პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოურინიოსა და გვარდიოლას ნაზავი ვარ... რატომ არ უნდა მოვიგოთ მსოფლიო ჩემპიონატი?!" - ვინ არის "მაროკოელი ჯადოქარი", მწვრთნელი, რომელმაც გუნდს ზღაპრული წარმატება მოუტანა
"მოურინიოსა და გვარდიოლას ნაზავი ვარ... რატომ არ უნდა მოვიგოთ მსოფლიო ჩემპიონატი?!" - ვინ არის "მაროკოელი ჯადოქარი", მწვრთნელი, რომელმაც გუნდს ზღაპრული წარმატება მოუტანა

ახლა, როცა მა­რო­კომ ეს­პა­ნეთს პორ­ტუ­გა­ლი­აც მი­ა­ყო­ლა და მარ­ცხით გა­უშ­ვა სახ­ლში, თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ კა­ტა­რის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მთა­ვა­რი სენ­სა­ცია მა­რო­კოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბია.

3 თვის წინ გუნდში და­ძა­ბუ­ლო­ბა იყო, მა­შინ­დელ მწვრთნელს, ვა­ჰიდ ჰა­ლილ­ჰო­ჯიჩს ნაკ­რე­ბის მთა­ვარ ვარ­სკვლა­ვებ­თან კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­და. ბოს­ნი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და მის ად­გი­ლას 47 წლის ვა­ლიდ რეგ­რა­გი და­ნიშ­ნეს.

ზო­გი­ერ­თმა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ავან­ტი­უ­რის­ტუ­ლად მი­იჩ­ნია და თვლიდ­ნენ, რომ ყო­ვე­ლი­ვე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბო­და გუნ­დზე, თუმ­ცა ასე არ მოხ­და - რეგ­რა­გიმ არა მხო­ლოდ გა­ა­ერ­თი­ა­ნა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გუნ­დი, არა­მედ პირ­ვე­ლი აფ­რი­კე­ლი მწვრთნე­ლი გახ­და, რო­მელ­მაც ნაკ­რე­ბი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­იყ­ვა­ნა. თა­ნაც რო­გორ გა­იყ­ვა­ნა? - სა­კუ­თარ კარ­ში მხო­ლოდ 1 გოლი მი­ი­ღეს, ისიც ავ­ტო­გო­ლი.

ევ­რო­პა­ში წარ­მო­შო­ბით მა­რო­კო­ე­ლე­ბი უხ­ვად ცხოვ­რო­ბენ. რეგ­რა­გიც ერთ-ერთი მათ­გა­ნია. ის პა­რი­ზის გა­რე­უ­ბან­ში და­ი­ბა­და. მამა ოც­ნე­ბობ­და, რომ მო­მა­ვალ­ში ვა­ლიდს ოფის­ში ემუ­შა­ვა - მშო­ბე­ლი თვლი­და, რომ სა­ო­ფი­სე სამ­სა­ხუ­რი წარ­მა­ტე­ბას ნიშ­ნავს.

  • "მამა ოც­ნე­ბობ­და, რომ ჩვენს სო­ფელ­ში გა­ეგ­ზავ­ნა სუ­რა­თი, სა­დაც მე ვიქ­ნე­ბო­დი აღ­ბეჭ­დი­ლი სა­წერ მა­გი­დას­თან, დიდ ნა­თელ ოფის­ში“, - იხ­სე­ნებს მწვრთნე­ლი.

სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა რეგ­რა­გიმ რან­გით და­ბალ ფრან­გულ ლი­გებ­ში და­ი­წყო. ის მარ­ჯვე­ნა მცვე­ლი იყო. "ტუ­ლუ­ზას­თან“ და "აია­ჩოს­თან“ ერ­თად 2000-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში ელი­ტურ ფრან­გულ ლი­გამ­დე მი­აღ­წია. შემ­დეგ "ლა ლი­გა­ში" წა­ვი­და. "რა­სინ­გში“ ითა­მა­შა, ბო­ლოს ისევ საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუნ­და.

