სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ თქვა, რომ "ოცნების" "ხელის გოგო" არ არის - სააკაშვილთან დაკავშირებით კატეგორიული აღარ არის, შეიძლება არ გამორიცხავს შეწყალებასაც" - ზაქარეიშვილი
"სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ თქვა, რომ "ოცნების" "ხელის გოგო" არ არის - სააკაშვილთან დაკავშირებით კატეგორიული აღარ არის, შეიძლება არ გამორიცხავს შეწყალებასაც" - ზაქარეიშვილი

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მკა­ფი­ოდ თქვა, რომ ის არ არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ „ხე­ლის გოგო“, რა­საც ისი­ნი უკარ­ნა­ხე­ბენ, იმის გამ­კე­თე­ბე­ლი არ არის, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტის მიერ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი შე­ა­ფა­სა.

რო­გორც ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლი აღარ არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კერ­ძოდ, მას არ უთ­ქვამს: „არა და არას­დროს“.

"კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რომ მან რე­ა­გი­რე­ბა ახლა გა­ა­კე­თა, ფორ­მა­ლუ­რო­ბა და­იც­ვა და პრე­ზი­დენ­ტის ტრი­ბუ­ნა გა­მო­ი­ყე­ნა. მკა­ფი­ოდ თქვა, რომ ის არ არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ „ხე­ლის გოგო“, რა­საც ისი­ნი უკარ­ნა­ხე­ბენ, ამის გამ­კე­თე­ბე­ლი არ არის. მას გა­აჩ­ნია თა­ვი­სი ხედ­ვე­ბი, ბევ­რი რამ არ მოს­წონს, რო­გორც სა­სა­მარ­თლო­ში, ისე ქვეყ­ნის ორი­ენ­ტა­ცი­ა­ში, ევ­რო­პი­დან გა­დახ­ვე­ვის მცდე­ლო­ბა რომ არის, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ ეს არ მოხ­დეს.ეს არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ მას პრინ­ცი­პე­ბი გა­აჩ­ნია, ხში­რად თუ არა, ზოგ­ჯერ ეს პრინ­ცი­პე­ბი არ ემ­თხვე­ვა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დღე­ვან­დელ პო­ლი­ტი­კას. მან ეს და­ა­ფიქ­სი­რა, რომ ეს ასეა.

მგო­ნი, უკვე კა­ტე­გო­რი­უ­ლი აღარ არის, „არა და არას­დროს“, არ ამ­ბობს დიდი ხა­ნია. ის, რაც სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მი­მართ ხდე­ბა შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. მგო­ნი, იტო­ვებს რა­ღაც შანსს, სივ­რცეს, რათა კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იმ დრო­ის­თვის მი­სა­ღე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს, მათ შო­რის, შე­იძ­ლე­ბა არ გა­მო­რი­ცხავს შე­წყა­ლე­ბას. მისი ლა­პა­რა­კი­დან {ჩანს}, რომ შე­წყა­ლე­ბა არ არის პრი­ო­რი­ტე­ტი, ის არ ეძებს შე­წყა­ლე­ბის სა­ბაბს. მე არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ მას ურ­ჩევ­ნია ყვე­ლა­ფე­რი ისე დას­რულ­დეს, რომ მას არ მო­უ­წი­ოს შე­წყა­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, დღეს პრე­ზი­დენ­ტმა ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა, სა­დაც აღ­ნიშ­ნა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს „ემუქ­რე­ბი­ან სხვა­დას­ხვა ფორ­მით, არ­სად არ იყ­ვნენ 2007 წელს და ახლა მას უკი­თხა­ვენ მო­რალს და ას­წავ­ლი­ან რო­გორ უნდა ებ­რძო­ლო სა­ა­კაშ­ვილს, რო­მე­ლიც დღეს უკვე და­ცე­მუ­ლია”.

პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გარ­და სხვა თე­მის წა­მო­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, „ქვე­ყა­ნა იძი­რე­ბა ამ სა­კი­თხის ირ­გვლივ და ეს ორი­ვე ძა­ლას აწყობს“. რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას - შე­ი­წყა­ლებს თუ არა, ყო­ფილ პრე­ზი­დენტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, პრე­ზი­დენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ „მთა­ვარ შე­კი­თხვას პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა, როცა გა­ე­ცე­მა“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ თქვა, რომ "ოცნების" "ხელის გოგო" არ არის - სააკაშვილთან დაკავშირებით კატეგორიული აღარ არის, შეიძლება არ გამორიცხავს შეწყალებასაც" - ზაქარეიშვილი

"სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ თქვა, რომ "ოცნების" "ხელის გოგო" არ არის - სააკაშვილთან დაკავშირებით კატეგორიული აღარ არის, შეიძლება არ გამორიცხავს შეწყალებასაც" - ზაქარეიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ თქვა, რომ ის არ არის „ქართული ოცნების“ „ხელის გოგო“, რასაც ისინი უკარნახებენ, იმის გამკეთებელი არ არის, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, სადაც პრეზიდენტის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

როგორც ზაქარეიშვილი განმარტავს, სალომე ზურაბიშვილი კატეგორიული აღარ არის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მას არ უთქვამს: „არა და არასდროს“.

"კმაყოფილი ვარ, რომ მან რეაგირება ახლა გააკეთა, ფორმალურობა დაიცვა და პრეზიდენტის ტრიბუნა გამოიყენა. მკაფიოდ თქვა, რომ ის არ არის „ქართული ოცნების“ „ხელის გოგო“, რასაც ისინი უკარნახებენ, ამის გამკეთებელი არ არის. მას გააჩნია თავისი ხედვები, ბევრი რამ არ მოსწონს, როგორც სასამართლოში, ისე ქვეყნის ორიენტაციაში, ევროპიდან გადახვევის მცდელობა რომ არის, ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს არ მოხდეს.ეს არის ერთ-ერთი მთავარი შეტყობინება, რომ მას პრინციპები გააჩნია, ხშირად თუ არა, ზოგჯერ ეს პრინციპები არ ემთხვევა „ქართული ოცნების“ დღევანდელ პოლიტიკას. მან ეს დააფიქსირა, რომ ეს ასეა.

მგონი, უკვე კატეგორიული აღარ არის, „არა და არასდროს“, არ ამბობს დიდი ხანია. ის, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მიმართ ხდება შემაშფოთებელია. მგონი, იტოვებს რაღაც შანსს, სივრცეს, რათა კრიტიკულ სიტუაციაში იმ დროისთვის მისაღები გადაწყვეტილება მიიღოს, მათ შორის, შეიძლება არ გამორიცხავს შეწყალებას. მისი ლაპარაკიდან {ჩანს}, რომ შეწყალება არ არის პრიორიტეტი, ის არ ეძებს შეწყალების საბაბს. მე არ გამოვრიცხავ, რომ მას ურჩევნია ყველაფერი ისე დასრულდეს, რომ მას არ მოუწიოს შეწყალება“, - აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

ცნობისთვის, დღეს პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს „ემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, არსად არ იყვნენ 2007 წელს და ახლა მას უკითხავენ მორალს და ასწავლიან როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია”.

პრეზიდენტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გარდა სხვა თემის წამოწევა შეუძლებელია, „ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივე ძალას აწყობს“. რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას - შეიწყალებს თუ არა, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ „მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“.