მსოფლიო

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...იფეთქა სიყვარულმა. თავს ვიკავებდი. არ ვიცოდი, ჩემი შვილები როგორ მიიღებდნენ, თანაც კოტეს დონ-ჟუანის სახელი ჰქონდა" - სოფიკო ჭიაურელის ნაამბობი მისი ცხოვრების მთავარ სიყვარულზე
"...იფეთქა სიყვარულმა. თავს ვიკავებდი. არ ვიცოდი, ჩემი შვილები როგორ მიიღებდნენ, თანაც კოტეს დონ-ჟუანის სახელი ჰქონდა" - სოფიკო ჭიაურელის ნაამბობი მისი ცხოვრების მთავარ სიყვარულზე

"უამ­რა­ვი წიგ­ნი და ფილ­მი არ­სე­ბობს სიყ­ვა­რულ­ზე. ეს მა­რა­დი­უ­ლი და ამო­უ­წუ­რა­ვი თე­მაა, რო­მე­ლიც არც მწერ­ლის­თვის, არც ხე­ლო­ვა­ნის­თვის არა­სო­დეს კარ­გავს ხიბლს. სწო­რედ სიყ­ვა­რულ­ზე ისა­უბ­რეს ცნო­ბილ­მა ქალ­ბა­ტო­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა დროს ჩავ­წე­რე. ისე­თი გულ­წრფელ­ნი იყ­ვნენ, ისე­თი გრძნო­ბით ლა­პა­რა­კობ­დნენ, რომ მათ­გან გა­მო­ყო­ლი­ლი აღ­ტა­ცე­ბა დიდ­ხანს გამ­ყვა. ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, ნა­ო­ჭე­ბი­თაც ისე­თი­ვე მომ­ხიბ­ლა­ვი იყ­ვნენ, რო­გორც წლე­ბის წინ, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში. სიყ­ვა­რულ­ზე სა­უბ­რი­სას სა­ოც­რად უციმ­ცი­მებ­დათ თვა­ლე­ბი და იმ წუ­თებ­ში ბედ­ნი­ერ დროს უბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ", - ამ შე­სავ­ლით აქ­ვეყ­ნებს "კვი­რის პა­ლიტ­რა" სტა­ტი­ას, რომ­ლი­და­ნაც ერთ ის­ტო­რი­ას გთა­ვა­ზობთ.

  • სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი­სა და კოტე მა­ხა­რა­ძის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი

სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რელს გა­ცი­ლე­ბით ადრე შევ­ხვდი, სა­ნამ "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" და­ვი­წყებ­დი მუ­შა­ო­ბას. 1986 წლის ზა­ფხუ­ლი იყო. მე­გობ­რე­ბი ზა­ფხუ­ლის ხვატს ფუ­ნი­კუ­ლი­ორ­ზე გა­ვე­ქე­ცით, ცნო­ბილ რეს­ტო­რან­ში შე­ვე­დით. გაგ­ვი­მარ­თლა და ღია ვე­რან­და­ზე მა­გი­და გა­თა­ვი­სუფ­ლდა. იქი­დან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხედი იშ­ლე­ბო­და, შე­ბინ­დე­ბულ­ზე უფრო ლა­მა­ზი ჩან­და ლამ­პი­ო­ნე­ბით გა­ნა­თე­ბუ­ლი თბი­ლი­სი. უცებ ნაც­ნო­ბი ხმა მოგ­ვეს­მა... აი, ის ლე­გენ­და­რუ­ლი ხმა, ერ­თი­ა­ნად რომ წა­მოგ­ვყა­რა სახ­ლე­ბი­დან 1981 წლის 13 მა­ისს და "დი­ნა­მოს" სტა­დი­ონ­ზე შეგ­ვკრი­ბა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო. დიახ, ჩვენს მე­ზობ­ლად კოტე მა­ხა­რა­ძე იჯდა და სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რელ­სა და ტა­რი­ელ საყ­ვა­რე­ლი­ძეს მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ით რა­ღაც სა­ხა­ლი­სოს უამ­ბობ­და. ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად მზე­რაც და ყუ­რა­დღე­ბაც მათ­კენ მივ­მარ­თეთ. ხუმ­რო­ბა ხომ არ იყო, სამი ვარ­სკვლა­ვი იქვე, ჩვენს ახ­ლოს ხუმ­რობ­და, იცი­ნო­და და დროს ატა­რებ­და. მერე კო­ტემ მე­გო­ბარს მი­მარ­თა, ეს შენ­თვი­საა, სო­ფი­კო, თო­რემ ჩემ­თვის ცო­ფი­კო­აო. საყ­ვა­რე­ლი­ძეს ჩა­ე­ცი­ნა და უთხრა, მაგ ცო­ფი­კო­ზე გიჟ­დე­ბი და რა გინ­და, რომ ქნაო? კო­ტემ თავი და­უქ­ნია, ასეა ესო. და მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ი­წყო ლექ­სი "უსიყ­ვა­რუ­ლოდ". მთე­ლი ვე­რან­და გა­ჩუმ­და და კო­ტეს უს­მენ­და. მისი ომა­ხი­ა­ნი ხმა ხან იდუ­მა­ლი ხდე­ბო­და, ხან ძლი­ე­რი..."მაგ­რამ სულ სხვაა სიყ­ვა­რუ­ლი უკა­ნას­კნე­ლი", - და­ას­რუ­ლა კო­ტემ და ტა­შიც გა­ის­მა. სო­ფი­კოს გავ­ხე­დე, იღი­მე­ბო­და.

წლე­ბის მერე, როცა ინ­ტერ­ვი­უს­თვის სახ­ლში ვეს­ტუმ­რე, ეს ეპი­ზო­დი გა­ვახ­სე­ნე. გა­ე­ცი­ნა, დღემ­დე ცო­ფი­კოს მე­ძა­ხი­სო. წინ­და­წინ იცო­და, რომ სიყ­ვა­რულ­ზე უნდა გვე­სა­უბ­რა. აღ­ტა­ცე­ბუ­ლი მიყ­ვე­ბო­და იმ რო­მან­ზე, რო­მე­ლიც "ური­ელ აკოს­ტას" მერე აგიზ­გიზ­და. თუმ­ცა არც პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და­ვი­წყე­ბია:

- ცხოვ­რე­ბა­ში, მით უმე­ტეს, პი­რად­ში, არ მოქ­მე­დებს არა­ნა­ი­რი კა­ნო­ნი. ადა­მი­ა­ნის ბე­დის დავ­თარ­ში მისი და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე იწე­რე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. მე მე­წე­რა, რომ ჩემს სი­ცო­ცხლე­ში ორ­ჯერ მყვა­რე­ბო­და. მე და გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია ბავ­შვო­ბი­დან­ვე ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს. ჩვე­ნი დე­დე­ბი მე­გობ­რობ­დნენ. მერე ჩვენც დავ­მე­გობ­რდით და მე­გობ­რო­ბა სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და.

ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი ვი­ყა­ვით, როცა დავ­ქორ­წინ­დით. უმი­სოდ სი­ცო­ცხლე ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, მაგ­რამ მარ­თლაც არა­სო­დეს არ უნდა თქვა "არა­სო­დეს". ჩემ­სა და კო­ტეს შო­რის "ური­ე­ლის" რე­პე­ტი­ცი­ე­ბის დროს იფეთ­ქა სიყ­ვა­რულ­მა. მე თავს ვი­კა­ვებ­დი. ჯერ ერთი, არ ვი­ცო­დი, ჩემი შვი­ლე­ბი რო­გორ მი­ი­ღებ­დნენ ამას, მე­ო­რეც, კო­ტეს დონ-ჟუ­ა­ნის სა­ხე­ლი ჰქონ­და. კოტე ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და და გა­მუდ­მე­ბით მთხოვ­და, რომ ცო­ლად გავ­ყო­ლო­დი. ერთხელ ჩვე­ნი თე­ატ­რის დასი მოს­კოვ­ში გა­ემ­გზავ­რა გას­ტრო­ლებ­ზე. ერთ სა­ღა­მოს კო­ტემ მე­გობ­რებ­თან ერ­თად მოს­კო­ვის ახ­ლოს ერთ ცნო­ბილ რეს­ტო­რან­ში დაგვპა­ტი­ჟა. ნამ­დვი­ლი რუ­სუ­ლი ზამ­თა­რი იყო, -18 გრა­დუ­სი­თა და დიდი თოვ­ლით. შუა ქე­იფ­ში გა­რეთ გა­მიხ­მო. გავ­ყე­ვი. ღვი­ნო­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო, აღელ­ვე­ბულ­მა მი­თხრა, ახლა ან "ჰოს" მე­ტყვი, ან თავს მო­ვიკ­ლა­ვო. ვერ და­ვი­ჯე­რე, ჩემი გუ­ლის­თვის თუ თავს რა­მეს აუ­ტეხ­და, ამი­ტომ უდარ­დე­ლად, ცოტა აგ­დე­ბუ­ლა­დაც მი­ვუ­გე, კარ­გად იყა­ვი-მეთ­ქი. ის კი ყვე­ლა­ზე მა­ღალ ად­გი­ლას ავი­და, იმის იქით უკვე ხრა­მი იწყე­ბო­და. კარ­გა­დო, და­მი­ძა­ხა და ნამ­ქერ­ში გა­და­ეშ­ვა. ლა­მის გული გა­მი­ჩერ­და, წუ­თიც არ დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, ვის­კუ­პე და მეც უკან მივ­ყე­ვი. დარ­ბაზ­ში შეს­ვლა რომ დაგ­ვიგ­ვი­ან­და, მე­გობ­რებ­მა გა­მოგ­ვა­კი­თხეს. რეს­ტორ­ნის და­რაჯს ჰკი­თხეს, ხომ არ და­გი­ნა­ხავთ, ქარ­თვე­ლე­ბი საით წა­ვიდ­ნე­ნო. იმა­ნაც ის ად­გი­ლი აჩ­ვე­ნა, სა­დაც ორი შე­რე­კი­ლი ქარ­თვე­ლი ხრამ­ში გა­უ­ჩი­ნარ­და. ატყდა ერთი ამ­ბა­ვი. მაშ­ვე­ლე­ბიც მო­იყ­ვა­ნეს და ცო­ცხალ-მკვდა­რი ძლივს ამოგ­ვიყ­ვა­ნეს.

სო­ფი­კომ ისიც მი­ამ­ბო, შე­უღ­ლე­ბის მერე მე­გობ­რებ­მა სიმ­ბო­ლუ­რად დიდი თუ­ჯის ღუზა რომ მი­უ­ტა­ნეს სა­ჩუქ­რად: ბო­ლოს და ბო­ლოს, ეგებ შენს ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ში ჩა­უშ­ვა ღუ­ზაო. სა­ჩუ­ქარ­მა გა­ა­მარ­თლა, რად­გან სო­ფი­კოს მერე კო­ტეს არა­ვის­კენ გა­უ­ხე­დავს - მათ ერ­თად 30 წელი ბედ­ნი­ე­რად იცხოვ­რეს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეხხხ!
12

სამარცხვინო ამბავია. აქ ვერაფერ გასახსენებელს და საინტერესოს ვერ ვხედავ! 

hm
10

დღემდე ამოუხსნელია ჩემთვის ეს ქალი ამ კაცს როგორ ყვარობდა!