2001 წლი­დან 2009 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში რეგ­რა­გიმ მა­რო­კოს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში 45 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა. 2004 წელს ის აფ­რი­კის თას­ზე ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­ვი­და, სა­დაც ტუ­ნის­თან და­მარ­ცხდნენ. ვა­ლი­დი მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე იყო, მე­ტიც, ჯეი-ჯეი ოკო­ჩას­თან ერ­თად სიმ­ბო­ლურ ნაკ­რებ­ში მოხ­ვდა.

  • სამ­წვრთნე­ლო კა­რი­ე­რა 2012 წელს მა­რო­კოს ნაკ­რებ­ში და­ი­წყო. მა­შინ­დელ­მა მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა რა­შიდ ტა­უ­სიმ დამ­ხმა­რედ წა­იყ­ვა­ნა. თუმ­ცა ტა­უ­სი და მისი შტა­ბი 1 წლის შემ­დეგ და­ი­თხო­ვეს. რეგ­რა­გიმ რა­ბა­თუ­ლი ფი­უ­სი ჩა­ი­ბა­რა და იქ 6 წელი გა­ა­ტა­რა. ფი­უ­სი მა­რო­კო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ კლუ­ბად ით­ვლე­ბა, თუმ­ცა ჩემ­პი­ო­ნი არას­დროს ყო­ფი­ლა. რეგ­რა­გიმ ეს მა­ლე­ვე გა­მო­ას­წროა და 2016 წელს გუნ­დი გა­ა­ჩემ­პი­ო­ნა. 2 წლით ადრე კი ქვეყ­ნის თა­სიც მო­ი­გო.

2017 წელს რეგ­რა­გის ტოპ კლა­სის მწვრთნე­ლებს ადა­რებ­დნენ, თუმ­ცა მა­შინ ის მსგავს კი­თხვებს ხუმ­რო­ბით პა­სუ­ხობ­და - "მე მა­რო­კო­ელ გვარ­დი­ო­ლას მე­ძა­ხი­ან. ზოდი კი მო­უ­რი­ნი­ოს მემ­კვიდ­რეს მი­წო­დებს. ყვე­ლა მწვრთნელს თა­ვი­სი ფი­ლო­სო­ფია აქვს. მე - მო­უ­რი­ნი­ო­სა და გვარ­დი­ო­ლას ნა­ზა­ვი ვარ. ჩემი სტი­ლი პე­პის სტილს ჰგავს, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი კი ჟო­ზეს­თან უფრო ახ­ლოს არის“, - ამ­ბობ­და რეგ­რა­რი.

  • ცვლი­ლე­ბე­ბის დრო 2020 წელს დად­გა, რო­დე­საც რეგ­რა­გი კა­ტარ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც "ალ-დუ­ჰა­ი­ლი“ ჩა­ი­ბა­რა. მისი თავ­კა­ცო­ბით გუნ­დმა ხა­ვის "ალ-სადს“ აჯო­ბა და ქვეყ­ნის ჩემ­პი­ო­ნატ­ში გა­ი­მარ­ჯვა.

ფრან­გი მა­რო­კო­ე­ლის წარ­მა­ტე­ბა მა­რო­კო­შიც შე­ნიშ­ნეს და ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ კლუბ­ში "ვი­დად­ში“ მი­იწ­ვი­ეს. კა­საბ­ლან­კურ გუნდს მწვრთნელ­მა არა მხო­ლოდ ქვეყ­ნის ჩემ­პი­ო­ნა­ტი, არა­მედ აფ­რი­კის ჩემ­პი­ონ­თა ლი­გაც მო­ა­გე­ბი­ნა.

