Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ დაარტყი იმ ბიძიას?“ - უილ სმიტი "ოსკარის" დაჯილდოებაზე მომხდარ ინციდენტზე პირველად ალაპარაკდა: რამ უბიძგა მსახიობს, რომ წამყვანისთვის სილა გაეწნა?
"რატომ დაარტყი იმ ბიძიას?“ - უილ სმიტი "ოსკარის" დაჯილდოებაზე მომხდარ ინციდენტზე პირველად ალაპარაკდა: რამ უბიძგა მსახიობს, რომ წამყვანისთვის სილა გაეწნა?

უილ სმი­ტი The Daily Show-ს ეს­ტუმ­რა და "ოს­კა­რის“ და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე კო­მი­კოს კრის რო­კის­თვის სი­ლის გაწ­ვნის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა. სმი­ტის თქმით, მან იმ მო­მენ­ტში "თავი და­კარ­გა“ და ამი­ტომ იძა­ლა­და კო­მი­კოს­ზე. ვარ­სკვლა­ვი გა­და­ცე­მის წამ­ყვანს, ტრე­ვორ ნოას უხ­სნი­და, რომ მას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვე­ბუ­ლი აგ­რე­სია მო­ე­ძა­ლა, რა­საც პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბი და­ერ­თო და ამი­ტომ ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა თა­ვის შე­კა­ვე­ბა.

"ალ­ბათ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რო­გო­რი შემ­ზა­რა­ვი ღამე იყო ჩემ­თვის. ძა­ლი­ან ბევ­რი დე­ტა­ლი იყო, რა­მაც სი­ტუ­ა­ცია გა­არ­თუ­ლა, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, უბ­რა­ლოდ თავი დავ­კარ­გე. მხო­ლოდ იმას ვი­ტყვი, რომ ჩვენ ვერ გვე­ცო­დი­ნე­ბა ვინ რას უმკლავ­დე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში.“ სმიტ­მა არ და­ა­კონ­კრე­ტა რა პრობ­ლე­მებს უმკლავ­დე­ბო­და ის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის პე­რი­ოდ­ში, მაგ­რამ დას­ძი­ნა, რომ მის საქ­ცი­ელს ვე­რა­ფე­რი გა­ა­მარ­თლებ­და: "არ მინ­და, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნი ვიყო“, - ამ­ბობს სმი­ტი. წამ­ყვა­ნი ვარ­სკვლავს გა­მო­ე­სარ­ჩლა და უთხრა, რომ სმი­ტი მო­ძა­ლა­დე ადა­მი­ა­ნი არაა და ყვე­ლა უშ­ვებს შეც­დო­მებს.

უილ სმიტ­მა, გა­და­ცე­მა­ში და­ჯილ­დო­ე­ბის ღა­მის გახ­სე­ნე­ბი­სას, ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა. მან მოყ­ვა, რო­გორ დახ­ვდა სახ­ლში მი­სულს თა­ვი­სი 9 წლის ძმის შვი­ლი: "ის უტ­კბი­ლე­სი ბი­ჭუ­ნაა. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვის­ხე­დით, კალ­თა­ში ჩა­ვის­ვი. ხელ­ში ჩემი ოს­კა­რი ეჭი­რა, როცა მკი­თხა: რა­ტომ და­არ­ტყი იმ ბი­ძი­ას?“- ყვე­ბო­და აც­რემ­ლე­ბუ­ლი უილ სმი­ტი.

მსა­ხი­ო­ბის თქმით, მას კარ­გად ეს­მის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შო­კის, რომ­ლებ­მაც მისი "ძა­ლა­დობ­რი­ვი აფეთ­ქე­ბა" იხი­ლეს. სმი­ტი ამ­ჟა­მად ცდი­ლობს, რომ სა­კუ­თარ თავს ჩა­დე­ნი­ლი მი­უ­ტე­ვოს და სუ­ლი­ერ გან­კურ­ნე­ბა­ზე იმუ­შა­ოს: "ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ იყო ჩემ­თვის ბოლო თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე - სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის უნდა მი­მე­ტე­ვე­ბი­ნა, რომ მეც ადა­მი­ა­ნი ვარ“.

