მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსაჯმა მისი დაცვა ვერ შეძლო..." - "ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ს მიმდინარე სეზონში და უკიდურესად უხეში თამაში "კვარას" წინააღმდეგ
"მსაჯმა მისი დაცვა ვერ შეძლო..." - "ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ს მიმდინარე სეზონში და უკიდურესად უხეში თამაში "კვარას" წინააღმდეგ

4 იან­ვარს, იტა­ლი­ის სე­რია A-ს მო­რიგ ტურ­ში "ნა­პო­ლი“ მი­ლა­ნის "ინ­ტერს“ სტუმ­რად და­უ­პი­რის­პირ­და და ამ სე­ზონ­ში პირ­ვე­ლი მარ­ცხი იწ­ვნია. ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას გუნ­დი ან­გა­რი­შით 1:0 და­მარ­ცხდა. ქარ­თველ­მა მარ­ცხე­ნა გა­რე­მარბმა მო­ე­დან­ზე 75 წუთი დაყო, ეს იყო ტრავ­მის შემ­დგომ ოფი­ცი­ა­ლურ მატჩში მისი პირ­ვე­ლი გა­მო­ჩე­ნა. ის ნამ­დვი­ლად ვერ ბრწყი­ნავ­და ძვე­ლე­ბუ­რად, თუმ­ცა ამის მთა­ვარ მი­ზე­ზე­ბად თა­ვად "ნა­პო­ლის" არ­ცთუ კარ­გი თა­მა­ში და მე­ტო­ქე გუნ­დის უხე­შო­ბა შე­იძ­ლე­ბა და­სა­ხელ­დეს. თა­მა­შის წინ ბევ­რი იწე­რე­ბო­და, თუ რო­გორ და­გეგ­მავ­და "ინ­ტე­რის" მწვრთნე­ლი სი­მო­ნე ინ­ძა­გი დაც­ვას და რო­გორ გა­ა­ჩე­რებ­და "ნა­პო­ლის" შემ­ტევ ფეხ­ბურ­თე­ლებს, მათ შო­რის უპირ­ვე­ლე­სად, კვა­რა­ცხე­ლი­ას. რო­გორც მატჩში ვნა­ხეთ, სამ­წუ­ხა­როდ, ინ­ძა­გის გეგ­მა "კვა­რას" გა­სა­ჩე­რებ­ლად, მის წი­ნა­აღ­მდეგ უკი­დუ­რე­სად უხე­ში თა­მა­ში აღ­მოჩ­ნდა, რა­საც მსაჯ­მაც შე­უ­წყო ხელი. ხვი­ჩა რამ­დენ­ჯერ­მე სე­რი­ო­ზულ ტრავ­მას გა­და­ურ­ჩა, თუმ­ცა მსაჯ­მა ყო­ველ ჯერ­ზე ეს ვერ თუ არ და­ი­ნა­ხა...

რამ­დე­ნი­მე იტა­ლი­ურ­მა გა­მო­ცე­მამ "ნა­პო­ლის" ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი შე­ა­ფა­სა, ჩვენს ინ­ტე­რესს კი ყვე­ლა­ზე მე­ტად, რა თქმა უნდა, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია იწ­ვევს.

გთა­ვა­ზობთ მათ კო­მენ­ტა­რებს:

"ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რომ დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ად­ვი­ლი მატ­ჩი არ ექ­ნე­ბო­და. მის წი­ნა­აღ­მდეგ ბევ­რჯერ იუ­ხე­შეს. ოსი­მენს რე­ა­ლუ­რი მო­მენ­ტი შე­უქ­მნა, რო­დე­საც ნი­გე­რი­ე­ლი ონა­ნას­თან პი­რის­პირ და­ტო­ვა. ხი­ფა­თის შექ­მნას ხში­რად ცდი­ლობ­და, თუმ­ცა მისი ცე­ცხლი მალე ქრე­ბო­და", - და­წე­რა Calcionapoli-მ და ხვი­ჩას თა­მა­ში 5 ქუ­ლით შე­ა­ფა­სა.