ასე­თი ტრი­უმ­ფის შემ­დეგ, ფე­დე­რა­ცი­ა­ზე დიდი ზე­წო­ლა იყო, რომ ვა­ლი­დი ნაკ­რე­ბის მთა­ვარ მწვრთნე­ლად და­ე­ნიშ­ნათ. ვა­ჰიდ ჰა­ლილ­ჰო­ჯიჩს, რო­მელ­მაც ნაკ­რე­ბი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­იყ­ვა­ნა, ისევ ხა­სი­ათ­მა უმტყუ­ნა. მა­რო­კოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ჰა­ლილ­ჰო­ჯი­ჩი არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბის გამო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ჰა­ლილ­ჰო­ჯი­ჩის­თვის უც­ნა­უ­რი არა­ფე­რია. ის პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლია ის­ტო­რი­ა­ში, რო­მელ­მაც 4 სხვა­დას­ხვა ნაკ­რე­ბი (კოტ-დ’იუ­ვა­რი, ალ­ჟი­რი, ია­პო­ნია და მა­რო­კო) მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­იყ­ვა­ნა. თუმ­ცა ხა­სი­ა­თის გამო ტურ­ნი­რის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე 3 ნაკ­რე­ბი­დან გა­უშ­ვეს.

ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის იყო, რომ ბოს­ნი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი ფე­დე­რა­ცი­ის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად იღებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. კონ­ფლიქ­ტი დღი­თი­დღე მწიფ­დე­ბო­და. ასე­ვე, ურ­თი­ერ­თო­ბა და­ე­ძა­ბა ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან - ზი­ეჩ­თან და მაზ­რა­უ­ის­თან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფე­დე­რა­ცი­ის ბო­სებ­მა მო­უ­წო­დეს შე­რი­გე­ბის­კენ, 70 წლის სპე­ცი­ა­ლისტს სა­ერ­თოდ არ ადარ­დებ­და მათი თხოვ­ნე­ბი და უბ­რა­ლოდ აიგ­ნო­რებ­და. ბოს­ნი­ე­ლის გამო, ნაკ­რე­ბი და­ტო­ვა ზი­ეჩ­მა და გა­ნა­ცხა­და, რომ უკან არას­დროს დაბ­რუნ­დე­ბო­და.

  • რეგ­რა­გი ნაკ­რებ­ში მოს­ვლის დღი­დან ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის დარ­ბუ­ნე­ბის სა­კი­თხით და­კავ­და და ყვე­ლა წა­სუ­ლი ვარ­სკვლა­ვი უკან და­აბ­რუ­ნა.

ჰა­ლილ­ჰო­ჯი­ჩი კი ცოტა გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლია.

"როცა უცხო ქვე­ყა­ნა­ში ჩა­დი­ხარ, ბევრ კარგ ფეხ­ბურ­თელს არ იც­ნობ. ამი­ტომ სა­ჭი­როა მათი ძი­ე­ბა და აღ­მო­ჩე­ნა. რომ იცო­დეთ, მა­რო­კო­ში ჩას­ვლის დღი­დან რამ­დენ ვი­დე­ოს ვუ­ყუ­რე, სულ მცი­რე, ათასს. გა­ვა­ახ­ლე გუნ­დის 80%. სა­ჭი­რო იყო ისე­თი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მო­ძებ­ნა, რომ­ლე­ბიც ნაკ­რებ­ში ითა­მა­შებ­დნენ. მწვრთნე­ლის ავ­ტო­რი­ტეტს მისი შე­დე­გე­ბი ამ­ყა­რებს. არას­დროს მა­რო­კოს ნაკ­რებს არ ჰქო­ნია ისე­თი წარ­მა­ტე­ბა, რო­გორც ჩემ ხელ­ში. გა­ვე­დით მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, 7 მატ­ჩი მო­ვი­გეთ და ერთი ფრე ვი­თა­მა­შეთ.