ამ ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, ვარ­სკვლავს, მომ­დევ­ნო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აეკ­რძა­ლა აკა­დე­მი­ის და­ჯილ­დო­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბა.

წყა­რო: nypost

იხი­ლეთ ასე­ვე:

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
GO-GO
0

რა იყო გასაბრაზებელი ვერ გავიგე???!!! იმაზე არ გაბრაზებულა ცოლი, რომ თავის შვილის მეგობართან ღალატობდა!!!!! არ მომწონს ! ძაან გაიბანძა თავი!!!!

სავა
2

სწორად მოიქცა სმიტი. მაგარი კაცია როგორც ეკრანზე, ეტყობა ცხოვრებაშიც. საღოლ!!!

"რატომ დაარტყი იმ ბიძიას?“ - უილ სმიტი "ოსკარის" დაჯილდოებაზე მომხდარ ინციდენტზე პირველად ალაპარაკდა: რამ უბიძგა მსახიობს, რომ წამყვანისთვის სილა გაეწნა?

"რატომ დაარტყი იმ ბიძიას?“ - უილ სმიტი "ოსკარის" დაჯილდოებაზე მომხდარ ინციდენტზე პირველად ალაპარაკდა: რამ უბიძგა მსახიობს, რომ წამყვანისთვის სილა გაეწნა?

უილ სმიტი The Daily Show-ს ესტუმრა და "ოსკარის“ დაჯილდოებაზე კომიკოს კრის როკისთვის სილის გაწვნის შესახებ საჯაროდ პირველად ისაუბრა. სმიტის თქმით, მან იმ მომენტში "თავი დაკარგა“ და ამიტომ იძალადა კომიკოსზე. ვარსკვლავი გადაცემის წამყვანს, ტრევორ ნოას უხსნიდა, რომ მას წლების განმავლობაში დაგროვებული აგრესია მოეძალა, რასაც პირადი პრობლემები დაერთო და ამიტომ ვეღარ მოახერხა თავის შეკავება.

"ალბათ წარმოგიდგენიათ, როგორი შემზარავი ღამე იყო ჩემთვის. ძალიან ბევრი დეტალი იყო, რამაც სიტუაცია გაართულა, მაგრამ საბოლოოდ, უბრალოდ თავი დავკარგე. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩვენ ვერ გვეცოდინება ვინ რას უმკლავდება სინამდვილეში.“ სმიტმა არ დააკონკრეტა რა პრობლემებს უმკლავდებოდა ის დაჯილდოების ცერემონიის პერიოდში, მაგრამ დასძინა, რომ მის საქციელს ვერაფერი გაამართლებდა: "არ მინდა, რომ ასეთი ადამიანი ვიყო“, - ამბობს სმიტი. წამყვანი ვარსკვლავს გამოესარჩლა და უთხრა, რომ სმიტი მოძალადე ადამიანი არაა და ყველა უშვებს შეცდომებს.

უილ სმიტმა, გადაცემაში დაჯილდოების ღამის გახსენებისას, ცრემლები ვერ შეიკავა. მან მოყვა, როგორ დახვდა სახლში მისულს თავისი 9 წლის ძმის შვილი: "ის უტკბილესი ბიჭუნაა. სამზარეულოში ვისხედით, კალთაში ჩავისვი. ხელში ჩემი ოსკარი ეჭირა, როცა მკითხა: რატომ დაარტყი იმ ბიძიას?“- ყვებოდა აცრემლებული უილ სმიტი.

მსახიობის თქმით, მას კარგად ესმის იმ ადამიანების შოკის, რომლებმაც მისი "ძალადობრივი აფეთქება" იხილეს. სმიტი ამჟამად ცდილობს, რომ საკუთარ თავს ჩადენილი მიუტევოს და სულიერ განკურნებაზე იმუშაოს: "ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო ჩემთვის ბოლო თვეების მანძილზე - საკუთარი თავისთვის უნდა მიმეტევებინა, რომ მეც ადამიანი ვარ“.

ამ ინციდენტის შემდეგ, ვარსკვლავს, მომდევნო 10 წლის განმავლობაში აეკრძალა აკადემიის დაჯილდოებებზე დასწრება.

წყარო: nypost

იხილეთ ასევე:

მოამზადა: ანა სიბოშვილმა