სამართალი
პოლიტიკა

20

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოკავშირე კი არა, ოკუპანტი ხარ!.. რუსეთო, ხელები შორს სომხეთისგან!" - აქცია გიუმრის ბაზასთან და 70-მდე დაკავებული აქტივისტი: სომხები აცხადებენ, რომ ეს პროტესტის დასაწყისია...
"მოკავშირე კი არა, ოკუპანტი ხარ!.. რუსეთო, ხელები შორს სომხეთისგან!"  - აქცია გიუმრის ბაზასთან და 70-მდე დაკავებული აქტივისტი: სომხები აცხადებენ, რომ ეს პროტესტის დასაწყისია...

სომ­ხუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, გი­უმ­რის სამ­ხედ­რო ბა­ზას­თან გა­მარ­თულ ან­ტი­რუ­სულ აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი 70-მდე ადა­მი­ა­ნი­დან, ნა­წი­ლი უკვე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია.

მე­დი­ის ცნო­ბით, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ქა­ლაქ გი­უმ­რი­ში შე­სას­ვლე­ლის ჩა­კეტ­ვას ცდი­ლობ­დნენ. პრო­ტეს­ტის მი­ზე­ზი ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბი გახ­და, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ეკო­აქ­ტი­ვის­ტე­ბის მიერ ლა­ჩი­ნის დე­რეფ­ნის ჩა­კეტვის შემ­დეგ, კი­დევ უფრო გამ­წვავ­და.

kavkazuzel.eu -ს ცნო­ბით, უკვე მე­ო­თხე კვი­რაა მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ლა­ჩი­ნის დე­რე­ფა­ნი ბლო­კი­რე­ბუ­ლია, რა­მაც რე­გი­ონ­ში სურ­სა­თის და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი გა­მო­იწ­ვია. არ არ­სე­ბობს სა­რე­ზერ­ვო ფონ­დე­ბი.

პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პო­ლუ­სის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სომ­ხეთ­ში რუ­სე­თის 102-ე ბა­ზის შე­სას­ვლე­ლის დაბ­ლოკ­ვის მცდე­ლო­ბი­სას, რუ­სეთს სომ­ხე­თი­დან გას­ვლის­კენ მო­უ­წო­დეს.

აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და დე­ვი­ზით: "ბლო­კი­რე­ბა ბლო­კა­დის დას­რუ­ლე­ბის­თვის!" აქ­ტი­ვის­ტებ­მა რუ­სუ­ლი ბა­ზის ყვე­ლა შე­სას­ვლელ-გა­მო­სას­ვლე­ლის გა­და­კეტ­ვა სცა­დეს.

"რუ­სე­თო, ხე­ლე­ბი შორს სომ­ხე­თის­გან!" "გახ­სე­ნით სი­ცო­ცხლს გზა!" "არა რუ­სულ-თურ­ქულ ოკუ­პა­ცი­ას!" "სა­ერ­თა­შო­რი­სო მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბი გვჭირ­დე­ბა!.." "მო­კავ­ში­რე კი არა, ოკუ­პან­ტი ხარ!" - ამ და სხვა, მსგავ­სი ში­ნა­არ­სის საპ­რო­ტეს­ტო მი­მარ­თვებს, რო­გორც ჩანს, გი­უმ­რის რუ­სუ­ლი ბა­ზის ბი­ნად­რე­ბი კი­დევ არა­ერ­თხელ მო­ის­მე­ნენ... ლა­ჩი­ნის დე­რე­ფა­ნი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის სომ­ხეთ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ერ­თა­დერ­თი გზაა. სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის 2020 წლის ომის შემ­დეგ და­დე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, ლა­ჩი­ნის დე­რე­ფანს აკონ­ტრო­ლებს ბაქო, რო­მელ­თაც რუ­სე­თის სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბენ.

