მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუბნებოდნენ, - ქალს რა უნდა ამ სპორტში... საწყალი შენი დედამთილიო" - ინტერვიუ სამბოში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ელენე ქებაძესთან, რომლის პოსტსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა
"მეუბნებოდნენ, - ქალს რა უნდა ამ სპორტში...  საწყალი შენი დედამთილიო" -  ინტერვიუ სამბოში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ელენე ქებაძესთან, რომლის პოსტსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ქარ­თვე­ლი სამ­ბის­ტი გო­გო­ნა ელე­ნე ქე­ბა­ძე ყირ­გი­ზე­თის დე­და­ქა­ლაქ ბიშ­კეკ­ში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. 80 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში მო­ას­პა­რე­ზე ქარ­თველ­მა სპორ­ტსმენ­მა სამ­ბოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე ან­ჟე­ლა გას­პა­რი­ა­ნი და­ა­მარ­ცხა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ელე­ნე ქე­ბა­ძე კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ო­რედ გახ­და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი - პირ­ვე­ლად ეს ტი­ტუ­ლი 2018 წელს მო­ი­პო­ვა.

ყირ­გი­ზე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ელე­ნემ, რო­მელ­საც აე­რო­პორ­ტში მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რე­ბი დახ­ვდნენ, "ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე" სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო გა­აკ­რი­ტი­კა და უწყე­ბა მის მი­მართ უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა:

"სამ­წუ­ხა­როა, რო­დე­საც მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი ხდე­ბი უკვე მე­ო­რედ და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­დან აე­რო­პორ­ტშიც კი არა­ვინ გხვდე­ბა, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ პი­რა­დად შეხ­ვედ­რა­ზე, მით უმე­ტეს მა­შინ, რო­დე­საც სპორ­ტის მი­ნის­ტრი ქალ­ბა­ტო­ნია. კარ­გი, ალ­ბათ არ სცა­ლი­ათ, ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ახ­სნა მო­ვუ­ძებ­ნოთ, მაგ­რამ იმ ფაქ­ტზე რას იტყვით, რო­დე­საც სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო მო­გი­ლო­ცავს "ფე­ის­ბუქ­ზე" და დღეს ვნა­ხუ­ლობთ, რომ ეს პოს­ტი წაშ­ლი­ლია?! ძა­ლი­ან სა­მარ­ცხვი­ნოა, რომ მი­ლოც­ვა უკან წა­ი­ღეს. არა უშავს, მე ვაგ­რძლებ ვარ­ჯიშს და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ჩემი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო კი­დევ ბევ­რჯერ გა­ვა­ხა­რო და ვა­სა­ხე­ლო!"

ელე­ნეს ამ პოსტს სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო გა­მო­ეხ­მა­უ­რა და სპორ­ტსმენს პუნ­ქტობ­რი­ვად შე­ახ­სე­ნა ის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა, რაც სა­ხელ­მწი­ფოს­გან მისი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ას­პა­რე­ზო­ბე­ბის­თვის მი­უ­ღია. (წა­ი­კი­თხეთ ფე­დე­რა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა)

ამ ყვე­ლა­ფერს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

ambebi.ge მსოფ­ლი­ოს ორგზის ჩემ­პი­ონს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი აღარ ისურ­ვა, გვი­თხრა, რომ თა­ვი­სი სათ­ქმე­ლი უკვე თქვა და მისი გან­ვრცო­ბა აღარ სურს. სა­მა­გი­ე­როდ, ელე­ნე უფრო ახ­ლოს გვაც­ნობს თავს და გვი­ამ­ბობს, რო­გორ მო­ვი­და დღემ­დე და რა და­ეხ­მა­რა მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში.

