სპორტი
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლ კიდმანმა, საქველმოქმედო აუქციონზე, ჰიუ ჯეკმენის ქუდში 100 000$ გადაიხადა - "არაჩვეულებრივი ხარ..."
ნიკოლ კიდმანმა, საქველმოქმედო აუქციონზე, ჰიუ ჯეკმენის ქუდში 100 000$ გადაიხადა - "არაჩვეულებრივი ხარ..."

55 წლის ნი­კოლ კიდ­მან­მა თა­ვი­სი გუ­ლუხ­ვო­ბის წყა­ლო­ბით ხალ­ხის ოვა­ცი­ე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა. მსა­ხი­ობ­მა Broadway Cares/Equity Fights AIDS-ის საქ­ველ­მოქ­მე­დო აუქ­ცი­ონ­ზე 100 000$ გა­ი­ღო ჰიუ ჯეკ­მა­ნის ქუ­დის შე­სა­ძე­ნად.

"ნი­კოლ კიდ­მა­ნის კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა მა­მუნ­ჯებს! არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხარ. მად­ლო­ბა მე­გობ­რო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის­თვის!“, - წერ­და "ტვი­ტერ­ზე“ გა­ხა­რე­ბუ­ლი ჰიუ ჯეკ­მა­ნი.

54 წლის მსა­ხი­ობ­მა, ტექ­სტთან ერ­თად, აუქ­ცი­ონ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ოც ატ­ვირ­თა. ვი­დე­ო­ში ჯეკ­მა­ნი ჯერ კი­დევ მი­უ­ზიკ­ლის კოს­ტი­უმ­შია გა­მო­წყო­ბი­ლი და აუქ­ცი­ონს სცე­ნი­დან უძღვე­ბა. როცა მან და მსა­ხი­ობ­მა ნი­კო­ლას უორდმა დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჰკი­თხა, სურ­და თუ არა ვინ­მეს ჯეკ­მა­ნის შლა­პა­ში 19 000$-ზე მე­ტის გა­ცე­მა, კიდ­მან­მა ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­მო­იყ­ვი­რა: "100 000$!" ამა­ზე ჰიუ ჯეკ­მან­მა გა­ო­ცე­ბის­გან პირი და­ა­ღო, ხალ­ხმა კი ტა­შით და­ა­ჯილ­დო­ვა გუ­ლუხ­ვი მსა­ხი­ო­ბი. ნი­კო­ლი ღი­მი­ლით მი­ვი­და სცე­ნას­თან და მე­გო­ბარ მსა­ხი­ობს თბი­ლად გა­და­ეხ­ვია.

ჯეკ­მან­მა აუქ­ცი­ონ­ზე გა­ყი­დუ­ლი შლა­პა კიდ­მანს გა­დას­ცა და გა­ნაგ­რძო:

"30 წელ­ზე მე­ტია, რაც ნიკს ვიც­ნობ. მას­თან ერ­თა­დაც მი­მუ­შა­ვია. მინ­და გი­თხრათ, რომ ეს ჩემ­თვის სურპრი­ზი არ ყო­ფი­ლა. ის ჩემს ნაც­ნო­ბებს შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გუ­ლუხ­ვი ადა­მი­ა­ნია. შენ ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ადა­მი­ა­ნი ხარ. მიყ­ვარ­ხარ“,- მი­მარ­თა ნი­კოლს ჯეკ­მან­მა.

საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კიდ­მა­ნის შე­მო­წი­რუ­ლო­ბის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რიც გა­ა­კე­თა:

"Broadway Cares კარ­გი მე­გობ­რე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა ჰიუ ჯეკ­მა­ნი ჩვენ­თვის უპი­რო­ბო ჩემ­პი­ო­ნია მისი მე­გო­ბა­რი ნი­კოლ კიდ­მა­ნის­გან გა­ღე­ბუ­ლი ეს გა­სა­ო­ცა­რი სა­ჩუ­ქა­რი კი ყვე­ლა­ზე დიდი შე­მო­წი­რუ­ლო­ბაა, რაც აუქ­ცი­ონ­ზე რო­მე­ლი­მე ნივ­თის გა­ყიდ­ვი­სას მიგ­ვი­ღია“.