ფე­დე­რა­ცი­ას სურ­და, რომ კონ­კრე­ტუ­ლი 3-4 ფეხ­ბურ­თე­ლი წა­მეყ­ვა­ნა. გუნ­დი მათ გა­რე­შეც ბრწყინ­ვა­ლედ თა­მა­შობ­და. არ ვუ­ჯე­რებ­დი ფე­დე­რა­ცი­ას და თავს არ ვუხ­რი­დი, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ჩემს ავ­ტო­რი­ტეტს დავ­კარ­გავ­დი.

ვგრძნობ­დი, რომ იმ მა­რო­კო­თი, რო­მე­ლიც მე შევ­ქმე­ნი, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე კარ­გად ვი­თა­მა­შებ­დით. მინ­დო­და, კა­რი­ე­რა წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შემ­დეგ და­მეს­რუ­ლე­ბი­ნა“, - ამ­ბობს ბოს­ნი­ე­ლი.

  • ახლა უკვე რეგ­რა­გის ხელ­ში მა­რო­კო ფლეი-ოფში, 36 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად გა­ვი­და, ხოლო ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად. თით­ქოს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა რეგ­რა­გი ამ წარ­მა­ტე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და.

ის სა­უბ­რობს არა­ბუ­ლად, ფრან­გუ­ლად, ეს­პა­ნუ­რად და ინ­გლი­სუ­რად - ეს კი ისეთ გუნდში, რო­გო­რიც მა­რო­კოა, დიდ უპი­რა­ტე­სო­ბას აძ­ლევს. ბევ­რი ფეხ­ბურ­თე­ლი წარ­მო­შო­ბით მა­რო­კო­ე­ლია, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი ევ­რო­პა­ში აქვთ გა­ტა­რე­ბუ­ლი, რეგ­რა­გიმ კი მათ­თან მარ­ტი­ვად გა­მო­ნა­ხა სა­ერ­თო ენა.

"მე სულ ვამ­ბობ, რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი - მა­რო­კო­ე­ლია. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სა­ი­დან არი­ან - საფ­რან­გე­თი­დან, ბელ­გი­ი­დან, თუ მა­რო­კო­დან. თუ ვინ­მეს სურს აქ თა­მა­ში, უნდა იბ­რძო­ლოს ამ მა­ი­სუ­რის გამო. ჩვე­ნი ზოგი ფეხ­ბურ­თე­ლი გერ­მა­ნი­ი­დან, საფ­რან­გე­თი­დან, ბელ­გი­ი­დან და ნი­დერ­ლან­დე­ბი­დან არის - მე ამ ყვე­ლაფ­რის­გან რძის კოქ­ტე­ილს ვა­კე­თებ", - ამ­ბობს მწვრთნე­ლი.

  • ვა­ლი­დი, რო­გორც ზე­მოთ ვთქვით, რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში თა­მა­შობ­და და რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში მწვრთნე­ლად მუ­შა­ობ­და. მას დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

"ყვე­ლა მწვრთნე­ლის­გან რა­ღა­ცას ვსწავ­ლობ­დი. რამ­დე­ნი­მე გა­მო­ნაკ­ლისს თუ არ ჩავ­თვლით, ამ პრო­ფე­სი­ა­ში არა­ფერს არ იგო­ნებ, უბ­რა­ლოდ სხვე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას ირ­გებ და აუმ­ჯო­ბე­სებ,“ - გან­მარ­ტავს მწვრთნე­ლი.

  • რო­გორც ყო­ფი­ლი მცვე­ლი, რეგ­რა­გი მა­რო­კო­ში დიდ ყუ­რა­დღე­ბას დაც­ვის ხაზს უთ­მობს. სტა­ტის­ტი­კას თუ შევ­ხე­დავთ, მას ნამ­დვი­ლად იდე­ა­ლუ­რი დაც­ვა ჰყავს - მხო­ლოდ ერთ მატჩში გა­უშ­ვეს გოლი და ისიც სა­კუ­თარ კარ­ში ჩაჭ­რეს.

