სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
,,გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებულთა კულინარიული შეჯიბრი „შეფ–ლიტერატორი“ ქუთაისში გაიმართა
,,გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებულთა კულინარიული შეჯიბრი „შეფ–ლიტერატორი“ ქუთაისში გაიმართა

კუ­ლი­ნა­რი­ულ შე­ჯიბრში, რო­მე­ლიც 3 დე­კემ­ბერს ქუ­თა­ის­ში გა­ი­მარ­თა, „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ სხვა­დას­ხვა წლებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ავ­ტო­რე­ბი: ოლა­ნი ბი­წა­ძე, ანუ­კი შა­ტა­კიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი არიშ­ვი­ლი და თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძე მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. „შეფ-ლი­ტე­რა­ტო­რი“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა “პა­ლიტ­რა L-ის“ პრო­ექ­ტია, რო­მელ­შიც მწერ­ლე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბას ცდი­ლო­ბენ.

მო­ნა­წილ­მე ავ­ტო­რებ­მა დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­წინ სა­ავ­ტო­რო ბურ­გე­რე­ბი მო­ამ­ზა­დეს და სტუმ­რებს გა­უ­მას­პინ­ძლდნენ. მათ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბა კი სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწ­ვე­ულ­მა ჟი­უ­რის წევ­რებ­მა: სო­ფიო ძიგ­რაშ­ვილ­მა, ბესო ხვე­დე­ლი­ძემ და ნა­თია დე­მეტ­რა­ძემ შე­ა­ფა­სეს.

„ჩემ­თვის, რო­გორც მზა­რე­უ­ლის­თვის, „შეფ­ლი­ტე­რა­ტო­რი“ მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი გახ­ლავთ. სამ­ზა­რე­უ­ლო და მწერ­ლო­ბა ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან ჰგავს. ორი­ვეს სჭირ­დე­ბა გე­მოვ­ნე­ბის რე­ცეპ­ტო­რი, რო­მელ­საც ხე­ლით ქმნი, აწყობ სი­ტყვა-სი­ტყვით და ქმნი პრო­დუქტს, რო­მე­ლიც სხვის­თვის უნდა იყოს სა­ინ­ტე­რე­სოდ გემ­რი­ე­ლი ლუკ­მა. მას არა­ერთჯე­რა­დი ხა­სი­ა­თი უნდა ჰქონ­დეს და მას­თან დაბ­რუ­ნე­ბას უნდა გან­დო­მებ­დეს. სწო­რედ ამი­ტომ ძა­ლი­ან მომ­წონს „შეფ­ლი­ტე­რა­ტო­რის“. მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მთე­ლი გუ­ლით შე­ას­რუ­ლეს მე­ტად რთუ­ლი და­ვა­ლე­ბა - ბურ­გე­რის 10 წუთ­ში მომ­ზა­დე­ბა. ყვე­ლა ბურ­გერს ჰქონ­და მისი უპი­რა­ტე­სო­ბა. თუმ­ცა ჩემ­თვის სრულ­ყო­ფი­ლი იყო ოლი­ნის მიერ იმე­რუ­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხა­ჭა­ბურ­გი,“ - აღ­ნიშ­ნა ნა­თია დე­მეტ­რა­ძემ.

ნა­თი­ას მსგავ­სად, ჟი­უ­რის სხვა წევ­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­წო­ნე­ბაც ოლა­ნი ბი­წა­ძის ბურ­გერ­მა და­იმ­სა­ხუ­რა. ის გახ­ლავთ ავ­ტო­რი, რომ­ლის რო­მა­ნიც „მა­ნი­ტუ“ კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2022-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და ჟი­უ­რის რჩე­უ­ლია. წიგ­ნის მთა­ვა­რი თემა ისაა, თუ რამ­ხე­ლა გავ­ლე­ნა აქვს ბავ­შვო­ბა­ში მი­ღე­ბულ ტრავ­მებ­სა თუ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე.