Broadway Cares აივ/შიდსით და კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს საკ­ვებს, მე­დი­კა­მენ­ტებს და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას სთა­ვა­ზობს.

წყა­რო: people

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იასამანი
3

რას დაიმსგავსა თავი ამ ქალმა , არადა გაცილებით ლამაზი იყო ბუნებრივი

ლელა
1

მიყვარს ამათი ,,ავსტრალია"!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ნიკოლ კიდმანმა, საქველმოქმედო აუქციონზე, ჰიუ ჯეკმენის ქუდში 100 000$ გადაიხადა - "არაჩვეულებრივი ხარ..."

ნიკოლ კიდმანმა, საქველმოქმედო აუქციონზე, ჰიუ ჯეკმენის ქუდში 100 000$ გადაიხადა - "არაჩვეულებრივი ხარ..."

55 წლის ნიკოლ კიდმანმა თავისი გულუხვობის წყალობით ხალხის ოვაციები დაიმსახურა. მსახიობმა Broadway Cares/Equity Fights AIDS-ის საქველმოქმედო აუქციონზე 100 000$ გაიღო ჰიუ ჯეკმანის ქუდის შესაძენად.

"ნიკოლ კიდმანის კეთილშობილება მამუნჯებს! არაჩვეულებრივი ხარ. მადლობა მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის!“, - წერდა "ტვიტერზე“ გახარებული ჰიუ ჯეკმანი.

54 წლის მსახიობმა, ტექსტთან ერთად, აუქციონზე გადაღებული ვიდეოც ატვირთა. ვიდეოში ჯეკმანი ჯერ კიდევ მიუზიკლის კოსტიუმშია გამოწყობილი და აუქციონს სცენიდან უძღვება. როცა მან და მსახიობმა ნიკოლას უორდმა დამსწრე საზოგადოებას ჰკითხა, სურდა თუ არა ვინმეს ჯეკმანის შლაპაში 19 000$-ზე მეტის გაცემა, კიდმანმა ყველასთვის მოულოდნელად წამოიყვირა: "100 000$!" ამაზე ჰიუ ჯეკმანმა გაოცებისგან პირი დააღო, ხალხმა კი ტაშით დააჯილდოვა გულუხვი მსახიობი. ნიკოლი ღიმილით მივიდა სცენასთან და მეგობარ მსახიობს თბილად გადაეხვია.

The generosity emanating from #NicoleKidman leaves me speechless! You ARE amazing. Thank you for your friendship and support! @MusicManBway @NicholastheWard @BCEFA pic.twitter.com/ZMUsgdIqAU
— Hugh Jackman (@RealHughJackman) November 27, 2022

ჯეკმანმა აუქციონზე გაყიდული შლაპა კიდმანს გადასცა და განაგრძო:

"30 წელზე მეტია, რაც ნიკს ვიცნობ. მასთან ერთადაც მიმუშავია. მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემთვის სურპრიზი არ ყოფილა. ის ჩემს ნაცნობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გულუხვი ადამიანია. შენ ძალიან, ძალიან ლამაზი ადამიანი ხარ. მიყვარხარ“,- მიმართა ნიკოლს ჯეკმანმა.

საქველმოქმედო ორგანიზაციამ კიდმანის შემოწირულობის შემდეგ კომენტარიც გააკეთა:

"Broadway Cares კარგი მეგობრებითაა ცნობილი, თუმცა ჰიუ ჯეკმანი ჩვენთვის უპირობო ჩემპიონია მისი მეგობარი ნიკოლ კიდმანისგან გაღებული ეს გასაოცარი საჩუქარი კი ყველაზე დიდი შემოწირულობაა, რაც აუქციონზე რომელიმე ნივთის გაყიდვისას მიგვიღია“.

Broadway Cares აივ/შიდსით და კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს საკვებს, მედიკამენტებს და სამედიცინო დახმარებას სთავაზობს.

წყარო: people

მოამზადა: ანა სიბოშვილმა