მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”არაფერს ვნანობ” - ბუჩაში ჩადენილი საშინელებების მოყოლისთვის რუს ოპოზიციონერს 8.5 - წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
”არაფერს ვნანობ” - ბუჩაში ჩადენილი საშინელებების მოყოლისთვის რუს ოპოზიციონერს 8.5 - წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუ­სეთ­ში ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ილია ია­შინს 8.5 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს

რუ­სეთ­ში ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ილია ია­შინს რუ­სულ არ­მი­ა­ზე ე.წ. ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თვის 8.5 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა Meduza ავ­რცე­ლებს.

კერ­ძოდ, მოს­კოვ­ში მეშ­ჩანსკის სა­სა­მარ­თლომ რუს ოპო­ზი­ცი­ო­ნერ პო­ლი­ტი­კოსს, ილია ია­შინს 8.5 წლით პა­ტიმ­რო­ბა სა­ერ­თო რე­ჟი­მის კო­ლო­ნი­ა­ში მი­უ­სა­ჯა.

ია­ში­ნი რუ­სულ არ­მი­ა­ზე “ფე­ი­კე­ბის” გავ­რცე­ლე­ბის­თვის გა­ა­სა­მარ­თლეს. პო­ლი­ტი­კოს­მა და­ნა­შა­უ­ლი არ აღი­ა­რა.

ამას გარ­და, სა­სა­მარ­თლომ ია­შინს სას­ჯე­ლის მოხ­დის შემ­დეგ ოთხი წლით აუკ­რძა­ლა ინ­ტერ­ნე­ტით სარ­გებ­ლო­ბა. პრო­კუ­რო­რი ია­ში­ნის­თვის 9 წლით პა­ტიმ­რო­ბას მო­ი­თხოვ­და.

ია­ში­ნის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე მას შემ­დეგ აღ­ძრეს, რაც მან ინ­ტერ­ნეტ­ში სტრი­მის დროს მოყ­ვა რუ­სე­თის ოკუ­პა­ცი­ის დროს კი­ე­ვის ოლ­ქის ქა­ლაქ ბუ­ჩა­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მკვლე­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სი­ით, პო­ლი­ტი­კო­სი “პო­ლი­ტი­კუ­რი ზი­ზღის მო­ტი­ვე­ბით აშ­კა­რად ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას” ავ­რცე­ლებ­და, თუმ­ცა “იცო­და”, რომ რუ­სე­თი “მშვი­დო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად” ზო­მებს იღებ­და.

გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ია­ში­ნის სა­ხე­ლით ტე­ლეგ­რა­მის არხზე მი­მარ­თვა გა­მოქ­ვეყ­ნდა.

“ჩვენ სი­მარ­თლე ვთქვით ომის და­ნა­შა­უ­ლებ­ზე და გა­მოვ­თქვით მო­წო­დე­ბა სის­ხლისღვრის შე­წყვე­ტის­კენ“, - წერს ია­ში­ნი, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ ამ გა­ნა­ჩე­ნით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლას და­ში­ნე­ბას ცდი­ლობს.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სურს ყვე­ლა დაგ­ვა­ში­ნოს, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ეს მხო­ლოდ მის სი­სუს­ტეს აჩ­ვე­ნებს. დღეს შე­მიძ­ლია მხო­ლოდ გა­ვი­მე­ო­რო ის, რაც ით­ქვა ჩემი და­კა­ვე­ბის დღეს: მე არ მე­ში­ნია და თქვენ ნუ გე­ში­ნი­ათ“, - გა­ნა­ცხა­და ია­შინ­მა.

სა­სა­მარ­თლო­ში ბოლო სი­ტყვა­ში ია­შინ­მა თქვა, რომ მზად იყო პა­ტიმ­რო­ბის­თვის.

”არა­ფერს ვნა­ნობ”, - თქვა მან.

”შე­მეძ­ლო გავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, შე­მეძ­ლო გა­ჩუ­მე­ბა. მაგ­რამ მე გა­ვა­კე­თე ის, რაც უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. უკე­თე­სია ათი წელი გი­სო­სებს მიღ­მა გა­ა­ტა­რო და დარ­ჩე პა­ტი­ო­სან ადა­მი­ა­ნად, ვიდე სირ­ცხვილ­მა დაგწ­ვას იმის­თვის, რა­საც შენი სა­ხე­ლით სჩა­დი­ან", - გა­ნა­ცხა­და მან.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
0

ღირსეული ადამიანია. 

jigari
6

ზოგს კიდევ შერჩენია რუსეთში საღი აზროვნება, აბა აქაურებს რა გემართებათ?

ავტორი:

”არაფერს ვნანობ” - ბუჩაში ჩადენილი საშინელებების მოყოლისთვის რუს ოპოზიციონერს 8.5 - წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

”არაფერს ვნანობ” - ბუჩაში ჩადენილი საშინელებების მოყოლისთვის რუს ოპოზიციონერს 8.5 - წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში ოპოზიციონერ ილია იაშინს 8.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში ოპოზიციონერ ილია იაშინს რუსულ არმიაზე ე.წ. ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის 8.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა Meduza ავრცელებს.

კერძოდ, მოსკოვში მეშჩანსკის სასამართლომ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ილია იაშინს 8.5 წლით პატიმრობა საერთო რეჟიმის კოლონიაში მიუსაჯა.

იაშინი რუსულ არმიაზე “ფეიკების” გავრცელებისთვის გაასამართლეს. პოლიტიკოსმა დანაშაული არ აღიარა.

ამას გარდა, სასამართლომ იაშინს სასჯელის მოხდის შემდეგ ოთხი წლით აუკრძალა ინტერნეტით სარგებლობა. პროკურორი იაშინისთვის 9 წლით პატიმრობას მოითხოვდა.

იაშინის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღძრეს, რაც მან ინტერნეტში სტრიმის დროს მოყვა რუსეთის ოკუპაციის დროს კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობების შესახებ.

პროკურატურის ვერსიით, პოლიტიკოსი “პოლიტიკური ზიზღის მოტივებით აშკარად ცრუ ინფორმაციას” ავრცელებდა, თუმცა “იცოდა”, რომ რუსეთი “მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” ზომებს იღებდა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ იაშინის სახელით ტელეგრამის არხზე მიმართვა გამოქვეყნდა.

“ჩვენ სიმართლე ვთქვით ომის დანაშაულებზე და გამოვთქვით მოწოდება სისხლისღვრის შეწყვეტისკენ“, - წერს იაშინი, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ განაჩენით ხელისუფლება ყველას დაშინებას ცდილობს.

"ხელისუფლებას სურს ყველა დაგვაშინოს, მაგრამ რეალურად ეს მხოლოდ მის სისუსტეს აჩვენებს. დღეს შემიძლია მხოლოდ გავიმეორო ის, რაც ითქვა ჩემი დაკავების დღეს: მე არ მეშინია და თქვენ ნუ გეშინიათ“, - განაცხადა იაშინმა.

სასამართლოში ბოლო სიტყვაში იაშინმა თქვა, რომ მზად იყო პატიმრობისთვის.

”არაფერს ვნანობ”, - თქვა მან.

”შემეძლო გავქცეულიყავი, შემეძლო გაჩუმება. მაგრამ მე გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა. უკეთესია ათი წელი გისოსებს მიღმა გაატარო და დარჩე პატიოსან ადამიანად, ვიდე სირცხვილმა დაგწვას იმისთვის, რასაც შენი სახელით სჩადიან", - განაცხადა მან.