რეგ­რა­გი ქე­ბას არ იღებს და თა­ვის გუნდს ყო­ველ­თვის უმაღ­ლეს მიზ­ნებს უსა­ხავს: "მე ყო­ველ­თვის ვამ­ბობ, რომ ყვე­ლა­ფერს ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი წყვე­ტენ. ვცდი­ლობ, ბი­ჭებს დიდი მო­ტი­ვა­ცია მივ­ცე, დავ­მუხ­ტო და შემ­დეგ მათ უკვე დიდი შე­დე­გე­ბი მო­აქვთ.

რო­გორც მო­ვე­დი, თა­ვი­დან­ვე ვთქვი, რომ ჩვენ უნდა ვი­ყოთ ამ­ბი­ცი­უ­რე­ბი. რა­ტომ არ უნდა მო­ვი­გოთ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი?! ამის თა­ვი­დან­ვე გვჯე­რო­და. ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა გა­ი­გეს, რომ ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რი კომ­პლექ­სი უნდა მოგ­ვე­შო­რე­ბი­ნა. ვცდი­ლობთ, აფ­რი­კის ლო­კო­მო­ტი­ვი ვი­ყოთ, სხვებს მა­გა­ლი­თი მივ­ცეთ. კონ­ტი­ნენ­ტი წინ მი­ი­წევს“, - ამ­ბობს ის.

რეგ­რა­გის კი­დევ ერთი უნი­კა­ლუ­რი მიდ­გო­მა ისაა, რომ მან ფე­დე­რა­ცი­ას­თან ერ­თად, კა­ტარ­ში ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მშობ­ლე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა უზ­რუნ­ველ­ყო.

  • Al Jazeera წერს, რომ მა­რო­კო­ე­ლე­ბის ბაზა სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ნაკს ჰგავს, სა­დაც მშობ­ლებს ბავ­შვე­ბი მიჰ­ყავთ ხოლ­მე. თა­ვად მწვრთნე­ლის დე­დაც კა­ტარ­შია:

მშობ­ლე­ბი ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან ერ­თად პო­ზი­რე­ბენ და ემო­ცი­ურ პოს­ტებს წე­რენ. ასე­თი არ­ნა­ხუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბა რეგ­რა­გის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და: "ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბა ჩვე­ნი მშობ­ლე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. ჩვენ ოჯა­ხი შევ­ქმე­ნით, ვგრძნობთ, რომ ჩვენ უკან მთე­ლი ერი დგას“.

მა­რო­კო ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში საფ­რან­გეთს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში გას­ვლას შე­ეც­დე­ბა.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაკაო
0

მთელი ევროპის ქვეყნებში ცხოვრობენ და ბევრნი არიან ექნებათ დიდი რესურსი აბა არ ექნება მონდომება ჟილკა გაგაჩნიათ და მაგიტომაც მოვიდა შედეგი 

დათო
2

წინააღმდეგი არ ვიქნები "ფრანგებსაც" რო მოუგონ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"მოურინიოსა და გვარდიოლას ნაზავი ვარ... რატომ არ უნდა მოვიგოთ მსოფლიო ჩემპიონატი?!" - ვინ არის "მაროკოელი ჯადოქარი", მწვრთნელი, რომელმაც გუნდს ზღაპრული წარმატება მოუტანა

"მოურინიოსა და გვარდიოლას ნაზავი ვარ... რატომ არ უნდა მოვიგოთ მსოფლიო ჩემპიონატი?!" - ვინ არის "მაროკოელი ჯადოქარი", მწვრთნელი, რომელმაც გუნდს ზღაპრული წარმატება მოუტანა

ახლა, როცა მაროკომ ესპანეთს პორტუგალიაც მიაყოლა და მარცხით გაუშვა სახლში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი სენსაცია მაროკოს ეროვნული ნაკრებია.

3 თვის წინ გუნდში დაძაბულობა იყო, მაშინდელ მწვრთნელს, ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩს ნაკრების მთავარ ვარსკვლავებთან კონფლიქტი ჰქონდა. ბოსნიელი სპეციალისტი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის ადგილას 47 წლის ვალიდ რეგრაგი დანიშნეს.

