ ედიშერაშვილი, ნატალია ზარნაძე, ნინო ჭკუასელი, რუსუდან ტყემალაძე.

ხალხის რჩეული: მათე ბაღაშვილი, მარიამ გაბუნია, მარი შუკაკიშვილი, ფიქრია ყუშიტაშვილი, ანი ჩაჩიბაია, ტატო ჰენკელი, ნიკოლოზ ყვავაძე, მარიამ ნიკოლავა, ვერა გუგუჩია და ივა ვასილევი.

„პალიტრა L“ უკვე მე-5 წელია კონკურსის მეშვეობით განაგრძობს ნიჭიერი ავტორების აღმოჩენას და წელსაც „გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“ გამარჯვებულები თავიანთ ნამუშევრებს მკითხველთა ფართო წრეებს გააცნობენ.

ხმის მიცემის დასრულების შემდეგ სამი გამარჯვებულის ნამუშევარი გამოქვეყნდება და მკითხველს მათთან პირადად შეხვედრის საშუალებაც მიეცემა.

R