  • "ქალს რა უნდა ამ სპორ­ტშიო“

- ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გი­ორ­გე­თი­დან ვარ და იქვე და­ვი­წყე ვარ­ჯი­ში. ძა­ლი­ან მომ­წონ­და ეს სპორ­ტი, ჩემი ძმა და­დი­ო­და სამ­ბო­ზე და მეც მო­მინ­და. მერე ჩემ­მა ძმამ გა­მო­ა­ცხა­და, ელე­ნე თუ შევა სამ­ბო­ზე, მე აღარ ვივ­ლიო და მარ­თლაც ასე მო­იქ­ცა. იმ­ხა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იყო ასე­თი გან­წყო­ბა - "ქალს რა უნდა ამ სპორ­ტში“ და რა გა­საკ­ვი­რია, ისიც თუ ასე ფიქ­რობ­და. მახ­სოვს, როცა ჩემი ძმა აპ­რო­ტეს­ტებ­და, დედ-მამა და­მიდ­გა გვერ­დში და მხა­რი ამი­ბეს - 11 წლი­სა ვი­ყა­ვი, სამ­ბო­ზე რომ შე­მიყ­ვა­ნეს და და­ვი­წყე ვარ­ჯი­ში ჯიმ­შერ მუმ­ლა­ძეს­თან, რო­მე­ლიც დღემ­დე ჩემი მწვრთნე­ლია. დღეს ჩემი ძმა უკვე ამა­ყობს ჩე­მით. სხვა­თა შო­რის, წლე­ბის შემ­დეგ, ძმა ბევ­რჯერ და­მეხ­მა­რა, ყვე­ლა­ნა­ი­რად მი­წყობ­და ხელს, იყო რა­ღაც დაბ­რკო­ლე­ბე­ბი, რა­საც მის გა­რე­შე ვერ გა­დავ­ლა­ხავ­დი...

  • "ვაი, სა­წყა­ლი შენი დე­დამ­თი­ლი, რო­გორ გვე­ცო­დე­ბა“

- ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას თა­ნა­ტო­ლე­ბიც არა­ერ­თგვა­როვ­ნად შეხ­ვდნენ. სხვა­თა შო­რის, ჩე­მამ­დე რამ­დე­ნი­მე გოგო უკვე და­დი­ო­და ამ სპორტზე, მერე სხვებ­მა მეც მომ­ბა­ძეს.. ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს მი­ბე­დავ­და, ბი­ჭე­ბი ხში­რად მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - ვაი, სა­წყა­ლი შენი დე­დამ­თი­ლი, რო­გორ გვე­ცო­დე­ბაო და მის­თა­ნე­ბი. ისე, ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა დღემ­დე არ­სად დამ­ჭირ­ვე­ბია, არა­ვინ და­მიგ­დია (იცი­ნის). მერე ნაკ­რებ­შიც და­მი­ძა­ხეს, იყო შე­ჯიბ­რე­ბა-შე­ჯიბ­რე­ბა­ზე და ეტა­პობ­რი­ვად მო­ვი­და ყვე­ლა­ფე­რი. ბევ­რი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი, მქონ­და გას­ვლი­თი ტუ­რე­ბი, ამ ყვე­ლა­ფერ­მა მი­მი­ზი­და და "ჩა­მით­რია“. დღეს უკვე ვხვდე­ბი, რომ ჩემი თავი ამ სპორ­ტში ვი­პო­ვე და კმა­ყო­ფი­ლი ვარ...

  • წარ­მა­ტე­ბა-წარ­მა­ტე­ბა­ზე

- ჩემი პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი წარ­მა­ტე­ბა 2010 წელს მო­ვი­და, როცა ან­ტა­ლი­ა­ში ევ­რო­პის თასი მო­ვი­გე. მერე იყო 2013 წელი და სა­ბერ­ძნე­თი, სა­დაც მო­ვი­გე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი ახალ­გაზ­რდებ­ში (18 წლამ­დე­ლებ­ში), 2014 წლს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი (ესეც ახალ­გაზ­რდებ­ში), მერე - 2015 წელს დი­დებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ში და მე­ო­რე ად­გი­ლი ავი­ღე. იყო მარ­ცხიც - რამ­დე­ნი­მე ფი­ნა­ლი წა­ვა­გე და 2018 წელს მო­ვი­პო­ვე პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი, 2019-ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ვი­გე და ახლა, ბო­ლოს, ყირ­გი­ზეთ­ში მე­ო­რედ გავ­ხდი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი. ნაკ­რე­ბი ვი­ყა­ვით წა­სუ­ლი, ბევ­რნი გა­მოვ­დი­ო­დით. ძა­ლი­ან მა­გა­რი ემო­ცი­აა, რო­მელ­საც გა­მარ­ჯვე­ბის მო­მენ­ტში ვერ იაზ­რებ, მერე მი­ლოც­ვე­ბი მო­დის და ხვდე­ბი, რომ შენი გა­მარ­ჯვე­ბით ყვე­ლას აბედ­ნი­ე­რებ, შენც ბედ­ნი­ე­რი ხარ, როცა აც­ნო­ბი­ე­რებ, რომ შენს შრო­მას ამა­ოდ არ ჩა­უვ­ლია. ახლა წლის ბო­ლოა, და­ვის­ვე­ნებ და მო­მა­ვა­ლი წლი­დან და­ი­გეგ­მე­ბა შე­ჯიბ­რე­ბე­ბი. აქამ­დე ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა არ მი­მი­ღია, იყო პა­ტარ-პა­ტა­რა, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ე­ბი, ამის გა­რე­შეც არ იქ­ნე­ბა..