ად­გი­ლობ­რი­ვი კვლე­ვის ცენ­ტრის "მო­დუს ვი­ვენ­დის" ცნო­ბით, რუ­სე­თი რომ ას­რუ­ლებ­დეს შე­თან­ხმე­ბას სომ­ხეთ­თან, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის მო­სახ­ლე­ო­ბა ამ დღე­ში არ ჩა­ვარ­დე­ბო­და.

მისი წარ­მო­მად­გენ­ლის, არა პა­პი­ა­ნის თქმით, "ბერ­დზო­რის­კის (სომ­ხუ­რი მხა­რე ასე მო­იხ­სე­ნი­ებს ლა­ჩი­ნის დე­რე­ფანს - ლ.პ.) ჩა­კეტ­ვას აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი ვერ გა­ბე­დავ­დნენ", რუ­სე­ბის მხარ­და­ჭე­რა რომ არ ჰქონ­დეთ. "მათ პო­ზი­ცი­ას რუსი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბი იცა­ვენ... და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­სა­გე­ბია - მეტი წნე­ხი სომ­ხეთ­ზე, რათა უფრო მორ­ჩი­ლე­ბი ვი­ყოთ... ამას ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ აკე­თე­ბენ, სა­კუ­თა­რი თუ სხვა ძა­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით. იქ ადა­მი­ა­ნე­ბი, მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი იყი­ნე­ბი­ან, საკ­ვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­რე­შე არი­ან... ამას აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ჩვე­ნი "მო­კავ­ში­რის" დახ­მა­რე­ბით აკე­თებს, მან აუნ­თო მწვა­ნე ე.წ. ეკო­აქ­ტი­ვის­ტებს..." - ამ­ბობს პა­პი­ა­ნი გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში.

ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის, ჰას­მი­კის ადა­მი­ა­ნის თქმით, რამ­დე­ნი­მე წლის წინ ასეთ თა­მამ გა­მოს­ვლებს ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სომ­ხეთ­ში, ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბი ძა­ლას იკ­რებს.

"ბოლო ხა­ნებ­ში, გი­უმ­რის ბა­ზის გარ­შე­მოც და­ი­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია. რუ­სე­თი ყვე­ლა­ნა­ი­რად ზღუ­დავს ჩვენს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, ამ დროს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში 5-ათას კა­ცი­ა­ნი ბაზა აქვს, რო­მელ­საც ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ იყე­ნებს... რუ­სეთს სომ­ხეთს ვერ მო­ა­ჯა­დო­ებს, ჩვენ მათი მო­ნე­ბი არ ვართ, არც ვა­სა­ლე­ბი. ერთ დღე­საც, თუ ჩვენ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ვი­თა­რე­ბა არ შეც­ვა­ლა, ბა­ზის გას­ვლის მო­თხოვ­ნით ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა შე­ვარ­დე­ბა იმ ბა­ზა­ზე და მერე შე­იძ­ლე­ბა სპეც­რაზ­მის ჩა­რე­ვაც გვი­ა­ნი იყოს..." - ამ­ბობს ის.

"თქვენ მხო­ლოდ გი­უმ­რის ბა­ზის გარ­შე­მო და­გეგ­მი­ლი პრო­ტეს­ტი ნა­ხეთ. სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩვენ მთლი­ა­ნად ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბა გა­მოვ­ხა­ტეთ, იმ რუ­სე­ბის იმ და­უს­რუ­ლე­ბე­ლი შე­მო­დი­ნე­ბის ფონ­ზე, რაც უდი­დეს რის­კებს აჩენს. მათ რუ­სეთ­ში და­ხუ­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი აქ გახ­სნეს. უამ­რა­ვი IT სპე­ცი­ა­ლის­ტი შე­მო­ვი­და და არა­ვინ იცის, რა და ვინ დგას მათი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მიღ­მა. არ ვიცი, მათ საქ­მი­ა­ნო­ბას ვინ­მე სწავ­ლობს, თუ - არა.