კომენტატორი მაგარი იყო მაგრამ სხვაზე რა ვთქვა

ავტორი:

"...იფეთქა სიყვარულმა. თავს ვიკავებდი. არ ვიცოდი, ჩემი შვილები როგორ მიიღებდნენ, თანაც კოტეს დონ-ჟუანის სახელი ჰქონდა" - სოფიკო ჭიაურელის ნაამბობი მისი ცხოვრების მთავარ სიყვარულზე

"...იფეთქა სიყვარულმა. თავს ვიკავებდი. არ ვიცოდი, ჩემი შვილები როგორ მიიღებდნენ, თანაც კოტეს დონ-ჟუანის სახელი ჰქონდა" - სოფიკო ჭიაურელის ნაამბობი მისი ცხოვრების მთავარ სიყვარულზე

"უამრავი წიგნი და ფილმი არსებობს სიყვარულზე. ეს მარადიული და ამოუწურავი თემაა, რომელიც არც მწერლისთვის, არც ხელოვანისთვის არასოდეს კარგავს ხიბლს. სწორედ სიყვარულზე ისაუბრეს ცნობილმა ქალბატონებმა, რომლებიც სხვადასხვა დროს ჩავწერე. ისეთი გულწრფელნი იყვნენ, ისეთი გრძნობით ლაპარაკობდნენ, რომ მათგან გამოყოლილი აღტაცება დიდხანს გამყვა. ასაკის მიუხედავად, ნაოჭებითაც ისეთივე მომხიბლავი იყვნენ, როგორც წლების წინ, ახალგაზრდობაში. სიყვარულზე საუბრისას საოცრად უციმციმებდათ თვალები და იმ წუთებში ბედნიერ დროს უბრუნდებოდნენ", - ამ შესავლით აქვეყნებს "კვირის პალიტრა" სტატიას, რომლიდანაც ერთ ისტორიას გთავაზობთ.

  • სოფიკო ჭიაურელისა და კოტე მახარაძის სიყვარულის ამბავი

სოფიკო ჭიაურელს გაცილებით ადრე შევხვდი, სანამ "კვირის პალიტრაში" დავიწყებდი მუშაობას. 1986 წლის ზაფხული იყო. მეგობრები ზაფხულის ხვატს ფუნიკულიორზე გავექეცით, ცნობილ რესტორანში შევედით. გაგვიმართლა და ღია ვერანდაზე მაგიდა გათავისუფლდა. იქიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა, შებინდებულზე უფრო ლამაზი ჩანდა ლამპიონებით განათებული თბილისი. უცებ ნაცნობი ხმა მოგვესმა... აი, ის ლეგენდარული ხმა, ერთიანად რომ წამოგვყარა სახლებიდან 1981 წლის 13 მაისს და "დინამოს" სტადიონზე შეგვკრიბა სრულიად საქართველო. დიახ, ჩვენს მეზობლად კოტე მახარაძე იჯდა და სოფიკო ჭიაურელსა და ტარიელ საყვარელიძეს მისთვის დამახასიათებელი ჟესტიკულაციით რაღაც სახალისოს უამბობდა. ძალაუნებურად მზერაც და ყურადღებაც მათკენ მივმართეთ. ხუმრობა ხომ არ იყო, სამი ვარსკვლავი იქვე, ჩვენს ახლოს ხუმრობდა, იცინოდა და დროს ატარებდა. მერე კოტემ მეგობარს მიმართა, ეს შენთვისაა, სოფიკო, თორემ ჩემთვის ცოფიკოაო. საყვარელიძეს ჩაეცინა და უთხრა, მაგ ცოფიკოზე გიჟდები და რა გინდა, რომ ქნაო? კოტემ თავი დაუქნია, ასეა ესო. და მოულოდნელად დაიწყო ლექსი "უსიყვარულოდ". მთელი ვერანდა გაჩუმდა და კოტეს უსმენდა. მისი ომახიანი ხმა ხან იდუმალი ხდებოდა, ხან ძლიერი..."მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი", - დაასრულა კოტემ და ტაშიც გაისმა. სოფიკოს გავხედე, იღიმებოდა.