"ხვი­ჩა ყვე­ლა­ზე მეტს აქ­ტი­უ­რობ­და, მარ­ცხე­ნა ფლანგზე დარ­მი­ანს და შკრი­ნი­არს ბევ­რი საქ­მე ჰქონ­დათ. ქარ­თვე­ლის ცუ­დად შე­ფა­სე­ბა რთუ­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კარ­გად ვერ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. მსაჯ­მა მისი დაც­ვა ვერ შეძ­ლო, ეს კი "ინ­ტე­რის" ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცია აღ­მოჩ­ნდა" - და­წე­რა Tuttomercatoweb-მა და ქარ­თველს 6 ქულა და­უ­წე­რა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rateqs
4

კარგით რა ხალხნო, კვარას კი არა მესის და რონალდოს ქონდა ჩავარდნები

ერმონია
4

საზიზღარი ფეხბურთი,საზიზღარი "ინტერი"...

ავტორი:

"მსაჯმა მისი დაცვა ვერ შეძლო..." - "ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ს მიმდინარე სეზონში და უკიდურესად უხეში თამაში "კვარას" წინააღმდეგ

"მსაჯმა მისი დაცვა ვერ შეძლო..." - "ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ს მიმდინარე სეზონში და უკიდურესად უხეში თამაში "კვარას" წინააღმდეგ

4 იანვარს, იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში "ნაპოლი“ მილანის "ინტერს“ სტუმრად დაუპირისპირდა და ამ სეზონში პირველი მარცხი იწვნია. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ანგარიშით 1:0 დამარცხდა. ქართველმა მარცხენა გარემარბმა მოედანზე 75 წუთი დაყო, ეს იყო ტრავმის შემდგომ ოფიციალურ მატჩში მისი პირველი გამოჩენა. ის ნამდვილად ვერ ბრწყინავდა ძველებურად, თუმცა ამის მთავარ მიზეზებად თავად "ნაპოლის" არცთუ კარგი თამაში და მეტოქე გუნდის უხეშობა შეიძლება დასახელდეს. თამაშის წინ ბევრი იწერებოდა, თუ როგორ დაგეგმავდა "ინტერის" მწვრთნელი სიმონე ინძაგი დაცვას და როგორ გააჩერებდა "ნაპოლის" შემტევ ფეხბურთელებს, მათ შორის უპირველესად, კვარაცხელიას. როგორც მატჩში ვნახეთ, სამწუხაროდ, ინძაგის გეგმა "კვარას" გასაჩერებლად, მის წინააღმდეგ უკიდურესად უხეში თამაში აღმოჩნდა, რასაც მსაჯმაც შეუწყო ხელი. ხვიჩა რამდენჯერმე სერიოზულ ტრავმას გადაურჩა, თუმცა მსაჯმა ყოველ ჯერზე ეს ვერ თუ არ დაინახა...

რამდენიმე იტალიურმა გამოცემამ "ნაპოლის" ფეხბურთელები შეაფასა, ჩვენს ინტერესს კი ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია იწვევს.

გთავაზობთ მათ კომენტარებს:

"ყველამ ვიცოდით, რომ დაბრუნების შემდეგ ადვილი მატჩი არ ექნებოდა. მის წინააღმდეგ ბევრჯერ იუხეშეს. ოსიმენს რეალური მომენტი შეუქმნა, როდესაც ნიგერიელი ონანასთან პირისპირ დატოვა. ხიფათის შექმნას ხშირად ცდილობდა, თუმცა მისი ცეცხლი მალე ქრებოდა", - დაწერა Calcionapoli-მ და ხვიჩას თამაში 5 ქულით შეაფასა.

"ხვიჩა ყველაზე მეტს აქტიურობდა, მარცხენა ფლანგზე დარმიანს და შკრინიარს ბევრი საქმე ჰქონდათ. ქართველის ცუდად შეფასება რთულია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვერ გამოიყურებოდა. მსაჯმა მისი დაცვა ვერ შეძლო, ეს კი "ინტერის" ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია აღმოჩნდა" - დაწერა Tuttomercatoweb-მა და ქართველს 6 ქულა დაუწერა. გააგრძელეთ კითხვა