  • "მქონ­და მი­ზა­ნი და მის­კენ მივ­დი­ო­დი... სამ­ბოს არა­ფერ­ში გავცვლი“

- მათ, ვინც დღემ­დე ფიქ­რობს, რომ ძა­ლოს­ნუ­რი სპორ­ტი ქა­ლის საქ­მე არაა, ძა­ლი­ან ცდე­ბა. ზო­გა­დად, ადა­მი­ანს რისი სურ­ვი­ლიც აქვს, იმის გა­კე­თე­ბა არ უნდა და­უ­შა­ლო, მთა­ვა­რია, გუ­ლით უნ­დო­დეს, მი­ზა­ნი ჰქონ­დეს და იმ მიზ­ნის­კენ ია­როს. მი­ზანს რომ მი­აღ­წიო, ბევ­რი შრო­მაა სა­ჭი­რო. მე მქონ­და მი­ზა­ნი და მის­კენ მივ­დი­ო­დი. სა­ნამ მი­ზან­თან მი­ვი­დო­დი, იმ­დე­ნი დაბ­რკო­ლე­ბა შემ­ხვდა, იმ­დე­ნი იმედ­გაც­რუ­ე­ბა, მაგ­რამ დავძლიე, გა­დავ­ლა­ხე და მა­ინც ჩემი გა­ვი­ტა­ნე. დაბ­რკო­ლე­ბა როცა შეგ­ხვდე­ბა, ხელი არ უნდა ჩა­იქ­ნიო, არ უნდა და­ნებ­დე, არ იფიქ­რო, რომ არ გა­მოგ­დის, პი­რი­ქით, მეტი და მეტი უნდა გა­ა­კე­თო და იშ­რო­მო ამის­თვის, შრო­მა კი აუ­ცი­ლებ­ლად და­ფას­დე­ბა.

მა­ლე­ვე მივ­ხვდი, რომ სამ­ბო ჩემი სპორ­ტია და სხვა არც არა­ფერ­ზე მი­ფიქ­რია. დრო­ის სიმ­ცი­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა ვე­რაფ­რის­თვის ვიც­ლი, სწავ­ლაც ვერ გა­ვაგ­რძე­ლე, დრო არ მქონ­და, ფი­ზი­კუ­რად ვერ მო­ვა­ხერ­ხე. საყ­ვა­რელ სპორ­ტს დღე­ში 3 სა­ათს რომ უთ­მობ და, ასე ვთქვათ, მის­თვის თავი გაქვს გა­და­დე­ბუ­ლი, სხვა ვე­რა­ფერ­ზე ფიქ­რობ და იცლი. ხში­რად დღე­ში ორ­ჯერ მი­წევს ვარ­ჯი­ში, თუ შე­ჯიბ­რე­ბა ახ­ლოვ­დე­ბა, უკვე სამ­ჯე­რა­დად. ჩემი სამ­სა­ხუ­რიც, უნი­ვერ­სი­ტე­ტიც და ოჯა­ხიც ეს სპორ­ტია. სამ­ბოს არა­ვის და არაფ­რის გამო არ და­ვა­ნე­ბებ თავს, არა­ფერ­ში გავცვლი, ეს ჩემი ცხოვ­რე­ბაა. 17 წე­ლია ამ სპორ­ტით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი და რა გა­საკ­ვი­რია?...

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინე
0

გილოცავ ელენე, კიდევ მრავალ წარმატებას გისურვებ.🥰🥰🥰

გამძღარი ქოცი
15

რუსს რომ მოუგო მაგიტომ დააიგნორა მთავრობამ, აბა ევროპელზე მოეგოთ, ჩვენი მეეტლე ერკლე მეორე ეგრევე მიიწვევდა სიამაყით სამეფოში!