ზოგიერთმა ეს გადაწყვეტილება ავანტიურისტულად მიიჩნია და თვლიდნენ, რომ ყოველივე უარყოფითად აისახებოდა გუნდზე, თუმცა ასე არ მოხდა - რეგრაგიმ არა მხოლოდ გააერთიანა მრავალფეროვანი გუნდი, არამედ პირველი აფრიკელი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გაიყვანა. თანაც როგორ გაიყვანა? - საკუთარ კარში მხოლოდ 1 გოლი მიიღეს, ისიც ავტოგოლი.

ევროპაში წარმოშობით მაროკოელები უხვად ცხოვრობენ. რეგრაგიც ერთ-ერთი მათგანია. ის პარიზის გარეუბანში დაიბადა. მამა ოცნებობდა, რომ მომავალში ვალიდს ოფისში ემუშავა - მშობელი თვლიდა, რომ საოფისე სამსახური წარმატებას ნიშნავს.

  • "მამა ოცნებობდა, რომ ჩვენს სოფელში გაეგზავნა სურათი, სადაც მე ვიქნებოდი აღბეჭდილი საწერ მაგიდასთან, დიდ ნათელ ოფისში“, - იხსენებს მწვრთნელი.

საფეხბურთო კარიერა რეგრაგიმ რანგით დაბალ ფრანგულ ლიგებში დაიწყო. ის მარჯვენა მცველი იყო. "ტულუზასთან“ და "აიაჩოსთან“ ერთად 2000-იანების დასაწყისში ელიტურ ფრანგულ ლიგამდე მიაღწია. შემდეგ "ლა ლიგაში" წავიდა. "რასინგში“ ითამაშა, ბოლოს ისევ საფრანგეთში დაბრუნდა.

2001 წლიდან 2009 წლამდე პერიოდში რეგრაგიმ მაროკოს ეროვნულ ნაკრებში 45 მატჩი ჩაატარა. 2004 წელს ის აფრიკის თასზე ნახევარფინალში გავიდა, სადაც ტუნისთან დამარცხდნენ. ვალიდი მოწოდების სიმაღლეზე იყო, მეტიც, ჯეი-ჯეი ოკოჩასთან ერთად სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

  • სამწვრთნელო კარიერა 2012 წელს მაროკოს ნაკრებში დაიწყო. მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა რაშიდ ტაუსიმ დამხმარედ წაიყვანა. თუმცა ტაუსი და მისი შტაბი 1 წლის შემდეგ დაითხოვეს. რეგრაგიმ რაბათული ფიუსი ჩაიბარა და იქ 6 წელი გაატარა. ფიუსი მაროკოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კლუბად ითვლება, თუმცა ჩემპიონი არასდროს ყოფილა. რეგრაგიმ ეს მალევე გამოასწროა და 2016 წელს გუნდი გააჩემპიონა. 2 წლით ადრე კი ქვეყნის თასიც მოიგო.

2017 წელს რეგრაგის ტოპ კლასის მწვრთნელებს ადარებდნენ, თუმცა მაშინ ის მსგავს კითხვებს ხუმრობით პასუხობდა - "მე მაროკოელ გვარდიოლას მეძახიან. ზოდი კი მოურინიოს მემკვიდრეს მიწოდებს. ყველა მწვრთნელს თავისი ფილოსოფია აქვს. მე - მოურინიოსა და გვარდიოლას ნაზავი ვარ. ჩემი სტილი პეპის სტილს ჰგავს, პრესკონფერენციები კი ჟოზესთან უფრო ახლოს არის“, - ამბობდა რეგრარი.

  • ცვლილებების დრო 2020 წელს დადგა, როდესაც რეგრაგი კატარში გადავიდა, სადაც "ალ-დუჰაილი“ ჩაიბარა. მისი თავკაცობით გუნდმა ხავის "ალ-სადს“ აჯობა და ქვეყნის ჩემპიონატში გაიმარჯვა.