ამ­ტო­მაც გაჩ­ნდა ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი მო­წო­დე­ბე­ბი: "და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი სომ­ხე­თი!", "სომ­ხე­თი პუ­ტი­ნის გა­რე­შე!" "არ­ცახ­ში გა­ე­როს მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბი უნდა შე­მო­ვიდ­ნენ!" "სომ­ხეთ­მა უნდა და­ტო­ვოს ОДКБ!" ეს პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი იყო, რაც დრო გავა პრო­ტეს­ტი მო­ი­მა­ტებს..." - მი­აჩ­ნია საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბის აქ­ტი­ვისტ ანა არუ­თი­ნი­ანს.

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კამო
3

დროშები, სომხეთის დროშები, დროშები ჩქარა,

მეორე მეწველი ძროხა მათ ისე მოსწყურდათ,

ვით დაჭრილ ირმების გუნდს, წყარო ანკარა, ვარსკვლავიანი დროშები ჩქარა,

ვინც ამ ბრძოლაში გვერდს დაგვიდგება, მივხედავთ მასაც.

:)
9

გაგინათდათ გონება,მთელი თვქენი ისტორია ღალატიითაა სავსე,რუსების გაგიკვირდათ!!!

ავტორი:

"მოკავშირე კი არა, ოკუპანტი ხარ!.. რუსეთო, ხელები შორს სომხეთისგან!" - აქცია გიუმრის ბაზასთან და 70-მდე დაკავებული აქტივისტი: სომხები აცხადებენ, რომ ეს პროტესტის დასაწყისია...

"მოკავშირე კი არა, ოკუპანტი ხარ!.. რუსეთო, ხელები შორს სომხეთისგან!"  - აქცია გიუმრის ბაზასთან და 70-მდე დაკავებული აქტივისტი: სომხები აცხადებენ, რომ ეს პროტესტის დასაწყისია...

სომხური მედიის ცნობით, გიუმრის სამხედრო ბაზასთან გამართულ ანტირუსულ აქციაზე დაკავებული 70-მდე ადამიანიდან, ნაწილი უკვე გათავისუფლებულია.

მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები ქალაქ გიუმრიში შესასვლელის ჩაკეტვას ცდილობდნენ. პროტესტის მიზეზი ანტირუსული განწყობები გახდა, რომელიც აზერბაიჯანელი ეკოაქტივისტების მიერ ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვის შემდეგ, კიდევ უფრო გამწვავდა.

kavkazuzel.eu -ს ცნობით, უკვე მეოთხე კვირაა მთიან ყარაბაღში ლაჩინის დერეფანი ბლოკირებულია, რამაც რეგიონში სურსათის და მედიკამენტების დეფიციტი გამოიწვია. არ არსებობს სარეზერვო ფონდები.

პოლიტიკური მოძრაობა, "ნაციონალურ - დემოკრატიული პოლუსის" წარმომადგენლებმა სომხეთში რუსეთის 102-ე ბაზის შესასვლელის დაბლოკვის მცდელობისას, რუსეთს სომხეთიდან გასვლისკენ მოუწოდეს.

აქცია მიმდინარეობდა დევიზით: "ბლოკირება ბლოკადის დასრულებისთვის!" აქტივისტებმა რუსული ბაზის ყველა შესასვლელ-გამოსასვლელის გადაკეტვა სცადეს.

"რუსეთო, ხელები შორს სომხეთისგან!" "გახსენით სიცოცხლს გზა!" "არა რუსულ-თურქულ ოკუპაციას!" "საერთაშორისო მშვიდობისმყოფელები გვჭირდება!.." "მოკავშირე კი არა, ოკუპანტი ხარ!" - ამ და სხვა, მსგავსი შინაარსის საპროტესტო მიმართვებს, როგორც ჩანს, გიუმრის რუსული ბაზის ბინადრები კიდევ არაერთხელ მოისმენენ... ლაჩინის დერეფანი მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2020 წლის ომის შემდეგ დადებული შეთანხმების თანახმად, ლაჩინის დერეფანს აკონტროლებს ბაქო, რომელთაც რუსეთის სამშვიდობო ძალები მეთვალყურეობენ.

