პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხაბე“, მაგრად დადექი ძმაო, გამოწვევებია... " - ირაკლი ზარქუა
"ხაბე“, მაგრად დადექი ძმაო, გამოწვევებია...  " - ირაკლი ზარქუა

"ხაბე“, მაგ­რად და­დე­ქი ძმაო, გა­მოწ­ვე­ვე­ბია - ხომ გახ­სოვთ, ქვე­ყა­ნას რომ უწყობ­დნენ რე­ვო­ლუ­ცი­ას და ცხელ შე­მოდ­გო­მა-ზამ­თარს, რა პერ­ფორ­მან­სებ­საც ხე­დავთ, უკავ­შირ­დე­ბა იმ გა­დატ­რი­ა­ლე­ბას, რაც პარ­ტი­ა­ში მი­ი­ღეს, - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ირაკ­ლი ზარ­ქუა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მან­და­ტე­ბის და­ტო­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას.

მი­სი­ვე თქმით, უკე­თე­სი იქ­ნე­ბა თუ მან­და­ტე­ბის და­ტო­ვე­ბის ნაც­ვლად პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ო­ბა­ზე იფიქ­რე­ბენ.

"ხაბე“, მაგ­რად და­დე­ქი ძმაო, გა­მოწ­ვე­ვე­ბია. რა­საც თქვენ ხე­დავთ პერ­ფორ­მან­სებს, მათ შო­რის, რაც პარ­ლა­მენ­ტში დად­გეს, და­ნარ­ჩე­ნი კი­დევ რაც არის, უკავ­შირ­დე­ბა იმას, რომ ხომ გახ­სოვთ, ჩვენს ქვე­ყა­ნას რომ უწყობ­დნენ რე­ვო­ლუ­ცი­ას და ცხელ შე­მოდ­გო­მა- ზამ­თარს, ახლა პარ­ტი­ა­ში, შიგ­ნით მოხ­და გა­დატ­რი­ა­ლე­ბა და არის კე­ზე­რაშ­ვი­ლის ფი­ნან­სებ­ზე გავ­ლე­ნე­ბის მო­პო­ვე­ბის­თვის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია. ვინ უფრო აქ მა­ღალ რა­დი­კა­ლიზ­მის ხა­რისხს წარ­მო­ად­გენს, ალ­ბათ ის გა­ი­მარ­ჯვებს, თო­რემ რად უნდა ამ­დე­ნი გან­ცხა­დე­ბა, თუ ვინ­მეს უნდა და­ტო­ვე­ბა, ად­გეს და გა­ვი­დეს, მე­რამ­დე­ნედ მო­ვის­მი­ნეთ, "დღეს არა - ხვალ“, "ის გა­ვი­დეს, მეც გა­ვალ“. თუ შენ რწმე­ნა გაქვს, რომ მან­და­ტე­ბის და­ტო­ვე­ბით რა­ღა­ცას მო­იქ­მე­დებ და შე­დეგ­ზე გახ­ვალ, გა­ა­კე­თე, რად უნდა ამ­დე­ნი სა­უ­ბა­რი. ჩემი პო­ზი­ცი­აა, რომ შიგ­ნით უნდა იყ­ვნენ და თუ აქვთ რამე გო­ნივ­რუ­ლი, ჭკვი­ა­ნუ­რი აზრი და ხედ­ვა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე, წარ­მო­ად­გი­ნონ, თუ უნ­დათ მუ­შა­ო­ბა და თუ არ უნ­დათ, აგერ არის კა­რიც, გზაც და აქ­ცი­ე­ბიც. ეს კინო ნა­ნა­ხი გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და ზარ­ქუ­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, ზარ­ქუა მი­იჩ­ნევს, რომ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­ში იმ­ყო­ფე­ბა.

"400 დღე გა­ვი­და და მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია, ლო­ბის­ტე­ბი - უფა­სო, ფა­სი­ა­ნი, ამ­ბობ­დნენ, რომ სის­ტე­მა კლავს სა­ა­კაშ­ვილს, ძა­ლა­დობს მას­ზე, რა დღე­ში ჰყავთ და რა აღ­მოჩ­ნდა? სწო­რედ ეს არის რაც მათ აცო­ფებთ, რომ VIP პა­ლა­ტა­შია, აქვს რამ­დე­ნი­მე ოთა­ხი, აღ­ჭურ­ვი­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რი კომ­ფორ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და ეს პა­ტი­მა­რი ძა­ლა­დობს რი­გით პერ­სო­ნალ­ზე - სა­ნიტ­რი­დან და­წყე­ბუ­ლი, ექი­მე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, რად­გან ეს იყო სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი, ერთ-ერ­თმა ოპო­ზი­ცი­ურ­მა არ­ხმა რომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო, სად იყ­ვნენ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი? იქ არ შე­ი­ლა­ხა მისი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი? როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხე­დავს ორ­მაგ სტან­დარტს არ და­გი­ჯე­რე­ბენ, ამი­ტო­მაც მი­ი­ღეს რე­ვო­ლუ­ცია სა­კუ­თარ პარ­ტი­ა­ში და დარ­ბი­ან ახლა და ერ­თმა­ნეთს რა­დი­კა­ლიზ­მში ეჯიბ­რე­ბი­ან. რაც უნ­დათ ის ქნან, ამ ქვე­ყა­ნას არ ავა­რე­ვი­ნებთ, მე­ო­რე ფრონ­ტი ამ ქვე­ყა­ნა­ში არ იქ­ნე­ბა, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი გან­მსა­ზღვრე­ლი იმის, ვინ უნდა იყოს ცი­ხე­ში და ვინ არა,"- გა­ნა­ცხა­და ზარ­ქუ­ამ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kako
2

ზარქუამ ის გამოიკვლიოს ღარიბაშვილის შვილის მოსაწყობად ამერიკის წამყვან უნივერსიტეტში საშუალო მოსწრების ( ესეთებს იქ არ ღებულობენ საერთო) აბიტურიენტის (შვილის ) მოსაწყობად განათლების მინისტრი რატო მიავლინეს იმ უნივერსიტეტში ... სადაც ის სწავლობდა მასზე ბევრად წარმატებული მოსწავლეები არ მიიღეს ამ უნივერსიტეტში ....თან თუ ამერიკა არ ვარგა და ამერიკის ელჩს რო ლანძღავენ და შაჰინს (უწმაწურად მიმართავენ) ასევე ჯინზინგერს რო ლანძღავენ .. რუსეთი თუ ურჩევნიათ შვილებს რატიო აგზავნიან სასწავლებლად იქ....

რაის მეორე ფრონტი
5

ვინც მეორე ფრონტზე სერიოზულად ლაპარაკობს, იმის თავში ჩამახედა. როგორ წარმოგიდგენიათ მეორე ფრონტი, პატრულის მანქანას ჩაუყენებთ ისევ თუ??? რა ფრონტი რის ფრონტი ნეტა მართლა გვქონდეს მაგისი ერთი ადგილი. გეყოფათ ხალხის დაბოლება. 

ავტორი:

"ხაბე“, მაგრად დადექი ძმაო, გამოწვევებია... " - ირაკლი ზარქუა

"ხაბე“, მაგრად დადექი ძმაო, გამოწვევებია...  " - ირაკლი ზარქუა

"ხაბე“, მაგრად დადექი ძმაო, გამოწვევებია - ხომ გახსოვთ, ქვეყანას რომ უწყობდნენ რევოლუციას და ცხელ შემოდგომა-ზამთარს, რა პერფორმანსებსაც ხედავთ, უკავშირდება იმ გადატრიალებას, რაც პარტიაში მიიღეს, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან მანდატების დატოვების თაობაზე ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.

მისივე თქმით, უკეთესი იქნება თუ მანდატების დატოვების ნაცვლად პარლამენტში მუშაობაზე იფიქრებენ.

"ხაბე“, მაგრად დადექი ძმაო, გამოწვევებია. რასაც თქვენ ხედავთ პერფორმანსებს, მათ შორის, რაც პარლამენტში დადგეს, დანარჩენი კიდევ რაც არის, უკავშირდება იმას, რომ ხომ გახსოვთ, ჩვენს ქვეყანას რომ უწყობდნენ რევოლუციას და ცხელ შემოდგომა- ზამთარს, ახლა პარტიაში, შიგნით მოხდა გადატრიალება და არის კეზერაშვილის ფინანსებზე გავლენების მოპოვებისთვის წინასაარჩევნო კამპანია. ვინ უფრო აქ მაღალ რადიკალიზმის ხარისხს წარმოადგენს, ალბათ ის გაიმარჯვებს, თორემ რად უნდა ამდენი განცხადება, თუ ვინმეს უნდა დატოვება, ადგეს და გავიდეს, მერამდენედ მოვისმინეთ, "დღეს არა - ხვალ“, "ის გავიდეს, მეც გავალ“. თუ შენ რწმენა გაქვს, რომ მანდატების დატოვებით რაღაცას მოიქმედებ და შედეგზე გახვალ, გააკეთე, რად უნდა ამდენი საუბარი. ჩემი პოზიციაა, რომ შიგნით უნდა იყვნენ და თუ აქვთ რამე გონივრული, ჭკვიანური აზრი და ხედვა ევროინტეგრაციის გზაზე, წარმოადგინონ, თუ უნდათ მუშაობა და თუ არ უნდათ, აგერ არის კარიც, გზაც და აქციებიც. ეს კინო ნანახი გვაქვს“, - განაცხადა ზარქუამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ზარქუა მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი კომფორტულ გარემოში იმყოფება.

"400 დღე გავიდა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რადიკალური ოპოზიცია, ლობისტები - უფასო, ფასიანი, ამბობდნენ, რომ სისტემა კლავს სააკაშვილს, ძალადობს მასზე, რა დღეში ჰყავთ და რა აღმოჩნდა? სწორედ ეს არის რაც მათ აცოფებთ, რომ VIP პალატაშია, აქვს რამდენიმე ოთახი, აღჭურვილია ყველანაირი კომფორტის საშუალებებით და ეს პატიმარი ძალადობს რიგით პერსონალზე - სანიტრიდან დაწყებული, ექიმებით დასრულებული. გამოაქვეყნეს, რადგან ეს იყო საჯარო ინტერესი, ერთ-ერთმა ოპოზიციურმა არხმა რომ გამოაქვეყნა ფოტო, სად იყვნენ უფლებადამცველები? იქ არ შეილახა მისი პერსონალური მონაცემები? როცა საზოგადოება ხედავს ორმაგ სტანდარტს არ დაგიჯერებენ, ამიტომაც მიიღეს რევოლუცია საკუთარ პარტიაში და დარბიან ახლა და ერთმანეთს რადიკალიზმში ეჯიბრებიან. რაც უნდათ ის ქნან, ამ ქვეყანას არ ავარევინებთ, მეორე ფრონტი ამ ქვეყანაში არ იქნება, კანონის უზენაესობა იქნება მთავარი განმსაზღვრელი იმის, ვინ უნდა იყოს ციხეში და ვინ არა,"- განაცხადა ზარქუამ.