შეერთებული შტატები უკრაინისთვის 275 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გასაგზავნად ეხმარება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დახმარების მიზანია გაზარდოს უკრაინის შესაძლებლობები უპილოტო საფრენი აპარატების მოსაგერიებლად და საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.
პენტაგონის დახმარება ასევე მოიცავს რაკეტებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემისთვის (HIMARS), 155 მმ-იან ჭურვებს, Humvee-ს სამხედრო მანქანებსა და გენერატორებს.
დახმარების პაკეტის შესახებ ოფიციალური განცხადება, სავარაუდოდ, დღეს გაკეთდება.
შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს.
უბრალოდ წარმოიდგინეთ,თითოეული მილიონი უკრაინას დამოუკიდებლობას ყიდულობს და რაც მეტი მილიონია,მითუფრო მინუსებში გადის უკრაინის სუვერენიტეტი :) სლავა უკრაინეე
საქართველოს თუ ეღირსება ოდესმე ეს შეიარაღება? ამ მთავრობას ხელში არა მგონია....