ავტორი:

"მეუბნებოდნენ, - ქალს რა უნდა ამ სპორტში... საწყალი შენი დედამთილიო" - ინტერვიუ სამბოში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ელენე ქებაძესთან, რომლის პოსტსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"მეუბნებოდნენ, - ქალს რა უნდა ამ სპორტში...  საწყალი შენი დედამთილიო" -  ინტერვიუ სამბოში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ელენე ქებაძესთან, რომლის პოსტსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ქართველი სამბისტი გოგონა ელენე ქებაძე ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა სამბოს საერთაშორისო ასოციაციის სახელით მოასპარეზე ანჟელა გასპარიანი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ელენე ქებაძე კარიერის განმავლობაში მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი - პირველად ეს ტიტული 2018 წელს მოიპოვა.

ყირგიზეთიდან დაბრუნებულმა ელენემ, რომელსაც აეროპორტში მხოლოდ ოჯახის წევრები დახვდნენ, "ფეისბუქ-გვერდზე" საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გააკრიტიკა და უწყება მის მიმართ უყურადღებობაში დაადანაშაულა:

"სამწუხაროა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი ხდები უკვე მეორედ და სპორტის სამინისტროდან აეროპორტშიც კი არავინ გხვდება, აღარაფერს ვამბობ პირადად შეხვედრაზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სპორტის მინისტრი ქალბატონია. კარგი, ალბათ არ სცალიათ, ყველაფერი გასაგებია. შესაძლებელია, რომ ყველაფერს თავისი ახსნა მოვუძებნოთ, მაგრამ იმ ფაქტზე რას იტყვით, როდესაც სპორტის სამინისტრო მოგილოცავს "ფეისბუქზე" და დღეს ვნახულობთ, რომ ეს პოსტი წაშლილია?! ძალიან სამარცხვინოა, რომ მილოცვა უკან წაიღეს. არა უშავს, მე ვაგრძლებ ვარჯიშს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი გულშემატკივარი და სრულიად საქართველო კიდევ ბევრჯერ გავახარო და ვასახელო!"

ელენეს ამ პოსტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გამოეხმაურა და სპორტსმენს პუნქტობრივად შეახსენა ის ფინანსური მხარდაჭერა, რაც სახელმწიფოსგან მისი წარმატებული ასპარეზობებისთვის მიუღია. (წაიკითხეთ ფედერაციის განცხადება)

ამ ყველაფერს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ambebi.ge მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს დაუკავშირდა, რომელმაც ამ თემაზე საუბარი აღარ ისურვა, გვითხრა, რომ თავისი სათქმელი უკვე თქვა და მისი განვრცობა აღარ სურს. სამაგიეროდ, ელენე უფრო ახლოს გვაცნობს თავს და გვიამბობს, როგორ მოვიდა დღემდე და რა დაეხმარა მიზნის მიღწევაში.

  • "ქალს რა უნდა ამ სპორტშიო“

- ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთიდან ვარ და იქვე დავიწყე ვარჯიში. ძალიან მომწონდა ეს სპორტი, ჩემი ძმა დადიოდა სამბოზე და მეც მომინდა. მერე ჩემმა ძმამ გამოაცხადა, ელენე თუ შევა სამბოზე, მე აღარ ვივლიო და მართლაც ასე მოიქცა. იმხანად საზოგადოებაში იყო ასეთი განწყობა - "ქალს რა უნდა ამ სპორტში“ და რა გასაკვირია, ისიც თუ ასე ფიქრობდა. მახსოვს, როცა ჩემი ძმა აპროტესტებდა, დედ-მამა დამიდგა გვერდში და მხარი ამიბეს - 11 წლისა ვიყავი, სამბოზე რომ შემიყვანეს და დავიწყე ვარჯიში ჯიმშერ მუმლაძესთან, რომელიც დღემდე ჩემი მწვრთნელია. დღეს ჩემი ძმა უკვე ამაყობს ჩემით. სხვათა შორის, წლების შემდეგ, ძმა ბევრჯერ დამეხმარა, ყველანაირად მიწყობდა ხელს, იყო რაღაც დაბრკოლებები, რასაც მის გარეშე ვერ გადავლახავდი...

  • "ვაი, საწყალი შენი დედამთილი, როგორ გვეცოდება“

- ჩემს გადაწყვეტილებას თანატოლებიც არაერთგვაროვნად შეხვდნენ. სხვათა შორის, ჩემამდე რამდენიმე გოგო უკვე დადიოდა ამ სპორტზე, მერე სხვებმა მეც მომბაძეს.. ვერავინ ვერაფერს მიბედავდა, ბიჭები ხშირად მეუბნებოდნენ, - ვაი, საწყალი შენი დედამთილი, როგორ გვეცოდებაო და მისთანები. ისე, ძალის გამოყენება დღემდე არსად დამჭირვებია, არავინ დამიგდია (იცინის). მერე ნაკრებშიც დამიძახეს, იყო შეჯიბრება-შეჯიბრებაზე და ეტაპობრივად მოვიდა ყველაფერი. ბევრი მეგობარი შევიძინე, ბევრი ადამიანი გავიცანი, მქონდა გასვლითი ტურები, ამ ყველაფერმა მიმიზიდა და "ჩამითრია“. დღეს უკვე ვხვდები, რომ ჩემი თავი ამ სპორტში ვიპოვე და კმაყოფილი ვარ...