„3 დე­კემ­ბერს ვეს­ტუმ­რეთ ქუ­თა­ისს, სა­დაც გა­ი­მარ­თა შეხ­ვედ­რა მკი­თხვე­ლებ­თან. თუმ­ცა შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, რად­გან სტუმ­რებს სა­კუ­თარ წიგ­ნებ­თან ერ­თად ჩვენს კუ­ლი­ნა­რულ შე­მოქ­მე­დე­ბა­საც ვაც­ნობ­დით. „პა­ლიტ­რა L-ის” კონ­კურ­სი "შეფ-ლი­ტე­რა­ტო­რი", ჩემ­თვის სრუ­ლი­ად ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო. მა­ნამ­დე ჩემი მომ­ზა­დე­ბუ­ლი საჭ­მე­ლი ჟი­უ­რის არას­დროს შე­უ­ფა­სე­ბია. ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემ­მა ბურ­გერ­მა, რო­მელ­საც ხა­ჭა­ბურ­გი და­ვარ­ქვი, დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და გა­ი­მარ­ჯვა კი­დეც. მარ­თა­ლია, ბურ­გე­რის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი არაფ­რით ჰგავ­და ტექ­სტზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცესს, მაგ­რამ მე ბო­ლომ­დე ვე­ცა­დე ამ შემ­თხვე­ვა­შიც შე­მოქ­მე­დე­ბი­თად მივ­დგო­მო­დი საქ­მეს და რა­ი­მე ახა­ლი მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა,” - თქვა ოლა­ნი ბი­წა­ძემ.

კონ­კურ­სის კი­დევ ერთი მო­ნა­წი­ლე გახ­ლდათ თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძე, რო­მე­ლიც კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ პირ­ვე­ლი წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. მისი რო­მა­ნის "აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე" პრე­ზენ­ტა­ცია 2017 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თა. წიგ­ნი 2000-იანი ტი­რა­ჟით გა­მო­ი­ცა, თვე­ნა­ხე­ვარ­ში კი ტი­რა­ჟი სრუ­ლად ამო­ი­წუ­რა და გა­მომ­ცემ­ლო­ბამ ის მე­ო­რე ტი­რა­ჟით გა­მოს­ცა. მას შემ­დეგ თა­თუ­ლის რო­მა­ნი „აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე“ ბესტსე­ლე­რის პო­ზი­ცი­ას არ თმობს.

„კუ­ლი­ნა­რი­ა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას რომ ბევ­რი სა­ერ­თო აქვთ, ამა­ზე ყვე­ლა­ნი ვთან­ხმდე­ბით. ორი­ვე შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მეა და იმპრო­ვი­ზა­ცი­ას მო­ი­თხოვს, თუკი "დამ­გე­მოვ­ნე­ბელ­ზე" წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მოხ­დე­ნა გინ­და. გე­მო­ებს, რო­მელ­საც კერ­ძის და­გე­მოვ­ნე­ბი­სას შე­იგ­რძნობ, შე­უძ­ლია წარ­სულ­შიც გა­მოგ­ზა­უ­როს და გრძნო­ბე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პა­ლიტ­რაც აგი­შა­ლოს. მსგავს გან­ცდებს გიღ­ვი­ძებს კარ­გი წიგ­ნიც და მა­საც შე­უძ­ლია შენ­თვის დრო­ის მან­ქა­ნად გა­და­იქ­ცეს. სხვა­თა შო­რის, ჩემს მე­ო­რე რო­მან­ში "ერთი კვი­რა ერთ ოთახ­ში" პრო­ტა­გო­ნის­ტი, ლუ­კა­სი, კუ­ლი­ნა­რი­ის დახ­მა­რე­ბით სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნა­საც ცდი­ლობს. ასე რომ ბუ­ნებ­რი­ვა­დაც კი მო­მეჩ­ვე­ნა, როცა "შეფ­ლი­ტე­რა­ტორ­ში" მი­მიწ­ვი­ეს. აქვე დავ­ძენ, „პა­ლიტ­რა L“ იდე­ე­ბის გე­ნე­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ახერ­ხებს ჩვენს, რო­გორც ავ­ტო­რე­ბის, ისე მკი­თხვე­ლე­ბის სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ო­ცე­ბას კრე­ა­ტი­უ­ლი პრო­ე­ტე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ჰამ­ბურ­გერს, ის არ იყო კლა­სი­კუ­რი; ყვე­ლის ორი ისე­თი სა­ხე­ო­ბა შე­ვი­ტა­ნე ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბად, რო­მე­ლიც არას­დროს და­მი­გე­მოვ­ნე­ბია ჰამ­ბურ­გერ­ში. ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც მიყ­ვარს ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი. მინ­და, ოლა­ნის გა­მარ­ჯვე­ბა მი­ვუ­ლო­ცო. უდა­ვოდ, სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნაა. არც გამ­კვირ­ვე­ბია, რომ კუ­ლი­ნა­რი­ულ ას­პა­რეზ­ზეც იყო­ჩა­ღა,“ - აღ­ნიშ­ნა თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძემ.