ფრანგი მაროკოელის წარმატება მაროკოშიც შენიშნეს და ქვეყნის ყველაზე ცნობილ კლუბში "ვიდადში“ მიიწვიეს. კასაბლანკურ გუნდს მწვრთნელმა არა მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონატი, არამედ აფრიკის ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა.

ასეთი ტრიუმფის შემდეგ, ფედერაციაზე დიდი ზეწოლა იყო, რომ ვალიდი ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაენიშნათ. ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩს, რომელმაც ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა, ისევ ხასიათმა უმტყუნა. მაროკოს ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ ჰალილჰოჯიჩი არსებული უთანხმოების გამო გაათავისუფლეს.

ჰალილჰოჯიჩისთვის უცნაური არაფერია. ის პირველი მწვრთნელია ისტორიაში, რომელმაც 4 სხვადასხვა ნაკრები (კოტ-დ’იუვარი, ალჟირი, იაპონია და მაროკო) მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა. თუმცა ხასიათის გამო ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე 3 ნაკრებიდან გაუშვეს.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ბოსნიელი სპეციალისტი ფედერაციისგან დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს. კონფლიქტი დღითიდღე მწიფდებოდა. ასევე, ურთიერთობა დაეძაბა ფეხბურთელებთან - ზიეჩთან და მაზრაუისთან. მიუხედავად იმისა, რომ ფედერაციის ბოსებმა მოუწოდეს შერიგებისკენ, 70 წლის სპეციალისტს საერთოდ არ ადარდებდა მათი თხოვნები და უბრალოდ აიგნორებდა. ბოსნიელის გამო, ნაკრები დატოვა ზიეჩმა და განაცხადა, რომ უკან არასდროს დაბრუნდებოდა.

  • რეგრაგი ნაკრებში მოსვლის დღიდან ფეხბურთელების დარბუნების საკითხით დაკავდა და ყველა წასული ვარსკვლავი უკან დააბრუნა.

ჰალილჰოჯიჩი კი ცოტა განაწყენებულია.

"როცა უცხო ქვეყანაში ჩადიხარ, ბევრ კარგ ფეხბურთელს არ იცნობ. ამიტომ საჭიროა მათი ძიება და აღმოჩენა. რომ იცოდეთ, მაროკოში ჩასვლის დღიდან რამდენ ვიდეოს ვუყურე, სულ მცირე, ათასს. გავაახლე გუნდის 80%. საჭირო იყო ისეთი ფეხბურთელების მოძებნა, რომლებიც ნაკრებში ითამაშებდნენ. მწვრთნელის ავტორიტეტს მისი შედეგები ამყარებს. არასდროს მაროკოს ნაკრებს არ ჰქონია ისეთი წარმატება, როგორც ჩემ ხელში. გავედით მსოფლიო ჩემპიონატზე, 7 მატჩი მოვიგეთ და ერთი ფრე ვითამაშეთ.

ფედერაციას სურდა, რომ კონკრეტული 3-4 ფეხბურთელი წამეყვანა. გუნდი მათ გარეშეც ბრწყინვალედ თამაშობდა. არ ვუჯერებდი ფედერაციას და თავს არ ვუხრიდი, სხვა შემთხვევაში, ჩემს ავტორიტეტს დავკარგავდი.

ვგრძნობდი, რომ იმ მაროკოთი, რომელიც მე შევქმენი, მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად ვითამაშებდით. მინდოდა, კარიერა წარმატებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დამესრულებინა“, - ამბობს ბოსნიელი.

  • ახლა უკვე რეგრაგის ხელში მაროკო ფლეი-ოფში, 36 წლის განმავლობაში პირველად გავიდა, ხოლო ნახევარფინალში ისტორიაში პირველად. თითქოს მთელი ცხოვრება რეგრაგი ამ წარმატებისთვის ემზადებოდა.