წლების მერე, როცა ინტერვიუსთვის სახლში ვესტუმრე, ეს ეპიზოდი გავახსენე. გაეცინა, დღემდე ცოფიკოს მეძახისო. წინდაწინ იცოდა, რომ სიყვარულზე უნდა გვესაუბრა. აღტაცებული მიყვებოდა იმ რომანზე, რომელიც "ურიელ აკოსტას" მერე აგიზგიზდა. თუმცა არც პირველი სიყვარული დავიწყებია:

- ცხოვრებაში, მით უმეტეს, პირადში, არ მოქმედებს არანაირი კანონი. ადამიანის ბედის დავთარში მისი დაბადებისთანავე იწერება ყველაფერი. მე მეწერა, რომ ჩემს სიცოცხლეში ორჯერ მყვარებოდა. მე და გიორგი შენგელაია ბავშვობიდანვე ვიცნობდით ერთმანეთს. ჩვენი დედები მეგობრობდნენ. მერე ჩვენც დავმეგობრდით და მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა.

ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, როცა დავქორწინდით. უმისოდ სიცოცხლე ვერ წარმომედგინა, მაგრამ მართლაც არასოდეს არ უნდა თქვა "არასოდეს". ჩემსა და კოტეს შორის "ურიელის" რეპეტიციების დროს იფეთქა სიყვარულმა. მე თავს ვიკავებდი. ჯერ ერთი, არ ვიცოდი, ჩემი შვილები როგორ მიიღებდნენ ამას, მეორეც, კოტეს დონ-ჟუანის სახელი ჰქონდა. კოტე ძალიან ნერვიულობდა და გამუდმებით მთხოვდა, რომ ცოლად გავყოლოდი. ერთხელ ჩვენი თეატრის დასი მოსკოვში გაემგზავრა გასტროლებზე. ერთ საღამოს კოტემ მეგობრებთან ერთად მოსკოვის ახლოს ერთ ცნობილ რესტორანში დაგვპატიჟა. ნამდვილი რუსული ზამთარი იყო, -18 გრადუსითა და დიდი თოვლით. შუა ქეიფში გარეთ გამიხმო. გავყევი. ღვინომოკიდებული იყო, აღელვებულმა მითხრა, ახლა ან "ჰოს" მეტყვი, ან თავს მოვიკლავო. ვერ დავიჯერე, ჩემი გულისთვის თუ თავს რამეს აუტეხდა, ამიტომ უდარდელად, ცოტა აგდებულადაც მივუგე, კარგად იყავი-მეთქი. ის კი ყველაზე მაღალ ადგილას ავიდა, იმის იქით უკვე ხრამი იწყებოდა. კარგადო, დამიძახა და ნამქერში გადაეშვა. ლამის გული გამიჩერდა, წუთიც არ დავფიქრებულვარ, ვისკუპე და მეც უკან მივყევი. დარბაზში შესვლა რომ დაგვიგვიანდა, მეგობრებმა გამოგვაკითხეს. რესტორნის დარაჯს ჰკითხეს, ხომ არ დაგინახავთ, ქართველები საით წავიდნენო. იმანაც ის ადგილი აჩვენა, სადაც ორი შერეკილი ქართველი ხრამში გაუჩინარდა. ატყდა ერთი ამბავი. მაშველებიც მოიყვანეს და ცოცხალ-მკვდარი ძლივს ამოგვიყვანეს.

სოფიკომ ისიც მიამბო, შეუღლების მერე მეგობრებმა სიმბოლურად დიდი თუჯის ღუზა რომ მიუტანეს საჩუქრად: ბოლოს და ბოლოს, ეგებ შენს ოჯახურ ცხოვრებაში ჩაუშვა ღუზაო. საჩუქარმა გაამართლა, რადგან სოფიკოს მერე კოტეს არავისკენ გაუხედავს - მათ ერთად 30 წელი ბედნიერად იცხოვრეს. გააგრძელეთ კითხვა