საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივესალმები, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ გავაძლიერეთ პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან - ნატოს კარი ღიაა" - იენს სტოლტენბერგი
"მივესალმები, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ გავაძლიერეთ პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან - ნატოს კარი ღიაა" - იენს სტოლტენბერგი

ჩვენ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით 2008 წლის ნატო-ს სა­მიტ­ზე. პირ­ველ რიგ­ში მი­ვე­სალ­მე­ბი იმას, რომ იმ დრო­ის შემ­დეგ ჩვენ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ვაძ­ლი­ე­რეთ პარტნი­ო­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას­თან , - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა ჟურ­ნა­ლის­ტებს ბუ­ქა­რეს­ტში გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, 2014 წლის შემ­დეგ, რო­დე­საც რუ­სეთ­მა ყი­რი­მის ანექ­სია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ნატო-ს მო­კავ­ში­რე­ე­ბი უკ­რა­ი­ნას დიდ დახ­მა­რე­ბას უწე­ვენ, რის გა­მოც უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ბევ­რად უკე­თაა მომ­ზა­დე­ბუ­ლი, აღ­ჭურ­ვი­ლი და უფრო დიდი იმას­თან შე­და­რე­ბით, ვიდ­რე ისი­ნი იყ­ვნენ 2014 წელს და ეს დიდ­წი­ლად იმ დახ­მა­რე­ბის გამო, რო­მე­ლიც მათ ნატო-ს მო­კავ­ში­რე­ე­ბის­გან მი­ი­ღეს.

"ვე­ლო­დე­ბი, რომ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი დღეს და ხვალ გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რებ­ზე და­ა­დას­ტუ­რე­ბენ, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ჩვენ ვაჩ­ვე­ნებთ, ბუ­ქა­რეს­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ ნატო-ს კარი ღიაა, ვას­რუ­ლებთ არა მხო­ლოდ სი­ტყვე­ბით, არა­მედ საქ­მი­თაც.

ჩვენ გან­ვა­ცხა­დეთ, რომ უკ­რა­ი­ნა გახ­დე­ბა ნატო-ს წევ­რი და ვე­ლო­დე­ბი, რომ მო­კავ­ში­რე­ე­ბი ამას და­ა­დას­ტუ­რე­ბენ, თუმ­ცა ახლა მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბა­ზე. ახლა ომია გა­ჩა­ღე­ბუ­ლი და ჩვენ არ უნდა გა­ვა­კე­თოთ რამე ისე­თი, რაც ძირს გა­მო­უ­თხრის მო­კავ­ში­რე­ე­ბის ერ­თო­ბას გა­უ­წი­ონ უკ­რა­ი­ნას სამ­ხედ­რო, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა უკ­რა­ი­ნას, რად­გან ჩვენ ხელი უნდა შე­ვუ­შა­ლოთ პრე­ზი­დენტ პუ­ტინს გა­მარ­ჯვე­ბა­ში და უნდა უზ­რუნ­ველ­ვყოთ, რომ უკ­რა­ი­ნამ გა­ი­მარ­ჯვოს, რო­გორც სუ­ვე­რე­ნულ­მა, და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ქვე­ყა­ნამ“, - აღ­ნიშ­ნა სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -70
8

ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ გვინდა სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი “ნატო”, რომელიც დიდი ალბათობით უკრაინის მსგავსად რუსეთთან ომში გადაიზრდება....

ჩვენმა ქვეყანამ მარტომ მრავალი საუკუნის განმავლობაში გაუძლო უცხო ქვეყნების ურდოების შემოტევასა და გაპარტახებას და მიუხედავად ამისა მოაღწია დღევანდელ დღემდე!

ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ხალხის კეთილდღეობა და რაც ყველაფერზე უმთავრესია - ერის გამრავლება!

არ გვინდა არავითარი ომი ან მასში მონაწილეობა არანაირი ფორმით.

არ გვინდა ვიყოთ ზოგიერთი სახელმწიფოს „სახარჯო მასალა“ და არ გვინდა ასობით და ათასობით ჩვენი ჯარისკაცის გაწირვა ვიღაცეების რაღაც სულელური იდეებისა და ინტერესების გამო....

გვეყოფა ის უბედურებები, რაც წინა ხელისუფლებების დროს გადავხდა თავს მოყოლებული 90-იანი წლებიდან...

ჯეკო
10

წადით თქვენი ნატოთი არ გვჭირდება ნატო ხომ ხედავთ ამერიკაც კი ფიქრობს ნატო დატოვეს 

ავტორი:

"მივესალმები, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ გავაძლიერეთ პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან - ნატოს კარი ღიაა" - იენს სტოლტენბერგი

"მივესალმები, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ გავაძლიერეთ პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან - ნატოს კარი ღიაა" - იენს სტოლტენბერგი

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ნატო-ს სამიტზე. პირველ რიგში მივესალმები იმას, რომ იმ დროის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ბუქარესტში განუცხადა.

მისი თქმით, 2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა, ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას დიდ დახმარებას უწევენ, რის გამოც უკრაინის შეიარაღებული ძალები ბევრად უკეთაა მომზადებული, აღჭურვილი და უფრო დიდი იმასთან შედარებით, ვიდრე ისინი იყვნენ 2014 წელს და ეს დიდწილად იმ დახმარების გამო, რომელიც მათ ნატო-ს მოკავშირეებისგან მიიღეს.

"ველოდები, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს და ხვალ გამართულ შეხვედრებზე დაადასტურებენ, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ჩვენ ვაჩვენებთ, ბუქარესტის გადაწყვეტილებას, რომ ნატო-ს კარი ღიაა, ვასრულებთ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც.

ჩვენ განვაცხადეთ, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი და ველოდები, რომ მოკავშირეები ამას დაადასტურებენ, თუმცა ახლა მთავარი აქცენტი კეთდება უკრაინის დახმარებაზე. ახლა ომია გაჩაღებული და ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ რამე ისეთი, რაც ძირს გამოუთხრის მოკავშირეების ერთობას გაუწიონ უკრაინას სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება უკრაინას, რადგან ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ პრეზიდენტ პუტინს გამარჯვებაში და უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა ქვეყანამ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.