  • წარმატება-წარმატებაზე

- ჩემი პირველი სერიოზული წარმატება 2010 წელს მოვიდა, როცა ანტალიაში ევროპის თასი მოვიგე. მერე იყო 2013 წელი და საბერძნეთი, სადაც მოვიგე მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებში (18 წლამდელებში), 2014 წლს ევროპის ჩემპიონატი (ესეც ახალგაზრდებში), მერე - 2015 წელს დიდებში ვმონაწილეობდი მსოფლიო ჩემპიონატში და მეორე ადგილი ავიღე. იყო მარცხიც - რამდენიმე ფინალი წავაგე და 2018 წელს მოვიპოვე პირველი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, 2019-ში ევროპის ჩემპიონატი მოვიგე და ახლა, ბოლოს, ყირგიზეთში მეორედ გავხდი მსოფლიო ჩემპიონი. ნაკრები ვიყავით წასული, ბევრნი გამოვდიოდით. ძალიან მაგარი ემოციაა, რომელსაც გამარჯვების მომენტში ვერ იაზრებ, მერე მილოცვები მოდის და ხვდები, რომ შენი გამარჯვებით ყველას აბედნიერებ, შენც ბედნიერი ხარ, როცა აცნობიერებ, რომ შენს შრომას ამაოდ არ ჩაუვლია. ახლა წლის ბოლოა, დავისვენებ და მომავალი წლიდან დაიგეგმება შეჯიბრებები. აქამდე ისეთი სერიოზული ტრავმა არ მიმიღია, იყო პატარ-პატარა, უმნიშვნელოები, ამის გარეშეც არ იქნება..

  • "მქონდა მიზანი და მისკენ მივდიოდი... სამბოს არაფერში გავცვლი“

- მათ, ვინც დღემდე ფიქრობს, რომ ძალოსნური სპორტი ქალის საქმე არაა, ძალიან ცდება. ზოგადად, ადამიანს რისი სურვილიც აქვს, იმის გაკეთება არ უნდა დაუშალო, მთავარია, გულით უნდოდეს, მიზანი ჰქონდეს და იმ მიზნისკენ იაროს. მიზანს რომ მიაღწიო, ბევრი შრომაა საჭირო. მე მქონდა მიზანი და მისკენ მივდიოდი. სანამ მიზანთან მივიდოდი, იმდენი დაბრკოლება შემხვდა, იმდენი იმედგაცრუება, მაგრამ დავძლიე, გადავლახე და მაინც ჩემი გავიტანე. დაბრკოლება როცა შეგხვდება, ხელი არ უნდა ჩაიქნიო, არ უნდა დანებდე, არ იფიქრო, რომ არ გამოგდის, პირიქით, მეტი და მეტი უნდა გააკეთო და იშრომო ამისთვის, შრომა კი აუცილებლად დაფასდება.

მალევე მივხვდი, რომ სამბო ჩემი სპორტია და სხვა არც არაფერზე მიფიქრია. დროის სიმცირიდან გამომდინარე, სხვა ვერაფრისთვის ვიცლი, სწავლაც ვერ გავაგრძელე, დრო არ მქონდა, ფიზიკურად ვერ მოვახერხე. საყვარელ სპორტს დღეში 3 საათს რომ უთმობ და, ასე ვთქვათ, მისთვის თავი გაქვს გადადებული, სხვა ვერაფერზე ფიქრობ და იცლი. ხშირად დღეში ორჯერ მიწევს ვარჯიში, თუ შეჯიბრება ახლოვდება, უკვე სამჯერადად. ჩემი სამსახურიც, უნივერსიტეტიც და ოჯახიც ეს სპორტია. სამბოს არავის და არაფრის გამო არ დავანებებ თავს, არაფერში გავცვლი, ეს ჩემი ცხოვრებაა. 17 წელია ამ სპორტით ვარ დაკავებული და რა გასაკვირია?...