კონ­კურ­სში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ანუ­კი შა­ტა­კიშ­ვი­ლი და ირაკ­ლი არიშ­ვი­ლი. ანუ­კი 19 წლის ავ­ტო­რია, რომ­ლის დე­ბი­უ­ტიც „პა­ლიტ­რა L-ის“ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სში შედ­გა. მისი რო­მა­ნი „წუ­თით კოს­მოს­ში“ მოგ­ვი­თხრობს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლის ლა­ლუ­ნა­სა და ჰა­ლე­ის შე­სა­ხებ, რო­მელ­თაც ერთი ოც­ნე­ბა - მთვა­რე­ზე გაფ­რე­ნა აერ­თი­ა­ნებთ.

ირაკ­ლი არიშ­ვი­ლი სტუ­დენ­ტია, რო­მელ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს წერა და სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბი­სა და გრძნო­ბე­ბის ამ გზით გად­მო­ცე­მა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცხოვ­რე­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე წა­რუ­მა­ტებ­ლად სცა­და წე­რის და­წყე­ბა, დღეს ის კონ­კურ­სში „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ ხალ­ხის რჩე­უ­ლი გახ­და. მისი რო­მა­ნი „და­სა­წყი­სის და­სას­რუ­ლი“ კი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მა­ლე­ვე შე­იყ­ვა­რა.

„შეფ­ლი­ტე­რა­ტო­რი“ “პა­ლიტ­რა L-ის“ უკვე ტრა­დი­ცი­ად ქცე­უ­ლი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც მკი­თხვე­ლებ­მაც და ავ­ტო­რებ­მაც ძა­ლი­ან შე­იყ­ვა­რეს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

,,გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებულთა კულინარიული შეჯიბრი „შეფ–ლიტერატორი“ ქუთაისში გაიმართა

,,გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებულთა კულინარიული შეჯიბრი „შეფ–ლიტერატორი“ ქუთაისში გაიმართა

კულინარიულ შეჯიბრში, რომელიც 3 დეკემბერს ქუთაისში გაიმართა, „გახდი ბესტსელერის ავტორის“ სხვადასხვა წლებში გამარჯვებული ავტორები: ოლანი ბიწაძე, ანუკი შატაკიშვილი, ირაკლი არიშვილი და თათული ღვინიანიძე მონაწილეობდნენ. „შეფ-ლიტერატორი“ გამომცემლობა “პალიტრა L-ის“ პროექტია, რომელშიც მწერლები განსხვავებული კერძების მომზადებას ცდილობენ.

მონაწილმე ავტორებმა დამსწრე საზოგადოების თვალწინ საავტორო ბურგერები მოამზადეს და სტუმრებს გაუმასპინძლდნენ. მათ კულინარიული შემოქმედება კი სპეციალურად მოწვეულმა ჟიურის წევრებმა: სოფიო ძიგრაშვილმა, ბესო ხვედელიძემ და ნათია დემეტრაძემ შეაფასეს.

„ჩემთვის, როგორც მზარეულისთვის, „შეფლიტერატორი“ მეტად საინტერესო პროექტი გახლავთ. სამზარეულო და მწერლობა ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ორივეს სჭირდება გემოვნების რეცეპტორი, რომელსაც ხელით ქმნი, აწყობ სიტყვა-სიტყვით და ქმნი პროდუქტს, რომელიც სხვისთვის უნდა იყოს საინტერესოდ გემრიელი ლუკმა. მას არაერთჯერადი ხასიათი უნდა ჰქონდეს და მასთან დაბრუნებას უნდა განდომებდეს. სწორედ ამიტომ ძალიან მომწონს „შეფლიტერატორის“. მონაწილეებმა მთელი გულით შეასრულეს მეტად რთული დავალება - ბურგერის 10 წუთში მომზადება. ყველა ბურგერს ჰქონდა მისი უპირატესობა. თუმცა ჩემთვის სრულყოფილი იყო ოლინის მიერ იმერულად მომზადებული ხაჭაბურგი,“ - აღნიშნა ნათია დემეტრაძემ.

ნათიას მსგავსად, ჟიურის სხვა წევრების განსაკუთრებული მოწონებაც ოლანი ბიწაძის ბურგერმა დაიმსახურა. ის გახლავთ ავტორი, რომლის რომანიც „მანიტუ“ კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებული და ჟიურის რჩეულია. წიგნის მთავარი თემა ისაა, თუ რამხელა გავლენა აქვს ბავშვობაში მიღებულ ტრავმებსა თუ შთაბეჭდილებებს ადამიანის ცხოვრებაზე.