ის საუბრობს არაბულად, ფრანგულად, ესპანურად და ინგლისურად - ეს კი ისეთ გუნდში, როგორიც მაროკოა, დიდ უპირატესობას აძლევს. ბევრი ფეხბურთელი წარმოშობით მაროკოელია, თუმცა ცხოვრების დიდი ნაწილი ევროპაში აქვთ გატარებული, რეგრაგიმ კი მათთან მარტივად გამონახა საერთო ენა.

"მე სულ ვამბობ, რომ თითოეული ჩვენგანი - მაროკოელია. არ აქვს მნიშვნელობა, საიდან არიან - საფრანგეთიდან, ბელგიიდან, თუ მაროკოდან. თუ ვინმეს სურს აქ თამაში, უნდა იბრძოლოს ამ მაისურის გამო. ჩვენი ზოგი ფეხბურთელი გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან და ნიდერლანდებიდან არის - მე ამ ყველაფრისგან რძის კოქტეილს ვაკეთებ", - ამბობს მწვრთნელი.

  • ვალიდი, როგორც ზემოთ ვთქვით, რამდენიმე ქვეყანაში თამაშობდა და რამდენიმე ქვეყანაში მწვრთნელად მუშაობდა. მას დიდი გამოცდილება აქვს.

"ყველა მწვრთნელისგან რაღაცას ვსწავლობდი. რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, ამ პროფესიაში არაფერს არ იგონებ, უბრალოდ სხვების გამოცდილებას ირგებ და აუმჯობესებ,“ - განმარტავს მწვრთნელი.

  • როგორც ყოფილი მცველი, რეგრაგი მაროკოში დიდ ყურადღებას დაცვის ხაზს უთმობს. სტატისტიკას თუ შევხედავთ, მას ნამდვილად იდეალური დაცვა ჰყავს - მხოლოდ ერთ მატჩში გაუშვეს გოლი და ისიც საკუთარ კარში ჩაჭრეს.

რეგრაგი ქებას არ იღებს და თავის გუნდს ყოველთვის უმაღლეს მიზნებს უსახავს: "მე ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაფერს ფეხბურთელები წყვეტენ. ვცდილობ, ბიჭებს დიდი მოტივაცია მივცე, დავმუხტო და შემდეგ მათ უკვე დიდი შედეგები მოაქვთ.

როგორც მოვედი, თავიდანვე ვთქვი, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ამბიციურები. რატომ არ უნდა მოვიგოთ მსოფლიო ჩემპიონატი?! ამის თავიდანვე გვჯეროდა. ფეხბურთელებმა გაიგეს, რომ ჩვენ ყველანაირი კომპლექსი უნდა მოგვეშორებინა. ვცდილობთ, აფრიკის ლოკომოტივი ვიყოთ, სხვებს მაგალითი მივცეთ. კონტინენტი წინ მიიწევს“, - ამბობს ის.

რეგრაგის კიდევ ერთი უნიკალური მიდგომა ისაა, რომ მან ფედერაციასთან ერთად, კატარში ფეხბურთელების მშობლების ჩამოყვანა უზრუნველყო.

  • Al Jazeera წერს, რომ მაროკოელების ბაზა საზაფხულო ბანაკს ჰგავს, სადაც მშობლებს ბავშვები მიჰყავთ ხოლმე. თავად მწვრთნელის დედაც კატარშია:

მშობლები ფეხბურთელებთან ერთად პოზირებენ და ემოციურ პოსტებს წერენ. ასეთი არნახული ერთიანობა რეგრაგის დამსახურებაა, რომელმაც განაცხადა: "ჩვენი წარმატება ჩვენი მშობლების ბედნიერების გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ოჯახი შევქმენით, ვგრძნობთ, რომ ჩვენ უკან მთელი ერი დგას“.

მაროკო ნახევარფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლას შეეცდება.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე