საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს ფრანგული წარმოების 3 შვეულმფრენს იყიდის
შსს ფრანგული წარმოების 3 შვეულმფრენს იყიდის

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უწყე­ბამ ფრან­გულ კომ­პა­ნია "Airbus Helicopters"-თან 3 ახა­ლი შვე­ულმფრე­ნის შეს­ყიდ­ვის მიზ­ნით, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა.

აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"შსს-ს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით, სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცია "H145"-ის ტი­პის 3 შვე­ულმფრენს შე­ი­ძენს.

"Airbus"-თან რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ, პრო­ექ­ტის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 26 500 000 ევ­როს შე­ად­გენს. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბის მი­ხედ­ვით წლე­ბის წინ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­თვის შეს­ყი­დულ AS332 L1e S/N 2833-ის (სუ­პერ პუმა) შვე­ულმფრენს ქარ­თუ­ლი მხა­რე Airbus Helicopters-ს გა­დას­ცემს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ბორ­ტის პრი­ვა­ტი­ზე­ბით ახა­ლი შვე­ულმფრე­ნე­ბის შეს­ყიდ­ვის­თვის სა­ხელ­მწი­ფოს გა­სა­წე­ვი ხარ­ჯი 5 500 000 ევ­როს ოდე­ნო­ბით და­ი­ზო­გე­ბა.

H145" მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი შვე­ულმფრე­ნია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია შე­ას­რუ­ლოს პო­ლი­ცი­უ­რი, სატ­რან­სპორ­ტო, სამ­ძებ­რო და სა­მაშ­ვე­ლო ფუნ­ქცი­ე­ბი. ახა­ლი შვე­ულმფრე­ნე­ბი სრუ­ლად იქ­ნე­ბა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ხან­ძარ­თან ბრძო­ლი­სა და სამ­თო-სა­მაშ­ვე­ლო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით. მათ გა­აჩ­ნი­ათ 2 ძრა­ვა, რაც ზრდის ფრე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას. ამ ტი­პის შვე­ულმფრე­ნი მა­ღალ სი­მაღ­ლე­ზე ოპე­რი­რე­ბი­სა და მა­ნევ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რაც, სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალმთი­ა­ნი რე­ლი­ე­ფის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, არ­სე­ბულ ამო­ცა­ნებ­თან სრუ­ლად თავ­სე­ბა­დი იქ­ნე­ბა. "H145" წარ­მო­ად­გენს "Airbus"-ის ერთ-ერთ უახ­ლეს მო­დელს, რო­მელ­საც წარ­მა­ტე­ბით იყე­ნე­ბენ გერ­მა­ნი­ის, შვე­ი­ცა­რი­ის, საფ­რან­გე­თის, კა­ნა­დი­სა და სხვა ქვეყ­ნე­ბის პო­ლი­ცი­ი­სა და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თულ მხა­რეს პირ­ვე­ლი შვე­ულმფრე­ნი კონ­ტრაქ­ტის ხელ­მო­წე­რი­დან 17 თვე­ში გად­მო­ე­ცე­მა, ხოლო სა­მი­ვე სა­ა­ვი­ა­ციო ტექ­ნი­კა 20 თვემ­დე პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბა, სრულ საფ­რე­ნოს­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. კონ­ტრაქ­ტი ახა­ლი შვე­ულმფრე­ნე­ბის შე­ძე­ნას­თან ერ­თად, მო­ი­ცავს პი­ლო­ტე­ბი­სა და ინ­ჟინ­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას, მა­რა­გი ნა­წი­ლე­ბის შე­ძე­ნა­სა და 3-წლი­ან სა­ქარ­ხნო გა­რან­ტი­ას", - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოვა
0

სულ სხვა ვერტმფრენის ფოტოა, ფოტოს მოძიებას რაღა უნდა?

გუგა
5

რავი რამიშვილს 2 საათიანი გადაცემა გააკეთებინეს, რამდენად მხოლოდ მიგ ვარგა საქართველოს რელიეფისთვის და ესენი არ ვარგაო და ამიტომაც არ ვიყიდეთ ამდენი ხანიო. უნიათოები ყველაფერნაირად! 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

შსს ფრანგული წარმოების 3 შვეულმფრენს იყიდის

შსს ფრანგული წარმოების 3 შვეულმფრენს იყიდის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ ფრანგულ კომპანია "Airbus Helicopters"-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

"შსს-ს, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სასაზღვრო პოლიცია "H145"-ის ტიპის 3 შვეულმფრენს შეიძენს.

"Airbus"-თან რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 26 500 000 ევროს შეადგენს. ხელშეკრულების პირობის მიხედვით წლების წინ მაღალი თანამდებობის პირებისთვის შესყიდულ AS332 L1e S/N 2833-ის (სუპერ პუმა) შვეულმფრენს ქართული მხარე Airbus Helicopters-ს გადასცემს.

აღნიშნული ბორტის პრივატიზებით ახალი შვეულმფრენების შესყიდვისთვის სახელმწიფოს გასაწევი ხარჯი 5 500 000 ევროს ოდენობით დაიზოგება.

H145" მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება. "H145" წარმოადგენს "Airbus"-ის ერთ-ერთ უახლეს მოდელს, რომელსაც წარმატებით იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ქართულ მხარეს პირველი შვეულმფრენი კონტრაქტის ხელმოწერიდან 17 თვეში გადმოეცემა, ხოლო სამივე საავიაციო ტექნიკა 20 თვემდე პერიოდში საქართველოში იქნება, სრულ საფრენოსნო მდგომარეობაში. კონტრაქტი ახალი შვეულმფრენების შეძენასთან ერთად, მოიცავს პილოტებისა და ინჟინრების გადამზადებას, მარაგი ნაწილების შეძენასა და 3-წლიან საქარხნო გარანტიას", - ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.