„3 დეკემბერს ვესტუმრეთ ქუთაისს, სადაც გაიმართა შეხვედრა მკითხველებთან. თუმცა შეხვედრა ძალიან გამორჩეული იყო, რადგან სტუმრებს საკუთარ წიგნებთან ერთად ჩვენს კულინარულ შემოქმედებასაც ვაცნობდით. „პალიტრა L-ის” კონკურსი ,,შეფ-ლიტერატორი", ჩემთვის სრულიად ახალი გამოცდილება იყო. მანამდე ჩემი მომზადებული საჭმელი ჟიურის არასდროს შეუფასებია. ჩემდა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ ჩემმა ბურგერმა, რომელსაც ხაჭაბურგი დავარქვი, დიდი მოწონება დაიმსახურა და გაიმარჯვა კიდეც. მართალია, ბურგერის მომზადების პროცესი არაფრით ჰგავდა ტექსტზე მუშაობის პროცესს, მაგრამ მე ბოლომდე ვეცადე ამ შემთხვევაშიც შემოქმედებითად მივდგომოდი საქმეს და რაიმე ახალი მომემზადებინა,” - თქვა ოლანი ბიწაძემ.

კონკურსის კიდევ ერთი მონაწილე გახლდათ თათული ღვინიანიძე, რომელიც კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ პირველი წლის გამარჯვებულია. მისი რომანის "აღიარება ხელისგულზე" პრეზენტაცია 2017 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა. წიგნი 2000-იანი ტირაჟით გამოიცა, თვენახევარში კი ტირაჟი სრულად ამოიწურა და გამომცემლობამ ის მეორე ტირაჟით გამოსცა. მას შემდეგ თათულის რომანი „აღიარება ხელისგულზე“ ბესტსელერის პოზიციას არ თმობს.

„კულინარიასა და ლიტერატურას რომ ბევრი საერთო აქვთ, ამაზე ყველანი ვთანხმდებით. ორივე შემოქმედებითი საქმეა და იმპროვიზაციას მოითხოვს, თუკი "დამგემოვნებელზე" წარუშლელი შთაბეჭდილების მოხდენა გინდა. გემოებს, რომელსაც კერძის დაგემოვნებისას შეიგრძნობ, შეუძლია წარსულშიც გამოგზაუროს და გრძნობების მრავალფეროვანი პალიტრაც აგიშალოს. მსგავს განცდებს გიღვიძებს კარგი წიგნიც და მასაც შეუძლია შენთვის დროის მანქანად გადაიქცეს. სხვათა შორის, ჩემს მეორე რომანში "ერთი კვირა ერთ ოთახში" პროტაგონისტი, ლუკასი, კულინარიის დახმარებით საკუთარი თავის პოვნასაც ცდილობს. ასე რომ ბუნებრივადაც კი მომეჩვენა, როცა "შეფლიტერატორში" მიმიწვიეს. აქვე დავძენ, „პალიტრა L“ იდეების გენერატორია, რომელიც ყოველთვის ახერხებს ჩვენს, როგორც ავტორების, ისე მკითხველების სასიამოვნოდ გაოცებას კრეატიული პროეტებით. რაც შეეხება ჩემს ჰამბურგერს, ის არ იყო კლასიკური; ყველის ორი ისეთი სახეობა შევიტანე ინგრედიენტებად, რომელიც არასდროს დამიგემოვნებია ჰამბურგერში. ლიტერატურაშიც მიყვარს ექსპერიმენტები. მინდა, ოლანის გამარჯვება მივულოცო. უდავოდ, საინტერესო პერსონაა. არც გამკვირვებია, რომ კულინარიულ ასპარეზზეც იყოჩაღა,“ - აღნიშნა თათული ღვინიანიძემ.

კონკურსში ასევე მონაწილეობდნენ ანუკი შატაკიშვილი და ირაკლი არიშვილი. ანუკი 19 წლის ავტორია, რომლის დებიუტიც „პალიტრა L-ის“ ლიტერატურულ კონკურსში შედგა. მისი რომანი „წუთით კოსმოსში“ მოგვითხრობს შეყვარებული წყვილის ლალუნასა და ჰალეის შესახებ, რომელთაც ერთი ოცნება - მთვარეზე გაფრენა აერთიანებთ.

ირაკლი არიშვილი სტუდენტია, რომელსაც ძალიან უყვარს წერა და საკუთარი ემოციებისა და გრძნობების ამ გზით გადმოცემა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში რამდენჯერმე წარუმატებლად სცადა წერის დაწყება, დღეს ის კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“ ხალხის რჩეული გახდა. მისი რომანი „დასაწყისის დასასრული“ კი ფართო საზოგადოებამ მალევე შეიყვარა.

„შეფლიტერატორი“ “პალიტრა L-ის“ უკვე ტრადიციად ქცეული პროექტია, რომელიც მკითხველებმაც და ავტორებმაც ძალიან შეიყვარეს.

R