ადგილობრივი კვლევის ცენტრის "მოდუს ვივენდის" ცნობით, რუსეთი რომ ასრულებდეს შეთანხმებას სომხეთთან, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა ამ დღეში არ ჩავარდებოდა.

მისი წარმომადგენლის, არა პაპიანის თქმით, "ბერდზორისკის (სომხური მხარე ასე მოიხსენიებს ლაჩინის დერეფანს - ლ.პ.) ჩაკეტვას აზერბაიჯანელები ვერ გაბედავდნენ", რუსების მხარდაჭერა რომ არ ჰქონდეთ. "მათ პოზიციას რუსი მშვიდობისმყოფელები იცავენ... დამოკიდებულება გასაგებია - მეტი წნეხი სომხეთზე, რათა უფრო მორჩილები ვიყოთ... ამას ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებენ, საკუთარი თუ სხვა ძალების დახმარებით. იქ ადამიანები, მცირეწლოვანი ბავშვები იყინებიან, საკვებისა და მედიკამენტების გარეშე არიან... ამას აზერბაიჯანი ჩვენი "მოკავშირის" დახმარებით აკეთებს, მან აუნთო მწვანე ე.წ. ეკოაქტივისტებს..." - ამბობს პაპიანი გამოცემასთან საუბარში.

ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტის, ჰასმიკის ადამიანის თქმით, რამდენიმე წლის წინ ასეთ თამამ გამოსვლებს ვერავინ წარმოიდგენდა, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში, ბოლო რამდენიმე წელია ანტირუსული განწყობები ძალას იკრებს.

"ბოლო ხანებში, გიუმრის ბაზის გარშემოც დაიძაბა სიტუაცია. რუსეთი ყველანაირად ზღუდავს ჩვენს დამოუკიდებლობას, ამ დროს ჩვენს ქვეყანაში 5-ათას კაციანი ბაზა აქვს, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ იყენებს... რუსეთს სომხეთს ვერ მოაჯადოებს, ჩვენ მათი მონები არ ვართ, არც ვასალები. ერთ დღესაც, თუ ჩვენმა ხელმძღვანელობამ ვითარება არ შეცვალა, ბაზის გასვლის მოთხოვნით ადგილობრივი მოსახლეობა შევარდება იმ ბაზაზე და მერე შეიძლება სპეცრაზმის ჩარევაც გვიანი იყოს..." - ამბობს ის.

"თქვენ მხოლოდ გიუმრის ბაზის გარშემო დაგეგმილი პროტესტი ნახეთ. სინამდვილეში ჩვენ მთლიანად ანტირუსული განწყობა გამოვხატეთ, იმ რუსების იმ დაუსრულებელი შემოდინების ფონზე, რაც უდიდეს რისკებს აჩენს. მათ რუსეთში დახურული კომპანიები აქ გახსნეს. უამრავი IT სპეციალისტი შემოვიდა და არავინ იცის, რა და ვინ დგას მათი ოფიციალური სტატუსის მიღმა. არ ვიცი, მათ საქმიანობას ვინმე სწავლობს, თუ - არა.

ამტომაც გაჩნდა ქვეყანაში ასეთი მოწოდებები: "დამოუკიდებელი, თავისუფალი სომხეთი!", "სომხეთი პუტინის გარეშე!" "არცახში გაეროს მშვიდობისმყოფელები უნდა შემოვიდნენ!" "სომხეთმა უნდა დატოვოს ОДКБ!" ეს პირველი ნაბიჯები იყო, რაც დრო გავა პროტესტი მოიმატებს..." - მიაჩნია საპროტესტო მოძრაობის აქტივისტ ანა არუთინიანს.